სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგი იყოს, ე.ი დაზიანებები მიიღო იქამდე, ვიდრე წყალში მოხვდებოდა" - ალექსანდრე გეჯაძე
"ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგი იყოს, ე.ი დაზიანებები მიიღო იქამდე, ვიდრე წყალში მოხვდებოდა" - ალექსანდრე გეჯაძე

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მე­სა­მე კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მკვირ­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ფეხ­საც­მლი­ა­ნი ფე­ხის ჩარ­ტყმის შე­დე­გა­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო.

რო­გორც მან „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად ასე­ვე დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის ხან­და­ზუ­ლო­ბა არის 3-4 დღის დი­ა­პა­ზონ­ში და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია.

„ეს და­ზი­ა­ნე­ბა არის მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. მი­მაჩ­ნია, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბა სავ­სე­ბით და­საშ­ვე­ბია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო ფეხ­საც­მლი­ა­ნი ფე­ხის ჩარ­ტყმის შე­დე­გად, მისი ფარ­თო­ბი­დან და ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გა­მო­ძი­ე­ბას ასე­ვე აინ­ტე­რე­სებ­და, ჰქონ­და თუ არა შა­ქა­რაშ­ვილს ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­რე­გან სის­ხლდე­ნას გა­მო­იწ­ვევ­და. და­ი­დო დას­კვნა, რომ შა­ქა­რაშ­ვილს ძი­რი­თა­დად აღე­ნიშ­ნე­ბო­და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი სხე­ულ­ზე, გა­რეგ­ნუ­ლად, მას არ ჰქონ­და ისე­თი ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­რე­გან სის­ხლდე­ნას გა­ნა­პი­რო­ბებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­დო დას­კვნა, რომ მას არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და, რა­საც შე­ეძ­ლო გა­რე­გა­ნი სის­ხლდე­ნა გა­მო­ეწ­ვია. ბოლო ექ­სპერ­ტი­ზის ფორ­მატ­ში გა­მო­ძი­ე­ბას ამავდრო­უ­ლად აინ­ტერ­სებ­და, რა შე­საძ­ლო პო­ზა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რომ მუც­ლის ქვე­მო მე­სა­მედ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვის სა­ხით ეს და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ღო. ხომ არ იყო შა­ქა­რაშ­ვი­ლი ამ დროს მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ეს შე­კი­თხვა დას­ვა გა­მო­ძი­ე­ბამ. ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი პრო­ცე­სი, რა­საც ჩხუ­ბი ჰქვია, წარ­მო­ად­გენს არა სტა­ტი­კურ, არა­მედ დი­ნა­მი­ურ პრო­ცესს, ბუ­ნებ­რი­ვია, ძნე­ლია იმის თქმა, რა პო­ზა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რომ და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ღო, მაგ­რამ ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ და საშ­ვე­ბით და­საშ­ვე­ლად მი­ვიჩ­ნევთ, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლოა მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­შიც მი­ე­ღო“, - გა­ნა­ცხა­და გე­ჯა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, „ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია მსჯე­ლო­ბა და დას­კვნე­ბი, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ერთი დღის ან დღე ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და“.

„ეს არის ზღაპ­რე­ბი, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია“, - აღ­ნიშ­ნა გე­ჯა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კუ­რი ხელ­ყო­ფის-ცე­მის ფაქტს.

„ექ­სპერ­ტი­ზა გა­მო­რი­ცხავს, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად ან წყალ­ში ჩა­ვარ­დნით იყოს. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია. ვამ­ბობთ, რომ წყალ­ში ჩა­ვარ­დნით ამ და­ზი­ა­ნებს ვერ მი­ი­ღებ­და. ე.ი ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო მა­ნამ, სა­ნამ წყალ­ში მოხ­ვდე­ბო­და“,-გა­ნა­ცხა­და გე­ჯა­ძემ.

მისი თქმით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ფორ­მატ­ში სამი კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და. რო­გორც გე­ჯა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მე­სა­მე კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა არის ბოლო, რო­მე­ლიც გუ­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

„პირ­ვე­ლი ორი კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მათ შო­რის ერთ-ერთი შუ­ა­ლე­დუ­რი იყო, დად­გინ­და, თუ რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი შა­ქა­რაშ­ვილს, რომ სა­ხე­ზე იყო ბლაგ­ვი ხა­სი­ა­თის ტრავ­მა. დად­გინ­და ტრავ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლო შა­ქა­რაშ­ვილს ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ე­ღო და რა შემ­თხვე­ავ­ში არა. დად­გინ­და სიკ­ვდი­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა, რომ ის 3-4 დღის ინ­ტერ­ვალს მო­ი­ცავს და არა არა­ნაკ­ლებ 48 სა­ა­თი­სა და ასე შემ­დეგ, რო­გორც ადრე ით­ქვა. პირ­ვე­ლი, ორი ექ­სპერ­ტი­ზის წარ­მო­ე­ბის ფორ­მატ­ში დად­გინ­და, რომ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო სა­ხე­ზე ყო­ფი­ლი­ყო ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა ტვი­ნის შერ­ყე­ვის სა­ხით, რაც ჯამ­ში მას შე­უ­ზღუ­დავ­და თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის და მოძ­რა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს არის ზო­გა­დად ის პა­სა­ჟე­ბი, რაც პირ­ვე­ლი მე­ო­რე კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის წარ­მო­ე­ო­ბის დროს დად­გინ­და“,-გა­ნა­ცხა­და გე­ჯა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 8 პი­რი­დან სამს ძა­ლა­დო­ბას, ასე­ვე სხე­უ­ლის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბას ედა­ვე­ბი­ან, და­ნარ­ჩენ პი­რებს კი, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

magnolia
1

ეს ხომ ითქვა უკვე და დაიდო ექსპერტიზა ,რა მარაზმია ამმძიმე ინფორმაციების განახლება,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგი იყოს, ე.ი დაზიანებები მიიღო იქამდე, ვიდრე წყალში მოხვდებოდა" - ალექსანდრე გეჯაძე

"ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგი იყოს, ე.ი დაზიანებები მიიღო იქამდე, ვიდრე წყალში მოხვდებოდა" - ალექსანდრე გეჯაძე

სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მესამე კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მას დაზიანებები მკვირვი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად აქვს მიყენებული, რომელიც შესაძლოა, ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგადაც განვითარებულიყო.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ექსპერტიზის შედეგად ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზულობა არის 3-4 დღის დიაპაზონში და დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია.

„ეს დაზიანება არის მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მიმაჩნია, რომ ეს დაზიანება სავსებით დასაშვებია განვითარებულიყო ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად, მისი ფართობიდან და ხასიათიდან გამომდინარე. გამოძიებას ასევე აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს ისეთი დაზიანებები, რომელიც გარეგან სისხლდენას გამოიწვევდა. დაიდო დასკვნა, რომ შაქარაშვილს ძირითადად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულზე, გარეგნულად, მას არ ჰქონდა ისეთი ჭრილობა, რომელიც გარეგან სისხლდენას განაპირობებდა. შესაბამისად, დაიდო დასკვნა, რომ მას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა, რასაც შეეძლო გარეგანი სისხლდენა გამოეწვია. ბოლო ექსპერტიზის ფორმატში გამოძიებას ამავდროულად აინტერსებდა, რა შესაძლო პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ მუცლის ქვემო მესამედში სისხლჩაქცევის სახით ეს დაზიანება მიეღო. ხომ არ იყო შაქარაშვილი ამ დროს მწოლიარე მდგომარეობაში, ეს შეკითხვა დასვა გამოძიებამ. ნებისმიერი წინააღმდეგობრივი პროცესი, რასაც ჩხუბი ჰქვია, წარმოადგენს არა სტატიკურ, არამედ დინამიურ პროცესს, ბუნებრივია, ძნელია იმის თქმა, რა პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ დაზიანება მიეღო, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ და საშვებით დასაშველად მივიჩნევთ, რომ ეს დაზიანება შესაძლოა მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნის პერიოდშიც მიეღო“, - განაცხადა გეჯაძემ.

მისი შეფასებით, „ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა და დასკვნები, რომ გიორგი შაქარაშვილი ერთი დღის ან დღე ნახევრის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“.

„ეს არის ზღაპრები, რომელსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა გეჯაძემ.

მისი განმარტებით, დაზიანებები მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ხელყოფის-ცემის ფაქტს.

„ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ ეს დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ან წყალში ჩავარდნით იყოს. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია. ვამბობთ, რომ წყალში ჩავარდნით ამ დაზიანებს ვერ მიიღებდა. ე.ი ეს დაზიანებები მიიღო მანამ, სანამ წყალში მოხვდებოდა“,-განაცხადა გეჯაძემ.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფორმატში სამი კომისიური ექსპერტიზა ჩატარდა. როგორც გეჯაძემ აღნიშნა, მესამე კომისიური ექსპერტიზა არის ბოლო, რომელიც გუშინ პროკურატურამ გამოაქვეყნა.

„პირველი ორი კომისიური ექსპერტიზის საფუძველზე, მათ შორის ერთ-ერთი შუალედური იყო, დადგინდა, თუ რა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული შაქარაშვილს, რომ სახეზე იყო ბლაგვი ხასიათის ტრავმა. დადგინდა ტრავმის განვითარების პირობები, თუ რა შემთხვევაში შეეძლო შაქარაშვილს ეს დაზიანებები მიეღო და რა შემთხვეავში არა. დადგინდა სიკვდილის ხანდაზმულობა, რომ ის 3-4 დღის ინტერვალს მოიცავს და არა არანაკლებ 48 საათისა და ასე შემდეგ, როგორც ადრე ითქვა. პირველი, ორი ექსპერტიზის წარმოების ფორმატში დადგინდა, რომ მაღალი ალბათობით, მოსალოდნელი იყო სახეზე ყოფილიყო ქალა-ტვინის ტრავმა ტვინის შერყევის სახით, რაც ჯამში მას შეუზღუდავდა თავისუფლად გადაადგილების და მოძრაობის შესაძლებლობას. ეს არის ზოგადად ის პასაჟები, რაც პირველი მეორე კომისიური ექსპერტიზის წარმოეობის დროს დადგინდა“,-განაცხადა გეჯაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენ პირებს კი, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე

"ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა" - ბათუმში დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელმაც კარანტინის წესები დაარღვია