კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ - საპატრიარქოში ვინც შედის, ყველას უტარდება ტესტირება" - მეუფე გერასიმე
"ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ - საპატრიარქოში ვინც შედის, ყველას უტარდება ტესტირება" - მეუფე გერასიმე

ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე გე­რა­სი­მე (შა­რა­შე­ნი­ძე) აცხა­დებს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა უტარ­დე­ბათ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მათ ვი­საც ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი არ აქვთ, ყო­ველ კვი­რას "კო­ვიდ 19"-ზე ამოწ­მე­ბენ.

„სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, სტი­ქა­როს­ნე­ბი, მგა­ლობ­ლე­ბი, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ, მათ­თვის არ არის სა­ჭი­რო. ვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი არ აქვს, ყო­ველ კვი­რას, წირ­ვის მერე მივ­დი­ვართ და ტეს­ტი­რე­ბას ვი­ტა­რებთ. სა­პატ­რი­არ­ქო­ში ვინც შე­დის, მღვდელმთა­ვა­რი, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ყვე­ლას უტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გე­რა­სი­მემ.

ცნო­ბის­თვის, სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დე­კა­ნოზ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­და და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია. რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, ამ­ჟა­მად იზო­ლა­ცი­ა­ში მხო­ლოდ პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზიარების კოვზით
9

უმკურნალეთ ექიმებს...

თქვენი ფიზიკოსი აიფონ-ჯიპების მოყვარული განათლებული მეუფე 100000 ვოლტი გადმოდის როცა ეზიარები და ყველა ვირუსს სპობსო...

რა გენანებათ კაცობრიობის გდარჩენა თუ მარტო თქვენ უნდა გადარჩეთ ?

ზიზილ-პიპლოებიანნო
7

ქრისტე მოგიწონედათ საქციელს ?

აპა წარმოდგინეთ ქრისტე და მოწაფეები თქვენნაირად აღკაზმულნი...

რა საერთო აქვს თქვენს "ქადაგებათ" ქრისტიანობასთან ?

ავტორი:

"ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ - საპატრიარქოში ვინც შედის, ყველას უტარდება ტესტირება" - მეუფე გერასიმე

"ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ - საპატრიარქოში ვინც შედის, ყველას უტარდება ტესტირება" - მეუფე გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) აცხადებს, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. როგორც მან აღნიშნა, მათ ვისაც ვირუსი გადატანილი არ აქვთ, ყოველ კვირას "კოვიდ 19"-ზე ამოწმებენ.

„სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მათთვის არ არის საჭირო. ვისაც გადატანილი არ აქვს, ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ. საპატრიარქოში ვინც შედის, მღვდელმთავარი, სასულიერო პირი, ყველას უტარდება ტესტირება“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ჯაჭვით არიან გადაბმულები, არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან... კალაძე ფეხით წავა სახლში" - აქცია თბილისის მერიასთან