კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი
ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლა­ვი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი თა­ვის რე­პერ მე­უღ­ლეს, ქა­ნიე უესტს და­შორ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ წე­რენ გა­მო­ცე­მე­ბი - People და E! News.

“ისი­ნი თვე­ე­ბია უკვე ერ­თად აღარ ცხოვ­რო­ბენ ისე, რო­გორც ცოლ-ქმა­რი, თუმ­ცა ბავ­შვე­ბის გამო ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა უწევთ. კიმ­მა ახ­ლობ­ლებს ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ შე­ა­ტყო­ბი­ნა“, - უყ­ვე­ბა მე­დი­ას კარ­და­ში­ა­ნე­ბის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით კიმს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მი­უ­მარ­თავს და რად­გა­ნაც წყვილს 4 შვი­ლი ჰყავს, ამ ეტაპ­ზე თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დგამს.

გა­მო­ცე­მა People-ის ცნო­ბით, ქა­ნი­ემ უკვე იცის, რომ კიმი მალე შე­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო­ში ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­საც გაყ­რის შე­სა­ხებ. რე­პერ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის თქმით, ქა­ნიე ამ ამ­ბის გამო მო­წყე­ნი­ლია, მაგ­რამ თვლის, რომ ასე აჯო­ბებს.

მე­დი­ა­ში უკვე დიდი ხა­ნია წე­რენ კი­მი­სა და ქა­ნი­ეს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის შე­სა­ხებ. ზა­ფხულ­ში ქა­ნიე უეს­ტმა თქვა, რომ მას შემ­დეგ, რაც აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გახ­და, კიმ კარ­და­ში­ა­ნი სახ­ლში ჩა­კეტ­ვას უპი­რებ­და. ამავდრო­უ­ლად, რე­პერ­მა არ გა­მო­რი­ცხა, რომ ცოლს გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ენ­დო­მე­ბი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვუ­რი გან­შო­რე­ბის შე­სა­ხებ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კარ­და­ში­ან­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც სა­უბ­რობ­და ქა­ნიე ვეს­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე და წერ­და, რომ მის ქმარს ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აქვს.

"რო­გორც იცით, ქა­ნი­ეს ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აქვს. ყვე­ლამ, ვი­საც ჰყავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მსგავ­სი დარ­ღვე­ვით, იცის, რო­გო­რი რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია მათი გა­გე­ბა. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის სი­ტყვე­ბიც ზოგ­ჯერ არ ემ­თხვე­ვა მის ზრახ­ვებს“, - ამ­ბობ­და კიმი.

კარ­და­ში­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ქა­ნი­ეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ოჯახ­ზე. მი­სი­ვე თქმით, აქამ­დე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე იმი­ტომ არ სა­უბ­რობ­და, რომ ცდი­ლობ­და ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ნი­ეს პი­რა­დი სივ­რცე და­ეც­ვა (წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად).

ქა­ნი­ემ და კიმ­მა ერ­თმა­ნე­თი 2003 წელს გა­იც­ნეს და მას შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. წყვი­ლი 2014 წელს და­ქორ­წინ­და და 4 შვი­ლი ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zuzu
0

miliarderebi arian, magram mati cxovreba sul qaosia, arcert da-zmas ar aqvt bednieri da dawynarebuli cxovreba...fulit bednierebas ver iyidi

ქონდარა
10

ეს არ გამეგო ახლა. ჩუსტები კიმს დაუტოვა ნეტა თუ წაიღო?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

რეალითი შოუების ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი თავის რეპერ მეუღლეს, ქანიე უესტს დაშორდა. აღნიშნულის შესახებ წერენ გამოცემები - People და E! News.

“ისინი თვეებია უკვე ერთად აღარ ცხოვრობენ ისე, როგორც ცოლ-ქმარი, თუმცა ბავშვების გამო ერთმანეთის გვერდით დიდი დროის გატარება უწევთ. კიმმა ახლობლებს ქორწინების დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ შეატყობინა“, - უყვება მედიას კარდაშიანების ოჯახთან დაახლოებული წყარო.

როგორც ცნობილია, განქორწინებაზე სასამართლოსთვის ჯერჯერობით კიმს ოფიციალურად არ მიუმართავს და რადგანაც წყვილს 4 შვილი ჰყავს, ამ ეტაპზე თითოეულ ნაბიჯს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დგამს.

გამოცემა People-ის ცნობით, ქანიემ უკვე იცის, რომ კიმი მალე შეიტანს სასამართლოში ოფიციალურ განცხადებასაც გაყრის შესახებ. რეპერთან დაახლოებული პირის თქმით, ქანიე ამ ამბის გამო მოწყენილია, მაგრამ თვლის, რომ ასე აჯობებს.

მედიაში უკვე დიდი ხანია წერენ კიმისა და ქანიეს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ. ზაფხულში ქანიე უესტმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, კიმ კარდაშიანი სახლში ჩაკეტვას უპირებდა. ამავდროულად, რეპერმა არ გამორიცხა, რომ ცოლს განქორწინება მოენდომებინა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, დასავლურ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა მოსალოდნელი ვარსკვლავური განშორების შესახებ.

მოგვიანებით კარდაშიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა ქანიე ვესტის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და წერდა, რომ მის ქმარს ბიპოლარული აშლილობა აქვს.

"როგორც იცით, ქანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ყველამ, ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი მსგავსი დარღვევით, იცის, როგორი რთული და მტკივნეულია მათი გაგება. ის შესანიშნავი, მაგრამ ძალიან რთული ადამიანია, რომლის სიტყვებიც ზოგჯერ არ ემთხვევა მის ზრახვებს“, - ამბობდა კიმი.

კარდაშიანის განცხადებითვე, ქანიეს ფსიქიკური პრობლემები დიდ გავლენას ახდენდა ოჯახზე. მისივე თქმით, აქამდე აღნიშნულ საკითხზე იმიტომ არ საუბრობდა, რომ ცდილობდა ბავშვებისა და ქანიეს პირადი სივრცე დაეცვა (წაიკითხეთ სრულად).

ქანიემ და კიმმა ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს და მას შემდეგ, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა და 4 შვილი ჰყავთ.

"რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა, სტაბილურად მძიმედ" - რა ახალ ინფორმაციას ფლობს გია ბაღაშვილი თემურ წიკლაურის მდგომარეობაზე

"ვინც პოსტავს ბაბუაჩემზე გარდაიცვალაო, ეს არის სრული ტყუილი და სისულელე" - თემურ წიკლაურის შვილიშვილი განცხადებას ავრცელებს

ინფორმაცია თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, მცდარია - მომღერალი ცოცხალია და მას გორის კლინიკაში მკურნალობენ