საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვერდითი მოვლენა არ მქონია, გარდა ლოკალური ტკივილისა, რომელმაც 2 დღეში სრულიად გამიარა" - რას ყვება ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
"გვერდითი მოვლენა არ მქონია, გარდა ლოკალური ტკივილისა, რომელმაც 2 დღეში სრულიად გამიარა" - რას ყვება ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

მსოფ­ლი­ოს რიგ ქვეყ­ნებ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე და­ი­წყო და ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვე­რაგ ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა­ზე უარს არ ამ­ბობს. ამე­რი­კა ამ პრო­ცესს უკვე შე­უ­ერ­თდა და დიდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა თუ კლი­ნი­კებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვაქ­ცი­ნის სა­კუ­თა­რი დო­ზის მი­სა­ღე­ბად რი­გებ­ში დგე­ბი­ან.

27 წლის ქარ­თვე­ლი ექი­მი და­ვით მაღ­ლა­კე­ლი­ძე ნიუ-იორკში, Coney Island Hospital-ში ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის რე­ზი­დენ­ტია. სულ ცოტა ხნის წინ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც თა­ვის მე­გობ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გა­უ­ზი­ა­რა - ქარ­თველ­მა ექიმ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა და თავს მშვე­ნივ­რად გრძნობს. და­ვითს ამე­რი­კა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ:

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ­ზე, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ამე­რი­კა­ში?

- პირ­ვე­ლად და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას ვეს­ტუმ­რე ამე­რი­კულ ჰოს­პი­ტალს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კელ ექი­მებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი და სწო­რედ ამ დროს გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სწო­რედ აქ მი­მე­ღო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ვა­ბა­რე USMLE-ის სა­ფე­ხუ­რე­ბი, იგი­ვე ამე­რი­კის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ლი­ცენ­ზიო გა­მოც­დე­ბი და, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ამ­ჟა­მად Coney Island Hospital-ში ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის რე­ზი­დენ­ტი ვარ.

- ამე­რი­კა­ში უკვე და­ი­წყო ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­გორ მი­დის ეს პრო­ცე­სი?

- ამე­რი­კა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 10 დღე­ზე მე­ტია, რაც და­ი­წყო. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნას იღე­ბენ ე.წ. ფრონ­ტის ხა­ზის ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ, მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბენ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ვმუ­შა­ობ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, სა­დაც პა­ცი­ენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მეც შე­მომ­თა­ვა­ზეს ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა. ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­ვე­ცა­ნი, შე­ვის­წავ­ლე და დავ­თან­ხმდი. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელის მას შემ­დეგ, რაც კვლე­ვებ­მა Pfizer-ისა და Moderna-ს ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. ყვე­ლას დიდი იმე­დი აქვს, რომ სხვე­ბიც მალე შეძ­ლე­ბენ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბას.

პა­რას­კევს, 18 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა გა­ვი­კე­თე, მხო­ლოდ Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა იყო ამე­რი­კა­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლი, თუმ­ცა შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში Moderna-მაც გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი და ახლა ორი­ვე ვაქ­ცი­ნა აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

- ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­დან სულ ცოტა დრო გა­ვი­და, ახლა რო­გორ გრძნობთ თავს?

- თავს იდე­ა­ლუ­რად ვგრძნობ და საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი ვაქ­ცი­ნის მი­მართ. აქვე გა­ვუს­ვამ ხაზს, რომ ეს ვაქ­ცი­ნა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და მხო­ლოდ ისი­ნი იც­რე­ბი­ან, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი აქვს. და­ზუს­ტე­ბით ვამ­ბობ, რომ არა­ვინ არა­ვის არ აძა­ლებს აც­რის გა­კე­თე­ბას. მეც ვაქ­ცი­ნა ჩე­მი­ვე ნე­ბით მი­ვი­ღე. იმ­დე­ნად მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ას ვუ­ყუ­რებ ყო­ველ­დღი­უ­რად რომ მი­მაჩ­ნია, ეს ჩემ­თვის მარ­თლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რამე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა ან ტკი­ვი­ლი ხომ არ მოს­დევს ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას?

- მე პი­რა­დად გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ მქო­ნია, გარ­და ლო­კა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი­სა, რო­მელ­მაც 2 დღე­ში სრუ­ლი­ად გა­მი­ა­რა. თუმ­ცა კვლე­ვებ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ცხე­ლე­ბა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე და სხვა სე­ზო­ნუ­რი გრი­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი, ისიც - რამ­დე­ნი­მე დღით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
9

წარმატებას ვუსვურვებ და იმედია საქართველოს დაუბრუნდება სწავლის მერე , კარგი დედის კარგი შვილი

jk
34

Vai tqvens patrons!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"გვერდითი მოვლენა არ მქონია, გარდა ლოკალური ტკივილისა, რომელმაც 2 დღეში სრულიად გამიარა" - რას ყვება ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

"გვერდითი მოვლენა არ მქონია, გარდა ლოკალური ტკივილისა, რომელმაც 2 დღეში სრულიად გამიარა" - რას ყვება ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო და ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. საზოგადოება ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინის გაკეთებაზე უარს არ ამბობს. ამერიკა ამ პროცესს უკვე შეუერთდა და დიდ საავადმყოფოებსა თუ კლინიკებში მოქალაქეები ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად რიგებში დგებიან.

27 წლის ქართველი ექიმი დავით მაღლაკელიძე ნიუ-იორკში, Coney Island Hospital-ში შინაგანი მედიცინის რეზიდენტია. სულ ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თავის მეგობრებსა და ახლობლებს საინტერესო სიახლე გაუზიარა - ქართველმა ექიმმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და თავს მშვენივრად გრძნობს. დავითს ამერიკაში ვაქცინაციის პროცესსა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ:

- მოგვიყევით თქვენზე, როგორ აღმოჩნდით ამერიკაში?

- პირველად დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას ვესტუმრე ამერიკულ ჰოსპიტალს, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკელ ექიმებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდი და სწორედ ამ დროს გამიჩნდა სურვილი, პრაქტიკული გამოცდილება სწორედ აქ მიმეღო. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჩავაბარე USMLE-ის საფეხურები, იგივე ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები და, როგორც უკვე გითხარით, ამჟამად Coney Island Hospital-ში შინაგანი მედიცინის რეზიდენტი ვარ.

- ამერიკაში უკვე დაიწყო ვაქცინაცია, როგორ მიდის ეს პროცესი?

- ამერიკაში ვაქცინაცია 10 დღეზე მეტია, რაც დაიწყო. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ვაქცინას იღებენ ე.წ. ფრონტის ხაზის ექიმები, რომლებიც უშუალოდ კოვიდინფიცირებულ, მძიმე პაციენტებთან მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში ვმუშაობ რეანიმაციაში, სადაც პაციენტთა უმრავლესობა სწორედ კოვიდინფიცირებულია, მეც შემომთავაზეს ვაქცინის გაკეთება. ყველაფერს კარგად გავეცანი, შევისწავლე და დავთანხმდი. სამედიცინო პერსონალის უმრავლესობა ვაქცინაციის დაწყებას მოუთმენლად ელის მას შემდეგ, რაც კვლევებმა Pfizer-ისა და Moderna-ს ეფექტიანობა აჩვენა. ყველას დიდი იმედი აქვს, რომ სხვებიც მალე შეძლებენ ვაქცინის მიღებას.

პარასკევს, 18 დეკემბერს, როდესაც ვაქცინა გავიკეთე, მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა იყო ამერიკაში ნებადართული, თუმცა შემდეგ, რამდენიმე დღეში Moderna-მაც გაიარა ავტორიზაციის ყველა საფეხური და ახლა ორივე ვაქცინა აქტიურად გამოიყენება.

- ვაქცინის გაკეთებიდან სულ ცოტა დრო გავიდა, ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- თავს იდეალურად ვგრძნობ და საკმაოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი ვაქცინის მიმართ. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ეს ვაქცინა ნებაყოფლობითია და მხოლოდ ისინი იცრებიან, ვისაც ამის სურვილი აქვს. დაზუსტებით ვამბობ, რომ არავინ არავის არ აძალებს აცრის გაკეთებას. მეც ვაქცინა ჩემივე ნებით მივიღე. იმდენად მძიმე სიტუაციას ვუყურებ ყოველდღიურად რომ მიმაჩნია, ეს ჩემთვის მართლაც აუცილებელია.

- რამე გვერდითი მოვლენა ან ტკივილი ხომ არ მოსდევს ვაქცინის გაკეთებას?

- მე პირადად გვერდითი მოვლენა არ მქონია, გარდა ლოკალური ტკივილისა, რომელმაც 2 დღეში სრულიად გამიარა. თუმცა კვლევებმაც აჩვენა, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ზოგადი სისუსტე და სხვა სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, ისიც - რამდენიმე დღით. გააგრძელეთ კითხვა

"ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი" - ამირან გამყრელიძე

"ახალი კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება" - ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

"მოქმედებს ასაკის შეზღუდვა: +18" - ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს ხალხს თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება