მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დირექტორი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ..." - ცნობილი პროექტების დეკორატორი, რომელსაც ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ
"დირექტორი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ..." - ცნობილი პროექტების დეკორატორი, რომელსაც ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ

ულა­მა­ზე­სი იყო შარ­შან სა­ა­ხალ­წლოდ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­და­ნი, ათო­ნე­ლის ქუჩა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­დი­ოდ­ნენ, რომ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღოთ. იმ სი­ლა­მა­ზის ავ­ტო­რი ვანო ჭე­ლი­ძე და მისი გუნ­დი იყო... ვა­ნოს ნა­ხე­ლა­ვი ბევ­რჯერ, ბევ­რგან უნა­ხავთ, მოს­წო­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ მა­სობ­რი­ვად არ იც­ნო­ბენ, რად­გან სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნას ყო­ველ­თვის გა­ურ­ბის. მი­აჩ­ნია, რომ მისი საქ­მე მხო­ლოდ სხვე­ბის გა­ხა­რე­ბაა და ამის­თვის კადრს მიღ­მა, თუ კუ­ლი­სებ­ში თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მაა სა­ჭი­რო. როცა მუ­შა­ობს, არა­და, სულ მუ­შა­ობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბა და გუნ­დიც ასე­თი­ვე ჰყავს.

წელს პარ­ლა­მენ­ტთან მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე დად­გა. სა­ნამ ამა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ, რად­გან ვანო ჭე­ლი­ძემ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ექ­სკლუ­ზი­უ­რი შან­სი მომ­ცა.

ის სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და, ბავ­შვო­ბი­დან მხატ­ვრო­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ნაც­ვლად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­ურ­ზე ჩა­ა­ბა­რა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა იქვე კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში და­ი­წყო, სა­დაც თსუ-ს ღო­ნის­ძი­ე­ბებს მხატ­ვრუ­ლად აფორ­მებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის მიერ შექ­მნი­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბი­თა და დი­ზა­ი­ნით არა­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი და­ინ­ტე­რეს­და. 90-იან წლებ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბის­თვის სტუ­დი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. 2003 წელს მისი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­იქ­მნა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა "ღა­მის შოუ და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან ერ­თად".

2007 წლი­დან ამე­რი­კელ კონ­სულ­ტან­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს­თან ერ­თად, "ღა­მის შოუ სტუ­დია" და­არ­სდა. სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო ვა­ნომ დე­კო­რა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მის­თვის - "შა­ბა­თის შოუ", "კო­მე­დი შოუ" და სხვ. მას­ტერკლა­სებს გა­დი­ო­და ამე­რი­კულ სა­ტე­ვე­ლი­ზიო კომ­პა­ნი­ებ­ში: Warner Brothers, CBS, NBC, სა­დაც ხდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დი­ე­ბის­თვის დე­კო­რა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ფი­კის შეს­წავ­ლა. 2007 წლი­დან მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "შუა ქა­ლაქ­ში" და­ი­წყო, რა­საც სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში არა­ერ­თი მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტის ჩაშ­ვე­ბა მოჰ­ყვა...

ფოტო: ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე

ვა­ნოს­თან სა­უ­ბარს აფხა­ზე­თის თე­მით ვი­წყებ. ეს მის­თვის მძი­მე სა­კი­თხია. "ერთი სული მაქვს, ნაძ­ვის ხეს სო­ხუმ­ში რო­დის დავ­დგამ" - ამ­ბობს მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტო­რი. თუ რა­ტომ ნაძ­ვის ხე, იმი­ტომ, რომ ბოლო წლე­ბია, თბი­ლი­სის სა­ა­ხალ­წლო გა­ფორ­მე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ბოლო დროს მი­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა აფხა­ზე­თის თემა, მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ვინ აქ­ტი­უ­რობს. რა ხდე­ბა იქ, ქარ­თვე­ლებ­მა არ ვი­ცით... ცოტა ხნის წინ ვუ­ყუ­რე, აფხა­ზეთ­ში ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდნენ. სევ­დი­ა­ნი იყო," - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი...

- რო­გორც ჩანს, ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­მა მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და დღეს მო­თხოვ­ნა­დი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხარ... რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას?

- უბ­რა­ლოდ, საქ­მეს ზე­და­პი­რუ­ლად არ ვუდ­გე­ბი. რა­საც ვა­კე­თებ, მინ­და, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ასე არ არის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა უკან გა­და­ი­წია და "ხალ­ტუ­რამ" თავი წა­მო­ყო...

- თვლა არ აქვს პრო­ექ­ტებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რა­ზეც თუნ­დაც ბოლო 20 წლის მან­ძილ­ზე გი­მუ­შა­ვია...

- კი, ბევ­რია... ჩემ­თვის მუ­შა­ო­ბი­სას მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თულ ხა­სი­ათ­ში შევ­ქმნა და მინ­და, სულ ახალ-ახა­ლი იდეა იყოს...

- ვიცი, რომ უნ­ვერ­სი­ტე­ტის "კა­ვე­ე­ნის" გუნდში თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბაც გაქვს... იქ რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- მა­შინ, იმ ბნელ პე­რი­ოდ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო. ამი­ტომ, სულ ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი სტუ­დენ­ტურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. იქ ყო­ველ­თვის საკ­მა­ოდ პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, რომ ნო­ემ­ბრის ამ­ბე­ბი და­ი­წყო, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი, რა­მაც შემ­დეგ­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ გა­ნა­პი­რო­ბა. და­ვი­წყე ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი, ვი­ყა­ვი მეს­ხეთ- ჯა­ვა­ხეთ­ში, რა­ჭა­ში...

სა­ერ­თოდ, ასეა, ადა­მი­ანს რაც უფრო გა­ინ­ტე­რე­სებს, იმ საქ­მე­ში მე­ტად აქ­ტი­უ­რი ხარ და უფრო ერ­თვე­ბი. მოკ­ლედ, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იქით­კენ წა­ვე­დი... მერე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "კა­ვე­ე­ნის" თა­მა­ში და­ვი­წყე. რომ გი­თხრათ, დიდი მსა­ხი­ო­ბუ­რი ნიჭი მაქვს-მეთ­ქი, ასე არ არის, უფრო ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ნიჭი აღ­მო­მაჩ­ნდა, ამი­ტომ, თსუ-ს "კა­ვე­ე­ნის" გუნ­დის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდით. თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, შიდა ჩემ­პი­ო­ნა­ტის მარ­თვა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. იქი­დან "რუს­თა­ვი 2"-ში მოვ­ხვდი, პრო­ექ­ტში "ჩვე­ნი ეზო", რა­საც ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი მოჰ­ყვა.

- რა არის შენი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა?

- რო­გორც ვთქვი, ბო­ლომ­დე უნდა და­ვი­ხარ­ჯო. თუ რა­მის კე­თე­ბას ვი­წყებ, მას­ში თა­ვი­დან ბო­ლომდ ვერ­თვე­ბი. ვალი მო­ვი­ხა­დო და ისე გა­ვა­კე­თო საქ­მე, - ეგ არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. დი­რექ­ტო­რი კი მქვია, მაგ­რამ ბევრ რა­მეს მა­ინც ჩემი ხე­ლით ვა­კე­თებ - ასეა, როცა ხა­რის­ხი­ა­ნი შე­დე­გი გინ­და. ზოგი ამ­ბობს, ეს არას­წო­რი მე­ნე­ჯმენ­ტი­აო. ეგ არ ვიცი, ვიცი მხო­ლოდ ერთი, თუ გინ­და, კარ­გი გა­მო­ვი­დეს, შრო­მა არ უნდა და­გე­ზა­როს! ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღაც ფორ­მუ­ლე­ბი ალ­ბათ არის, მაგ­რამ მას რომ წაჰ­ყვე, მერე ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ტამ­პუ­ლი გა­მო­დის და ერ­თმა­ნეთს ჰგავს.

- წელს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე შენ და შენ­მა გუნ­დმა აა­წყეთ და დად­გით. სა­ერ­თოდ, რო­დის ჩა­ერ­თე ჩვე­ნი ქა­ლა­ქის სა­ა­ხალ­წლო გა­ფორ­მე­ბა­ში?

- პირ­ვე­ლად "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი რომ გა­კეთ­და (ნარ­მა­ნია იყო ქა­ლა­ქის მერი), მა­შინ ჩა­ვერ­თეთ. შე­ვარ­დნა­ძის დროს პარ­ლა­მენ­ტის წინ ნაძ­ვის ხე რომ იდგა, მისი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ნაძ­ვის ხე ავა­წყეთ და საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მო­ვი­და. მე­ო­რე წელ­საც სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ზე "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" ვი­მუ­შა­ვეთ. მერე კი, კა­ლა­ძის მე­რო­ბი­სას, შე­მოგ­ვთავ­ზეს და ნაძ­ვის ხე მხო­ლოდ მოვ­რთეთ ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბით, თუმ­ცა "დე­და­ე­ნის ბაღ­სა" და სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ზე ისევ ვიზ­რუ­ნეთ.

შემ­დეგ წელს კი, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნის ნაძ­ვის ხე ან­გე­ლო­ზე­ბით მოვ­რთეთ. შარ­შან სა­ა­ხალ­წლო სამ­ზი­დის­ში მხო­ლოდ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე ჩა­ვერ­თეთ და ნა­წი­ლობ­რივ სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­შიც მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ნაძ­ვის ხე ჩვენ არ დაგ­ვიდ­გამს.

- ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­და­ნი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად იქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­დი­ო­და...

- კი, ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და... სხვა­თა შო­რის, ლა­მის მთე­ლი რუს­თა­ვე­ლი "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის" გუნ­დის ეს­კი­ზე­ბი­თაა ახლა გა­კე­თე­ბუ­ლი და გა­ნა­თე­ბუ­ლი. წელს ნაძ­ვის ხის­თვის მა­სა­ლად შარ­შან­დე­ლი ნაძ­ვის ხე გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ფე­რა­დი გა­ნა­თე­ბე­ბი და ტო­ტე­ბის კონ­ფი­გუ­რა­ცია შევ­ცვა­ლეთ. რა­ჭა­ში გვაქვს მა­გა­რი კავ­კა­სი­უ­რი ნაძ­ვე­ბი, რომ­ლის ნერ­გე­ბით მსოფ­ლიო მა­რაგ­დე­ბა და ზუს­ტად მის მო­დელ­ზე ავა­წყვეთ. მოკ­ლედ, მცდე­ლო­ბა გვქონ­და, რომ მას დამ­სგავ­სე­ბო­და. დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი...

თუმ­ცა მით­ქმა-მოთ­ქმაც მეს­მის - დიდი თან­ხა და­ი­ხა­ჯა და რა ამ­ბა­ვი­აო?! მას­ზე ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა, რომ შარ­შან­დე­ლი ნაძ­ვის ხე სრუ­ლად დაშ­ლი­ლი, მცი­რე ნა­წი­ლე­ბად და დე­ტა­ლე­ბად, ახა­ლი ტო­ტე­ბის და­მა­ტე­ბით ხე­ლახ­ლა აწყო­ბილ-გა­და­წყო­ბი­ლი­ყო.

- პი­რა­დად შენ­თვის, რას ნიშ­ნავს ემო­ცი­უ­რად, რო­დე­საც უკვე ასეთ ლა­მაზ ნაძ­ვის ხეს უყუ­რებ?

- მინ­დო­და, ქა­ლაქ­ში პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ეს გან­წყო­ბა ყო­ფი­ლი­ყო. კი ლა­პა­რა­კო­ბენ - დიდი თან­ხა და­ი­ხარ­ჯაო, მაგ­რამ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ვფიქ­რობ, რომ მე­რი­ამ ქა­ლაქ­ში სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის შექ­მნა­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი და­ხარ­ჯა... ჩვენ კი ნამ­დვი­ლად ენერ­გია არ და­ვი­შუ­რეთ, რომ ლა­მა­ზი ყო­ფი­ლი­ყო, შე­დე­გი ის არის, რომ კარ­გი გა­მო­ვი­და და ად­რე­ნა­ლი­ნიც ეს არის. სა­ერ­თო­დაც ადა­მი­ა­ნებს უხა­რი­ათ ნაძ­ვის ხის და­ნახ­ვა, ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას რომ არ ანი­ჭებ­დეთ, კა­ცობ­რი­ო­ბა მას არ მო­ი­ფიქ­რებ­და. ის შემ­დე­გი წლის­თვის გან­წყო­ბას ქმნის, იმედს გვი­სა­ხავს, რომ წელი უკე­თე­სი იყოს... სა­ერ­თოდ ნაძ­ვის ხის მორ­თვა სახ­ლშიც მიყ­ვარს, გარ­და იმი­სა, რომ ტრა­დი­ცი­აა, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია - რა­ღა­ცას ქმნი...

ფოტო: ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე

- წელს სა­ა­ხალ­წლოდ რა­ჭა­შიც, შენს სო­ფელ­შიც მორ­თე ულა­მა­ზე­სი ნაძ­ვის ხე... მა­ნამ­დე კი ზა­ფხულ­ში იქ 6 დღე­ში ხის სახ­ლი აა­შე­ნე... მოგ­ვი­ყე­ვი ამა­ზე.

- კი, რა­ჭა­ში შარ­შან მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ერთ კვი­რა­ში ხის სახ­ლი ავა­შე­ნეთ. ეს არის ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ნა­მა­ნე­ვი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ჭე­ლი­ძეა. ამ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და ბა­ბუ­ა­ჩე­მი. მოკ­ლედ, მშე­ნებ­ლო­ბა 24 აგ­ვის­ტოს და­ვი­წყეთ და 30-ში, ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს ახალ­სახ­ლო­ბა ვი­ზე­ი­მე. გარ­და ამი­სა, სო­ფელ­ში კარ­გი საქ­მე­ე­ბი და­ვი­წყე. ნა­მა­ნევს წყა­ლი არ ჰქონ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა ავი­ყო­ლიე და ერ­თად იმას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ დღეს ნა­მა­ნევს უკვე წყა­ლი აქვს. კი­დევ უფრო კარ­გი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ.

ამ სა­ა­ხალ­წლოდ, რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­ვე­დი და იქ ნაძ­ვის ხე მოვ­რთე, ფე­რა­დი გა­ნა­თე­ბე­ბით შევ­მო­სე. სა­ერ­თოდ კი რა­ჭა­ში გა­დას­ვლას და იქ უფრო აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვა­პი­რებ, რომ მეტი კარ­გი რა­ღა­ცე­ბი გა­ვა­კე­თო, იქა­უ­რო­ბის აშე­ნე­ბა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო. ახლა რაც შე­მეძ­ლო, სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ქმე­ნი, არა­ვის უთ­ქვამს, არ ვარ­გაო. ჩემი მი­ზა­ნიც ეგ იყო და არის, ადა­მი­ა­ნი შე­ხე­დავს და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა შე­ექ­მნას.

- რა სურ­ვი­ლე­ბი გაქვს?

- ჩემი სურ­ვი­ლია, სა­მა­ჩაბ­ლო და აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ში დაბ­რუნ­დეს, რუ­სე­თი და­ვა­მარ­ცხოთ და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ნაძ­ვის ხეს ვინ დად­გამს. მთა­ვა­რია, კარ­გი იყოს. არც იმის ამ­ბი­ცია მაქვს, რომ ყვე­ლა­ზე კარგ ნაძ­ვის ხეს მე ვდგამ... კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლა თა­ვის სფე­რო­ში ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბა, ხა­რის­ხი­ა­ნად და გუ­ლი­ა­ნად იმუ­შა­ვებს - მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმერელი
0

respect! კარგი იქნება თუ უფრო მეტ ასეთ ადამიანს წარმოაჩენთ

ანა
0

სასიამოვნოა როცა პროფესიონალები აკეთებენ საქმეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დირექტორი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ..." - ცნობილი პროექტების დეკორატორი, რომელსაც ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ

"დირექტორი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ..." - ცნობილი პროექტების დეკორატორი, რომელსაც ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ

ულამაზესი იყო შარშან საახალწლოდ ორბელიანის მოედანი, ათონელის ქუჩა, სადაც ადამიანები სპეციალურად მიდიოდნენ, რომ ფოტოები გადაეღოთ. იმ სილამაზის ავტორი ვანო ჭელიძე და მისი გუნდი იყო... ვანოს ნახელავი ბევრჯერ, ბევრგან უნახავთ, მოსწონებიათ, მაგრამ მასობრივად არ იცნობენ, რადგან საჯაროდ გამოჩენას ყოველთვის გაურბის. მიაჩნია, რომ მისი საქმე მხოლოდ სხვების გახარებაა და ამისთვის კადრს მიღმა, თუ კულისებში თავდადებული შრომაა საჭირო. როცა მუშაობს, არადა, სულ მუშაობს, მაქსიმალურად იხარჯება და გუნდიც ასეთივე ჰყავს.

წელს პარლამენტთან მთავარი ნაძვის ხე დადგა. სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგან ვანო ჭელიძემ ინტერვიუს ჩასაწერად ექსკლუზიური შანსი მომცა.

ის სოხუმში დაიბადა, ბავშვობიდან მხატვრობით იყო გატაცებული, მაგრამ ისე მოხდა, რომ არქიტექტურული ფაკულტეტის ნაცვლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა იქვე კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაიწყო, სადაც თსუ-ს ღონისძიებებს მხატვრულად აფორმებდა. მოგვიანებით, მის მიერ შექმნილი დეკორაციებითა და დიზაინით არაერთი ხელოვანი დაინტერესდა. 90-იან წლებში სატელევიზიო პროექტებისთვის სტუდიების მომზადებაში აქტიურად ჩაერთო. 2003 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა სატელევიზიო გადაცემა "ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად".

2007 წლიდან ამერიკელ კონსულტანტებთან თანამშრომლობით, დავით გოგიჩაიშვილთან და ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, "ღამის შოუ სტუდია" დაარსდა. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ვანომ დეკორაციების მომზადება სხვადასხვა გადაცემისთვის - "შაბათის შოუ", "კომედი შოუ" და სხვ. მასტერკლასებს გადიოდა ამერიკულ სატეველიზიო კომპანიებში: Warner Brothers, CBS, NBC, სადაც ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა და სატელევიზიო სტუდიებისთვის დეკორაციის მომზადების სპეციფიკის შესწავლა. 2007 წლიდან მისი მონაწილეობით პოპულარული სერიალი "შუა ქალაქში" დაიწყო, რასაც სატელევიზიო სივრცეში არაერთი მაყურებლისთვის საყვარელი პროექტის ჩაშვება მოჰყვა...

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ვანოსთან საუბარს აფხაზეთის თემით ვიწყებ. ეს მისთვის მძიმე საკითხია. "ერთი სული მაქვს, ნაძვის ხეს სოხუმში როდის დავდგამ" - ამბობს მხატვარ-დეკორატორი. თუ რატომ ნაძვის ხე, იმიტომ, რომ ბოლო წლებია, თბილისის საახალწლო გაფორმებაში აქტიურად არის ჩართული.

"სამწუხაროა, რომ ბოლო დროს მივიწყებას მიეცა აფხაზეთის თემა, მაგ მიმართულებით არავინ აქტიურობს. რა ხდება იქ, ქართველებმა არ ვიცით... ცოტა ხნის წინ ვუყურე, აფხაზეთში ახალ წელს როგორ შეხვდნენ. სევდიანი იყო," - გვეუბნება რესპონდენტი...

- როგორც ჩანს, ხელოვნების სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა და დღეს მოთხოვნადი სპეციალისტი ხარ... რა განაპირობებს ამას?

- უბრალოდ, საქმეს ზედაპირულად არ ვუდგები. რასაც ვაკეთებ, მინდა, ბოლომდე დავიხარჯო. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის, პროფესიონალიზმმა უკან გადაიწია და "ხალტურამ" თავი წამოყო...

- თვლა არ აქვს პროექტებს, ღონისძიებებს, რაზეც თუნდაც ბოლო 20 წლის მანძილზე გიმუშავია...

- კი, ბევრია... ჩემთვის მუშაობისას მთავარია, ყველაფერი ქართულ ხასიათში შევქმნა და მინდა, სულ ახალ-ახალი იდეა იყოს...

- ვიცი, რომ უნვერსიტეტის "კავეენის" გუნდში თამაშის გამოცდილებაც გაქვს... იქ როგორ აღმოჩნდი?

- მაშინ, იმ ბნელ პერიოდში უნივერსიტეტი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ამიტომ, სულ ჩართული ვიყავი სტუდენტურ აქტივობებში. იქ ყოველთვის საკმაოდ პროგრესული ადამიანები იყვნენ. პირველ კურსზე ვიყავი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, რომ ნოემბრის ამბები დაიწყო, საკმაოდ საინტერესო ადამიანები გავიცანი, რამაც შემდეგში ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ განაპირობა. დავიწყე ექსპედიციებში სიარული, ვიყავი მესხეთ- ჯავახეთში, რაჭაში...

საერთოდ, ასეა, ადამიანს რაც უფრო გაინტერესებს, იმ საქმეში მეტად აქტიური ხარ და უფრო ერთვები. მოკლედ, რაც მაინტერესებდა, იქითკენ წავედი... მერე უნივერსიტეტში "კავეენის" თამაში დავიწყე. რომ გითხრათ, დიდი მსახიობური ნიჭი მაქვს-მეთქი, ასე არ არის, უფრო ორგანიზაციული, ვიზუალიზაციის ნიჭი აღმომაჩნდა, ამიტომ, თსუ-ს "კავეენის" გუნდის დირექტორი გახლდით. თამაშების ორგანიზებაში, შიდა ჩემპიონატის მართვაში ვმონაწილეობდი. იქიდან "რუსთავი 2"-ში მოვხვდი, პროექტში "ჩვენი ეზო", რასაც ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არაერთი საინტერესო პროექტი მოჰყვა.

- რა არის შენი წარმატების ფორმულა?

- როგორც ვთქვი, ბოლომდე უნდა დავიხარჯო. თუ რამის კეთებას ვიწყებ, მასში თავიდან ბოლომდ ვერთვები. ვალი მოვიხადო და ისე გავაკეთო საქმე, - ეგ არასწორი დამოკიდებულებაა. დირექტორი კი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს მაინც ჩემი ხელით ვაკეთებ - ასეა, როცა ხარისხიანი შედეგი გინდა. ზოგი ამბობს, ეს არასწორი მენეჯმენტიაო. ეგ არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ერთი, თუ გინდა, კარგი გამოვიდეს, შრომა არ უნდა დაგეზაროს! ამ მიმართულებით რაღაც ფორმულები ალბათ არის, მაგრამ მას რომ წაჰყვე, მერე ყველაფერი დაშტამპული გამოდის და ერთმანეთს ჰგავს.

- წელს ჩვენი მთავარი ნაძვის ხე შენ და შენმა გუნდმა ააწყეთ და დადგით. საერთოდ, როდის ჩაერთე ჩვენი ქალაქის საახალწლო გაფორმებაში?

- პირველად "დედაენის ბაღში" საახალწლო სოფელი რომ გაკეთდა (ნარმანია იყო ქალაქის მერი), მაშინ ჩავერთეთ. შევარდნაძის დროს პარლამენტის წინ ნაძვის ხე რომ იდგა, მისი ნარჩენებისგან ნაძვის ხე ავაწყეთ და საკმაოდ კარგი გამოვიდა. მეორე წელსაც საახალწლო სოფელზე "დედაენის ბაღში" ვიმუშავეთ. მერე კი, კალაძის მერობისას, შემოგვთავზეს და ნაძვის ხე მხოლოდ მოვრთეთ ქართული მოტივებით, თუმცა "დედაენის ბაღსა" და საახალწლო სოფელზე ისევ ვიზრუნეთ.

შემდეგ წელს კი, რესპუბლიკის მოედანის ნაძვის ხე ანგელოზებით მოვრთეთ. შარშან საახალწლო სამზიდისში მხოლოდ ორბელიანის მოედანზე ჩავერთეთ და ნაწილობრივ საახალწლო სოფელშიც მივიღეთ მონაწილეობა. ნაძვის ხე ჩვენ არ დაგვიდგამს.

- ორბელიანის მოედანი ძალიან ლამაზი იყო. ფოტოს გადასაღებად იქ უამრავი ადამიანი მიდიოდა...

- კი, ლამაზი გამოვიდა... სხვათა შორის, ლამის მთელი რუსთაველი "ღამის შოუს სტუდიის" გუნდის ესკიზებითაა ახლა გაკეთებული და განათებული. წელს ნაძვის ხისთვის მასალად შარშანდელი ნაძვის ხე გამოვიყენეთ. ფერადი განათებები და ტოტების კონფიგურაცია შევცვალეთ. რაჭაში გვაქვს მაგარი კავკასიური ნაძვები, რომლის ნერგებით მსოფლიო მარაგდება და ზუსტად მის მოდელზე ავაწყვეთ. მოკლედ, მცდელობა გვქონდა, რომ მას დამსგავსებოდა. დიდი შრომაა ჩადებული...

თუმცა მითქმა-მოთქმაც მესმის - დიდი თანხა დაიხაჯა და რა ამბავიაო?! მასზე ძალიან ბევრმა ადამიანმა თვე-ნახევრის განმავლობაში იმუშავა, რომ შარშანდელი ნაძვის ხე სრულად დაშლილი, მცირე ნაწილებად და დეტალებად, ახალი ტოტების დამატებით ხელახლა აწყობილ-გადაწყობილიყო.

- პირადად შენთვის, რას ნიშნავს ემოციურად, როდესაც უკვე ასეთ ლამაზ ნაძვის ხეს უყურებ?

- მინდოდა, ქალაქში პანდემიის მიუხედავად, ეს განწყობა ყოფილიყო. კი ლაპარაკობენ - დიდი თანხა დაიხარჯაო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, ვფიქრობ, რომ მერიამ ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნაში ყველაზე ნაკლები დახარჯა... ჩვენ კი ნამდვილად ენერგია არ დავიშურეთ, რომ ლამაზი ყოფილიყო, შედეგი ის არის, რომ კარგი გამოვიდა და ადრენალინიც ეს არის. საერთოდაც ადამიანებს უხარიათ ნაძვის ხის დანახვა, ეს სიამოვნებას რომ არ ანიჭებდეთ, კაცობრიობა მას არ მოიფიქრებდა. ის შემდეგი წლისთვის განწყობას ქმნის, იმედს გვისახავს, რომ წელი უკეთესი იყოს... საერთოდ ნაძვის ხის მორთვა სახლშიც მიყვარს, გარდა იმისა, რომ ტრადიციაა, საინტერესო პროცესია - რაღაცას ქმნი...

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

- წელს საახალწლოდ რაჭაშიც, შენს სოფელშიც მორთე ულამაზესი ნაძვის ხე... მანამდე კი ზაფხულში იქ 6 დღეში ხის სახლი ააშენე... მოგვიყევი ამაზე.

- კი, რაჭაში შარშან მე და ჩემმა მეგობრებმა ერთ კვირაში ხის სახლი ავაშენეთ. ეს არის ამბროლაურის რაიონის სოფელი ნამანევი, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ჭელიძეა. ამ სოფელში დაიბადა ბაბუაჩემი. მოკლედ, მშენებლობა 24 აგვისტოს დავიწყეთ და 30-ში, ჩემს დაბადების დღეს ახალსახლობა ვიზეიმე. გარდა ამისა, სოფელში კარგი საქმეები დავიწყე. ნამანევს წყალი არ ჰქონდა, მოსახლეობა ავიყოლიე და ერთად იმას მივაღწიეთ, რომ დღეს ნამანევს უკვე წყალი აქვს. კიდევ უფრო კარგი რაღაცების გაკეთებას ვაპირებთ.

ამ საახალწლოდ, რამდენიმე დღით ჩავედი და იქ ნაძვის ხე მოვრთე, ფერადი განათებებით შევმოსე. საერთოდ კი რაჭაში გადასვლას და იქ უფრო აქტიურ საქმიანობას ვაპირებ, რომ მეტი კარგი რაღაცები გავაკეთო, იქაურობის აშენებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ახლა რაც შემეძლო, საახალწლო განწყობა მაქსიმალურად შევქმენი, არავის უთქვამს, არ ვარგაო. ჩემი მიზანიც ეგ იყო და არის, ადამიანი შეხედავს და სადღესასწაულო განწყობა შეექმნას.

- რა სურვილები გაქვს?

- ჩემი სურვილია, სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაში დაბრუნდეს, რუსეთი დავამარცხოთ და მნიშვნელობა არ აქვს, ნაძვის ხეს ვინ დადგამს. მთავარია, კარგი იყოს. არც იმის ამბიცია მაქვს, რომ ყველაზე კარგ ნაძვის ხეს მე ვდგამ... კარგი იქნება, თუ ყველა თავის სფეროში ბოლომდე დაიხარჯება, ხარისხიანად და გულიანად იმუშავებს - მაშინ ყველაფერი გამოვა.

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?