მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე
"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრს წელს დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, პი­რო­ტექ­ნი­კით დამ­წვა­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი ახა­ლი წლის ღა­მეს შემ­ცირ­დე­ბო­და. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს იმე­დი გა­უც­რუვ­და, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით წელ­საც და­ზი­ან­დნენ.

AMBEBI.GE-ს დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გუგა ქა­ში­ბა­ძე ესა­უბ­რა:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე ხალ­ხი სხვა პრობ­ლე­მე­ბით იყო მო­ცუ­ლი, ახა­ლი წლის ღა­მეს რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­ინც გქვონ­და, და­ზი­ა­ნე­ბულ­თა შო­რის ბავ­შვე­ბი ჭარ­ბობ­დნენ. სტა­ცი­ო­ნარ­ში 3 პა­ცი­ენ­ტი გვყავ­და, მათ­გან ორი ბავ­შვი - 9 და 10 წლის და ერთი მოზ­რდი­ლი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში ახ­ლაც გვი­წევს. ყვე­ლას მარ­ჯვე­ნა მტე­ვა­ნი და სა­ხის მი­და­მო ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მოზ­რდილ­თან სა­ხის მი­და­მოს და­ე­მა­ტა ყვრი­მა­ლის ძვლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. კლი­ნი­კა­ში ისე­თი პა­ცი­ენ­ტი არ გვყო­ლია, ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია რომ დას­ჭი­რე­ბო­და. თუმ­ცა პი­რო­ტექ­ნი­კის არას­წო­რად აფეთ­ქე­ბა ხში­რად მხო­ლოდ დამ­წვრო­ბას არ იწ­ვევს და სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბებს იღე­ბენ - ნაკ­ვეთ ჭრი­ლო­ბებს, მო­ტე­ხი­ლო­ბებს, ზი­ან­დე­ბა თვა­ლი... არ­ცთუ იში­ა­თია ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცია და შარ­შან მძი­მე შემ­თხვე­ვა იყო - მა­ჯის დო­ნე­ზე ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცი­აც.

- რო­გორც ჩანს, ხალ­ხს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­სარ­თო­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­თა­მა­შო­ე­ბი ჰგო­ნია...

- კი, ბევ­რს ასე ჰგო­ნია, რომ ის ნაძ­ვის ხის ლა­მა­ზი, ბრჭყვი­ა­ლა ბურ­თუ­ლაა... ასე არ არის. პე­დარ­ტი ენერ­გი­ას შე­ი­ცავს, თა­ვი­სი დენ­თი აქვს. 100 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მაშ­ხა­ლა რომ ადის, იმის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­რის­კოა. 3-4 წლის ბავ­შვის­თვის რა გა­და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღი მი­გი­ცია ხელ­ში და რა ის, სხვა­ო­ბა არ არის. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, მა­ინც იმა­ვეს აკე­თე­ბენ... 2018 წელს ბავ­შვებ­ზე მათი გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლა, დას­ჯა­დი გახ­და, პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნი მი­ი­ღო. მას მერე თით­ქოს შემ­ცირ­და, მაგ­რამ თით­ქოს არც შემ­ცირ­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი მა­ინც არის. და­ა­ნე­ბეთ თავი მის ქუ­ჩა­ში ყიდ­ვას...

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ პე­დარ­ტე­ბი შვი­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რა­დაც კი მი­აქვთ ოჯა­ხის უფ­რო­სებს. ვი­მე­ო­რებ, ის არ არის გა­სარ­თო­ბი სა­თა­მა­შო. უცა­ნა­უ­რია, რომ პი­რო­ტექ­ნი­კით არა მარ­ტო ბავ­შვე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხიც ზი­ან­დე­ბა. არ მეს­მის, რა სჯით?! ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმას ჰგავს, ბავ­შვო­ბას რომ გა­იხ­სე­ნებ, ცხენს შე­მო­ახ­ტე­ბი და უცებ ჩა­მო­ვარ­დე­ბი.

- ექიმ გუგა კუ­ზა­ნო­ვის შემ­თხვე­ვა გა­მახ­სენ­და, რო­მე­ლიც შარ­შან და­ზი­ა­ნე­ბას შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა...

- რა­საც გუგა ის­რო­და, ის გრძე­ლი მი­ლე­ბია. მისი ხელ­ში და­კა­ვე­ბა და ისე აფეთ­ქე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, უნდა რა­ღა­ცა­ზე და­იდ­გას, მყა­რად და­ფიქ­სირ­დეს. ია­ტაკ­ზე ისე უბ­რა­ლოდ და­მაგ­რე­ბით პირ­ვე­ლი გას­რო­ლის შემ­დეგ, წა­იქ­ცე­ვა და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ადა­მი­ა­ნებს იმ დროს ერ­მა­ნე­თი და­უ­ზი­ა­ნე­ბი­ათ.

- თი­თო­ე­ულ ასა­ფეთ­ქე­ბელს თა­ვის ანო­ტა­ცია ხომ მოყ­ვე­ბა?

- არის ისე­თიც, რო­მელ­საც ანა­ტო­ა­ცია არ აქვს, მაგ­რამ ზოგს კო­რე­უ­ლად და ჩი­ნუ­რად აწე­რია და იმას აქ ვინ წა­ი­კი­თხავს?! სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს ხში­რად იმას აბ­რა­ლე­ბენ, რომ სწო­რად არ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნია, ესეც სა­კი­თხა­ვია... ერთი გა­ვარ­და, მე­ო­რე გა­ვარ­და, მე­სა­მე არ გა­ვარ­და, მე­ო­თხე მე­სა­მეს მოხ­ვდა, მე­ხუ­თე - მე­ო­თხეს და ხელ­ში აფეთ­ქდა, გას­კდა და ა.შ.

შარ­შან გვქონ­და შემ­თხვე­ვე­ბი, როცა დამ­სხვრე­უ­ლი ჭრი­ლო­ბი­დან, ქსო­ვი­ლი­დან მუ­ყაო და შარ­ვლის ნა­ჭე­რიც ამოგ­ვი­ღია. მოკ­ლედ, ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, თით­ქოს სა­ო­მარ პი­რო­ბებ­ში ვი­ყოთ...

მერე ამას ემა­ტე­ბა ის, რომ თუ რა­ი­მე შე­ემ­თხვათ, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში კლნი­კა­ში არ მო­დი­ან, რად­გან კლი­ნი­კის და­ბე­დე­ბა არ უნ­დათ. ამის გამო არის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შე­თხვე­ვე­ბი. ყო­ველ­თვის სა­წყე­ნია, როცა ტრამ­ვე­ბი ბავ­შვს ემარ­თე­ბათ. ისი­ნი ვერ გან­სა­ზღვრა­ვენ, არ იცი­ან, ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა, მოზ­რდი­ლი კი, მომ­ხდარს თა­ვის თავს და­აბ­რა­ლებს. მოკ­ლედ, ბავ­შვის­თვის მა­ინც ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ უნდა იყოს!

- პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კლი­ნი­კა­ში უმე­ტე­სად რა ხა­სი­ა­თი­სა თუ ტი­პის დამ­წვრო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი გყავთ? რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა?

- იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა ზი­ან­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, პან­დე­მი­ი­სას მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­და. რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ კო­ვიდ­ვირუს­თან და­კავ­შირ­დე­ბით კლი­ნი­კა­ში მო­სუ­ლე­ბი უსაფრ­თხოდ არ იქ­ნე­ბი­ან. არა­და, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც მა­ღა­ზი­ა­ში და რო­გორც ყველ­გან, თუნ­დაც სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში. ამის გამო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა.

იყო ასე­თი ფაქ­ტიც - ქალ­ბა­ტო­ნი გვყვა­და, 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­წვრო­ბით სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, შემ­დეგ კო­ვი­დიც და­ე­მარ­თა და უკვე კო­ვი­დი­ა­ნი მო­იყ­ვა­ნეს.

- კო­ვი­დი­ა­ნე­ბი გყავთ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში?

- კო­ვი­დი­ა­ნებს ვმკურ­ნა­ლობთ, მაგ­რამ ჩვენ არ გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­ლა­ტე­ბი, ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი კო­ვი­დცენ­ტრში, ცი­ციშ­ვი­ლის ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში გა­დაგ­ვყავს. მოზ­რდი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში არი­ან, სა­დაც შევ­დი­ვართ და ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმკურ­ნა­ლობთ... იყო კუ­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბე­ბიც, მა­გა­ლი­თად, იყო პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც კო­რო­ნას კერ­ძო სახ­ლში ებ­რძო­და, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყო. მერე დღე­ე­ბი გა­დათ­ვა­ლა და ჩათ­ვა­ლა, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­და. ეზო­ში გა­მო­ვი­და, ტან­საც­მელს, რაც იზო­ლა­ცი­ა­ში ეცვა, ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და - კო­რო­ნა და­ვა­მარ­ცხეო.

სამ­წუ­ხა­როდ, ცე­ცხლი მა­საც წა­ე­კი­და და დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. სას­წრა­ფო რომ მი­ვი­და და მისი მკურ­ნა­ლო­ბის დღე­ე­ბი გა­და­ით­ვა­ლა, აღ­მოჩ­ნდა, რომ კო­ვი­დის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ჯერ არ იყო; თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში სას­ტუმ­რო­ში ყოფ­ნი­სას მი­უ­ღი­ათ დამ­წვრო­ბა... ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­ი­მა­ტა ონ­ლა­ინ­კონ­სულ­ტა­ცი­ებ­მა. ფო­ტოს, ვი­დე­ოს აგ­ზავ­ნი­ან, რის მი­ხედ­ვი­თაც პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა გვი­წევს. ეს მე­თო­დი ად­რეც გვქონ­და და­ნერ­გი­ლი, მაგ­რამ მა­შინ ფო­ტოს რომ ვუ­ყუ­რებ­დით, ვი­ცო­დით, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლო პა­ცინტს კლი­ნი­კა­ში მოს­ვლა. ახლა კო­ვი­დის გამო მოს­ვლა რად­გან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ფო­ტო­თი უნდა გა­და­წყდეს, პა­ცი­ენტს და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვა სჭირ­დე­ბა თუ არა.

- რას ურ­ჩევ­დით ჩვენს მკი­თხველს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას?

- რჩე­ვა ის იქ­ნე­ბა,რომ გა­უფრ­თხილ­დნენ სა­კუ­თარ თავს, ოჯა­ხის წევ­რებს და თავ­ზე ნუ გა­მოც­დი­ან ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას და ხა­რისხს, ვუ­სურ­ვებ იმე­დით­სავ­სე მო­მა­ვალს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 2021 წელი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა! ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას, ექიმს, ექთნს, მედ­დას, დამ­ხმა­რეს ჯან­მრთე­ლო­ბას, გაძ­ლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ, რაც უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, მო­რა­ლუ­რად, ფი­ზი­კუ­რად სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ის წი­ნა­შე არი­ან... მოკ­ლედ, მთა­ვა­რი რჩე­ვა და სურ­ვი­ლია, და­ვინ­დოთ ერ­თმა­ნე­თი და გა­ვუფრ­თხილ­დეთ!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

გაეშვათ საახალწლო მაშხალასავით იქნებოდა

ქეთევანი
0

გუგა საყვარელო, ვამაყობ,რომ ასეთი ბრწყინვალე შვილი გაგზარდეს ნანამ და თამაზ ქაშიბაძეებმა! ბავშვობიდან შრომისმოყვარე, მოტივირებული ბავშვი იყავი. პიონერთა სასახლის ხატვის კაბინეტის აღზრდილი ხარ და მაშინაც უკვე შენი ასაკისათვის ზედმიწევნით კარგად ხატავდი და მეგონა მხატვარი გამოხვიდოდი, თუმცაღა ეხლაც, ქირურგიაში შენს დიდოსტატობას მხატვრის ალღომაც შეუწყო ხელი. იხარე და იდღეგრძელე ჩვენო გუგა, ღვთის რჩეულო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

დამწვრობის ცენტრს წელს დიდი იმედი ჰქონდა, რომ კორონაპანდემიის პირობებში, პიროტექნიკით დამწვარი პაციენტების რიცხვი ახალი წლის ღამეს შემცირდებოდა. თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - სამედიცინო პერსონალს იმედი გაუცრუვდა, რადგან ადამიანები ასაფეთქებელი საშუალებებით წელსაც დაზიანდნენ.

AMBEBI.GE-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ესაუბრა:

- მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მანძილზე ხალხი სხვა პრობლემებით იყო მოცული, ახალი წლის ღამეს რამდენიმე სერიოზული შემთხვევა მაინც გქვონდა, დაზიანებულთა შორის ბავშვები ჭარბობდნენ. სტაციონარში 3 პაციენტი გვყავდა, მათგან ორი ბავშვი - 9 და 10 წლის და ერთი მოზრდილი, რომელიც კლინიკაში ახლაც გვიწევს. ყველას მარჯვენა მტევანი და სახის მიდამო ჰქონდა დაზიანებული, მოზრდილთან სახის მიდამოს დაემატა ყვრიმალის ძვლის სერიოზული დაზიანება. კლინიკაში ისეთი პაციენტი არ გვყოლია, ქირურგიული ოპერაცია რომ დასჭირებოდა. თუმცა პიროტექნიკის არასწორად აფეთქება ხშირად მხოლოდ დამწვრობას არ იწვევს და სხვადასხვა სახის დაზიანებებს იღებენ - ნაკვეთ ჭრილობებს, მოტეხილობებს, ზიანდება თვალი... არცთუ იშიათია ხელის ამპუტაცია და შარშან მძიმე შემთხვევა იყო - მაჯის დონეზე ხელის ამპუტაციაც.

- როგორც ჩანს, ხალხს ასაფეთქებელი საშუალებები გასართობი და ჩვეულებრივი სათამაშოები ჰგონია...

- კი, ბევრს ასე ჰგონია, რომ ის ნაძვის ხის ლამაზი, ბრჭყვიალა ბურთულაა... ასე არ არის. პედარტი ენერგიას შეიცავს, თავისი დენთი აქვს. 100 მეტრის სიმაღლეზე მაშხალა რომ ადის, იმის არასწორად გამოყენება ძალიან სარისკოა. 3-4 წლის ბავშვისთვის რა გადატენილი იარაღი მიგიცია ხელში და რა ის, სხვაობა არ არის. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი გაფრთხილებისა, მაინც იმავეს აკეთებენ... 2018 წელს ბავშვებზე მათი გაყიდვა აიკრძალა, დასჯადი გახდა, პარლამენტმა კანონი მიიღო. მას მერე თითქოს შემცირდა, მაგრამ თითქოს არც შემცირდა. ყოველ შემთხვევაში, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი მაინც არის. დაანებეთ თავი მის ქუჩაში ყიდვას...

წარმოიდგინეთ, რომ პედარტები შვილებისთვის საჩუქრადაც კი მიაქვთ ოჯახის უფროსებს. ვიმეორებ, ის არ არის გასართობი სათამაშო. უცანაურია, რომ პიროტექნიკით არა მარტო ბავშვები, სერიოზული ხალხიც ზიანდება. არ მესმის, რა სჯით?! ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბავშვობას რომ გაიხსენებ, ცხენს შემოახტები და უცებ ჩამოვარდები.

- ექიმ გუგა კუზანოვის შემთხვევა გამახსენდა, რომელიც შარშან დაზიანებას შემთხვევით გადაურჩა...

- რასაც გუგა ისროდა, ის გრძელი მილებია. მისი ხელში დაკავება და ისე აფეთქება არ შეიძლება, უნდა რაღაცაზე დაიდგას, მყარად დაფიქსირდეს. იატაკზე ისე უბრალოდ დამაგრებით პირველი გასროლის შემდეგ, წაიქცევა და ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანებს იმ დროს ერმანეთი დაუზიანებიათ.

- თითოეულ ასაფეთქებელს თავის ანოტაცია ხომ მოყვება?

- არის ისეთიც, რომელსაც ანატოაცია არ აქვს, მაგრამ ზოგს კორეულად და ჩინურად აწერია და იმას აქ ვინ წაიკითხავს?! სავალალო შედეგებს ხშირად იმას აბრალებენ, რომ სწორად არ იქნა გამოყენებული, მაგრამ თითოეული რამდენად ხარისხიანია, ესეც საკითხავია... ერთი გავარდა, მეორე გავარდა, მესამე არ გავარდა, მეოთხე მესამეს მოხვდა, მეხუთე - მეოთხეს და ხელში აფეთქდა, გასკდა და ა.შ.

შარშან გვქონდა შემთხვევები, როცა დამსხვრეული ჭრილობიდან, ქსოვილიდან მუყაო და შარვლის ნაჭერიც ამოგვიღია. მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, თითქოს საომარ პირობებში ვიყოთ...

მერე ამას ემატება ის, რომ თუ რაიმე შეემთხვათ, ახალი წლის დღეებში კლნიკაში არ მოდიან, რადგან კლინიკის დაბედება არ უნდათ. ამის გამო არის გართულებული შეთხვევები. ყოველთვის საწყენია, როცა ტრამვები ბავშვს ემართებათ. ისინი ვერ განსაზღვრავენ, არ იციან, ეს ყველაფერი რამდენად სახიფათოა, მოზრდილი კი, მომხდარს თავის თავს დააბრალებს. მოკლედ, ბავშვისთვის მაინც ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს!

- პანდემიის პირობებში კლინიკაში უმეტესად რა ხასიათისა თუ ტიპის დამწვრობის მქონე პაციენტები გყავთ? როგორია სტატისტიკა?

- იგივე რაოდენობა ზიანდება, უბრალოდ, პანდემიისას მომართვიანობა შემცირდა. რატომღაც ჰგონიათ, რომ კოვიდვირუსთან დაკავშირდებით კლინიკაში მოსულები უსაფრთხოდ არ იქნებიან. არადა, დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც მაღაზიაში და როგორც ყველგან, თუნდაც საკუთარ სახლებში. ამის გამო დაგვიანებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა.

იყო ასეთი ფაქტიც - ქალბატონი გვყვადა, 2 კვირის განმავლობაში დამწვრობით სახლში იმყოფებოდა, შემდეგ კოვიდიც დაემართა და უკვე კოვიდიანი მოიყვანეს.

- კოვიდიანები გყავთ დამწვრობის ცენტრში?

- კოვიდიანებს ვმკურნალობთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სპეციალური პალატები, ასეთი პაციენტები კოვიდცენტრში, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაგვყავს. მოზრდილი პაციენტები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან, სადაც შევდივართ და ჩვენი მიმართულებით ვმკურნალობთ... იყო კურიოზული ამბებიც, მაგალითად, იყო პაციენტი, რომელიც კორონას კერძო სახლში ებრძოდა, თვითიზოლაციაში იყო. მერე დღეები გადათვალა და ჩათვალა, რომ გამოჯანმრთელდა. ეზოში გამოვიდა, ტანსაცმელს, რაც იზოლაციაში ეცვა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა - კორონა დავამარცხეო.

სამწუხაროდ, ცეცხლი მასაც წაეკიდა და დამწვრობა მიიღო. სასწრაფო რომ მივიდა და მისი მკურნალობის დღეები გადაითვალა, აღმოჩნდა, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ჯერ არ იყო; თვითიზოლაციაში სასტუმროში ყოფნისას მიუღიათ დამწვრობა... ბუნებრივია, ამ სიტუაციაში მოიმატა ონლაინკონსულტაციებმა. ფოტოს, ვიდეოს აგზავნიან, რის მიხედვითაც პაციენტების შეფასება გვიწევს. ეს მეთოდი ადრეც გვქონდა დანერგილი, მაგრამ მაშინ ფოტოს რომ ვუყურებდით, ვიცოდით, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო პაცინტს კლინიკაში მოსვლა. ახლა კოვიდის გამო მოსვლა რადგან გართულებულია, ფოტოთი უნდა გადაწყდეს, პაციენტს დამატებითი კვლევა სჭირდება თუ არა.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს და საქართველოს მოსახლეობას?

- რჩევა ის იქნება,რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თავზე ნუ გამოცდიან ჯანდაცვის სისტემის მუშაობას და ხარისხს, ვუსურვებ იმედითსავსე მომავალს, დარწმუნებული ვარ, 2021 წელი უკეთესი იქნება! ყველა ჩემს კოლეგას, ექიმს, ექთნს, მედდას, დამხმარეს ჯანმრთელობას, გაძლეობას ვუსურვებ. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს, მორალურად, ფიზიკურად სხვა გამოწვევეის წინაშე არიან... მოკლედ, მთავარი რჩევა და სურვილია, დავინდოთ ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ!

"ენდეთ ადგილობრივ პროფესიონალებს" - რას ამბობს ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მედიკოსი ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე?

BBC FUTURE: ვირუსები, რომლებსაც ადამიანების განკურნება შეუძლიათ

ბრიტანული კვლევა - კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა