საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?
რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

2021 წელი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის­თვის გარ­დამ­ტე­ხი უნდა გახ­დეს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გა­მოს­ვლა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა:

"შე­ვი­მუ­შა­ვეთ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ათწ­ლი­ა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მო­მა­ვალ წლებ­ში სის­ტე­მუ­რად და­ი­წყე­ბა ჯავ­შან­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის, სა­არ­ტი­ლე­რიო, სა­დაზ­ვერ­ვო, სა­ა­ვი­ა­ციო, სა­ინ­ჟინ­რო, სატ­რან­სპორ­ტო და ლო­ჯის­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ამ სის­ტე­მუ­რი და, მე ვი­ტყო­დი, ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ 2021 წლის ბო­ლოს იწყე­ბა, ნა­წი­ლი 2022 წელ­საც გა­და­ვა. ჩვე­ნი ჯარი სრუ­ლად იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბის М4 ტი­პის შაშ­ხა­ნე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე ტყვი­ამფრქვე­ვე­ბით, ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი­თა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით."

მი­ნის­ტრის პროგ­რა­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა სა­დაზ­ვერ­ვო, დამ­რტყმე­ლი და კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბით ქარ­თუ­ლი არ­მი­ის სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვის პრო­ცე­სის და­წყე­ბა, რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია.

სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ მი­ნის­ტრმა ილა­პა­რა­კა "დელ­ტას" დიდ როლ­ზე სამ­ხედ­რო და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­მა­მუ­ლო პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა-წარ­მო­ე­ბა­ში, ასე­ვე - იმ შე­დეგ­ზე, რაც პო­ლო­ნე­თის, ჩე­ხე­თი­სა და ის­რა­ე­ლის ცნო­ბილ კორ­პო­რა­ცი­ებ­თან "დელ­ტას" მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს.

დრო­ნის კორ­პუ­სის დამ­ზა­დე­ბა ჩვენც შეგ­ვიძ­ლია, მისი "ტვი­ნის" ასა­მოქ­მე­დებ­ლად კი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა," - თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეს ფრა­ზა შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს პერ­სპექ­ტი­ვას, რომ ადრე თუ გვი­ან "დელ­ტა­ში" შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ნა­წი­ლე­ბის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა.

ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი არ არის, რად­გან ჯერ კი­დევ ამ სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ანუ ოცი წლის წინ, თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში და­ი­წყო კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლე­ბით საც­დე­ლი თვითმფრი­ნა­ვის ფი­უ­ზე­ლა­ჟი­სა და ფრთას­ხმუ­ლო­ბის დამ­ზა­დე­ბა.

დღეს "დელ­ტა­სა" და "თბი­ლა­ვი­ამ­შენს" სა­ერ­თო ძა­ლით ძა­ლუძთ კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლე­ბის­გან დრო­ნე­ბის კორ­პუ­სე­ბის დამ­ზა­დე­ბა, ხოლო უფრო რთუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა­ში, რო­მე­ლიც დრო­ნე­ბის მარ­თვი­სა და საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ჩვე­ნი კო­მერ­ცი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან. მაგ­რამ სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბის ნი­მუ­შე­ბის სე­რი­უ­ლი აწყო­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბა, მა­ნამ­დე სა­შუ­რი საქ­მეა, შე­ვის­ყი­დოთ სა­დაზ­ვერ­ვო, დამ­რტყმე­ლი და კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი მა­ინც, რათა თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პი­რად­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ წვრთნე­ბის დროს მისი საბ­რძო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბა ის­წავ­ლოს.

ყა­რა­ბა­ღის მე­სა­მე ომის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სას (არა­და, ბევ­რი დე­ტა­ლი ჯერ ისევ ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი) იკ­ვე­თე­ბა ნი­უ­ან­სე­ბი, რომ­ლე­ბიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის მიერ თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა. მათ შო­რი­საა სხვა­დას­ხვა მო­დი­ფი­კა­ცი­ის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო "სპა­ი­კე­ბის" - თუკი ვი­დე­ო­კად­რებს ვენ­დო­ბით - ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბაც. ამ მხრივ ქარ­თუ­ლი არ­მია მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სას, რად­გან ჩვენს არ­სე­ნალ­შია ამე­რი­კუ­ლი "ჯა­ვე­ლი­ნე­ბი", რომ­ლე­ბიც ისე­თი­ვე რის­ხვას წარ­მო­ად­გენს საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ტან­კე­ბის­თვის, რო­გორ­საც ის­რა­ე­ლის "სპა­ი­კე­ბი", ოღონდ სა­ჭი­როა ამ "ჯა­ვე­ლი­ნე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა, რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მი­ნის­ტრმაც ილა­პა­რა­კა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს ის­რა­ელ­ში ნა­ყი­დი თვით­მა­ვა­ლი ნაღმსა­ტყორ­ცნე­ბი - "სპე­ა­რე­ბი". თით­ქმის მათი ანა­ლო­გი­უ­რი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა - 120 მმ-იანი თვით­მა­ვა­ლი ნაღმსა­ტყორ­ცნი "დიდ­გო­რი მე­ომ­რის" ბა­ზა­ზე "დელ­ტას" სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მაც შექ­მნეს ორი წლის წინ. მარ­თა­ლია, ის­რა­ელ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნაღმსა­ტყორ­ცნი უშუ­ა­ლოდ მან­ქა­ნის ძა­რი­დან ის­ვრის, ჩვენ­სას კი "დიდ­გო­რი­დან" ძირს ჩა­მოშ­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არ არის დიდი პრობ­ლე­მა. ტაქ­ტი­კურ-ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის დახ­ვე­წის შემ­დეგ ამ თვით­მა­ვა­ლი ნაღმსა­ტყორ­ცნე­ბით ქარ­თუ­ლი არ­მი­ის ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის სრუ­ლად გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რაც მთა­გო­რი­ან რე­ლი­ეფ­ზე ბრძო­ლი­სას ქარ­თველ არ­ტი­ლე­რის­ტებს ტაქ­ტი­კურ უპი­რა­ტე­სო­ბას მი­ა­ნი­ჭებს სა­ცე­ცხლე პო­ზი­ცი­ე­ბის სწრა­ფი და ხში­რი ცვლი­ლე­ბის სა­ხით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Grisho
15

და რა იარაღს ყიდულობს ბოლოს და ბოლოს ღარიბა? თუ თქვენ ურჩევთ?

დათო
2

რა საჭიროა ამის გასაჯაროება? ეს ხომ სამხედრო საიდუმლოება უნდა იყოს.

ავტორი:

რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

2021 წელი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გარდამტეხი უნდა გახდეს, ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინასაახალწლო გამოსვლაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გამოიკვეთა:

"შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვა, რომლის ფარგლებშიც მომავალ წლებში სისტემურად დაიწყება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ამ სისტემური და, მე ვიტყოდი, ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ 2021 წლის ბოლოს იწყება, ნაწილი 2022 წელსაც გადავა. ჩვენი ჯარი სრულად იქნება აღჭურვილი ნატოს სტანდარტების М4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა და სხვა საშუალებებით."

მინისტრის პროგრამაში განსაკუთრებულად გამოიკვეთა სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე დრონებით ქართული არმიის სათანადოდ აღჭურვის პროცესის დაწყება, რის აუცილებლობაზეც ბოლო წლებში არაერთხელ დაგვიწერია.

საგულისხმოა ისიც, რომ მინისტრმა ილაპარაკა "დელტას" დიდ როლზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების სამამულო პროდუქციის შექმნა-წარმოებაში, ასევე - იმ შედეგზე, რაც პოლონეთის, ჩეხეთისა და ისრაელის ცნობილ კორპორაციებთან "დელტას" მჭიდრო თანამშრომლობამ შეიძლება მოიტანოს.

დრონის კორპუსის დამზადება ჩვენც შეგვიძლია, მისი "ტვინის" ასამოქმედებლად კი უცხოელი პარტნიორების დახმარება დაგვჭირდება," - თავდაცვის მინისტრის ეს ფრაზა შეიძლება მიუთითებდეს პერსპექტივას, რომ ადრე თუ გვიან "დელტაში" შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სერიული წარმოების დაწყება.

ეს წარმოუდგენელი არ არის, რადგან ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში, ანუ ოცი წლის წინ, თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო კომპოზიციური მასალებით საცდელი თვითმფრინავის ფიუზელაჟისა და ფრთასხმულობის დამზადება.

დღეს "დელტასა" და "თბილავიამშენს" საერთო ძალით ძალუძთ კომპოზიციური მასალებისგან დრონების კორპუსების დამზადება, ხოლო უფრო რთული და ძვირადღირებული რადიოელექტრონული აპარატურის შეძენაში, რომელიც დრონების მართვისა და საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება, ჩვენი კომერციული პარტნიორები დაგვეხმარებიან. მაგრამ სანამ საქართველოში შესაძლებელი გახდება თანამედროვე შეიარაღების ნიმუშების სერიული აწყობის პროცესის დაწყება, მანამდე საშური საქმეა, შევისყიდოთ სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე დრონების მცირე ნაწილი მაინც, რათა თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დროს მისი საბრძოლო გამოყენება ისწავლოს.

ყარაბაღის მესამე ომის გაანალიზებისას (არადა, ბევრი დეტალი ჯერ ისევ ბურუსითაა მოცული) იკვეთება ნიუანსები, რომლებიც აზერბაიჯანის არმიის მიერ თანამედროვე შეიარაღების გამოყენებისას გამოჩნდა. მათ შორისაა სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკსაწინააღმდეგო "სპაიკების" - თუკი ვიდეოკადრებს ვენდობით - ეფექტიანი გამოყენებაც. ამ მხრივ ქართული არმია მაინცდამაინც არ ჩამოუვარდება აზერბაიჯანისას, რადგან ჩვენს არსენალშია ამერიკული "ჯაველინები", რომლებიც ისეთივე რისხვას წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის ტანკებისთვის, როგორსაც ისრაელის "სპაიკები", ოღონდ საჭიროა ამ "ჯაველინების" რაოდენობის გაზრდა, რის აუცილებლობაზე მინისტრმაც ილაპარაკა.

აზერბაიჯანელებმა ასევე აქტიურად გამოიყენეს ისრაელში ნაყიდი თვითმავალი ნაღმსატყორცნები - "სპეარები". თითქმის მათი ანალოგიური საარტილერიო სისტემა - 120 მმ-იანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი "დიდგორი მეომრის" ბაზაზე "დელტას" სპეციალისტებმაც შექმნეს ორი წლის წინ. მართალია, ისრაელში დამზადებული ნაღმსატყორცნი უშუალოდ მანქანის ძარიდან ისვრის, ჩვენსას კი "დიდგორიდან" ძირს ჩამოშვება სჭირდება, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა. ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დახვეწის შემდეგ ამ თვითმავალი ნაღმსატყორცნებით ქართული არმიის ქვეითი ბატალიონების სრულად გადაიარაღება შეიძლება, რაც მთაგორიან რელიეფზე ბრძოლისას ქართველ არტილერისტებს ტაქტიკურ უპირატესობას მიანიჭებს საცეცხლე პოზიციების სწრაფი და ხშირი ცვლილების სახით. გააგრძელეთ კითხვა

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი