სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება
1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 1 თე­ბერ­ვლი­დან ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გარ­და თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სი­სა და რუს­თა­ვი­სა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთახ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სი­სა და რუს­თა­ვის სკო­ლებს, ამ ეტაპ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის საკ­ლა­სო ოთახ­ში გაგ­რძე­ლე­ბა და­გეგ­მი­ლია 1-ელი მარ­ტი­დან.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 15 თე­ბერ­ვალს კი­დევ ერთხელ შე­ფას­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია და თუ 7 დღის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-მდე და­ი­წევს, მოხ­დე­ბა შემ­დგო­მი შემ­სუ­ბუ­ქე­ბე­ბის გან­ხილ­ვა.

“აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთახ­ში წა­რი­მარ­თე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კო­ლი მკაც­რად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და მოხ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა სის­ტე­მა­ტუ­რი ტეს­ტი­რე­ბა 2 კვი­რა­ში ერთხელ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო ბა­ღებს, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ნარ­ჩუნ­დე­ბა 1 მარ­ტამ­დე. სა­მი­ნის­ტროს მი­ზა­ნია, ყვე­ლა სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­უბ­რუნ­დეს ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს – საკ­ლა­სო ოთახს. თუმ­ცა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა.

ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო ფორ­მატს ეხე­ბა, სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის მი­ღე­ბუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jjj
0

მე მინც დაფიქრებას უეჩევდი ხელისუფლებას.

hhh
2

არ ვიცი რა სწავლა უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა მარა იქნებ ჯობდა მესამე ტალღის გადავლას დავლოდებოდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროდან აცნობეს, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან.

მათივე ცნობით, 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა.

“აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე. სამინისტროს მიზანია, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს – საკლასო ოთახს. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლებში დასაქმებული სხვა პირების ჯანმრთელობა.

ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო ფორმატს ეხება, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მიღებული”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის - "გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა"

კორონავირუსით 535 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა... - სინოდის განჩინება