სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებით 100 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს" - დიმიტრი ხუნდაძე
"საქართველოს მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებით 100 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს" - დიმიტრი ხუნდაძე

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნას მი­ნუს 70-გრა­დუ­სი­ან პი­რო­ბებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბი­ოთ 100 ათასს მო­ქა­ლა­ქე­ზე სა­ჭი­რო კო­ვიდ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს. ეს კი, და­ახ­ლო­ე­ბით 200 ათა­სი ვაქ­ცი­ნაა.

„არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლის შე­ნახ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებს ითხოვს. პირ­ველ ეტაპ­ზე, რა ვაქ­ცი­ნა­ზეც გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­მო­ვი­დეს, არის „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ნუსს 70-გრა­დუ­სი­ა­ნი შე­ნახ­ვის პო­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა. ქვე­ყა­ნას ამის რე­სურ­სი გა­აჩ­ნია, მაგ­რამ არა იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რომ მთლი­ა­ნად შევ­ძლოთ ამ ტი­პის ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვა და შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის მი­წო­დე­ბა. ასე­თი ინფრაქ­ტუქ­ტუ­რა არის თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათასს მო­ქა­ლა­ქე­ზე სა­ჭი­რო ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 200 ათა­სი ვაქ­ცი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ო­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მი­დის, რა პრო­ცეს­შიც შე­უც­ვლე­ლი პი­რო­ბაა, რომ ვაქ­ცი­ნა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იყოს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს მისი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი.

„18 იან­ვარს ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო „კო­ვაქსში“ წა­რად­გენს გა­ნა­ცხადს, სა­დაც ასა­ხუ­ლი უნდა იყოს ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­ტე­რე­სი და სურ­ვი­ლი. 19-28 იან­ვრის­თვის ჯან­მო, იუ­ნი­სე­ფი გა­ნი­ხი­ლავს გან­ცხა­დე­ბებს ქვეყ­ნის მიერ წარ­დგე­ნილ ვაქ­ცი­ნის და­ნერგვის გეგ­მის შე­სა­ხებ. თვის ბო­ლოს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ეტა­პი, გა­ნა­წი­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმე­დი გვაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ რიგ­ში წინა პო­ზი­ცი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა და ვაქ­ცი­ნას სწრა­ფად მი­ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

დე­პუ­ტატ­მა სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­თხვე­ვი­თი ვაქ­ცი­ნა არ შე­მო­ვა და მო­სახ­ლე­ო­ბა და­მა­ტე­ბი­თი რის­კის ქვეშ არ დად­გე­ბა.

ხუნ­და­ძის თქმით, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით პირ­ველ რიგ­ში, მედ­პერ­სო­ნა­ლი აიც­რე­ბა, ხოლო შემ­დეგ - მიზ­ნობ­რი­ვი რისკ-ჯგუ­ფე­ბი.

დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნის სწრა­ფად შე­მო­ტა­ნა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე უნდა მოხ­დეს, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში, მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად გარ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მზა­ო­ბი­სა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზაც უნდა არ­სე­ბობ­დეს, კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იყოს აღე­ბუ­ლი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, შე­საძ­ლო დამ­დგარ ზი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„სა­ქარ­თვე­ლო კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. ჩვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ, სწრა­ფი, ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა და უნდა მო­ვახ­დი­ნოთ, პირ­ველ რიგ­ში, მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია და შემ­დეგ ის პრაქ­ტი­კუ­ლად მთელს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე გავ­რცელ­დეს. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა გარ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მზა­ო­ბი­სა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა იყოს მზად. უნდა იქ­ნას სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან აღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლო დამ­დგარ ზი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ზი­ა­ნი, რა თქმა უნდა, არ არის მედ­პერ­სო­ნა­ლის, კლი­ნი­კის, ან იმ­პორ­ტი­ო­რის შეც­დო­მით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ასე­თი მო­თხოვ­ნა აქვთ მწარ­მო­ებ­ლებს, ჩვენ ვკონ­ტაქ­ტობთ მწარ­მო­ებ­ლებ­თან "კო­ვაქს" პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით და მწარ­მო­ებ­ლებს აქვთ ეს მო­თხოვ­ნა: ზი­ა­ნის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნებ­მაც გა­ი­ზი­ა­რონ. ამ მო­თხოვ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უკვე ძა­ლი­ან ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ მო­ახ­დი­ნა, მათ შო­რის, აშშ-მა და არა მხო­ლოდ მათ... ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოც უზ­რუნ­ველ­ყოფს ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს და აიყ­ვა­ნოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე და ამით ხელი არ შე­უ­შა­ლოს, რომ სწრა­ფად შე­მო­ვი­ტა­ნოთ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა და ის მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს", - გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიზ­ნით, “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლი ემა­ტე­ბა.

კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, ლადო კა­ხა­ძე, ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლი, რა­მი­ნა ბე­რა­ძე, ზაზა ლო­მი­ნა­ძე, ზაალ მი­ქე­ლა­ძე, ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი და და­ვით სერ­გე­ენ­კო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
4

როგორი გამომტყველება აქ შეხედეთ ,თითქოს საკუთარი აზრი გაჩნდეს. ამან მოაწყო ჯანყი ))))))))))))) ეს მასხარა

keti
0

rogor ambobt 70 gradusze shenaxvas vakcinis rodesac zgvari //80 //gradusze naklebi ar unda ikves kveknis mosaxleoba araa virtxebi rom cdebi chaatarot titeuli mokalakis vakcinis gaketebazec shesabamisi xelmocerit unda gascet sabuti rom dazgveuli ikneba vakcinis gaketebis dros da shemdeg tuki rame mouxda kveknis xelisupleba ikneba pasuxsmgebashi da anazgaurebashic esea egre faerze nu laparakobt da brmad nu idzaxit amdeni aicreba imdeni acramde bevri gasavleli gakvt tkvenc da kveknis titeul mokalakesac

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოს მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებით 100 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს" - დიმიტრი ხუნდაძე

"საქართველოს მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებით 100 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს" - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ქვეყანას მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებიოთ 100 ათასს მოქალაქეზე საჭირო კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს. ეს კი, დაახლოებით 200 ათასი ვაქცინაა.

„არსებობს ვაქცინები, რომლის შენახვა განსაკუთრებულ პირობებს ითხოვს. პირველ ეტაპზე, რა ვაქცინაზეც გვაქვს შესაძლებლობა, რომ შემოვიდეს, არის „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა აუცილებელია მინუსს 70-გრადუსიანი შენახვის პორობების არსებობა. ქვეყანას ამის რესურსი გააჩნია, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ მთლიანად შევძლოთ ამ ტიპის ვაქცინის შენახვა და შემდეგ მოსახლეობისათვის მიწოდება. ასეთი ინფრაქტუქტურა არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს არის დაახლოებით 100 ათასს მოქალაქეზე საჭირო ვაქცინის შენახვის საშუალება. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა“, - განაცხადა ხუნდაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით მუშაობა სხვა მიმართულებითაც მიდის, რა პროცესშიც შეუცვლელი პირობაა, რომ ვაქცინა ავტორიზებული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და შენარჩუნებული იყოს მისი მაღალი ხარისხი.

„18 იანვარს ქვეყნები, მათ შორის საქართველო „კოვაქსში“ წარადგენს განაცხადს, სადაც ასახული უნდა იყოს ვაქცინის გამოყენების ინტერესი და სურვილი. 19-28 იანვრისთვის ჯანმო, იუნისეფი განიხილავს განცხადებებს ქვეყნის მიერ წარდგენილ ვაქცინის დანერგვის გეგმის შესახებ. თვის ბოლოს იქნება პირველი ეტაპი, განაწილების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ რიგში წინა პოზიციაზე აღმოჩნდება და ვაქცინას სწრაფად მივიღებთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატმა საკომიტეტო სხდომაზე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოში შემთხვევითი ვაქცინა არ შემოვა და მოსახლეობა დამატებითი რისკის ქვეშ არ დადგება.

ხუნდაძის თქმით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში, მედპერსონალი აიცრება, ხოლო შემდეგ - მიზნობრივი რისკ-ჯგუფები.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ხარისხიანი ვაქცინის სწრაფად შემოტანა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს, რომელიც პირველ რიგში, მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება გათვლილი.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზაც უნდა არსებობდეს, კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა იყოს აღებული, ვაქცინაციის პროცესში, შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით.

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, სწრაფი, ხარისხიანი ვაქცინა და უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია და შემდეგ ის პრაქტიკულად მთელს მოსახლეობაზე გავრცელდეს. ამისათვის საჭიროა გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზა იყოს მზად. უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, თუ ზიანი, რა თქმა უნდა, არ არის მედპერსონალის, კლინიკის, ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული. ასეთი მოთხოვნა აქვთ მწარმოებლებს, ჩვენ ვკონტაქტობთ მწარმოებლებთან "კოვაქს" პლატფორმის საშუალებით და მწარმოებლებს აქვთ ეს მოთხოვნა: ზიანის დადგენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ. ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა უკვე ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოახდინა, მათ შორის, აშშ-მა და არა მხოლოდ მათ... ამიტომ საქართველოც უზრუნველყოფს ეს პასუხისმგებლობა აიღოს და აიყვანოს საკანონმდებლო დონეზე და ამით ხელი არ შეუშალოს, რომ სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა და ის მაღალხარისხიანი იყოს", - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ლადო კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო.

სოფელ გომის მიმდებარედ მდინარე რიონმა ტერიტორია დატბორა - მაშველები ნაპირზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

რა წესების დაცვა მოუწევთ ბაზრობებს მუშაობის განახლების შემდეგ - "ლილო მოლის" დირექტორის განმარტება

დაპირისპირება ჩოხატაურში, მუსლიმებსა და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის - "ეს ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება"