იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახი პირველი ვაჟის ბაგრატ ბაგრატიონის დაბადებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებენ:
"19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე, მ.ს.უ. ბატონიშვილებს იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელებს შეეძინათ პირველი ვაჟი - ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი.
ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოში, თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში. ფიზიოლოგიური მშობიარობა მიიღო პროფესორმა ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაიამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა და საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა.
ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახში, ისევე როგორც, ესპანეთის და საფრანგეთის ბორბონების, გერმანია-ბავარიის ვიტელსბახების და ავსტრიის ჰაბსბურგების ევროპული სამეფო დინასტიების შთამომავალი. უფლისწული ბაგრატი და მისი დედა ქრისტინე, ორივე თავს კარგად გრძნობენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ehhh ra samepo ra sagoreahi giwevt cxovreba ver xedavt reperebis shvili ariso bagtrat bagrationi vai chven shgnebas ra upskrulshi megona mivaqanebodit turme ukve haqanebulebi vyopilvart gogos ras daarqmeven neta cxovrebas sxva tvalit uyureben ug ugunurebi vici me es glexi da gachirvebuli xalxi ar iyos da merec iboginebdnen
სურათებზე როგორ იბრიქება და პოზიორობს ამას მართლა მეფე ხო არ გონია თავის თავი?