სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააჯარიმეს თუ არა ბაკურიანში ბინების გაქირავებისთვის მეპატრონეები? - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტება
დააჯარიმეს თუ არა ბაკურიანში ბინების გაქირავებისთვის მეპატრონეები? - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტება

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­კუ­რი­ან­ში ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­ებს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ სა­კუ­თა­რი ფარ­თე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა აუკ­რძა­ლა და დამ­სვე­ნებ­ლებს დღის ბო­ლომ­დე ბი­ნე­ბის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ბექა ფე­რა­ძე და­ჯა­რი­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს, მისი გან­ცხა­დე­ბით, ბა­კუ­რი­ან­ში გეგ­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე აპარ­ტა­მენ­ტის სტა­ტუ­სი შე­მოწ­მდა.

"ჩვენ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ არამ­ხო­ლოდ ბა­კუ­რი­ან­ში, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ეს იყო გეგ­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და ბა­კუ­რი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ შე­ვა­მოწ­მეთ რამ­დე­ნი­მე აპარ­ტა­მენ­ტის სტა­ტუ­სი, რამ­დე­ნად იყ­ვნენ ისი­ნი სას­ტუმ­როს სტა­ტუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი, თუ ისი­ნი იყ­ვნენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კერ­ძო სა­ცხოვ­რი­სე­ბი. არ­ცერ­თი კერ­ძო სა­ცხოვ­რი­სი არ შე­მოწ­მე­ბუ­ლა შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის მხრი­დან და მით უმე­ტეს, ჯა­რი­მებ­ზე არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი. დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით აკ­რძა­ლუ­ლია სას­ტუმ­რო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი გა­და­მოწ­მე­ბა მოხ­და და არ ყო­ფი­ლა არა­ვი­თა­რი ობი­ექ­ტის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­თი­თე­ბა ან სხვა რა­ი­მე ზე­მოქ­მე­დე­ბა.

ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ისიც, რომ არ­ცერ­თი ჯა­რი­მა არ არის და­წე­რი­ლი. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დღეს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და თუ მსგავ­სი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­დე­ბო­და, ეს ყვე­ლას­თვის იქ­ნე­ბო­და ცნო­ბი­ლი. გა­და­ი­ღებ­დნენ ვი­დე­ოს და ესეც იქ­ნე­ბო­და სა­ფუძ­ვე­ლი, თუმ­ცა თქვენ იცით, რომ მსგავ­სი ტი­პის არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ზო­გა­დად აკ­რძა­ლუ­ლია გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ამის მი­ზა­ნია, რომ მო­ბი­ლო­ბა იყოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი და სი­ტუ­ა­ცია იყოს კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და კერ­ძო სა­ცხოვ­რის­თან და­კავ­ში­რე­ბით არც შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას და არც სხვა­დას­ხვა სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო უწყე­ბას რა­ი­მე არა­კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო და­კე­ტი­ლია, არ მუ­შა­ობს სა­ბა­გი­რო­ე­ბი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კუ­რორ­ტებ­ზე ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ჩა­დის და­სას­ვე­ნებ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედობუა
5

 ქაღალდზე დაკეტილია! საბაგიროები არ მუშაობს.ისე,ათასობით დამსვენებელი ისვენებსო ! მობილობა შემცირდა??

გაგა
3

(უეჭველი) იმედმა გაააშკარავა,,(,იციან) ,,რა ასეთები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

დააჯარიმეს თუ არა ბაკურიანში ბინების გაქირავებისთვის მეპატრონეები? - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტება

დააჯარიმეს თუ არა ბაკურიანში ბინების გაქირავებისთვის მეპატრონეები? - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტება

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში ბინის მესაკუთრეებს შრომის ინსპექციამ საკუთარი ფართების გაქირავება აუკრძალა და დამსვენებლებს დღის ბოლომდე ბინების დატოვება მოსთხოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე დაჯარიმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს, მისი განცხადებით, ბაკურიანში გეგმური მონიტორინგი განხორციელდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი შემოწმდა.

"ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ არამხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო გეგმური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებლები, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები. არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და მით უმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა და არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა რაიმე ზემოქმედება.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი. კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდებოდა, ეს ყველასთვის იქნებოდა ცნობილი. გადაიღებდნენ ვიდეოს და ესეც იქნებოდა საფუძველი, თუმცა თქვენ იცით, რომ მსგავსი ტიპის არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ზოგადად აკრძალულია გასართობი ღონისძიებები, სასტუმროების ფუნქციონირება. ამის მიზანია, რომ მობილობა იყოს შემცირებული და სიტუაცია იყოს კონტროლირებადი და კერძო საცხოვრისთან დაკავშირებით არც შრომის ინსპექციას და არც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებას რაიმე არაკანონიერი ქმედება არ განუხორციელებია“, - განაცხადა ფერაძემ.

ცნობისათვის, სამთო-სათხილამურო კურორტები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დაკეტილია, არ მუშაობს საბაგიროები, თუმცა მიუხედავად ამისა, კურორტებზე ათასობით მოქალაქე ჩადის დასასვენებლად.

შეზღუდვები, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან მოიხსნება - როგორ იმუშავებს ტრანსპორტი და რომელი ობიექტები გაიხსნება

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია

სემეკის ვებგვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა