სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის ახალი შტამი, ვაქცინაციის დეტალები და შეზღუდვების შემსუბუქება - თამარ გაბუნია მთავრობის გეგმების შესახებ
კორონავირუსის ახალი შტამი, ვაქცინაციის დეტალები და შეზღუდვების შემსუბუქება - თამარ გაბუნია მთავრობის გეგმების შესახებ

დღეს დიდი დღე­სას­წა­უ­ლია. ამ დღეს ყვე­ლა ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წე­სე­ბის დაც­ვა არ დაგ­ვა­ვი­წყდეს და მივ­ყვეთ იმას, რაც დაგ­ვი­ცავს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, წე­სე­ბის დაც­ვა და ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ებ­ში მა­ნამ­დეც ხდე­ბო­და, ამ­დე­ნად ეს წე­სე­ბი სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის პრო­ცეს­ში დღე­საც იქ­ნე­ბა ძა­ლა­ში.

„დღეს აღარ იმოქ­მე­დებს 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა. რა თქმა უნდა, ერ­თა­დერ­თი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის შეს­რულ­დეს, ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე პი­რა­დი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა - ნი­ღა­ბი, ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა და ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა - 2 მეტ­რი. დღეს დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, ამ დღეს ყვე­ლა ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წე­სე­ბის დაც­ვა არ დაგ­ვა­ვი­წყდეს და მივ­ყვეთ იმას, რაც დაგ­ვი­ცავს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

  • შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა

რო­გორც თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­ხალ­წლოდ შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის ფონ­ზე, 10 იან­ვრის შემ­დეგ შე­საძ­ლოა, კვლავ იყოს შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა 15 იან­ვრის შემ­დეგ გა­კეთ­დე­ბა.

„შე­ზღუდ­ვე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ მოგ­ვი­წევს და­ვაკ­ვირ­დეთ კი­დევ ამ მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას. 1800 შემ­თხვე­ვა დღეს, 2000-ზე მეტი გუ­შინ მი­უ­თი­თებს იმას, რომ გავ­რცე­ლე­ბა არის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს არც დამ­შვი­დე­ბის და არც მო­დუ­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. კი გა­ნა­ხევ­რდა ამ შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა ასე­ვე და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც არის 11% და მეტი. და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნიშ­ნავს იმას, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ვლინ­დე­ბა კო­ვი­დით, როცა ხდე­ბა პი­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა. როცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5%-ზე მა­ღა­ლია, ეს ნიშ­ნავს, რომ გავ­რცე­ლე­ბა არის საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე დღეს ჩვენ ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად ვავ­ლენთ. ამ­დე­ნად ეპიდსი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბოა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

  • ტეს­ტი­რე­ბა კარ­და­კა­რის პრინ­ცი­პით

კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცია მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, ვირუ­სით ინ­ვა­ზი­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­სა თუ სოფ­ლად დრო­უ­ლად და­ი­წყოს მო­სახ­ლე­ო­ბის ტეს­ტი­რე­ბა კარ­და­კა­რის პრინ­ცი­პით, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შიც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს უნდა და­ეხ­მა­როს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სა­ნინ­სტრუქ­ტორ­თა ჯგუ­ფე­ბი.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კი კო­რო­ნა­ვირუს­ზე მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას კარ­და­კარ სი­ა­რულს გა­მო­რი­ცხავს და აცხა­დებს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი და ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

„ყვე­ლა ღონე უნდა ვიხ­მა­როთ, რომ ვირუ­სის კი­დევ ერთი ახა­ლი ტალ­ღა აღარ გან­მე­ორ­დეს და ამის­თვის ერთ-ერთი გზა არის აქ­ტი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა. ჩვენ ძა­ლი­ან ფარ­თოდ გვაქვს გაშ­ლი­ლი ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სა და სხვა სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ჯგუ­ფე­ბის, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის. რაც შე­ე­ხე­ბა კარ­და­კარ პრინ­ციპს, პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში გლო­ბა­ლუ­რად გა­ი­ცა, იყო ის, რომ ოჯა­ხის ექი­მე­ბი და ზო­გა­დად, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი კარ­და­კარ პრინ­ცი­პით ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­სა და ბი­ნა­ზე სერ­ვი­სის გა­და­ტა­ნას მო­რი­დე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ იყო, რომ ჩვენ ამ­დე­ნი დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სი შე­მო­ვი­ტა­ნეთ. ამ­დე­ნად, კარ­და­კარ პრინ­ცი­პი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით გარ­კვე­უ­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია. თუმ­ცა, ის რომ ტეს­ტი­რე­ბის წერ­ტი­ლი ქვე­ყა­ნა­ში უფრო მეტი უნდა შე­იქ­მნას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვად მო­ვი­დეს, ცხა­დია. ამა­ზე რა თქმა უნდა, მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­ი­ო­ნულ და სოფ­ლის დო­ნე­ზე, ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გია თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში. ტეს­ტი­რე­ბის­თვის კარ­და­კარ სი­ა­რულ­ზე თავს შე­ვი­კა­ვებთ, იმი­ტომ, რომ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბი და გავ­რცე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე როცა მო­სახ­ლე­ო­ბა აქეთ მო­დის", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­გა­რე­მო­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა, კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ გა­რე­მო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა­სა და პირ­ბა­დის ტა­რე­ბას მუდ­მი­ვად ვერ ახერ­ხე­ბენ.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ტეს­ტი­რე­ბის პრო­ტო­კო­ლი არა­ერ­თხელ გა­ნახ­ლდა და ყო­ველ­თვის ემა­ტე­ბა მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ახა­ლი ჯგუ­ფე­ბი.

„ტეს­ტი­რე­ბის პრო­ტო­კო­ლი არა­ერ­თხელ გა­ნახ­ლდა და ყო­ველ­თვის ემა­ტე­ბა მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ახა­ლი ჯგუ­ფე­ბი. ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ლი­გი­უ­რი პი­რე­ბი და­ე­მა­ტა, ასე­ვე ტაქ­სის მძღო­ლებს შო­რის ტეს­ტი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მინ­და გი­თხრათ, რომ გა­მოვ­ლე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ჯგუ­ფი ნაკ­ლე­ბი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია. ასე­ვე ვფიქ­რობთ, ტეს­ტი­რე­ბას სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს გა­რე­მო­ში და აი, ეს მო­დე­ლი მუ­შავ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ბიზ­ნესს გა­რე­მო­ში, სა­დაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უხ­დე­ბათ მუ­შა­ო­ბა მუდ­მი­ვად ადა­მი­ა­ნებს და ისი­ნი ვერც დის­ტან­ცი­ის დაც­ვას შეძ­ლე­ბენ და შე­იძ­ლე­ბა პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბაც მუდ­მი­ვად ვერ მო­ა­ხერ­ხონ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

  • ვაქ­ცი­ნა­ცია

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში „ფა­ი­ზე­რის“, „მო­დერ­ნას“ და „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა გა­ნი­ხი­ლე­ბა. მისი თქმით, პირ­ველ რიგ­ში აიც­რე­ბა ხან­დაზ­მუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და შემ­დეგ სხვა ჯგუ­ფე­ბი.

„მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნამ ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღოს, თუნ­დაც ერთი დოზა, ეს ამ­ბა­ვი ასე მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­დატ ვაქ­ცი­ნებს, დღეს ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ სა­მი­ვე ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს არის „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა, „მო­დერ­ნა და „ას­ტრა­ზე­ნე­კა“. ეს არის ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს FDA-ს ან ევ­რო­პის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია. მზად­დე­ბა ვაქ­ცი­ნის და­ნერგვის გეგ­მა, რომ­ლის ფორ­მა­ლი­ზა­ცია მოხ­დე­ბა ვფიქ­რობ, მომ­დევ­ნო კვი­რის ბო­ლომ­დე და ყვე­ლა ის ეტა­პი, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა გა­ვი­ა­როთ ვაქ­ცი­ნის მი­სა­ღე­ბად, უკვე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფი. პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი არის ხან­დაზ­მუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და ამას შემ­დეგ მოყ­ვე­ბა სხვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

  • გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია

გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვაქ­ცი­ნის ათ­ვი­სე­ბა იყო იმა­ზე უფრო ნელი და ნაკ­ლე­ბა­დაქ­ტი­უ­რი, ვიდ­რე თა­ვი­დან მო­თხოვ­ნა ამ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, დღეს­დღე­ო­ბით ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვაქ­ცი­ნის მხო­ლოდ ის მა­რა­გია დარ­ჩე­ნი­ლი, რაც რისკ-ჯგუ­ფე­ბის ასაც­რე­ლად არის სა­ჭი­რო.

„შეს­ყიდ­ვა მოხ­და 235 ათა­სი დო­ზის. ვაქ­ცი­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ხარ­ჯა. გა­ფარ­თოვ­და პირ­ვე­ლა­დი რისკ-ჯგუ­ფე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმის­თვის, რომ უფრო აქ­ტი­უ­რი ათ­ვი­სე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და მოც­ვაც უფრო ფარ­თო ყო­ფი­ლი­ყო. დღეს­დღე­ო­ბით გვაქვს ის მა­რა­გი, რაც უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად ორ­სუ­ლე­ბის­თვის იმის­თვის, რომ შევ­ძლოთ კი­დევ აცრა. ათ­ვი­სე­ბა იყო იმა­ზე უფრო ნელი და ნაკ­ლე­ბა­დაქ­ტი­უ­რი, ვიდ­რე თა­ვი­დან მო­თხოვ­ნა ამ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­დე­ნად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნის­თვი­საც, რად­გან ვაქ­ცი­ნა­ზე მო­თხოვ­ნა თუ არ იქ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის შემ­დეგ დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ აიც­რას. ასე რომ, ახ­ლა­ვე ვი­წყებთ ამა­ზე მუ­შა­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

  • რემ­დე­სი­ვი­რი

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, „რემ­დე­სი­ვი­რით“ 29 პა­ცი­ენ­ტი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, 29 პა­ცი­ენ­ტი­დან ყვე­ლას მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა რამ­დე­ნად უკავ­შირ­დე­ბა ეს „რემ­დე­სი­ვირს“ ეფექტს, ამის თქმა მხო­ლოდ ამ მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"რემ­დე­სი­ვი­რით“ მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს კარ­გად, ისე რო­გორც ეს და­გეგ­მი­ლი იყო. მო­თხოვ­ნა 29 პა­ცი­ენტზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი გუ­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით. ფრთხი­ლად ეკი­დე­ბი­ან ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი „რემ­დე­სი­ვი­რის“ და­ნიშ­ვნას. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი რო­მე­ლიც უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს და პა­ცი­ენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბას. ამ­დე­ნად, ბოლო 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც და­ვი­წყეთ „რემ­დე­სი­ვი­რის“ მოხ­მა­რე­ბა, 29 პა­ცი­ენ­ტია, ყვე­ლას მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა რამ­დე­ნად უკავ­შირ­დე­ბა ეს „რემ­დე­სი­ვი­რის“ ეფექტს, ამის თქმა მხო­ლოდ ამ მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ შეგ­ვიძ­ლია. „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბა გრძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

  • კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თა­დერ­თი და­ზუს­ტე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მი არ­სე­ბობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ვიდ­რე მისი პირ­ვან­დე­ლი სა­ხე­ო­ბა. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უფრო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს.

„ერ­თა­დერ­თი რა­ზეც და­ზუს­ტე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მი არ­სე­ბობს ისაა, რომ ეს შტა­მი უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ვიდ­რე პირ­ვან­დე­ლი მისი სა­ხე­ო­ბა. თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში რამ­დე­ნად უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ამა­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს. ასე, რომ უნდა და­ვე­ლო­დოთ, ვიდ­რე უფრო უკე­თე­სი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

  • სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის მო­წყო­ბა არც აქამ­დე ყო­ფი­ლა მთავ­რო­ბის გეგ­მა­ში და არც მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის ანა­ლო­გი კლი­ნი­კუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბია.

„სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის ანა­ლო­გი და გარ­კვე­ულ­წი­ლად დამ­ხმა­რე ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის­თვის ეს იყო კლი­ნი­კუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­მე­ლიც კარ­გად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რო­გორც აჭა­რა­ში, ასე­ვე სხვა და­ნარ­ჩენ რე­გი­ონ­ში და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო ჯან­მო-ს ევ­რო­პის რე­გი­ო­ნუ­ლი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რის ვი­ზი­ტის დროს ამ მო­დელ­მა, რო­გორც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის გა­დატ­ვირ­თვის­გან დაც­ვის კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნას, იცით, რომ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იქ­მნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­წოლ­ფონ­დი, რო­მე­ლიც მალე იქ­ნე­ბა მზად ოპე­რი­რე­ბის­თვის. დღეს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, თუმ­ცა მომ­დევ­ნო ტალ­ღე­ბის­თვის სა­რე­ზერ­ვო სა­წოლ­ფონ­დი იქ­ნე­ბა კი­დევ და­მა­ტე­ბით 300-დან 400 სა­წო­ლამ­დე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
2

საქალაქო ტრანსპორტი აამუშავეთ!!!!! მთელი წელი ტაქსით დავდივარ თქვენი გადამკიდე. თქვენ რა გენაღვლებათ ვისაც ავტომობილი არ ყავს!

kako
2

კაია არ გახხსნათ არაფერი ეს მშიერი ხალხი მოკვდეს ბარემ მშიერი და აღარ დაჯირდებათ ვაკცინები ჩვენ კიდე მდიდრებს მანქანიანებს და კაი იმუნიტეტის მქონე ხალხს ისედაც არ გვჯირდება ვაკცინა არც ტრანსპორტი არც არაფერი ყველაფერი კარგად გვაქს საკმაოდ!!!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის ახალი შტამი, ვაქცინაციის დეტალები და შეზღუდვების შემსუბუქება - თამარ გაბუნია მთავრობის გეგმების შესახებ

კორონავირუსის ახალი შტამი, ვაქცინაციის დეტალები და შეზღუდვების შემსუბუქება - თამარ გაბუნია მთავრობის გეგმების შესახებ

დღეს დიდი დღესასწაულია. ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წესების დაცვა და ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება ეკლესიებში მანამდეც ხდებოდა, ამდენად ეს წესები საეკლესიო მსახურების პროცესში დღესაც იქნება ძალაში.

„დღეს აღარ იმოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს, ეს არის ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება - ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ფიზიკური დისტანციის დაცვა - 2 მეტრი. დღეს დიდი დღესასწაულია, ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

  • შეზღუდვების შემსუბუქება

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, 10 იანვრის შემდეგ შესაძლოა, კვლავ იყოს შემთხვევების მატება. მისივე თქმით, შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით დასკვნა 15 იანვრის შემდეგ გაკეთდება.

„შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიწევს დავაკვირდეთ კიდევ ამ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. 1800 შემთხვევა დღეს, 2000-ზე მეტი გუშინ მიუთითებს იმას, რომ გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არ გვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, თუ რამდენი ადამიანი ვლინდება კოვიდით, როცა ხდება პირების გამოკვლევა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და უფრო მეტი ადამიანია შეიძლება ინფიცირებული, ვიდრე დღეს ჩვენ ტესტირების შედეგად ვავლენთ. ამდენად ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • ტესტირება კარდაკარის პრინციპით

კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება კარდაკარის პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი კორონავირუსზე მასობრივი ტესტირების ჩატარებისას კარდაკარ სიარულს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ინფექციის გავრცელების რისკი და ალბათობა მაღალი იქნება.

„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ვირუსის კიდევ ერთი ახალი ტალღა აღარ განმეორდეს და ამისთვის ერთ-ერთი გზა არის აქტიური ტესტირება. ჩვენ ძალიან ფართოდ გვაქვს გაშლილი ტესტირების პროცესი, მათ შორის სამედიცინო პერსონალისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ჯგუფების, ასევე მოსახლეობის. რაც შეეხება კარდაკარ პრინციპს, პირველი რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის დასაწყისში გლობალურად გაიცა, იყო ის, რომ ოჯახის ექიმები და ზოგადად, სამედიცინო პერსონალი კარდაკარ პრინციპით ტესტირების ჩატარებასა და ბინაზე სერვისის გადატანას მორიდებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ჩვენ ამდენი დისტანციური სერვისი შემოვიტანეთ. ამდენად, კარდაკარ პრინციპი ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით გარკვეული რისკის მატარებელია. თუმცა, ის რომ ტესტირების წერტილი ქვეყანაში უფრო მეტი უნდა შეიქმნას, რომ მოსახლეობა თავად მოვიდეს, ცხადია. ამაზე რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს, რაიონულ და სოფლის დონეზე, ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია თებერვალსა და მარტში. ტესტირებისთვის კარდაკარ სიარულზე თავს შევიკავებთ, იმიტომ, რომ ინფექციის გავრცელების რისკები და გავრცელების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე როცა მოსახლეობა აქეთ მოდის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ბიზნესგარემოში, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა, კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება. მისივე თქმით, აღნიშნულ გარემოში ადამიანები დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას მუდმივად ვერ ახერხებენ.

მანვე აღნიშნა, რომ ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები.

„ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები. ბოლო პერიოდის განმავლობაში რელიგიური პირები დაემატა, ასევე ტაქსის მძღოლებს შორის ტესტირება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია. ასევე ვფიქრობთ, ტესტირებას სხვადასხვა ბიზნეს გარემოში და აი, ეს მოდელი მუშავდება. განსაკუთრებით იმ ბიზნესს გარემოში, სადაც დახურულ სივრცეში უხდებათ მუშაობა მუდმივად ადამიანებს და ისინი ვერც დისტანციის დაცვას შეძლებენ და შეიძლება პირბადის გამოყენებაც მუდმივად ვერ მოახერხონ“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • ვაქცინაცია

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემოტანა განიხილება. მისი თქმით, პირველ რიგში აიცრება ხანდაზმული მოსახლეობა და შემდეგ სხვა ჯგუფები.

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისათვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ეს ამბავი ასე მარტივად არ ხდება.

რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას. ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „მოდერნა და „ასტრაზენეკა“. ეს არის ვაქცინები, რომლებმაც მიიღეს FDA-ს ან ევროპის მარეგულირებლების ავტორიზაცია. მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია მოხდება ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე და ყველა ის ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებად, უკვე განხორციელდება გეგმის შესაბამისად.

ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ხანდაზმული ასაკი მოგეხსენებათ, არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი. პირველი პრიორიტეტი არის ხანდაზმული მოსახლეობა და ამას შემდეგ მოყვება სხვა ასაკობრივი ჯგუფები,“ - განაცხადა გაბუნიამ.

  • გრიპის ვაქცინაცია

გაბუნიას განცხადებით, სეზონური გრიპის ვაქცინის ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლებადაქტიური, ვიდრე თავიდან მოთხოვნა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღესდღეობით ქვეყანაში გრიპის ვაქცინის მხოლოდ ის მარაგია დარჩენილი, რაც რისკ-ჯგუფების ასაცრელად არის საჭირო.

„შესყიდვა მოხდა 235 ათასი დოზის. ვაქცინის დიდი რაოდენობა გაიხარჯა. გაფართოვდა პირველადი რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი იმისთვის, რომ უფრო აქტიური ათვისება ყოფილიყო და მოცვაც უფრო ფართო ყოფილიყო. დღესდღეობით გვაქვს ის მარაგი, რაც უნდა იყოს ქვეყანაში მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მაგალითად ორსულებისთვის იმისთვის, რომ შევძლოთ კიდევ აცრა. ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლებადაქტიური, ვიდრე თავიდან მოთხოვნა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. ამდენად, მნიშვნელოვანია ეს გავითვალისწინოთ კოვიდის ვაქცინისთვისაც, რადგან ვაქცინაზე მოთხოვნა თუ არ იქნება, ვაქცინის შემოტანის შემდეგ დადგება მომენტი, რომ მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა არ აიცრას. ასე რომ, ახლავე ვიწყებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • რემდესივირი

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „რემდესივირით“ 29 პაციენტი გადის მკურნალობას. როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, 29 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირს“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია.

,,რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო. მოთხოვნა 29 პაციენტზე იყო გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ფრთხილად ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას. ამდენად, ბოლო 4 კვირის განმავლობაში რაც დავიწყეთ „რემდესივირის“ მოხმარება, 29 პაციენტია, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე არ შეგვიძლია. „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

  • კორონავირუსის ახალი შტამი

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ერთადერთი დაზუსტებული მონაცემი არსებობს, რომლის მიხედვითაც ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი პირვანდელი სახეობა. მანვე აღნიშნა, რომ უფრო დადასტურებული, მეცნიერული მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს.

„ერთადერთი რაზეც დაზუსტებული მონაცემი არსებობს ისაა, რომ ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პირვანდელი მისი სახეობა. თუმცა ახალგაზრდა ასაკში რამდენად უფრო სწრაფად ვრცელდება ამაზე დადასტურებული, მეცნიერული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. ასე, რომ უნდა დაველოდოთ, ვიდრე უფრო უკეთესი ინფორმაცია იქნება", - განაცხადა გაბუნიამ.

  • საველე ჰოსპიტლები

თამარ გაბუნიას თქმით, საველე ჰოსპიტლების მოწყობა არც აქამდე ყოფილა მთავრობის გეგმაში და არც მომავალში იგეგმება. მისივე თქმით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კლინიკური სასტუმროებია.

„საველე ჰოსპიტლების ანალოგი და გარკვეულწილად დამხმარე ჰოსპიტალური სექტორისთვის ეს იყო კლინიკური სასტუმროები, რომელიც კარგად იქნა გამოყენებული როგორც აჭარაში, ასევე სხვა დანარჩენ რეგიონში და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორის ვიზიტის დროს ამ მოდელმა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვის კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის კიდევ დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, იცით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქმნება დამატებითი საწოლფონდი, რომელიც მალე იქნება მზად ოპერირებისთვის. დღეს ამის საჭიროება არ არის, თუმცა მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება კიდევ დამატებით 300-დან 400 საწოლამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე