კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შემთხვევების მატებას ხელს შეუწყობ" - თამარ გაბუნია
"შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შემთხვევების მატებას ხელს შეუწყობ" - თამარ გაბუნია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დრო­ზე ადრე მოხ­სნა არ უნდა მოხ­დეს. რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში“ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დი ხელს შე­უ­წყობს შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 2500-ის ფარ­გლებ­ში მო­ი­მა­ტებს, ეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის მარ­თვა­დი იქ­ნე­ბა.

"დღე­ვან­დე­ლი ნიშ­ნუ­ლი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2000 შემ­თხვე­ვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არის ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც კი­დევ გარ­კვე­უ­ლი ხანი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წავა, ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ იან­ვრის ბო­ლოს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჩა­მო­ვა 1000-ს ქვე­მოთ. გარ­კვე­უ­ლი მა­ტე­ბა, 2500-ის ფარ­გლებ­ში, არის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის მარ­თვა­დია. გარ­კვე­უ­ლი მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ ეს მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა მარ­თვა­დი. თუ ჩვენ 1000-ს ქვე­მოთ ჩა­მო­ვალთ, ეს ნიშ­ნავს, რომ გა­და­ვი­ა­რეთ პი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ისე­დაც, ტენ­დენ­ცია უკვე კლე­ბის­კენ მო­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რა­ში, სა­დაც უფრო ადრე და­ი­წყო ეს პრო­ცე­სი, საკ­მად კარ­გი კლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და იქ გან­სა­კუთ­რე­ბულ მა­ტე­ბას აღარც ვე­ლო­დე­ბით.

ბუ­ნებ­რი­ვია, იგი­ვე სუ­რა­თი გან­მე­ორ­დე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც, თუმ­ცა ამას გარ­კვე­უ­ლი ხელ­შე­წყო­ბა მა­ინც სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რია, დრო­ზე ადრე არ მოხ­დეს გახ­სნა, ახლა სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დია, შობა მო­დის, სტუმ­რი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა, რაც შე­უ­წყობს ხელს შემ­თხვე­ვე­ბის გარ­კვე­ულ მა­ტე­ბას. შე­ზღუდ­ვე­ბი ზუს­ტად იმ მო­მენ­ტში არ უნდა შე­ვა­სუს­ტოთ, როცა გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­ვი­ღებთ მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს. თუ იქ­ნე­ბა 3000-მდე შემ­თხვე­ვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ იმ 3000-ს მე­ო­რე 3000 მოყ­ვე­ბა მე­ო­რე დღეს­ვე.

გვეს­მის, რომ ასეთ პი­რო­ბებ­ში დიდ­ხანს ვერ იქ­ნე­ბა ვერც ბიზ­ნე­სი და ვერც სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. მი­დის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რო­გორ გახ­დეს ტეს­ტი­რე­ბა მე­ტად პრო­აქ­ტი­უ­რი და რო­გორ ჩა­ერ­თოს ამა­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ბიზ­ნეს სექ­ტო­რი. თუ გვინ­და იყოს მუდ­მი­ვი ბიზ­ნეს აქ­ტი­ვო­ბა, ტეს­ტი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, გარ­კვე­უ­ლი გა­და­ზღვე­ვის მე­ქა­ნიზ­მი უნდა და­ი­ნერ­გოს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ავტორი:

"შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შემთხვევების მატებას ხელს შეუწყობ" - თამარ გაბუნია

"შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შემთხვევების მატებას ხელს შეუწყობ" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნა არ უნდა მოხდეს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, საახალწლო პერიოდი ხელს შეუწყობს შემთხვევების მატებას. მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევები 2500-ის ფარგლებში მოიმატებს, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება.

"დღევანდელი ნიშნული, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის დაახლოებით 2000 შემთხვევა. სავარაუდოდ, ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც კიდევ გარკვეული ხანი შენარჩუნდება და თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იანვრის ბოლოს შემთხვევების რაოდენობა ჩამოვა 1000-ს ქვემოთ. გარკვეული მატება, 2500-ის ფარგლებში, არის ის რაოდენობა, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია. გარკვეული მატება მოსალოდნელია, მაგრამ ეს მატება იქნება მართვადი. თუ ჩვენ 1000-ს ქვემოთ ჩამოვალთ, ეს ნიშნავს, რომ გადავიარეთ პიკური მაჩვენებელი. ისედაც, ტენდენცია უკვე კლებისკენ მოდის. განსაკუთრებით აჭარაში, სადაც უფრო ადრე დაიწყო ეს პროცესი, საკმად კარგი კლების მაჩვენებელია და იქ განსაკუთრებულ მატებას აღარც ველოდებით.

ბუნებრივია, იგივე სურათი განმეორდება სხვა რეგიონებშიც, თუმცა ამას გარკვეული ხელშეწყობა მაინც სჭირდება. მთავარია, დროზე ადრე არ მოხდეს გახსნა, ახლა საახალწლო პერიოდია, შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შეუწყობს ხელს შემთხვევების გარკვეულ მატებას. შეზღუდვები ზუსტად იმ მომენტში არ უნდა შევასუსტოთ, როცა გარკვეულწილად მივიღებთ მაღალ მაჩვენებელს. თუ იქნება 3000-მდე შემთხვევა, ამ შემთხვევაში ყურადღების მოდუნება არ იქნება გამართლებული, იმიტომ, რომ იმ 3000-ს მეორე 3000 მოყვება მეორე დღესვე.

გვესმის, რომ ასეთ პირობებში დიდხანს ვერ იქნება ვერც ბიზნესი და ვერც სოციალური აქტივობა. მიდის აქტიური მუშაობა, როგორ გახდეს ტესტირება მეტად პროაქტიური და როგორ ჩაერთოს ამაში უფრო აქტიურად ბიზნეს სექტორი. თუ გვინდა იყოს მუდმივი ბიზნეს აქტივობა, ტესტირების თვალსაზრისით, გარკვეული გადაზღვევის მექანიზმი უნდა დაინერგოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

"ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს... მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა" - პატრიარქი სამადლობელ წერილს აქვეყნებს

"ვახშმობისას არ გამოიყენოთ საზიარო ჭურჭელი" - სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გატარებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევები

"დირექტორი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ..." - ცნობილი პროექტების დეკორატორი, რომელსაც ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ