სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?
"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?

მსა­ხი­ობ და ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. მა­რი­ტა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია. პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად წყვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა შედ­გა და მალე ჯვარ­საც და­ი­წე­რენ.

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი:

- მა­რი­ტა პან­დე­მი­ამ­დე ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე და­დი­ო­და. "ინ­სტაგ­რა­მის" მეშ­ვე­ო­ბით შო­რი­დან ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და პირ­ვე­ლად ამ ზა­ფხულს ბა­თუმ­ში, ჩემი მე­გობ­რის ზურა ჯა­ვა­ხი­ას კონ­ცერ­ტზე ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და ჩვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ასე და­ი­წყო.

- და­ო­ჯა­ხე­ბას რო­დის გეგ­მავთ?

- ახლა მარ­ხვის პე­რი­ო­დია, თან პან­დე­მი­აა... ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თად ვცხოვ­რობთ, მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯვარს და­ვი­წერთ და ვნა­ხოთ, რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა პან­დე­მი­ის კუ­თხით ქვე­ყა­ნა­ში და შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ლიც გა­და­ვი­ხა­დოთ.

- ერთი ნახ­ვით შე­გიყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი?

- გაც­ნო­ბი­დან ძა­ლი­ან მალე მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე აღარ შეგ­ვეძ­ლო. შემ­დეგ მა­რი­ტამ მშობ­ლებს უთხრა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თბის შე­სა­ხებ და მათ­თვი­საც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მიც­ნობ­დნენ. რო­დე­საც მათ­თან მი­ვე­დი, ძა­ლი­ან კარ­გად მი­მი­ღეს. მა­რი­ტა თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლია, რა­ღაც პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, ამი­ტომ არ გაკ­ვირ­ვე­ბი­ათ მშობ­ლებს, რომ ბედი ხე­ლო­ვანს და­უ­კავ­ში­რა.

ას­ტრო­ლო­გია ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ისე მალე მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი და ისე შე­ვი­ჭე­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბებ­ში, რომ და­მა­ვი­წყდა ჩვენს სა­ერ­თო რუ­კა­ში ჩა­მე­ხე­და. მა­რი­ტა თევ­ზე­ბია, მე მო­რი­ე­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომ ვნა­ხე, იდე­ა­ლუ­რი შე­თავ­სე­ბაა ამ 2 ნი­შანს შო­რის.-

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­დე­ბი­თად შეხ­ვდა თქვენ და­ო­ჯა­ხე­ბას...

- დიახ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს და გვი­ლო­ცავს. წლის ბო­ლოს კარ­გი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე­თო. მე და მა­რი­ტას შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა დი­დია, ძა­ლი­ან მომ­წონს პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. მინ­და ყვე­ლას ვუ­სურ­ვო ბედ­ნი­ე­რე­ბა და თქვენს მკი­თხველს ვე­ტყვი, რომ მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი წლი­სა, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დონ 2020 წელს იმ გა­მოც­დე­ბის­თვის, რის წი­ნა­შეც დაგ­ვა­ყე­ნა. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­ლო­ცავ დამ­დეგ ახალ წელს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Wtf
26

Ჯერ ის მითხარით, თვითონ ვინ არის. 

ამო
8

ბედნიერი იყავით. ამრავლეთ სვანები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?

"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?

მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. რამდენიმე თვის წინ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება გადაწყვიტა. მარიტა მელიქიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. პანდემიის მიუხედავად წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა შედგა და მალე ჯვარსაც დაიწერენ.

გიორგი გასვიანი:

- მარიტა პანდემიამდე ჩემს სპექტაკლებზე დადიოდა. "ინსტაგრამის" მეშვეობით შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და პირველად ამ ზაფხულს ბათუმში, ჩემი მეგობრის ზურა ჯავახიას კონცერტზე ახლოს გავიცანით ერთმანეთი და ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა ასე დაიწყო.

- დაოჯახებას როდის გეგმავთ?

- ახლა მარხვის პერიოდია, თან პანდემიაა... ჯერჯერობით ერთად ვცხოვრობთ, მარხვის დასრულების შემდეგ ჯვარს დავიწერთ და ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით ქვეყანაში და შეიძლება ქორწილიც გადავიხადოთ.

- ერთი ნახვით შეგიყვარდათ ერთმანეთი?

- გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. შემდეგ მარიტამ მშობლებს უთხრა ჩვენი ურთიერთბის შესახებ და მათთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. მხოლოდ ტელეეკრანიდან მიცნობდნენ. როდესაც მათთან მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს. მარიტა თეატრის მოყვარულია, რაღაც პერიოდი მსახიობობაზეც ფიქრობდა, ამიტომ არ გაკვირვებიათ მშობლებს, რომ ბედი ხელოვანს დაუკავშირა.

ასტროლოგია ძალიან მიყვარს, მაგრამ ისე მალე მოხდა ყველაფერი და ისე შევიჭერი სასიყვარულო ამბებში, რომ დამავიწყდა ჩვენს საერთო რუკაში ჩამეხედა. მარიტა თევზებია, მე მორიელი, მოგვიანებით რომ ვნახე, იდეალური შეთავსებაა ამ 2 ნიშანს შორის.-

- საზოგადოება დადებითად შეხვდა თქვენ დაოჯახებას...

- დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და გვილოცავს. წლის ბოლოს კარგი ამბავი გავიგეთო. მე და მარიტას შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, ძალიან მომწონს პოზიტიური გამოხმაურება. მინდა ყველას ვუსურვო ბედნიერება და თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ მიუხედავად რთული წლისა, მადლობა გადაუხადონ 2020 წელს იმ გამოცდებისთვის, რის წინაშეც დაგვაყენა. მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს.

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები

"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე