ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 30 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 301, ქვემო ქართლი - 123, შიდა ქართლი - 100, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 107, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 488, იმერეთში - 1 055.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 513, აჭარაში - 101, იმერეთში - 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 29, იმერეთში - 52. 1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458- თბილისში, 541 - აჭარაში, 85 - იმერეთში. 6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 176, აჭარაში - 78, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 29 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 069 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 745 პირი, აჭარაში - 2 800, იმერეთში - 3 660“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.