მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება
"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება

ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლოგ­მა დე­დის, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის შე­სა­ხებ, მა­ყუ­რე­ბელ­ზე ემო­ცი­უ­რი კვა­ლი და­ტო­ვა. გა­ბუ­ნი­ას თქმით, ტე­ლე­ვი­ზი­ას, სა­დაც ვა­შაყ­მა­ძემ 50 წე­ლი­წა­დი იმუ­შა­ვა, დაკ­რძალ­ვა­ზე ერთი თა­ი­გუ­ლიც კი არ გა­უგ­ზავ­ნია მის სა­ხელ­ზე.

"მთა­ვა­რი არ­ხის" წამ­ყვა­ნის მო­ნო­ლოგს პა­სუ­ხი გას­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ხმა ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს "არა­ერ­თი რე­პორ­ტა­ჟი, გა­და­ცე­მა, თუ გახ­სე­ნე­ბა მი­უ­ძღვნა და უამ­რა­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო ყვა­ვი­ლე­ბით" პა­ნაშ­ვიდ­ზე.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლოგს ის­ტო­რი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ პრობ­ლე­მა არა ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, არა­მედ მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია:

"გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ნი­ჭი­ე­რი კა­ცია, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და ამაღ­ლე­ვე­ბე­ლი ამ­ბის თა­ნა­ზი­ა­რი გაგ­ვხა­და, თუმ­ცა სა­ღ­ა­თას ძი­ლით მძი­ნა­რე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვკი­თხო - სად იყო ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­შინ როცა ქალ­ბა­ტონ ჯუ­ლი­ე­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე ასე­ვე ღვაწლ­მო­სი­ლი და ძვირ­ფა­სი დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი გა­მო­ე­თხო­ვა წუ­თი­სო­ფელს? რო­გორ ფიქ­რობთ ის და­ფა­სე­ბუ­ლი, და­ნა­ხუ­ლი და მო­ფე­რე­ბუ­ლი წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან!? რო­გორ ფიქ­რობთ და­ფა­სე­ბუ­ლი ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნას ღვაწლ­მო­სი­ლი ექი­მე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი, რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი? რა ქნან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რომ­ლებ­საც არ აქვთ უნა­რი და სახ­სა­რი იმი­სა, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­ან­თი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი უთხრან, თა­ვი­ან­თი დარ­დი გა­უ­ზი­ა­რონ?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთი, აწ გარ­დაც­ვლი­ლი მხცო­ვა­ნი არ­ქი­ვა­რი­უ­სის ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და დე­და­მი­სის ან­დერ­ძი გა­მი­ზი­ა­რა- „თა­ვი­სი ნაშ­რო­მი შენ და შენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­უ­ტო­ვა გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად, თა­ვი­სი­ა­ნე­ბი­სა­გან აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბის მსხვერ­პლი იყო და გულ­ნატ­კე­ნი წა­ვი­დაო ამ ქვეყ­ნი­დან“! - მა­შინ კი­დევ ერთხელ მივ­ხვდი რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სო­ლი­და­რო­ბის არ არ­სე­ბო­ბა შიგ­ნი­დან ჭამს და ხრავს ჩვენს არ შემ­დგარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას! რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი სო­ლი­და­რო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სწო­რედ შენი წი­ნა­მორ­ბე­დის, ღვაწლ­მო­სი­ლის და­ფა­სე­ბას!

ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯო­ბია, ქარ­თულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­საც თა­ვი­სი წილი და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის დარი კო­რი­ფე­ე­ბის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა­ში! რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ბუ­ლინგსა და ჭო­რა­ო­ბას გა­მო­დევ­ნე­ბულ მა­ს­მე­დი­ას ძი­რი­თა­დი, ღი­რე­ბუ­ლი, მა­რა­დი­უ­ლი თე­მე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ვი­წყდა... რამ­დე­ნი­მე ჩემი კო­ლე­გა და მათი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ახ­სოვ­და კი ვინ­მეს და­ვით სო­კო­ლო­ვი?!

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩემი ერთი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი სა­ჯა­როდ მოთ­ქვამ­და დიდი რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ოპე­რა­ტო­რის გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ მა­ში­ნაც სა­ღ­ა­თას ძი­ლით ეძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს...

ქვე­ყა­ნა სა­დაც 30-ზე მეტი ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა, რა გახ­და ამ სათ­ვა­ლავს ერთი ორი რომ ჩა­მო­ვაკ­ლოთ და წე­ლი­წად­ში ერთხელ პრო­ფე­სი­ულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, უწყე­ბებ­მა, სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა დარ­გის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო, მხცო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­როდ და სა­ხალ­ხოდ და­ა­ჯილ­დო­ვონ! რა გახ­და ამ მად­ლი­ე­რე­ბის ტრა­დი­ცი­ად ქცე­ვა!? ამ მხრივ კა­ტას­ტრო­ფაა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში! რომ გინ­დო­დეს შენს ყო­ფილ, ღვაწლ­მო­სილ თა­ნამ­შრო­მელს სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქარს ვერ გა­უ­კე­თებ, ვერ გა­უგ­ზავ­ნი ამა­ნათს, ერთჯე­რად თუ მრა­ვალ­ჯე­რად დახ­მა­რე­ბას! ვიცი ეს, პი­რა­დად გა­მო­მიც­დია, ათა­სი რამე უნდა მო­ი­გო­ნო იმი­სათ­ვის რომ შენი ყო­ფი­ლი, ასა­კო­ვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ფი­ნან­სუ­რად თუნ­დაც წე­ლი­წად­ში ერთხელ და­ა­ჯილ­დო­ვო!

ვი­ღა­ცა იტყვის კა­ნო­ნის გა­რე­შეც უნდა ხდე­ბო­დეს ესე­თი ამ­ბე­ბიო! არა ბა­ტო­ნე­ბო, კა­ნო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ნე­ბაა, რო­მელ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა, იქ­ნებ ოდეს­მე გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ­პულ­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც დღეს უკვე მხო­ლოდ ფე­ის­ბუქ „ემო­ჯე­ბით“ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა" - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" კა­ლან­დია.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
78

რა მიკვირს იცით? ამ სიკუტუკუ გაბუნიას, რამდენს აბლატავებთ, რის ხარჯზე და რა დამსახურებისათვის?

პუტინს, რომ აგინა? მე რომ მძულს პუტინი, არა მგონია სხვას ეგრე სძულდეს, თუმცა გაბუნია მაგ გინების გამო დასაჭერია ... თქვენ კი მედალზე წარადგინეთ...

იზო ბაქრაძე
36

ნუ გააუფასურებთ სიტყვა :კორიფეს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება

"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგმა დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ, მაყურებელზე ემოციური კვალი დატოვა. გაბუნიას თქმით, ტელევიზიას, სადაც ვაშაყმაძემ 50 წელიწადი იმუშავა, დაკრძალვაზე ერთი თაიგულიც კი არ გაუგზავნია მის სახელზე.

"მთავარი არხის" წამყვანის მონოლოგს პასუხი გასცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ არხმა ჯულიეტა ვაშაყმაძეს "არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა და უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით" პანაშვიდზე.

გიორგი გაბუნიას მონოლოგს ისტორიკოსი, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია "ფეისბუქის" პოსტით ეხმაურება და წერს, რომ პრობლემა არა ერთ ორგანიზაციაში, არამედ მთელს საზოგადოებაშია:

"გიორგი გაბუნია ნიჭიერი კაცია, ძალიან მტკივნეული და ამაღლევებელი ამბის თანაზიარი გაგვხადა, თუმცა საღათას ძილით მძინარე ქართულ საზოგადოებას მინდა ვკითხო - სად იყო ეს საზოგადოება მაშინ როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე ასევე ღვაწლმოსილი და ძვირფასი დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს? როგორ ფიქრობთ ის დაფასებული, დანახული და მოფერებული წავიდა ამ ქვეყნიდან!? როგორ ფიქრობთ დაფასებული ემშვიდობებიან ამ ქვეყანას ღვაწლმოსილი ექიმები, არქეოლოგები, რესტავრატორები? რა ქნან ამ ადამიანების შვილებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებსაც არ აქვთ უნარი და სახსარი იმისა, რომ ფართო საზოგადოებას თავიანთი გულისტკივილი უთხრან, თავიანთი დარდი გაუზიარონ?

რამდენიმე დღის წინ ერთი, აწ გარდაცვლილი მხცოვანი არქივარიუსის ქალიშვილმა დამირეკა და დედამისის ანდერძი გამიზიარა- „თავისი ნაშრომი შენ და შენს ორგანიზაციას დაუტოვა გამოსაქვეყნებლად, თავისიანებისაგან აღმაშფოთებელი უყურადღებობის მსხვერპლი იყო და გულნატკენი წავიდაო ამ ქვეყნიდან“! - მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი რომ პროფესიული სოლიდარობის არ არსებობა შიგნიდან ჭამს და ხრავს ჩვენს არ შემდგარ საზოგადოებას! რადგან პროფესიული სოლიდარობა ითვალისწინებს სწორედ შენი წინამორბედის, ღვაწლმოსილის დაფასებას!

ცოდვა გამხელილი სჯობია, ქართულ ჟურნალისტიკასაც თავისი წილი დანაშაული მიუძღვის ჯულიეტა ვაშაყმაძის დარი კორიფეების დაუფასებლობაში! რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბულინგსა და ჭორაობას გამოდევნებულ მასმედიას ძირითადი, ღირებული, მარადიული თემები და ადამიანები დაავიწყდა... რამდენიმე ჩემი კოლეგა და მათი მეცადინეობა რომ არ ყოფილიყო, ახსოვდა კი ვინმეს დავით სოკოლოვი?!

რამდენიმე თვის წინ ჩემი ერთი კოლეგა და მეგობარი საჯაროდ მოთქვამდა დიდი რეზო თაბუკაშვილის ოპერატორის გაუსაძლის მდგომარეობაზე, მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს...

ქვეყანა სადაც 30-ზე მეტი ფესტივალი იმართება, რა გახდა ამ სათვალავს ერთი ორი რომ ჩამოვაკლოთ და წელიწადში ერთხელ პროფესიულმა ორგანიზაციებმა, უწყებებმა, სამინისტროებმა დარგის ყველაზე თვალსაჩინო, მხცოვანი ადამიანები საჯაროდ და სახალხოდ დააჯილდოვონ! რა გახდა ამ მადლიერების ტრადიციად ქცევა!? ამ მხრივ კატასტროფაა კანონმდებლობაში! რომ გინდოდეს შენს ყოფილ, ღვაწლმოსილ თანამშრომელს საახალწლო საჩუქარს ვერ გაუკეთებ, ვერ გაუგზავნი ამანათს, ერთჯერად თუ მრავალჯერად დახმარებას! ვიცი ეს, პირადად გამომიცდია, ათასი რამე უნდა მოიგონო იმისათვის რომ შენი ყოფილი, ასაკოვანი თანამშრომელი ფინანსურად თუნდაც წელიწადში ერთხელ დააჯილდოვო!

ვიღაცა იტყვის კანონის გარეშეც უნდა ხდებოდეს ესეთი ამბებიო! არა ბატონებო, კანონი საზოგადოების დეკლარირებული ნებაა, რომელსაც რეგულარული ხასიათი აქვს, ეს უკანასკნელი კი ყველაზე მეტად გვჭირდება, იქნებ ოდესმე გავთავისუფლდეთ იმპულსური ქმედებებისაგან, რომელიც დღეს უკვე მხოლოდ ფეისბუქ „ემოჯებით“ შემოიფარგლება" - წერს "ფეისბუქზე" კალანდია.