პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ აბესაძე პოლიტიკაში ბრუნდება - "მინდა ჩემი რესურსი მოვახმარო საქართველოს, ვაპირებ გავხდე აქტიური მოქალაქე"
ოთარ აბესაძე პოლიტიკაში ბრუნდება - "მინდა ჩემი რესურსი მოვახმარო საქართველოს, ვაპირებ გავხდე აქტიური მოქალაქე"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, მე­რი­ის ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი ოთარ აბე­სა­ძე, რო­მელ­მაც ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში თით­ქმის 4 წელი გა­ა­ტა­რა, პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს. აბე­სა­ძემ სა­პა­ტიმ­რო 2018 წელს და­ტო­ვა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, გა­ი­ა­რა სრუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თი, უმ­ძი­მე­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით.

ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, აბე­სა­ძემ სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას მიჰ­ყო ხელი და დღეს ევ­რო­პის ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი და მკვლე­ვა­რია, ასე­ვე თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რი.

პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 32 წლის აბე­სა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "პო­ლიტnews"-ის ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"მინ­და ჩემი რე­სურ­სი მო­ვახ­მა­რო ბევრ რა­მეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვა­პი­რებ გავ­ხდე აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე და ამას გა­ვა­კე­თებ იმი­ტომ, რომ მინ­და ჩა­ვერ­თო რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა თუ ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით" - გან­მარ­ტა აბე­სა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ყო­ფილ პარ­ტი­ას­თან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბას, აბე­სა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მათ­თა­ნაც ითა­ნამ­შრომ­ლოს:

"ასე ვი­ტყვი ჩემი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე - ბევ­რი არ არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ში მათ­ზე ჩემ­სა­ვით, ასე ვთქვათ ნა­წყე­ნი და მათ­თან ჩემი პი­რა­დი ის­ტო­რია მაქვს, მაგ­რამ მე ვი­ყუ­რე­ბი წინ. სწო­რედ ამ მო­ტი­ვა­ცი­ამ მომ­ცა ის, რომ შევ­ქმე­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღაც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ სხვა წეს­რი­გი აქვთ და მე სხვა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის მძლავ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ისე­ვე რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", "გირ­ჩი", რო­მელ­საც მე ხმა მი­ვე­ცი სხვა­თა­შო­რის ამ არ­ჩევ­ნებ­ზე - ესე­ნიც ილა­პა­რა­კე­ბენ ერ­თმა­ნეთ­ში და ლა­პა­რა­კო­ბენ და მეც, რო­გორც აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ზე, რა თქმა უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ყვე­ლას.

რა­დი­კა­ლუ­რად სხვა გუნ­დია დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - სხვა მიზ­ნე­ბით, მო­ცე­მუ­ლო­ბით და სხვა რე­სურ­სით იყო გუნ­დი 2012 წელს და დღეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. მაგ­რამ, დღეს მთავ­რო­ბა­ში არი­ან ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად. რა შემ­თხვე­ვა­ში არის თუნ­დაც ცუ­დად მმარ­თვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლად? იმ შემ­თხვე­ვა­ში როცა მას არ ყავს რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ის კი არ არის ერ­თმა­ნეთს მწა­რე სი­ტყვე­ბი ეძა­ხო... ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად, მას უბ­რა­ლოდ აკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ ხალ­ხს არა­ვინ სთა­ვა­ზობს ალ­ტერ­ნა­ტი­ვას - მა­გა­ლი­თად სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, რო­მე­ლიც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ოპო­ზი­ცი­უ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი მას აკ­რი­ტი­კებს, თუმ­ცა არ სთა­ვა­ზობს ალ­ტერ­ნა­ტი­ვას.

დღეს რომ მე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, პირ­ველ რიგ­ში რა­საც გა­ვა­კე­თებ­დი, ამ ლო­ქ­და­უ­ნი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას დავ­დებ­დი, თუ რა უნდა გახ­სნი­ლი­ყო, რო­მე­ლი ბიზ­ნე­სი და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს - როცა ერთი მხა­რე სა­უბ­რობს გა­ყალ­ბე­ბა­ზე, ხოლო მე­ო­რე არ აღი­ა­რებს გა­ყალ­ბე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ მე არც ერთი დო­კუ­მენ­ტი არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა თუ მე­ცო­დი­ნე­ბო­და რომ არის გა­ყალ­ბე­ბა, მექ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან დიდი პრო­ტეს­ტი, თუ იქ­ნე­ბო­და რე­ა­ლო­ბა, ვიქ­ნე­ბო­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე, ბო­ი­კო­ტიც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია, მაგ­რამ უნდა გაგ­რძელ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ელ­ჩე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით" - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ "პო­ლიტnews"-ის ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცა
1

გასაკეთებელი კიდევ ბევრია :D

ze
4

აბა რაა? მილიონებს იპარავენ დღესაც და მშვენივრად ყელყელაობენ პარლამენტში, მთავრობაში თუ სხვაგან და ამ ბიჭუკელამ 3000 დოლარის ქრთამის გამო რატომ უნდა თქვს უარი ჩვენს კისერზე ჯდომაზე??? მოდი ოთო, მიაწექი, ხალხს მოსწონს თავხედი და უტიპარი მმართველი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ოთარ აბესაძე პოლიტიკაში ბრუნდება - "მინდა ჩემი რესურსი მოვახმარო საქართველოს, ვაპირებ გავხდე აქტიური მოქალაქე"

ოთარ აბესაძე პოლიტიკაში ბრუნდება - "მინდა ჩემი რესურსი მოვახმარო საქართველოს, ვაპირებ გავხდე აქტიური მოქალაქე"

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყოფილი თავმჯდომარე, მერიის ყოფილი ჩინოვნიკი ოთარ აბესაძე, რომელმაც ქრთამის აღების ბრალდებით ციხეში თითქმის 4 წელი გაატარა, პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. აბესაძემ საპატიმრო 2018 წელს დატოვა და როგორც თავად ამბობს, გაიარა სრული ჯოჯოხეთი, უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აბესაძემ სამეცნიერო საქმიანობას მიჰყო ხელი და დღეს ევროპის ორი უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და მკვლევარია, ასევე თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.

პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით 32 წლის აბესაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტnews"-ის ეთერში ისაუბრა.

"მინდა ჩემი რესურსი მოვახმარო ბევრ რამეს საქართველოში. ვაპირებ გავხდე აქტიური მოქალაქე და ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ მინდა ჩავერთო რეფორმების პროცესში, განათლებისა თუ ეკონომიკის მიმართულებით" - განმარტა აბესაძემ.

რაც შეეხება მის ყოფილ პარტიასთან "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობას, აბესაძე არ გამორიცხავს, რომ მათთანაც ითანამშრომლოს:

"ასე ვიტყვი ჩემი და "ქართული ოცნების" ურთიერთობაზე - ბევრი არ არსებობს ამ ქვეყანაში მათზე ჩემსავით, ასე ვთქვათ ნაწყენი და მათთან ჩემი პირადი ისტორია მაქვს, მაგრამ მე ვიყურები წინ. სწორედ ამ მოტივაციამ მომცა ის, რომ შევქმენი ძალიან ბევრი რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვა წესრიგი აქვთ და მე სხვა, "ქართული ოცნება" არის მძლავრი პოლიტიკური ორგანიზაცია, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "გირჩი", რომელსაც მე ხმა მივეცი სხვათაშორის ამ არჩევნებზე - ესენიც ილაპარაკებენ ერთმანეთში და ლაპარაკობენ და მეც, როგორც აქტიური მოქალაქე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით საინტერესო პროექტებზე, რა თქმა უნდა დაველაპარაკები ყველას.

რადიკალურად სხვა გუნდია დღეს "ქართული ოცნება" - სხვა მიზნებით, მოცემულობით და სხვა რესურსით იყო გუნდი 2012 წელს და დღეს არის აბსოლუტურად სხვა ადამიანებით დაკომპლექტებული, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო პოლიტიკური პარტია. მაგრამ, დღეს მთავრობაში არიან ძალიან კომფორტულად. რა შემთხვევაში არის თუნდაც ცუდად მმართველი ხელისუფლება კომფორტულად? იმ შემთხვევაში როცა მას არ ყავს რეალური ალტერნატივა. ალტერნატივა ის კი არ არის ერთმანეთს მწარე სიტყვები ეძახო... ხელისუფლებაში არიან კომფორტულად, მას უბრალოდ აკრიტიკებენ, მაგრამ ხალხს არავინ სთავაზობს ალტერნატივას - მაგალითად საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ოპოზიციური ისტებლიშმენტი მას აკრიტიკებს, თუმცა არ სთავაზობს ალტერნატივას.

დღეს რომ მე პოლიტიკურ პროცესში ჩართული ვყოფილიყავი, პირველ რიგში რასაც გავაკეთებდი, ამ ლოქდაუნისა და შეზღუდვების ალტერნატივას დავდებდი, თუ რა უნდა გახსნილიყო, რომელი ბიზნესი და ა.შ. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს - როცა ერთი მხარე საუბრობს გაყალბებაზე, ხოლო მეორე არ აღიარებს გაყალბებას, სამწუხაროდ მე არც ერთი დოკუმენტი არ მინახავს, თუმცა თუ მეცოდინებოდა რომ არის გაყალბება, მექნებოდა ძალიან დიდი პროტესტი, თუ იქნებოდა რეალობა, ვიქნებოდი პოლიტიკური პროცესის მონაწილე, ბოიკოტიც პოლიტიკური პროცესია, მაგრამ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები საერთაშორისო ელჩების მონაწილეობით" - განაცხადა აბესაძემ "პოლიტnews"-ის ეთერში.

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია

განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოფა - "ახალი უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"