კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლი­თაც მხარს უჭერს რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დო­კუ­მენტს მხა­რი და­უ­ჭი­რა 581 დე­პუ­ტატ­მა, 50 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, 44-მა კი თავი შე­ი­კა­ვა.

დო­კუ­მენ­ტში ევ­რო­დე­პუ­ტა­ტე­ბი გმო­ბენ რუ­სე­თის ქცე­ვას, რო­მელ­საც ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ მი­უ­ღებ­ლად, რო­გორც ევ­რო­პის საბ­ჭო­სა და ეუ­თოს წევ­რი ქვეყ­ნის­თვის. ისი­ნი ორი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს აქვს აღე­ბუ­ლი.

რე­ზო­ლუ­ცი­ის ცალ­კე პუნ­ქტში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტ­სა და ევ­რო­პის საბ­ჭოს წევრ ქვეყ­ნებს, გა­მო­ი­ყე­ნონ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რო­მელ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­პის კონ­ვენ­ცი­ის 46 (4) მუხ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რათა და­ი­წყონ რუ­სე­თის დას­ჯის პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში.

დას­ჯის პრო­ცე­დუ­რა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბე­ბის შე­წყვე­ტას ევ­რო­საბ­ჭო­ში.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­დე­პუ­ტა­ტებ­მა ევ­რო­კავ­შირს და მის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს მო­უ­წო­დეს, კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხე­დოს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს სხვა­დას­ხვა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ პლატ­ფორ­მებ­ზე.

კერ­ძოდ კი, მო­ი­თხო­ვენ, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყდეს გაზ­სა­დე­ნის „ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი-2“-ის მშე­ნებ­ლო­ბა.

ცალ­კე პუნ­ქტად არის მი­თი­თე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო­სად­მი, შე­მო­ი­ღოს სან­ქცი­ე­ბი რუსი ოლი­გარ­ქე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას­თან, ასე­ვე რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­შირ­ში ფლო­ბენ აქ­ტი­ვებს და იქ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე ითხოვს, არ­სე­ბი­თად გამ­კაცრ­დეს შემ­ზღუ­და­ვი ზო­მე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის სან­ქცი­ე­ბის და­დე­ბის გზით ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
20

არ უნდა დაეკავებინათ, ეხლა სანქციებსაც მიიღეებენ, არ უნდა დაეჭირათ, უნდა დაეხვრიტათ და არაფერიც არ მოხდებოდა.. თან ღირსიც არის... მარა ამ რუსებს ხომ, რას გაუგებს კაცი..

ქეთი
26

ვისაც სჯერა, რომ ნავალნი მართლა მოწამლა პუტინმა, მერე გადარჩა და ახლა პუტინს ებრძვის.... და თან მშვენივრად გამოიყურება და პუტინის "საწინააღმდეგო" ვიდეობსაც აქვეკნებინებს პუტინი. მე პუტინის მიერ მოწამლული და გადარჩენილი არავინ მახსოვს. ააა ხო და არ დაგავიწყდეთ სად წაიყვანეს ნავალნი სამკურნალოდ - გერმანიაში რა თქმა უნდა... მერკელთან, პუტინის დაქალთან, აბა ბრიტანეთში ან გერმანიის გარდა სადმე წაეყვანათ. ნავალნი არის პუტინის მორიგი პროექტი. ზის იზ თრუ

ავტორი:

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 581 დეპუტატმა, 50 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროდეპუტატები გმობენ რუსეთის ქცევას, რომელსაც ისინი მიიჩნევენ მიუღებლად, როგორც ევროპის საბჭოსა და ეუთოს წევრი ქვეყნისთვის. ისინი ორივე ორგანიზაციას მოუწოდებენ, მიიღონ შესაბამისი ზომები ვალდებულებათა დარღვევების შესაფასებლად, რომლებიც რუსეთს აქვს აღებული.

რეზოლუციის ცალკე პუნქტში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მინისტრთა კომიტეტსა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ უფლებამოსილება, რომელსაც ითვალისწინებს ევროპის კონვენციის 46 (4) მუხლი ადამიანის უფლებების შესახებ, რათა დაიწყონ რუსეთის დასჯის პროცესი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

დასჯის პროცედურა ითვალისწინებს სახელმწიფოს უფლებების შეწყვეტას ევროსაბჭოში.

გარდა ამისა, ევროდეპუტატებმა ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, კრიტიკულად გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ პლატფორმებზე.

კერძოდ კი, მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა.

ცალკე პუნქტად არის მითითებული მოწოდება ევროკავშირის საბჭოსადმი, შემოიღოს სანქციები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვასთან, ასევე რუსი პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირში ფლობენ აქტივებს და იქ თავისუფლად გადაადგილდებიან. ევროპარლამენტი ასევე ითხოვს, არსებითად გამკაცრდეს შემზღუდავი ზომები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების დადების გზით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ალექსეი ნავალნის დაკავების გადაწყვეტილებაში.

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

აშშ-ის პერსონალური სანქციები პუტინს? - სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს

ზელენსკიმ პრორუსული ტელეარხები დახურა, რომელთა უკანაც პუტინის ნათლიმამა დგას -  "ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ბრძოლა აგრესორის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ"