მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოგიერთი კორპორაცია რიგ ქვეყნებს უკვე უთანაბრდება, როგორც შემოსავლებით, ისე საზოგადოებრივ აზრზე გავლენით - როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი?
ზოგიერთი კორპორაცია რიგ ქვეყნებს უკვე უთანაბრდება, როგორც შემოსავლებით, ისე საზოგადოებრივ აზრზე გავლენით - როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი?

პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში მრა­ვალ ნაშ­რომს თუ გა­დავ­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ თე­ო­რე­ტი­კო­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად მსოფ­ლი­ო­ში ერი-სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის რო­ლის შემ­ცი­რე­ბა ხდე­ბა.

  • სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ზღვრე­ბის მოშ­ლა და ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი დო­ნის წინ წა­მო­წე­ვა

მო­საზ­რე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძალა აუ­ცი­ლებ­ლად შემ­ცირ­დე­ბა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბის­თა­ნა­ვე, ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი, ისე რე­ა­ლის­ტუ­რი ჩანს. მა­გა­ლი­თად, ჯონ უო­ლის მცი­რე ნაშ­რომ­ში, "გლო­ბა­ლი­ზა­ცია და ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შემ­ცი­რე­ბა" ვკი­თხუ­ლობთ:

"შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბო­ლოს, ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის შე­სუს­ტე­ბა და­ი­წყო, რაც რე­გი­ო­ნუ­ლი ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­მო­ჩე­ნამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც ვაჭ­რო­ბი­სა და ქა­ლა­ქებს შო­რის შრო­მი­თი ნა­კა­დე­ბის არ­სე­ბო­ბას ასა­ხავ­და. ბოლო 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბის ეპი­ცენ­ტრი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი იყო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტით ეროვ­ნულ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ ელე­მენტზე. ამავდრო­უ­ლად, ფე­დე­რა­ლურ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა ან უფრო ადრე შექ­მნეს მცი­რე ზო­მის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, ან წარ­მო­იშ­ვნენ, რო­გორც ძა­ლა­უფ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ზღვრე­ბის მიღ­მა (მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რი).

ყვე­ლა ეს პრო­ცე­სი აჩ­ვე­ნებს იმ ნი­მუშს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა მო­ნე­ტა­რუ­ლი და ფის­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, უფრო მა­ღა­ლი დო­ნის იუ­რის­დიქ­ცი­ულ სტრუქ­ტუ­რა­ში გა­და­დის, მა­შინ, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი დო­ნის იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ რჩე­ბა. თუ გლო­ბა­ლი­ზა­ცია გარ­კვე­ულ­წი­ლად სუპ­რა­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი (სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე მაღ­ლა მდგო­მი, რომ­ლის იუ­რის­დიქ­ცი­აც სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრებ­ში აღ­წევს ამ სა­ხელ­მწი­ფოს მთავ­რო­ბის­თვის "აზ­რის კი­თხვის" გა­რე­შე) ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნას მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც გაზ­რდი­ლი ვაჭ­რო­ბის, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და სწრა­ფი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მიერ გა­მოწ­ვე­ულ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ პრობ­ლე­მებს გუ­ლის­ხმობს, მა­შინ ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს პრო­ცე­სი მი­ი­წევს იმის­კენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე ზემ­დგომ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მეტი იუ­რის­დიქ­ცი­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვოს და ერი-სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლოს.

გლო­ბა­ლი­ზა­ცია ახალ პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს წარ­მო­შობს გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ში, რო­მელ­თა ასა­რი­დებ­ლა­დაც თა­ვი­დან ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჩარ­ჩო და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­გი­რე­ბა არ არ­სე­ბობს; აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ან თუნ­დაც, გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის პრობ­ლე­მებს მათი გა­ჩე­ნის შემ­დეგ წყვე­ტენ, რაც შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბას კი­დევ უფრო ასუს­ტებს. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, ეროვ­ნუ­ლი, სა­ზღვრებ­ში მოქ­ცე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი მე­ტად ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად წარ­მარ­თვას სულ უფრო გლო­ბა­ლი­ზე­ბულ და ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ში", - წე­რია ნაშ­რომ­ში.

მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­შირს, თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის ფორ­მი­თა და მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ­სგავ­სე­ბენ კლა­სი­კურ სა­ხელ­მწი­ფო მო­წყო­ბას - ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე. მის წევრ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას შო­რის დრო­დად­რო სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პა უკვე 28 წე­ლია, არ­სე­ბობს - დღე­ვან­დელ პო­ლა­რი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში კი ეს თა­ვის­თა­ვად, უკვე მიღ­წე­ვაა. "ბრექ­სი­ტი", თა­ნად­გო­მის ნაკ­ლე­ბო­ბა (მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ის შემ­თხვე­ვა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ად­რე­ულ ეტაპ­ზე), მიგ­რა­ცია და ბოლო წლებ­ში წინ წა­მო­წე­უ­ლი სხვა სა­კი­თხე­ბი, რაც ევ­რო­კავ­ში­რის მი­მართ სა­ყო­ველ­თაო ნდო­ბას ლა­ქას ცხებს, ჯერ კი­დევ არა­ვინ იცის, რე­ა­ლუ­რად, გა­და­ი­თარ­გმნე­ბა თუ არა ოდეს­მე თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფი­ას­კო­ში - და სა­ბო­ლო­ოდ, მის დაშ­ლა­ში.

რო­გორც „ჯე­ო­ქე­ი­სის" მკვლე­ვა­რი და პრო­ფე­სო­რი, ხა­თუ­ნა ბურ­კა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­ა­ლუ­რად არა­თა­ნა­ბარ სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში პარტნი­ო­რე­ბის პოვ­ნა.

ხა­თუ­ნა ბურ­კა­ძე

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია იმი­სათ­ვის, რომ დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ერ­თად თა­ნაბ­რად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ამის მა­გა­ლი­თია ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი კონ­სენ­სუ­სის პრინ­ცი­პის მი­ხედ­ვით მი­ი­ღე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ლუქ­სემ­ბურგს, ლატ­ვი­ას, ლიტ­ვას, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, საფ­რან­გეთს, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კას და ნა­ტოს სხვა წევ­რებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ერთი ხმა აქვთ, თი­თო­ე­უ­ლის პო­ზი­ცია გა­დამ­წყვე­ტია, მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სი­დი­დი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი­სა. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­შირს, ეფექ­ტი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი ერ­თო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­გა­ლი­თია სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სათ­ვის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, სო­ლი­და­რო­ბის გზით მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა ეროვ­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ამავდრო­უ­ლად, მათი ინ­ტეგ­რა­ცია სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში. ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ­მა ევ­რო­პულ­მა ერ­თო­ბამ მკა­ფი­ოდ წარ­მო­ა­ჩი­ნა ევ­რო­კავ­ში­რის არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი, არა­მედ - გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბაც.

მსგავ­სი მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლუ­რი ფორ­მა­ტე­ბი მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო­ებს აძ­ლე­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­მოკ­ვე­თონ თა­ვი­ან­თი როლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე, რაც ხელს უწყობს არა­მარ­ტო სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით გამ­კლა­ვე­ბას, არა­მედ, მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­საც. სწო­რედ ურ­თი­ერ­თსა­ჭი­რო­ე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის გა­მოკ­ვე­თა შე­საძ­ლე­ბელს ხდის დიდი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნავს ბურ­კა­ძე.

გლო­ბალ კრი­ზისს გლო­ბა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა სჭირ­დე­ბა - კრი­ზი­სებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნას მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თნა­ი­რად ეხე­ბა (კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, პან­დე­მი­ე­ბი), წინ მხო­ლოდ ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი ვერ და­უდ­გე­ბა. ზოგ სა­კი­თხზე შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა კი, თა­ვის მხრივ, პრობ­ლე­მას კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს - და ამა­ზე სა­უ­ბა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპო­ქა­ში ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რე­ლე­ვან­ტუ­რია.

"პან­დე­მი­ამ მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნა გლო­ბა­ლუ­რი ანუ უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის გარ­დაქ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. პოს­ტკო­რო­ნა­ვირუ­სულ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი დიდი ალ­ბა­თო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის­კენ იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა - გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გლო­ბა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა უფრო მეტი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბის შე­საქ­მნე­ლად", - ხაზს უს­ვამს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ხა­თუ­ნა ბურ­კა­ძე.

  • სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე ძლი­ე­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი?

სუპ­რა­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გარ­და, არ­სე­ბობს სხვა, შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო ძლი­ე­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­როც - მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი. კორ­პო­რა­ტოკ­რა­ტია - ეს ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც იშიფ­რე­ბა, რო­გორც "კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა", სწო­რედ ისეთ ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას აღ­ნიშ­ნავს, რო­მელ­საც კორ­პო­რა­ცი­ე­ბი ან კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

სწო­რედ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს იდე­ე­ბის შე­დე­გად, დღეს აღარ გვჭირ­დე­ბა კომ­პა­სი და რუკა, როცა არ­სე­ბობს Google Maps და GPS; აღარ გვჭირ­დე­ბა ფოს­ტა, როცა არ­სე­ბობს ელ­ფოს­ტა; აღარ გვჭირ­დე­ბა ფო­რუ­მე­ბი, რო­დე­საც პრობ­ლე­მა­ტუ­რი თე­მის გან­ხილ­ვა "ფე­ის­ბუქ­ზეც" მშვე­ნივ­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი; ომის­თვის სა­ჭი­რო აღა­რაა ავ­ტო­მა­ტი, არა­მედ - დრო­ნი და დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის აპა­რა­ტიც საკ­მა­რი­სია; სხვა ქვე­ყა­ნა­ზე თავ­დას­ხმა ბომ­ბის ნაც­ვლად კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებ­ში შეღ­წე­ვით ხდე­ბა და მას არა ჯა­რის­კა­ცე­ბი, არა­მედ, ჰა­კე­რე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ; - ამ ყვე­ლაფ­რის "ბო­სე­ბი" კი არა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რე­ბი, პრე­ზი­დენ­ტე­ბი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი, არა­მედ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­წყვი­ტა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მოქ­მედ პრე­ზი­დენტს "ფე­ის­ბუქ­ზე" "სი­ტყვა არ ეთ­ქმის", რად­გან ხალ­ხი­სად­მი ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბებ­მა "წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა". ასე­თი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო "ტვი­ტე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ჯეკ დორ­სი­მაც. შე­დე­გად, ამე­რი­კა­ში ერ­თა­დერთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ატო­მუ­რი ბომ­ბის ჩა­მოგ­დე­ბა­ზე ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა აქვს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "და­პოსტვის" უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა. თუმ­ცა ალ­ბათ, ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ პი­რა­დად დო­ნალდ ტრამ­პის არ­ჩე­ვა­ნი იყო, სა­კუ­თა­რი გზავ­ნი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, "ტვი­ტე­რის" და "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა და არა - უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზია და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გე­ბია.

  • კომ­პა­ნი­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი

დღეს შეგ­ვიძ­ლია, ბევ­რი ისე­თი კომ­პა­ნია გა­მოვ­ყოთ, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ზე ძლი­ე­რიც კია. უცხო­ურ მე­დი­ა­ში სტა­ტი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და კომ­პა­ნი­ებს იმის მი­ხედ­ვით ადა­რებს, თუ რამ­დე­ნად სავ­სეა მათი "ჯი­ბე­ე­ბი". ამ კუ­თხით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი გზა ახა­ლი მიდ­გო­მაა, რომ­ლი­თაც კომ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხით ფუძნ­დე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, foreignpolicy.com-ის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ExxonMobil, Unilever, BlackRock, HSBC, DHL, Visa - ირ­ჩე­ვენ პერ­სო­ნა­ლის, ქარ­ხნე­ბის, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ნა­წი­ლის ან სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლებს იმის მი­ხედ­ვით, თუ სად არის "კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი" რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, უხვი რე­სურ­სე­ბი და უპ­რობ­ლე­მო კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა.

"ჭკვი­ა­ნი" კორ­პო­რა­ცი­ე­ბი ხში­რად, იუ­რი­დი­უ­ლად ერთ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან გან­თავ­სე­ბულ­ნი, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი მე­ო­რე­ში აქვთ, ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბი მე­სა­მე­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი კი - კი­დევ რამ­დე­ნი­მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში. თუმ­ცა ამ­გვა­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ზრდა მხო­ლოდ ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის ახალ გზებს კი არ ნიშ­ნავს, არა­მედ, "გლო­ბა­ლუ­რი ზე­სა­ხელ­მწი­ფოს" მნიშ­ვნე­ლო­ბას ცვლის", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა Apple და Starbucks, ფე­ნო­მე­ნა­ლურ ძა­ლას ფლო­ბენ. ისი­ნი აკონ­ტრო­ლე­ბენ უზარ­მა­ზარ მო­მა­რა­გე­ბის ჯაჭ­ვებს, ყი­დი­ან პრო­დუქ­ტებს მთელს მსოფ­ლი­ო­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­აქვთ წვლი­ლი. 2016 წლის ერთ-ერთი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ამ წლის შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით 100 უდი­დეს კორ­პო­რა­ცი­ა­სა და ქვე­ყა­ნას შო­რის (რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ძი­რი­თა­დად, გა­და­სა­ხა­დე­ბის აკ­რე­ბით იღე­ბენ), აშშ პირ­ველ ნომ­რად გვევ­ლი­ნე­ბა, მას ჩი­ნე­თი და ია­პო­ნია მოს­დევს (თუ ევ­რო­ზო­ნას გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც ერთ პო­ლი­ტი­კურ ერ­თე­ულს, ის 5 600 მი­ლი­არდ დო­ლა­რით პირ­ველ ად­გილ­ზეა); მაგ­რამ უამ­რა­ვი კორ­პო­რა­ცია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მსხვილ ეკო­ნო­მი­კებს უთა­ნაბრდე­ბა: მა­გა­ლი­თად, Walmart უკან იტო­ვებს ეს­პა­ნეთ­სა და ავ­სტრა­ლი­ას. სა­ერ­თო ჯამ­ში, კვლე­ვა­ში შე­მო­სავ­ლე­ბის 100 უმ­თავ­რე­სი მსოფ­ლიო გე­ნე­რა­ტო­რი­დან, 71 მათ­გა­ნი კორ­პო­რა­ცი­აა.

  • კორ­პო­რა­ცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რე­ბად ქცე­ვა

თან­ხე­ბის გარ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ ისე­თი გლო­ბა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა მო­ი­ტა­ნა, რო­მელ­შიც სა­ხელ­მწი­ფო ძალა მმარ­თვე­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი პრინ­ცი­პი აღა­რაა.

"გლო­ბა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ზი­ცია სხვა აქ­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტოა სი­დი­დი­სა და მო­ცუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. უბ­რა­ლოდ და­ფიქ­რდით ისე­თი გლო­ბა­ლუ­რი გი­გან­ტე­ბის კერ­ძო და სა­ჯა­რო ძა­ლა­ზე, რო­გო­რი­ცაა Google ან Apple. რო­დე­საც დო­ნალდ ტრამ­პი Apple-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, ტიმ კუკს შეხ­ვდა იმის გან­სა­ხილ­ვე­ლად, თუ რო­გორ იმოქ­მე­დებს ჩი­ნეთ­თან სა­ვაჭ­რო ომი Apple-ის ინ­ტე­რე­სებ­ზე, გა­მოჩ­ნდა, რომ წამ­ყვა­ნი მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბიც არი­ან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

"ჯე­ო­ქე­ი­სის" მკვლე­ვა­რი, ხა­თუ­ნა ბურ­კა­ძე ზო­გა­დად, ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ციფ­რულ სა­კი­თხებ­სა და კი­ბერ­გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და დას­ძენს, რომ მისი შე­ხე­დუ­ლე­ბით, კორ­პო­რა­ცი­ე­ბის თით­ქოს, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი სიმ­ძლავ­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის როლს მო­მა­ვალ­ში არ და­აკ­ნი­ნებს და პი­რი­ქით, შე­საძ­ლოა, მათი ერ­თმა­ნეთ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად და პრობ­ლე­მებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ კი­დევ უფრო ნა­ყო­ფი­ე­რი იყოს.

"გლო­ბა­ლურ­მა კრი­ზის­მა დაგ­ვა­ნა­ხა სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, კი­ბერ­სივ­რცის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზღვრე­ბით არაა შე­მო­ფარ­გლუ­ლი. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა კი აჩენს არა­ერთ კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ციფ­რუ­ლი მსოფ­ლიო და რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს დღე­ვან­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ახა­ლი მსოფ­ლი­ოს მო­თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც მო­ნა­ცე­მებ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ციფ­რულ, მო­ნა­ცე­მე­ბის ეპო­ქა­ში მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო­ებს მო­უ­წევთ თა­ვი­ან­თი ახა­ლი ნი­შის გა­მოკ­ვე­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ისე გან­ვი­თა­რე­ბა, რომ კი­ბერ­სივ­რცის დიდ მო­თა­მა­შე­ებს სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და­ა­ნა­ხონ.

რაც შე­ე­ხე­ბა კორ­პო­რა­ცი­ებს, დღეს მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ კორ­პო­რა­ცი­ებს საკ­მა­ოდ დიდი რე­სურ­სე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ისი­ნი ფლო­ბენ მო­ნა­ცე­მებს, აქვთ ფი­ნან­სუ­რი, სხვა ტი­პის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვფიქ­რობ, რომ მო­მა­ვალ­შიც სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის როლი გა­მოკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იმოქ­მე­დე­ბენ იმ კა­ნონ­მდებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი­სათ­ვის აწე­სე­ბენ. თუ სა­ხელ­მწი­ფო­ებს სწო­რი პო­ლი­ტი­კა ექ­ნე­ბათ, პი­რი­ქით, კორ­პო­რა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით შე­საძ­ლე­ბე­ლია მეტი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა, რაც გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - აცხა­დებს ხა­თუ­ნა ბურ­კა­ძე.

  • კრი­ზი­სი და სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მე­ბის რე­ა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა

TheAtlantic.com-ის სტა­ტი­ა­ში: "ინ­ტერ­ნე­ტის ტი­ტა­ნე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბას იკ­რე­ბენ", ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია პან­დე­მი­ა­ზე, რო­გორც კრი­ზის­ზე, რომ­ლის გა­მოც ახა­ლი წე­სე­ბი იწე­რე­ბა და რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად ძლი­ე­რია რე­ა­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მე­ბი.

"პლატ­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი სა­ზღვრე­ბის მიღ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბია, რო­მელ­თაც აქვთ უფ­ლე­ბა, გა­და­წყვი­ტონ, რა უნდა გან­თავ­სდეს მათ სერ­ვი­სებ­ზე. მაგ­რამ ამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­სა­ო­ცარ­მა ხა­სი­ათ­მა - შე­საძ­ლებ­ლო­ბამ, გა­და­წყვი­ტონ მათ, რა არის სი­ძულ­ვი­ლის ენა, და­საშ­ვე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნია ან ზედ­მე­ტად გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი კანი - გა­ნა­პი­რო­ბა პლატ­ფორ­მე­ბის­თვის მეტ გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე მო­თხოვ­ნა იმა­ზე, თუ რო­გორ ხდე­ბა ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. "ფე­ის­ბუქ­სა" და სხვა ქსე­ლებს უარი აქვთ ნათ­ქვა­მი "სი­მარ­თლის არ­ბიტ­რე­ბის" როლ­ზე, მაგ­რამ Covid-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ეს შე­იც­ვა­ლა. მსხვილ­მა ტექ­ნი­კურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, - არა მხო­ლოდ Facebook-მა, Twitter-მა და Google-მა, პან­დე­მი­ას ისე­თი ხერ­ხე­ბით უპა­სუ­ხეს, რომ­ლი­თაც გა­მოჩ­ნდა, თუ რამ­ხე­ლა ძალა აქვთ მათ ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­წყვე­ტი­სას. მა­გა­ლი­თად, Pinterest-ი კო­რო­ნა­ვირუს­ზე ძი­ე­ბის შე­დე­გებს ზღუ­დავს, მხო­ლოდ "სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რია, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს აღ­სრუ­ლე­ბა სწრა­ფი, შე­სა­ბა­მი­სად, უხე­შია. იმის გამო, რომ მო­დე­რა­ტო­რე­ბი სახ­ლში არი­ან და ლო­გის­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ მუ­შა­ო­ბენ, მთა­ვა­რი პლატ­ფორ­მე­ბი ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბულ ინ­სტრუ­მენ­ტებს ეყ­რდნო­ბი­ან. Facebook-მა, Twitter-მა და Youtube-მ აღი­ა­რეს კი­დეც, რომ შე­დე­გად, ისი­ნი მეტ შეც­დო­მას და­უშ­ვე­ბენ - ანუ, შე­საძ­ლოა, ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი წა­შა­ლონ, რაც წე­სით, არ უნდა წა­ი­შა­ლოს.

გარ­და ამი­სა, იმ "წმინ­და" პრინ­ციპ­საც, რომ პლატ­ფორ­მე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის გა­მოს­ვლებ­ში არ ჩა­ე­რე­ვი­ან, ზი­ა­ნი მი­ად­გა. "ტვი­ტერ­მა" ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ჟაირ ბოლ­სო­ნა­როს "ტვი­ტე­ბი" წა­შა­ლა, იმის გამო, რომ მან Covid-19-ზე დე­ზინ­ფორ­მა­ცია თუ შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა - "ფე­ის­ბუ­ქი" და "იუ­თუ­ბიც" მა­ლე­ვე ანა­ლო­გი­უ­რად მო­იქ­ცნენ. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბე­ბის დახ­შო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პლატ­ფორ­მე­ბის მიერ უპ­რე­ცე­დენ­ტო ნა­ბი­ჯია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

აქვე, ისევ ტრამპსა და მას­თან "ტვი­ტე­რი­სა" და "ფე­ის­ბუ­ქის" ურ­თი­ერ­თო­ბას თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით, შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამ­პი აშშ-ის 45-ე პრე­ზი­დენ­ტად სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გა, მარტ ცუ­კერ­ბერ­გი ცდი­ლობ­და, არ­ჩევ­ნებ­ში მისი წარ­მა­ტე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბად მი­ე­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" რო­ლის­თვის, თუმ­ცა ეს მას შემ­დეგ გაძ­ნელ­და, რაც თვი­თონ ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, რომ პლატ­ფორ­მას მის გა­მარ­ჯვე­ბა­ში არ­სე­ბი­თი როლი მი­უ­ძღვო­და.

"Facebook-ისა და Twitter-ის გვი­ან­დე­ლი ქმე­დე­ბა, და­ებ­ლო­კათ ტრამ­პის ან­გა­რი­ში, აშშ-ის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გი­გან­ტე­ბის მიერ უპ­რე­ცე­დენ­ტო ნა­ბი­ჯი და მათი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო. რამ­დე­ნი­მე ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ტექ­ნი­კუ­რი აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბის მცი­რე ჯგუფ­მა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­მა­უ­წყებ­ლო ხელ­სა­წყო­ე­ბი ჩა­მო­არ­თვა, რა­მაც მის მიერ ტე­ლე­ფონ­ში ერთ წუთ­ში და­წე­რი­ლი რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბით მთე­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ამ­ცი­რა.

მათ გარ­და, Google-მ ტრამ­პის ან­გა­რი­ში Youtube-ს არხზე შე­ა­ჩე­რა, Reddit-მა ტრამ­პის მომ­ხრე რამ­დე­ნი­მე ფო­რუ­მი დაბ­ლო­კა, Snapchat-მა, რო­მელ­საც სა­კუ­თარ ქსელ­ში ტრამ­პის აქ­ტი­ვო­ბა უკვე შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და, პრო­ფი­ლი მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო დღის შემ­დეგ დაბ­ლო­კა", - ვკი­თხუ­ლობთ თე­მა­ზე nbcnews.com-ის სტა­ტი­ა­ში.

ასეა თუ ისე, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ა­ჭარ­ბოს მო­მა­ვალ­ში გი­გან­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ძა­ლამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სას - ამა­ზე ალ­ბათ, დრო გას­ცემს პა­სუხს. თუმ­ცა ჩანს, რომ ზო­გი­ერ­თი კორ­პო­რა­ცია ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას ძა­ლით ნამ­დვი­ლად უთა­ნაბრდე­ბა, იქ­ნე­ბა ეს შე­მო­სავ­ლე­ბი თუ გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე. ცხა­დია, რომ რო­გორც თა­ვის მხრივ, ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი, ისე მე­ო­რე მხრივ - მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი ერ-სა­ხელ­მწი­ფო­ებს უკვე ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწე­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
6

ბარემ ისიც დაგეწერათ რა თანხები დაკარგეს ამ კორპორაციებმა პრეზიდენტის დაბლოკვით,ჯერ დროებით ,მაგრამ ალბათ სამუდამოდაც დაკარგავენ იმიტომ რომ დედამიწაზე ჩრდილოეთ კორეის აჩრდილი ვერ ივლის და საინფორმაციო ვაკუუმში ვერ მოაქცევს ყველაფერს.მერწყულის ეპოქა მოდის ნუ შეგაშინებთ ადამიანებო ვიღაცეების ასეთი გამოხდომები,მათ თავის ადგილს მიუჩენენ.

nino
0

არაფერი შეცვლილა გლობალურად რომ დააკვირდე, რასაც წინა საუკუნეებში რელიგია აკეთებდა იმავეს აკეთებენ 21-ე საუკუნეში ბიზნესგიგანტები. რიგითი მოკვდავისთვის არაფერი იცვლება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ზოგიერთი კორპორაცია რიგ ქვეყნებს უკვე უთანაბრდება, როგორც შემოსავლებით, ისე საზოგადოებრივ აზრზე გავლენით - როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი?

ზოგიერთი კორპორაცია რიგ ქვეყნებს უკვე უთანაბრდება, როგორც შემოსავლებით, ისე საზოგადოებრივ აზრზე გავლენით - როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი?

პოლიტიკის მეცნიერების სფეროში მრავალ ნაშრომს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ თეორეტიკოსების თვალსაზრისით, გლობალიზაციასთან ერთად მსოფლიოში ერი-სახელმწიფოების როლის შემცირება ხდება.

  • სახელმწიფოების საზღვრების მოშლა და ზესახელმწიფოებრივი დონის წინ წამოწევა

მოსაზრება, რომ სახელმწიფოებში ცენტრალიზებული ხელისუფლების ძალა აუცილებლად შემცირდება გლობალიზაციის დაჩქარებისთანავე, ადამიანთა უმეტესობისთვის როგორც ბუნებრივი, ისე რეალისტური ჩანს. მაგალითად, ჯონ უოლის მცირე ნაშრომში, "გლობალიზაცია და ეროვნული სახელმწიფოს შემცირება" ვკითხულობთ:

"შუა საუკუნეების ბოლოს, ქალაქ-სახელმწიფოებზე დაფუძნებული ავტორიტეტული სტრუქტურების შესუსტება დაიწყო, რაც რეგიონული ფართო პოლიტიკური დაჯგუფებების გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც ვაჭრობისა და ქალაქებს შორის შრომითი ნაკადების არსებობას ასახავდა. ბოლო 200 წლის განმავლობაში განვითარების ეპიცენტრი სახელმწიფოები იყო, მნიშვნელოვანი აქცენტით ეროვნულ მშენებლობაზე, როგორც განვითარების მთავარ ელემენტზე. ამავდროულად, ფედერალურმა სტრუქტურებმა ან უფრო ადრე შექმნეს მცირე ზომის სუბიექტები, ან წარმოიშვნენ, როგორც ძალაუფლების სტრუქტურები ფაქტობრივი საზღვრების მიღმა (მაგალითად, ევროკავშირი).

ყველა ეს პროცესი აჩვენებს იმ ნიმუშს, რომლის თანახმადაც ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და უფლებამოსილებების საერთო პრობლემები, როგორიცაა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, უფრო მაღალი დონის იურისდიქციულ სტრუქტურაში გადადის, მაშინ, როდესაც კონკრეტული და განსხვავებული პრობლემები შედარებით დაბალი დონის იურისდიქციის ქვეშ რჩება. თუ გლობალიზაცია გარკვეულწილად სუპრანაციონალური (სახელმწიფოებზე მაღლა მდგომი, რომლის იურისდიქციაც სახელმწიფოს საზღვრებში აღწევს ამ სახელმწიფოს მთავრობისთვის "აზრის კითხვის" გარეშე) ძალაუფლების გამოჩენას მოიცავს, რომელიც გაზრდილი ვაჭრობის, უცხოური ინვესტიციების, ფინანსური ბაზრის ურთიერთდამოკიდებულებისა და სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების მიერ გამოწვეულ ტრანსნაციონალურ პრობლემებს გულისხმობს, მაშინ ბუნებრივია, რომ ეს პროცესი მიიწევს იმისკენ, რომ სახელმწიფოებზე ზემდგომმა ხელისუფლებამ მეტი იურისდიქციული ძალაუფლება მოიპოვოს და ერი-სახელმწიფოები ჩაანაცვლოს.

გლობალიზაცია ახალ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმოშობს გლობალურ ეკონომიკაში, რომელთა ასარიდებლადაც თავიდან ინსტიტუციონალური ჩარჩო და პოლიტიკური რეაგირება არ არსებობს; აქედან გამომდინარე, ზესახელმწიფოებრივი ან თუნდაც, გლობალური ძალაუფლებრივი სტრუქტურები ტრანსნაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემებს მათი გაჩენის შემდეგ წყვეტენ, რაც შედეგად, სახელმწიფოების ძალაუფლებას კიდევ უფრო ასუსტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნული, საზღვრებში მოქცეული სახელმწიფოები მეტად ვეღარ შეძლებენ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დამაკმაყოფილებლად წარმართვას სულ უფრო გლობალიზებულ და ტრანსნაციონალურ ეკონომიკაში", - წერია ნაშრომში.

მაგალითად, ევროკავშირს, თავისი სტრუქტურების ფორმითა და მათი უფლებამოსილებებით ყველაზე მეტად ამსგავსებენ კლასიკურ სახელმწიფო მოწყობას - ზესახელმწიფოებრივ დონეზე. მის წევრ ზოგიერთ ქვეყანას შორის დროდადრო სხვადასხვა საკითხზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, ინტეგრირებული ევროპა უკვე 28 წელია, არსებობს - დღევანდელ პოლარიზებულ სამყაროში კი ეს თავისთავად, უკვე მიღწევაა. "ბრექსიტი", თანადგომის ნაკლებობა (მაგალითად, იტალიის შემთხვევაში კორონავირუსთან ბრძოლის ადრეულ ეტაპზე), მიგრაცია და ბოლო წლებში წინ წამოწეული სხვა საკითხები, რაც ევროკავშირის მიმართ საყოველთაო ნდობას ლაქას ცხებს, ჯერ კიდევ არავინ იცის, რეალურად, გადაითარგმნება თუ არა ოდესმე თავად ორგანიზაციის ფიასკოში - და საბოლოოდ, მის დაშლაში.

როგორც „ჯეოქეისის" მკვლევარი და პროფესორი, ხათუნა ბურკაძე აღნიშნავს, მცირე სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანია რეალურად არათანაბარ საერთაშორისო სისტემაში პარტნიორების პოვნა.

ხათუნა ბურკაძე

"საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები მცირე სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისათვის, რომ დიდ სახელმწიფოებთან ერთად თანაბრად იყვნენ ჩართულნი ორგანიზაციის საქმიანობაში. ამის მაგალითია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, სადაც გადაწყვეტილებები კონსენსუსის პრინციპის მიხედვით მიიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლუქსემბურგს, ლატვიას, ლიტვას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და ნატოს სხვა წევრებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთი ხმა აქვთ, თითოეულის პოზიცია გადამწყვეტია, მიუხედავად აღნიშნული სახელმწიფოების სიდიდისა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენებისა. რაც შეეხება ევროკავშირს, ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისათვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში. ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულმა ევროპულმა ერთობამ მკაფიოდ წარმოაჩინა ევროკავშირის არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ - გლობალური მნიშვნელობაც.

მსგავსი მულტილატერალური ფორმატები მცირე სახელმწიფოებს აძლევენ შესაძლებლობას, გამოკვეთონ თავიანთი როლი საერთაშორისო არენაზე, რაც ხელს უწყობს არამარტო საერთო გამოწვევებთან ერთობლივი ძალისხმევით გამკლავებას, არამედ, მცირე სახელმწიფოების ინტერესების უზრუნველყოფასაც. სწორედ ურთიერთსაჭიროებისა და ურთიერთკავშირის გამოკვეთა შესაძლებელს ხდის დიდი სახელმწიფოების მიერ მცირე სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემასა და გათვალისწინებას", - აღნიშნავს ბურკაძე.

გლობალ კრიზისს გლობალური გადაწყვეტა სჭირდება - კრიზისებს, რომელიც ყველა ქვეყანას მეტ-ნაკლებად ერთნაირად ეხება (კლიმატის ცვლილება, პანდემიები), წინ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მეთაური ვერ დაუდგება. ზოგ საკითხზე შეუთანხმებლობა კი, თავის მხრივ, პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს - და ამაზე საუბარი კორონავირუსის ეპოქაში ალბათ, ყველაზე რელევანტურია.

"პანდემიამ მკაფიოდ აჩვენა გლობალური ანუ უნივერსალური საერთაშორისო სისტემის გარდაქმნის აუცილებლობა. პოსტკორონავირუსულ პერიოდში მსოფლიოში განხორციელებული ცვლილებები დიდი ალბათობით პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გლობალიზაციისკენ იქნება ორიენტირებული. მარტივი ჭეშმარიტებაა - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამასთანავე, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების შესაქმნელად", - ხაზს უსვამს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ხათუნა ბურკაძე.

  • სახელმწიფოებზე ძლიერი კორპორაციები?

სუპრანაციონალური და გლობალური ძალაუფლების გარდა, არსებობს სხვა, შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერი ძალაუფლების წყაროც - მულტინაციონალური კორპორაციები. კორპორატოკრატია - ეს ტერმინი, რომელიც იშიფრება, როგორც "კორპორატიული ძალაუფლება", სწორედ ისეთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემას აღნიშნავს, რომელსაც კორპორაციები ან კორპორატიული ინტერესები აკონტროლებენ.

სწორედ ტექნოლოგიური განვითარებისა და წარმატებული ბიზნეს იდეების შედეგად, დღეს აღარ გვჭირდება კომპასი და რუკა, როცა არსებობს Google Maps და GPS; აღარ გვჭირდება ფოსტა, როცა არსებობს ელფოსტა; აღარ გვჭირდება ფორუმები, როდესაც პრობლემატური თემის განხილვა "ფეისბუქზეც" მშვენივრადაა შესაძლებელი; ომისთვის საჭირო აღარაა ავტომატი, არამედ - დრონი და დისტანციური მართვის აპარატიც საკმარისია; სხვა ქვეყანაზე თავდასხმა ბომბის ნაცვლად კომპიუტერულ სისტემებში შეღწევით ხდება და მას არა ჯარისკაცები, არამედ, ჰაკერები ახორციელებენ; - ამ ყველაფრის "ბოსები" კი არა ქვეყნის მეთაურები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, არამედ, მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიების მფლობელები არიან. კონსულტაციების შედეგად, მარკ ცუკერბერგმა საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს "ფეისბუქზე" "სიტყვა არ ეთქმის", რადგან ხალხისადმი ძალადობისკენ მოწოდებებმა "წითელი ხაზი გადაკვეთა". ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო "ტვიტერის" დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმაც. შედეგად, ამერიკაში ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ატომური ბომბის ჩამოგდებაზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს, სოციალურ ქსელში "დაპოსტვის" უფლება ჩამოერთვა. თუმცა ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირადად დონალდ ტრამპის არჩევანი იყო, საკუთარი გზავნილები ძირითადად, "ტვიტერის" და "ფეისბუქის" საშუალებით გაევრცელებინა და არა - უფრო ტრადიციული მეთოდებით, როგორიც მაგალითად, ტელევიზია და ოფიციალური ბრიფინგებია.

  • კომპანიების და სახელმწიფოების შემოსავლები

დღეს შეგვიძლია, ბევრი ისეთი კომპანია გამოვყოთ, რომელიც ზოგიერთ სახელმწიფოზე ძლიერიც კია. უცხოურ მედიაში სტატიების უმეტესობა სახელმწიფოებსა და კომპანიებს იმის მიხედვით ადარებს, თუ რამდენად სავსეა მათი "ჯიბეები". ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ახალი მიდგომაა, რომლითაც კომპანიები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახით ფუძნდებიან. მაგალითად, foreignpolicy.com-ის თანახმად, კომპანიები, როგორიცაა: ExxonMobil, Unilever, BlackRock, HSBC, DHL, Visa - ირჩევენ პერსონალის, ქარხნების, აღმასრულებელ ნაწილის ან საბანკო ანგარიშების განთავსების ადგილებს იმის მიხედვით, თუ სად არის "კეთილგანწყობილი" რეგულაციები, უხვი რესურსები და უპრობლემო კავშირგაბმულობა.

"ჭკვიანი" კორპორაციები ხშირად, იურიდიულად ერთ ქვეყანაში არიან განთავსებულნი, კორპორატიული მენეჯმენტი მეორეში აქვთ, ფინანსური აქტივები მესამეში, ადმინისტრაციული პერსონალი კი - კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში. თუმცა ამგვარი კომპანიების ზრდა მხოლოდ ფულის გამომუშავების ახალ გზებს კი არ ნიშნავს, არამედ, "გლობალური ზესახელმწიფოს" მნიშვნელობას ცვლის", - ვკითხულობთ სტატიაში.

მულტინაციონალური კომპანიები, როგორიცაა Apple და Starbucks, ფენომენალურ ძალას ფლობენ. ისინი აკონტროლებენ უზარმაზარ მომარაგების ჯაჭვებს, ყიდიან პროდუქტებს მთელს მსოფლიოში და საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეაქვთ წვლილი. 2016 წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამ წლის შემოსავლების მიხედვით 100 უდიდეს კორპორაციასა და ქვეყანას შორის (რომელსაც სახელმწიფოები ძირითადად, გადასახადების აკრებით იღებენ), აშშ პირველ ნომრად გვევლინება, მას ჩინეთი და იაპონია მოსდევს (თუ ევროზონას განვიხილავთ, როგორც ერთ პოლიტიკურ ერთეულს, ის 5 600 მილიარდ დოლარით პირველ ადგილზეა); მაგრამ უამრავი კორპორაცია მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ეკონომიკებს უთანაბრდება: მაგალითად, Walmart უკან იტოვებს ესპანეთსა და ავსტრალიას. საერთო ჯამში, კვლევაში შემოსავლების 100 უმთავრესი მსოფლიო გენერატორიდან, 71 მათგანი კორპორაციაა.

  • კორპორაციების პოლიტიკურ აქტორებად ქცევა

თანხების გარდა, აღნიშნული კვლევის თანახმად, გლობალიზაციამ ისეთი გლობალური სტრუქტურა მოიტანა, რომელშიც სახელმწიფო ძალა მმართველი ექსკლუზიური პრინციპი აღარაა.

"გლობალური კორპორაციების ამჟამინდელი პოზიცია სხვა აქტორებთან შედარებით უპრეცედენტოა სიდიდისა და მოცულობის თვალსაზრისით. უბრალოდ დაფიქრდით ისეთი გლობალური გიგანტების კერძო და საჯარო ძალაზე, როგორიცაა Google ან Apple. როდესაც დონალდ ტრამპი Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ კუკს შეხვდა იმის განსახილველად, თუ როგორ იმოქმედებს ჩინეთთან სავაჭრო ომი Apple-ის ინტერესებზე, გამოჩნდა, რომ წამყვანი მულტინაციონალური კომპანიები პოლიტიკური აქტორებიც არიან", - აღნიშნულია დოკუმენტში.

"ჯეოქეისის" მკვლევარი, ხათუნა ბურკაძე ზოგადად, ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე სამყაროში ციფრულ საკითხებსა და კიბერგამოწვევებზე და დასძენს, რომ მისი შეხედულებით, კორპორაციების თითქოს, განუსაზღვრელი სიმძლავრე სახელმწიფოების როლს მომავალში არ დააკნინებს და პირიქით, შესაძლოა, მათი ერთმანეთთან ინტეგრირება გარკვეული მიზნების მისაღწევად და პრობლემებზე საპასუხოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი იყოს.

"გლობალურმა კრიზისმა დაგვანახა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, კიბერსივრცის შესაძლებლობები, გამოწვევები, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური და გეოგრაფიული საზღვრებით არაა შემოფარგლული. ეს მოცემულობა კი აჩენს არაერთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ციფრული მსოფლიო და რამდენად პასუხობს დღევანდელი სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციები ახალი მსოფლიოს მოთხოვნებს, რომელიც მონაცემებზეა კონცენტრირებული. ციფრულ, მონაცემების ეპოქაში მცირე სახელმწიფოებს მოუწევთ თავიანთი ახალი ნიშის გამოკვეთა და თანამედროვე ციფრული პოლიტიკის ისე განვითარება, რომ კიბერსივრცის დიდ მოთამაშეებს საკუთარი საჭიროებები დაანახონ.

რაც შეეხება კორპორაციებს, დღეს მულტინაციონალურ კორპორაციებს საკმაოდ დიდი რესურსები გააჩნიათ. ისინი ფლობენ მონაცემებს, აქვთ ფინანსური, სხვა ტიპის შესაძლებლობები და პროცესებზე გავლენას ახდენენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მომავალშიც სახელმწიფოების როლი გამოკვეთილი იქნება და აღნიშნული კომპანიები იმოქმედებენ იმ კანონმდებლობების ფარგლებში, რომელსაც სუვერენული სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიებზე ფუნქციონირებადი კორპორაციებისათვის აწესებენ. თუ სახელმწიფოებს სწორი პოლიტიკა ექნებათ, პირიქით, კორპორაციების მხარდაჭერით შესაძლებელია მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, რაც განვითარებისათვის აუცილებელია", - აცხადებს ხათუნა ბურკაძე.

  • კრიზისი და სოციალური პლატფორმების რეალური ძალაუფლების გამოჩენა

TheAtlantic.com-ის სტატიაში: "ინტერნეტის ტიტანები ძალაუფლებას იკრებენ", ყურადღება გამახვილებულია პანდემიაზე, როგორც კრიზისზე, რომლის გამოც ახალი წესები იწერება და რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია რეალურად, სოციალური პლატფორმები.

"პლატფორმები, რომლებიც ეროვნული საზღვრების მიღმა ფუნქციონირებს, კერძო კომპანიებია, რომელთაც აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, რა უნდა განთავსდეს მათ სერვისებზე. მაგრამ ამ ძალაუფლების გასაოცარმა ხასიათმა - შესაძლებლობამ, გადაწყვიტონ მათ, რა არის სიძულვილის ენა, დასაშვები პოლიტიკური კამპანია ან ზედმეტად გაშიშვლებული კანი - განაპირობა პლატფორმებისთვის მეტ გამჭვირვალობაზე მოთხოვნა იმაზე, თუ როგორ ხდება ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. "ფეისბუქსა" და სხვა ქსელებს უარი აქვთ ნათქვამი "სიმართლის არბიტრების" როლზე, მაგრამ Covid-19-ის პანდემიის პირობებში ეს შეიცვალა. მსხვილმა ტექნიკურმა კომპანიებმა, - არა მხოლოდ Facebook-მა, Twitter-მა და Google-მა, პანდემიას ისეთი ხერხებით უპასუხეს, რომლითაც გამოჩნდა, თუ რამხელა ძალა აქვთ მათ ამ ყველაფრის გადაწყვეტისას. მაგალითად, Pinterest-ი კორონავირუსზე ძიების შედეგებს ზღუდავს, მხოლოდ "საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამედიცინო ორგანიზაციების" ინფორმაციის გარდა.

მეორე ფაქტორია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს აღსრულება სწრაფი, შესაბამისად, უხეშია. იმის გამო, რომ მოდერატორები სახლში არიან და ლოგისტიკური მიზეზების გამო ვერ მუშაობენ, მთავარი პლატფორმები ავტომატიზირებულ ინსტრუმენტებს ეყრდნობიან. Facebook-მა, Twitter-მა და Youtube-მ აღიარეს კიდეც, რომ შედეგად, ისინი მეტ შეცდომას დაუშვებენ - ანუ, შესაძლოა, ისეთი ინფორმაციები წაშალონ, რაც წესით, არ უნდა წაიშალოს.

გარდა ამისა, იმ "წმინდა" პრინციპსაც, რომ პლატფორმები პოლიტიკური ფიგურების გამოსვლებში არ ჩაერევიან, ზიანი მიადგა. "ტვიტერმა" ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს "ტვიტები" წაშალა, იმის გამო, რომ მან Covid-19-ზე დეზინფორმაცია თუ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა - "ფეისბუქი" და "იუთუბიც" მალევე ანალოგიურად მოიქცნენ. დემოკრატიულად არჩეული ლიდერის განცხადებების დახშობა ტექნოლოგიური პლატფორმების მიერ უპრეცედენტო ნაბიჯია", - აღნიშნულია სტატიაში.

აქვე, ისევ ტრამპსა და მასთან "ტვიტერისა" და "ფეისბუქის" ურთიერთობას თუ დავუბრუნდებით, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად საკუთარი საქმიანობის განხორციელებას შეუდგა, მარტ ცუკერბერგი ცდილობდა, არჩევნებში მისი წარმატება რაც შეიძლება, ნაკლებად მიეწერა "ფეისბუქის" როლისთვის, თუმცა ეს მას შემდეგ გაძნელდა, რაც თვითონ ტრამპმა აღნიშნა, რომ პლატფორმას მის გამარჯვებაში არსებითი როლი მიუძღვოდა.

"Facebook-ისა და Twitter-ის გვიანდელი ქმედება, დაებლოკათ ტრამპის ანგარიში, აშშ-ის სოციალური მედიის გიგანტების მიერ უპრეცედენტო ნაბიჯი და მათი ძალაუფლების ჯერჯერობით ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრირება იყო. რამდენიმე ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ტექნიკური აღმასრულებლების მცირე ჯგუფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ყველაზე გავლენიანი სამაუწყებლო ხელსაწყოები ჩამოართვა, რამაც მის მიერ ტელეფონში ერთ წუთში დაწერილი რამდენიმე წინადადებით მთელი მედიის ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობა შეამცირა.

მათ გარდა, Google-მ ტრამპის ანგარიში Youtube-ს არხზე შეაჩერა, Reddit-მა ტრამპის მომხრე რამდენიმე ფორუმი დაბლოკა, Snapchat-მა, რომელსაც საკუთარ ქსელში ტრამპის აქტივობა უკვე შეზღუდული ჰქონდა, პროფილი მისი პრეზიდენტობის ბოლო დღის შემდეგ დაბლოკა", - ვკითხულობთ თემაზე nbcnews.com-ის სტატიაში.

ასეა თუ ისე, რამდენად შეიძლება, გადააჭარბოს მომავალში გიგანტური კომპანიების ძალამ სახელმწიფოებისას - ამაზე ალბათ, დრო გასცემს პასუხს. თუმცა ჩანს, რომ ზოგიერთი კორპორაცია ზოგიერთ ქვეყანას ძალით ნამდვილად უთანაბრდება, იქნება ეს შემოსავლები თუ გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ცხადია, რომ როგორც თავის მხრივ, ზესახელმწიფოებრივი ორგანოები, ისე მეორე მხრივ - მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კორპორაციები ერ-სახელმწიფოებს უკვე ღირსეულ კონკურენციას უწევენ.