კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა
სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლე­როვ­ნულ კო­მი­სი­ას (სე­მეკ) ISO 9001:2015 სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მის სერ­ტი­ფი­კა­ტი მი­ე­ნი­ჭა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­მეკ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა და აუ­დი­ტის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხი სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ხა­რის­ხის მარ­თვის მო­თხოვ­ნებ­თან. ამას­თა­ნა­ვე, ექ­სპერტთა დას­კვნა­ში ხაზ­გას­მუ­ლია სე­მე­კის თა­ნამ­შრო­მელ­თა მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია სე­მეკ­ში ახ­ლა­ხანს და­ნერ­გილ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე.

სე­მეკ­ში ISO 9001:2015 სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მის და­ნერგვა 2020 წლის იან­ვრი­დან და­ი­წყო.ჩა­ტარ­და კონ­სალ­ტინ­გუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­გან­ხორ­ცი­ელ­და­სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო აუ­დი­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და იმ ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი თუ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას, სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, სე­მე­კის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ჯა­რო­ო­ბას, მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, მათ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­კი­თხებს. გა­ნი­სა­ზღვრა სე­მე­კის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და მის მიზ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ISO 9001:2015 სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი ეყ­რდნო­ბა პრო­ცეს­ზე და­ფუძ­ნე­ბულ მიდ­გო­მას და აერ­თი­ა­ნებს PDCA (და­გეგ­მე-გა­ა­კე­თე-შე­ა­მოწ­მე-იმოქ­მე­დე) ციკლს, ასე­ვე რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ პრინ­ცი­პებს.

„ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მის სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ სე­მე­კის საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. ISO 9001:2015 სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­სა­ღე­ბად სე­მეკ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ცესს თუ შე­ვა­ფა­სებთ, იგი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ხა­რის­ხის მარ­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სის­ტე­მა­ტუ­რად მოხ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნის, ნორ­მა­ტი­უ­ლი და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი აქ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში. საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის მარ­თვის სა­კონ­ტრო­ლო აუ­დიტს სე­მე­კი ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს”, - გა­ნა­ცხა­და სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ISO 9001:2015 ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო, უნი­ვერ­სა­ლუ­რი სტან­დარ­ტია. მისი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის მუდ­მი­ვი დახ­ვე­წა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტა­ცია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ლე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
0

სერთიფიკატი კი არა, საერთოდ დროზეა ეს არაფრის მაქნისი ორგანო გასაუქმებელი!

122
0

რისთვის მიანიჭეს? მოსახლეობის ღლეტვისთვის?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელეროვნულ კომისიას (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან. ამასთანავე, ექსპერტთა დასკვნაში ხაზგასმულია სემეკის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ყურადღება გამახვილებულია სემეკში ახლახანს დანერგილ შეფასების სისტემის ეფექტურობაზე.

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო.ჩატარდა კონსალტინგური სამუშაოები დაგანხორციელდასასერტიფიკაციო აუდიტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც უშუალოდ შეეხება იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევას, სატარიფო პოლიტიკის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სემეკის საქმიანობის საჯაროობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მათ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხებს. განისაზღვრა სემეკის საქმიანობასა და მის მიზნებთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები. ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტი ეყრდნობა პროცესზე დაფუძნებულ მიდგომას და აერთიანებს PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლს, ასევე რისკების შეფასებაზე დაფუძნებულ პრინციპებს.

„ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატის მიღება ნიშნავს იმას, რომ სემეკის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მისაღებად სემეკში განხორციელებულსამუშაოების პროცესს თუ შევაფასებთ, იგი ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული იყო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხარისხის მართვის გაუმჯობესება სისტემატურად მოხდება მომხმარებლის მოთხოვნის, ნორმატიული და მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესში. საქმიანობის ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს სემეკი ყოველწლიურად განახორციელებს”, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო, უნივერსალური სტანდარტია. მისი ძირითადი პრინციპებია ორგანიზაციის საქმიანობის მუდმივი დახვეწა და გაუმჯობესება, მომხმარებელზე ორიენტაცია, მტკიცებულებებზე დაფუძლებული გადაწყვეტილებების მიღება.

NS

"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე და რას ყვება მეუღლეზე

საერთაშორისო IT კომპანიები - Epam-ი და Exadel-ი საქართველოში თანამშრომლებს ეძებენ

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო