კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის" - რა ხდება კანცელარიასთან, სადაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება
"სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის" - რა ხდება კანცელარიასთან, სადაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. აქ­ცია პარ­ტი­ის "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას” ორ­გა­ნი­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პარ­ტია "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას” ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ჩვე­ნი მსგავ­სი ქვეყ­ნის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი შე­ზღუდ­ვა კი­დევ უფრო გა­ღა­რი­ბე­ბას ნიშ­ნავს, ამი­ტომ",სი­გი­ჟეა, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ და ადა­მი­ა­ნებს ვწი­რავთ შიმ­ში­ლის­თვის”.

"დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ის მი­ზა­ნია ყვე­ლა იმ შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლი აქვს მთავ­რო­ბას, ვი­თომ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მიზ­ნით. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, მე უბ­რა­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი ვარ რო­მე­ლიც შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­და, თუ ეს შე­ზღუდ­ვე­ბი არ მო­იხ­სნე­ბა, ჩვენ კი­დევ უფრო ჩა­ვი­ძი­რე­ბით სი­ღა­რი­ბის ჭა­ობ­ში და იქი­დან ამოხ­სნა არის ბევ­რად რთუ­ლი. მათი სტა­ტის­ტი­კა არის რი­ცხვე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და მეტი არა­ფე­რი, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა სა­დაც არას­დროს არ და­კე­ტი­ლია ბა­ღე­ბი და სკო­ლე­ბი, არ და­კე­ტი­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი.

ჩვენ ვართ შე­და­რე­ბით ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა და ჩვენ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი შე­ზღუდ­ვა ნიშ­ნავს კი­დევ უფრო გა­ღა­რი­ბე­ბას ამი­ტომ, სი­გი­ჟეა, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ და ადა­მი­ა­ნებს ვწი­რავთ შიმ­ში­ლის­თვის”, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

"თუ არ გა­იხ­სნე­ბა ქვე­ყა­ნა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩე­ბა საჭ­მლის გა­რე­შე", - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან აქ­ცი­ა­ზე, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ისიც ისე­ვე რო­გორც ზურა ჯა­ფა­რი­ძე მხარს უჭერს შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას, რად­გან მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბით და სლო­ვა­კე­თის მო­დე­ლის გად­მო­ტა­ნით, პან­დე­მი­ის მარ­თვა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია.

დე­კა­ნო­ი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ რე­გუ­ლა­ცი­ებს „გა­მო­ცხა­დე­ბულ მო­ნო­ბის ქრო­ნი­კას“ უწო­დებს.

„წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას ადა­რე­ბენ ხოლ­მე საფ­რაგ­ნე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის და სხვა ქვეყ­ნებს, რად­გან თუ არ გა­იხ­სნე­ბა ქვე­ყა­ნა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩე­ბა საჭ­მლის გა­რე­შე. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი. ამ პან­დე­მი­ის მარ­თვა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ტეს­ტი­რე­ბით და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ამი­ტომ ის, რაც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მო­ნო­ბის ქრო­ნი­კაა, არის ძა­ლი­ან მძი­მე, მათ შო­რის, ასეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მი­ტა­ცე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ეს­მო­დეს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­თხო­ვე­ბა პა­სუ­ხი, მათ შო­რის, იმა­ზე, თუ სად წა­ი­ღო 10 მი­ლი­არ­დი, რა­ტომ არ ხსნი­ან სკო­ლებს, რა­ტომ არის ჩა­კე­ტი­ლი ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი, როცა ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეკი­პი­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვი­დეს და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით და­კავ­დეს ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ მე ვე­რა­ნა­ირ გა­მარ­თლე­ბას ვერ ვხე­დავ იმა­ში, რაც ახლა ხდე­ბა, ამი­ტომ მო­ვე­დი და მხარს ვუ­ჭერ ამ აქ­ცი­ას. ჩემ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ ელე­მენ­ტა­რუ­ლად შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ უერ­თდე­ბა ამ აქ­ცი­ას და ვაპ­რო­ტეს­ტებთ იმ უსა­მარ­თლო, არა­მარ­თლზო­მი­ერ, არა­თა­ნას­წორ შე­ზღუდ­ვებს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ ჯერ და­ა­წე­სა, ახლა კი აღარ უნდა შერ­ბი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევ­რმა სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას მო­ი­თხო­ვენ.

სერ­გო ჩიხ­ლა­ძის თქმით მში­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი არის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი და პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა ზე­წო­ლის ერთ-ერთი მე­თო­დი რო­გორც სო­ცი­ა­ლურ, ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე.

„ეს ქმე­დე­ბე­ბი მთავ­რო­ბის კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მებს სო­ცი­ა­ლურ ფონს, კი­დევ უფრო ღრმა ჩიხ­ში შე­იყ­ვანს ეკო­ნო­მი­კას და სხვა­თა­შო­რის, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაც, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის ნა­წი­ლია კი­დევ უფრო მეტ ზი­ანს მი­ი­ღებს. ზუს­ტად ამ პრო­ტეს­ტის მი­ზა­ნია დღეს, რომ მთავ­რო­ბა­ზე წნე­ხი მო­ვახ­დი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­მა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა და­უშ­ვან, ეს არის ამ პრო­ტეს­ტის მი­ზა­ნი, შე­იძ­ლე­ბა იმ წუ­თას არ დგამს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ეს წნე­ხი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა ყო­ველ­თვის აი­ძუ­ლებ­და მთავ­რო­ბას, რომ და­ე­კო­რექ­ტი­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმედ­ბე­ე­ბი და იმე­დი მაქვს ეს პრო­ტეს­ტიც და შემ­დე­გიც გა­მო­ი­ღებს შე­დეგს“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

"არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ „მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს შენ შიმ­ში­ლობ თუ არა, გკე­ტავ და მორ­ჩა“, - ამის შე­სა­ხებ აქ­ცი­ა­ზე ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას თქმით, გან­ცხა­დე­ბას, რომ "თვე­ნა­ხე­ვა­რი არა­ფე­რი არ გექ­ნე­ბათ იმი­ტომ, რომ ჩვენ ასე გვინ­და”, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას­თან კავ­ში­რი არ აქვს.

"ვუ­ერ­თდე­ბი ამ ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ას. ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად გრძნო­ბენ, რო­დის არის გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და რო­დის არის ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ გან­ცხა­დე­ბას, რომ თვე­ნა­ხე­ვა­რი არა­ფე­რი არ გექ­ნე­ბათ იმი­ტომ, რომ ჩვენ ასე გვინ­და, არ აქვს კავ­ში­რი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას­თან.

მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის ტეს­ტი­რე­ბით რე­გუ­ლი­რე­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცია და ხელ­შე­წყო­ბა, რომ იმუ­შა­ოს იმ ნა­წილ­მა, რომ­ლის­თვი­საც ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მაა”, - აღ­ნიშ­ნა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
84

ამ ხალხს ინტერნეტი არ აქვს, თუ ტვინში უჭირთ... გადახეთეთ სხვა ქვეყნებში რა ხდება.. ლუკაშენკომ არ დაემორშილა შეზღუდვებს და ნახეთ რა მოუწყვეს... გაერკვიეთ გრძნობებში... 

ჰმ
34

გახსენით ტრანსპორტი

ავტორი:

"სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის" - რა ხდება კანცელარიასთან, სადაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

"სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის" - რა ხდება კანცელარიასთან, სადაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია პარტიის ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ორგანიზებით მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს, ამიტომ, ,,სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”.

,,დღევანდელი აქციის მიზანია ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, მე უბრალოდ ის ადამიანი ვარ რომელიც შეზღუდვების მოხსნას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ კიდევ უფრო ჩავიძირებით სიღარიბის ჭაობში და იქიდან ამოხსნა არის ბევრად რთული. მათი სტატისტიკა არის რიცხვებით მანიპულირება და მეტი არაფერი, არსებობს უამრავი ქვეყანა სადაც არასდროს არ დაკეტილია ბაღები და სკოლები, არ დაკეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ჩვენ ვართ შედარებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას ამიტომ, სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

"თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისიც ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე მხარს უჭერს შეზღუდვების მოხსნას, რადგან მასობრივი ტესტირებით და სლოვაკეთის მოდელის გადმოტანით, პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია.

დეკანოიძე საქართველოში მოქმედ რეგულაციებს „გამოცხადებულ მონობის ქრონიკას“ უწოდებს.

„წარმოუდგენელია, როცა საქართველოს ეკონომიკას ადარებენ ხოლმე საფრაგნეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნებს, რადგან თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამ პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია ტესტირებით და სხვადასხვა საშუალებებით. ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, ასეთ ქვეყანაში, სადაც მიტაცებულია სახელმწიფო და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, მათ შორის, იმაზე, თუ სად წაიღო 10 მილიარდი, რატომ არ ხსნიან სკოლებს, რატომ არის ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, როცა ძალიან ჩვეულებრივად ეკიპირებით შეიძლება ჩავიდეს და სპორტული აქტივობით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ მე ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ იმაში, რაც ახლა ხდება, ამიტომ მოვედი და მხარს ვუჭერ ამ აქციას. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ელემენტარულად შემოსავლის მიღების საშუალება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება ამ აქციას და ვაპროტესტებთ იმ უსამართლო, არამართლზომიერ, არათანასწორ შეზღუდვებს, რომელიც მთავრობამ ჯერ დააწესა, ახლა კი აღარ უნდა შერბილება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ.

სერგო ჩიხლაძის თქმით მშიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული და პროტესტი იქნება ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე.

„ეს ქმედებები მთავრობის კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს ეკონომიკას და სხვათაშორის, ჯანდაცვის სისტემაც, რომელიც ეკონომიკის ნაწილია კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს. ზუსტად ამ პროტესტის მიზანია დღეს, რომ მთავრობაზე წნეხი მოვახდინოთ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან, ეს არის ამ პროტესტის მიზანი, შეიძლება იმ წუთას არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს, მაგრამ ეს წნეხი, არგუმენტირებული კრიტიკა ყოველთვის აიძულებდა მთავრობას, რომ დაეკორექტირებინა თავისი ქმედბეები და იმედი მაქვს ეს პროტესტიც და შემდეგიც გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

"არ არსებობს ქვეყანა სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ „მე არ მაინტერესებს შენ შიმშილობ თუ არა, გკეტავ და მორჩა“, - ამის შესახებ აქციაზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, განცხადებას, რომ ,,თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა”, ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს.

,,ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებული მოქალაქეების თვითორგანიზებულ აქციას. ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ, როდის არის გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა და როდის არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამ განცხადებას, რომ თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, არ აქვს კავშირი ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.

მსოფლიოში არსებობს უამრავი საშუალება, მათ შორის ტესტირებით რეგულირება, ვაქცინაცია და ხელშეწყობა, რომ იმუშაოს იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ნაკლები პრობლემაა”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

"დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება" - ზურაბ ჯაფარიძე

"დღესაც გელოდებით - ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა არ მოიხსნება" - ზურაბ ჯაფარიძე

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების განცხადებები: "ეს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი"