კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს მესამედაც მოუწიოს პოლიტიკაში დაბრუნება" - ექსპერტი
"ვერ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს მესამედაც მოუწიოს პოლიტიკაში დაბრუნება" - ექსპერტი

რო­გორც ambebi.ge-მ სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე მარ­თლაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც არა­ერთ სა­კითხს შე­ე­ხო. მას­ში სა­უ­ბა­რია, რო­გორც მისი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის, ისე წას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე.

"ჩემი მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო პო­ლი­ტი­კა და სრუ­ლად ჩა­მოვ­ცილ­დე მარ­თვის სა­და­ვე­ებს... მე ვტო­ვებ რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს, ისე სა­კუთ­რივ პარ­ტი­ა­საც და ჩემს 2011 წლამ­დელ, კერ­ძო ცხოვ­რე­ბის წესს ვუბ­რუნ­დე­ბი. სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში სა­მოც­და­ხუ­თი წელი შე­მის­რულ­დე­ბა, ესეც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დას­რუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას", - აცხა­დებს ის.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ambebi.ge-სთან პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აფა­სებს:

- ეს ხომ არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა და მი­დის პო­ლი­ტი­კი­დან... მან ად­რეც იგი­ვე თქვა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, ამი­ტომ აღარ არის სა­ჭი­რო მისი პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა და წა­ვი­და. თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, უცებ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძალ­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო და პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზს და­უბ­რუნ­და...

ასევე დაგაინტერესებთ
10:55 / 11-01-2021

"სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება" - პოლიტიკაში ყოფნის რომელ 2 განხორციელებულ მიზანზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი წერილში?

11:53 / 11-01-2021

"ეს უფრო გაქცევას ჰგავს... ან მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს" -  როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას?

14:36 / 11-01-2021

"მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს" - სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

16:13 / 11-01-2021

"სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მის გარეშე ჩამოიშლება... ერთმანეთთან  ვერასდროს დალაგდებიან შოთაძე და გახარია" - როგორ აფასებენ ექსპრემიერის მეორედ წასვლას?

იქ იყო ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, როცა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, დრო­ზე თუ არ დაბ­რუნ­დე­ბო­და, პარ­ტი­ას და­კარ­გავ­და და ამი­ტომ დაბ­რუნ­და. ამი­ტომ არ არის გა­საკ­ვი­რი უკვე მე­ო­რედ წას­ვლა, მაგ­რამ დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ისევ, ეს რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. ვი­ნა­ი­დან ერთხელ იყო ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი, ამას მე­ო­რე­დაც ვერ გა­მო­რი­ცხავ.

ფაქ­ტია ერთი, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბა - სო­ცი­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი, თუ სხვა. ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი ქარ­თვე­ლიც კი გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი გვე­ლო­დე­ბა, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რათა ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მძი­მე და ღრმა კრი­ზის­ში არ შე­ვი­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორ­მა­გად და სამ­მა­გად გა­იზ­რდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ წას­ვლას უფრო შე­ვა­ფა­სებ­დი ასე, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თავი აა­რი­და და ბრძო­ლის ველი მი­ა­ტო­ვა, უფრო ამას ჰგავს ეს წას­ვლა.

არ გა­მოვ­რი­ცხავ იმა­საც, რომ იგი­ვე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა თუ შე­იქ­ნა, ისევ მობ­რუნ­დეს და იმა­ვე ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს, რო­გო­რიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ გა­ა­კე­თა - მო­ვალ და ყვე­ლა­ფერს და­ვა­ლა­გე­ბო.

- რა ელის “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ და გა­მო­უ­ვა თუ არა მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სრუ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა?

- თქმა უნდა, მას არ გა­მო­უ­ვა დის­ტან­ცი­რე­ბა და არა­ვინ ამას არ მი­ი­ღებს. პირ­ველ რიგ­ში, ამას არ მი­ი­ღებს ის გუნ­დი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია. ივა­ნიშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რად თუ წა­ვი­და და მარ­თლაც რომ არ ჩა­ე­რი­ოს პო­ლი­ტი­კა­ში, მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი, რომ ხვალ და ზეგ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ის დაბ­რუნ­დე­ბა და მა­ინც ის გა­და­წყვეტს ყვე­ლა­ფერს, ისე­ვე, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებს უკ­რა­ი­ნი­დან. თვი­თონ შე­საძ­ლოა, მარ­თლა უნ­დო­დეს წას­ვლა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რე­ა­ლუ­რად არ მი­ი­ღებს მის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ჩათ­ვლის, რომ მისი წას­ვლა ისე­თი­ვე იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო პირ­ვე­ლი წას­ვლა.

რაც შე­ე­ხე­ბა, რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ამას "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე", ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია იმის­თვის, თუ რა ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა გუნდში. რო­გო­რი ერ­თგვა­რო­ვა­ნიც არ უნდა იყოს გუნ­დი, ეს პო­ლი­ტი­კაა და რო­დე­საც ლი­დე­რი მი­დის, იქ ჩნდე­ბა სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და ეს აუ­ცი­ლებ­ლად გაჩ­ნდე­ბა. დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი არ გაჩ­ნდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს გუნ­დი ჩათ­ვლის, რომ კი თქვა, მაგ­რამ არ წა­სუ­ლა.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რია ის, რომ თუ წა­ვი­და, რე­ა­ლუ­რად ვინ აკონ­ტრო­ლებს პარ­ლა­მენტს? პარ­ლა­მენ­ტმა თუ თქვა, რომ მან ახა­ლი ლი­დე­რი მი­ი­ღო და აღი­ა­რა მისი ლი­დე­რო­ბა, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. კი, ვი­ღა­ცე­ბი წავ­ლენ, გა­დავ­ლენ, გა­დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი იქ­ნე­ბა... რო­გორც ჩანს, პარ­ტი­ას ეყო­ლე­ბა ახალ ლი­დე­რად ის, ივა­ნიშ­ვი­ლი ვი­საც აკურ­თხებს, მა­გა­ლი­თად, კო­ბა­ხი­ძეს, რამ­დე­ნად ჩათ­ვლი­ან პარ­ტი­ა­ში მას ლი­დე­რად, არ ვიცი... თუ პა­ტი­ა­ში მი­იჩ­ნი­ეს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ნამ­დვ­ლად წა­ვი­და, ვფიქ­რობ, ყვე­ლა თა­ვის­კენ ეც­დე­ბა გა­და­ქა­ჩოს გავ­ლე­ნა და და­ი­წყე­ბა შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი"

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
20

ჯობდა არ წასულიყო, ვეთანხმები ექსპერტებს ჯერ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჭკუა ვერ ისწავლეს რომ ხალხს უნდა ემსახურონ არა საკუთარ ჯიბეებს

ალექს
13

ერთხელ თქვენ წადით, ექსპერტებო ? იქნება წასვლის კაი ფეხი დაგებედოთ და თან გამოგყვეთ ეს მარაზმი , თქვენ რომ დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა დაარქვით, საბჭოთა პარტოკრატიის ბაღნების სამოხელეო პლუტოკრატიული ოლიგარქიის დიქტატურად რომ ჩამოყალიბდა !?

ავტორი:

"ვერ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს მესამედაც მოუწიოს პოლიტიკაში დაბრუნება" - ექსპერტი

"ვერ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს მესამედაც მოუწიოს პოლიტიკაში დაბრუნება" - ექსპერტი

როგორც ambebi.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე მართლაც გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც არაერთ საკითხს შეეხო. მასში საუბარია, როგორც მისი პოლიტიკაში მოსვლის, ისე წასვლის მიზეზებზე.

"ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს... მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას", - აცხადებს ის.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:

- ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი გააკეთა და მიდის პოლიტიკიდან... მან ადრეც იგივე თქვა, ყველაფერი კარგადაა, ამიტომ აღარ არის საჭირო მისი პოლიტიკაში ყოფნა და წავიდა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, უცებ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ძალზე რთული ვითარება იყო და პოლიტიკურ ასპარეზს დაუბრუნდა...

იქ იყო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ივანიშვილმა თქვა, დროზე თუ არ დაბრუნდებოდა, პარტიას დაკარგავდა და ამიტომ დაბრუნდა. ამიტომ არ არის გასაკვირი უკვე მეორედ წასვლა, მაგრამ დაბრუნდება თუ არა ისევ, ეს რთული სათქმელია. ვინაიდან ერთხელ იყო ასეთი პრეცედენტი, ამას მეორედაც ვერ გამორიცხავ.

ფაქტია ერთი, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ვითარება - სოციალური იქნება, ეკონომიკური, თუ სხვა. ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ქართველიც კი გეტყვით, რომ ძალიან რთული გაზაფხული გველოდება, ამიტომ ხელისუფლებას სჭირდება არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება, რათა ქვეყანა ძალიან მძიმე და ღრმა კრიზისში არ შევიდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა ორმაგად და სამმაგად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ამ წასვლას უფრო შევაფასებდი ასე, რომ ივანიშვილმა პასუხისმგებლობას თავი აარიდა და ბრძოლის ველი მიატოვა, უფრო ამას ჰგავს ეს წასვლა.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ იგივე რთული ვითარება თუ შეიქნა, ისევ მობრუნდეს და იმავე შინაარსის განცხადება გააკეთოს, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გააკეთა - მოვალ და ყველაფერს დავალაგებო.

- რა ელის “ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ და გამოუვა თუ არა მას ხელისუფლებისგან სრული დისტანცირება?

- თქმა უნდა, მას არ გამოუვა დისტანცირება და არავინ ამას არ მიიღებს. პირველ რიგში, ამას არ მიიღებს ის გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია. ივანიშვილი რეალურად თუ წავიდა და მართლაც რომ არ ჩაერიოს პოლიტიკაში, მისადმი დამოკიდებულება იქნება ისეთი, რომ ხვალ და ზეგ თუ საჭირო გახდება, ის დაბრუნდება და მაინც ის გადაწყვეტს ყველაფერს, ისევე, როგორც სააკაშვილი აკეთებს უკრაინიდან. თვითონ შესაძლოა, მართლა უნდოდეს წასვლა, მაგრამ საზოგადოება რეალურად არ მიიღებს მის ამ გადაწყვეტილებას, ჩათვლის, რომ მისი წასვლა ისეთივე იქნება, როგორიც იყო პირველი წასვლა.

რაც შეეხება, რა გავლენა ექნება ამას "ქართულ ოცნებაზე", ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, თუ რა ვითარება იქნება გუნდში. როგორი ერთგვაროვანიც არ უნდა იყოს გუნდი, ეს პოლიტიკაა და როდესაც ლიდერი მიდის, იქ ჩნდება სხვადასხვა დაჯგუფებები და ეს აუცილებლად გაჩნდება. დაჯგუფებები არ გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ეს გუნდი ჩათვლის, რომ კი თქვა, მაგრამ არ წასულა.

მეორე ფაქტორია ის, რომ თუ წავიდა, რეალურად ვინ აკონტროლებს პარლამენტს? პარლამენტმა თუ თქვა, რომ მან ახალი ლიდერი მიიღო და აღიარა მისი ლიდერობა, მაშინ ყველაფერი რიგზეა. კი, ვიღაცები წავლენ, გადავლენ, გადაჯგუფებები იქნება... როგორც ჩანს, პარტიას ეყოლება ახალ ლიდერად ის, ივანიშვილი ვისაც აკურთხებს, მაგალითად, კობახიძეს, რამდენად ჩათვლიან პარტიაში მას ლიდერად, არ ვიცი... თუ პატიაში მიიჩნიეს, რომ ივანიშვილი ნამდვლად წავიდა, ვფიქრობ, ყველა თავისკენ ეცდება გადაქაჩოს გავლენა და დაიწყება შიდა დაპირისპირებები"

"საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა "ფაიზერის" ვაქცინით გახდება შესაძლებელი" - რაზე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს

"სად არის დასავლეთი ამ პროცესში?" - როგორია პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის შედეგები და როგორ აისახება შექმნილი ვითარება საქართველოზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"