კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა - სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირება
შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა - სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირება

აივ ინ­ფექ­ცია/შიდსზე ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მას სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია - „შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დი“ (AHF Georgia) 2020 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, აივ ინ­ფექ­ცია/შიდსზე ტეს­ტი­რე­ბა ანო­ნი­მუ­რია ამას­თან, ტარ­დე­ბა სწრა­ფი, მარ­ტი­ვი მე­თო­დით და რაც მთა­ვა­რია, უფა­სოდ. ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ჩა­ი­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა.

შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დი ხაზს უს­ვამს, რომ შიდსი, ისე­ვე, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სი, პან­დე­მი­აა და მისი და­დას­ტუ­რე­ბის ერ­თა­ერ­თი გზა, სხვა ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მსგავ­სად, ტეს­ტი­რე­ბაა. ფონ­დი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ტეს­ტი­რე­ბის ანო­ნი­მუ­რო­ბა­ზე, რაც შე­საძ­ლოა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­დეს, რომ­ლე­ბიც აივ ინ­ფექ­ცია/შიდსზე ტესტს იტა­რე­ბენ.

შიდსის ჯან­დაც­ვის ფონდში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პროგ­რა­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფო­კუ­სი, და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და აივ და­დე­ბი­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ში მი­მარ­თვის გარ­და, არის აივ ინ­ფექ­ცი­ის/შიდსის შე­სა­ხებ სტიგ­მის და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის გა­ქარ­წყლე­ბაც.

შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ტეს­ტი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ბაგ­რატ კო­ბა­ლა­ძე AMBEBI.GE-ს აივ ინ­ფექ­ცი­ის/შიდსის ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მი­სა და პრო­ცე­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ესა­უბ­რე­ბა:

"ჩვენ­თან ტეს­ტი­რე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწრა­ფი, მარ­ტი­ვი ტეს­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა, თი­თის ბა­ლიშ­ზე ერთი ჩხვლე­ტაა სა­ჭი­რო. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ პრო­ცე­დუ­რა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა და მას ბევ­რი ვერც კი გრძნობს. ტეს­ტი­რე­ბა სამი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: პრე-კონ­სულ­ტი­რე­ბა, ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი და პოსტ-კონ­სულ­ტი­რე­ბა. პრე და პოსტ - კონ­სულ­ტი­რე­ბი­სას ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებს გან­ვი­ხი­ლავთ, შე­საძ­ლო შე­დე­გებს ვუხ­სნით და მათ­ზე მორ­გე­ბულ პრე­ვენ­ცი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვთა­ვა­ზობთ. პრე -კონ­სულ­ტი­რე­ბა, ასე­ვე, ტეს­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი ში­ში­სა და მღელ­ვა­რე­ბის დაძ­ლე­ვას უწყობს ხელს. რო­გორც კვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, კარ­გი პრე და პოსტ - კონ­სულ­ტი­რე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­არს შე­საძ­ლო და­დე­ბით პა­სუხ­თან ად­ვი­ლად შე­გუ­ე­ბა­სა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა; თუმ­ცა, თუ მას მხო­ლოდ ტეს­ტი­რე­ბა სურს კონ­სულ­ტი­რე­ბის გა­რე­შე, ესეც შე­საძ­ლე­ბე­ლია.“ - აღ­ნიშ­ნავს ბაგ­რატ კო­ბა­ლა­ძე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, AHF-ის ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ პრეკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტეს­ტებს იყე­ნებს. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა სწრაფ ტესტს, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი ცდო­მი­ლე­ბა ჰქონ­დეს.

"ეს სწრა­ფი-მარ­ტი­ვი ტეს­ტე­ბია და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, უფრო მა­ღალმგრძნო­ბი­ა­რე ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო, რომ აივ-ი და­დას­ტურ­დეს. შემ­დგო­მი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კვლე­ვე­ბი შიდსის ცენ­ტრში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უფა­სო და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. აქვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ რო­გორც სხვა ვირუ­სებს, აივ-ს ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი აქვს - ტეს­ტის გა­კე­თე­ბამ­დე აივ-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვი­დან 2-3 თვე უნდა გა­ვი­დეს, რათა მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის სის­წო­რე­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვი­ყოთ. მცდა­რი და­დე­ბი­თი, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ მა­შინ, როცა პირს აქვს სხვა სქე­სობ­რი­ვით გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ასე­ვე, ორ­სუ­ლო­ბი­სას, ან თუ პი­როვ­ნე­ბას ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს“, - აღ­ნიშ­ნავს კო­ბა­ლა­ძე.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აივ ინ­ფექ­ცია/შიდსზე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა? ბაგ­რატ კო­ბა­ლა­ძის თქმით, იმის გამო, რომ აივ ინ­ფექ­ცია/შიდსი დღე­ი­სათ­ვის არ იკურ­ნე­ბა, თუმ­ცა დღეს არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბით ქრო­ნი­კუ­ლად მარ­თვა­დი და­ა­ვა­დე­ბაა, მისი დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნა და მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

"თუ აივ და­დე­ბი­თი ხართ, ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზი გიქ­მნით ჯან­მრთე­ლი, ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­დე­საც ადა­მი­ან­მა არ იცის თა­ვი­სი აივ სტა­ტუ­სი, იგი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად სხვე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბას იწ­ვევს და, შე­სა­ბა­მი­სად, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს. ამი­ტომ, აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე ტეს­ტი­რე­ბა სა­უ­კე­თე­სი გზაა ჩვე­ნი და ჩვენს გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის“, - აცხა­დებს ტეს­ტი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი, ნინო ხე­თა­გუ­რი AMBEBI.GE-სთან თა­ვად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მისი მი­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

"შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლის მი­სი­აც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა და პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაა, მი­უ­ხე­და­ვად გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა. ფონ­დი მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აწ­ვდის, მას წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა 43 ქვე­ყა­ნა­ში აქვს, სა­დაც აივ ინ­ფექ­ცია/შიდსზე მკურ­ნა­ლო­ბას და უფა­სო, ანო­ნი­მურ ტეს­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი უფა­სო, ანო­ნი­მუ­რი და რაც მთა­ვა­რია, პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრმა 2020 წელს და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, თუმ­ცა პროგ­რა­მა 2018 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან და­დე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, ფონდმა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგოლ­სა და რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად აივ ინ­ფექ­ცია/შიდსზე უფა­სო და ანო­ნი­მუ­რი ტეს­ტი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით უზ­რუნ­ველ­ყო სწრა­ფი, მარ­ტი­ვი ტეს­ტე­ბის და კონ­დო­მე­ბის გა­და­ცე­მა. ჩვე­ნი პროგ­რა­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ ინ­ფექ­ცი­ის და, ზო­გა­დად, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­აა. ამ მიზ­ნით, გარ­და ტეს­ტი­რე­ბი­სა, ვა­ტა­რებთ ვე­ბი­ნა­რებს, რად­გან კო­ვიდ პან­დე­მი­ის გამო სე­მი­ნა­რე­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ად­გილ­ზე ვერ ხდე­ბა, რის გა­კე­თე­ბა­საც მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღა­ლი რის­კის ქცე­ვის მქო­ნე ჯუ­ფებ­თან. ვე­ბი­ნა­რებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე, აივ ინ­ფექ­ცია/შიდსზე, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დებ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე. 2021 წელს და­გეგ­მი­ლია ვე­ბი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის ქა­ლებ­თა­ნაც.

გარ­და ამი­სა, პროგ­რა­მა აფი­ნან­სებს პარტნი­ორ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "თა­ნად­გო­მა“ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აივ ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რაც აივ-ზე სწრაფ მარ­ტივ ტეს­ტი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აცხა­დებს ნინო ხე­თა­გუ­რი.

რო­გორ იმარ­თე­ბი­ან აივ და­დე­ბი­თე­ბი? ნინო ხე­თა­გუ­რის თქმით, AHF უდი­დეს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს აივ და­დე­ბი­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას - იმას, რომ ისი­ნი შიდსის ცენ­ტრში აღი­რი­ცხონ, იმ­კურ­ნა­ლონ და წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ შე­წყვი­ტონ.

"ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც აივ ინ­ფექ­ცია გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ, შიდსის ცენ­ტრში მივ­მარ­თავთ და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ვა­წარ­მო­ებთ, რათა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­მა დრო­უ­ლად და­ი­წყონ მკურ­ნა­ლო­ბა. და­წყე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­წყვე­ტა შემ­დგომ­ში რე­ზის­ტენ­ტო­ბას იწ­ვევს და მკურ­ნა­ლო­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი ხდე­ბა. შიდსი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დათ­რგუნ­ვას იწ­ვევს და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა­ზეა, მისი იმუ­ნი­ტე­ტი თით­ქმის ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტეტს უთა­ნაბრდე­ბა - იმუ­ნუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი უბ­რუნ­დე­ბა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლებს. მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მუდ­მი­ვად წამ­ლის მი­ღე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში მისი შე­წყვე­ტა კი გა­მო­სა­ვალ­ზე საკ­მა­ოდ ცუ­დად აი­სა­ხე­ბა, შე­საძ­ლოა, იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი აღარ იყოს, ვირუ­სი გარ­კვე­ულ წამ­ლებს ვე­ღარ და­ექ­ვემ­დე­ბა­როს და რე­ჟი­მის შეც­ვლა გახ­დეს სა­ჭი­რო, რა­საც შიდსის ცენ­ტრის ექი­მე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ. ამი­ტომ, ჩვე­ნი ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩვენ­თან გა­მოვ­ლე­ნი­ლი აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბაა, რათა ისი­ნი შიდსის ცენ­ტრში ნამ­დვი­ლად დად­გნენ აღ­რი­ცხვა­ზე და და­ი­წყონ მკურ­ნა­ლო­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, აივ ინ­ფექ­ცი­ის გან­კურ­ნე­ბა არ ხდე­ბა, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბა იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია, რომ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, იცხოვ­როს ისე, რო­გორც არა­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა - მისი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი და ჯან­მრთე­ლო­ბა ანა­ლო­გი­უ­რია“, - აღ­ნიშ­ნავს შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი.

ნინო ხე­თა­გუ­რის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია აივ ინ­ფექ­ცია/შიდსის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ი­სა და ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის პრობ­ლე­მა, რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბით უნდა მოხ­დეს.

"აივ-ი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სტიგ­მას­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბაა სა­ჭი­რო, რათა მათ იცოდ­ნენ, რო­გორ გა­და­დის თუ არ გა­და­დის აივ ინ­ფექ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ხში­რად ვა­ტა­რებთ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის კამ­პა­ნი­ებს, რომ­ლის მი­ზა­ნიც სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბაა აივ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მა/არ­გა­და­ცე­მის გზე­ბის შე­სა­ხებ. სა­სურ­ვე­ლია, აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა ჩა­ი­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა, თუმ­ცა არი­ან გარ­კვე­უ­ლი რის­კჯ­გუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ უფრო მო­წყვლა­დია, მა­გა­ლი­თად, ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი გზით მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და მათი პარტნი­ო­რე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, კო­მერ­ცი­უ­ლი სექს-მუ­შა­კე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ჰქონ­დათ შემ­თხვე­ვი­თი, და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. სა­სურ­ვე­ლია, მათ აივ-ზე ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­კე­თონ, თუმ­ცა უნდა იცოდ­ნენ ისიც, რომ ანა­ლი­ზის სი­ზუს­ტის­თვის ტეს­ტი­რე­ბა სა­რის­კო ქცე­ვი­დან 2-3 თვის მერე უნდა მოხ­დეს. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მი­მარ­თოს ჩვენს ცენ­ტრს და ჩა­ი­ტა­როს უფა­სო და ანო­ნი­მუ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბა და ტეს­ტი­რე­ბა აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე; ასე­ვე, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნულ და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს: შიდსი გა­ნა­ჩე­ნი არ არის! ის არ გა­და­დის ჩა­ხუ­ტე­ბით, მე­გობ­რო­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო კონ­ტაქ­ტით; ნუ შეგ­ვე­შინ­დე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, გვე­ში­ნო­დეს და­ა­ვა­დე­ბის და გვახ­სოვ­დეს, რომ აივ ინ­ფექ­ცია/შიდსის პრე­ვენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო გზა ტეს­ტი­რე­ბაა“, - აცხა­დებს ნინო ხე­თა­გუ­რი.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა - სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირება

შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა - სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირება

აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირების პროგრამას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - „შიდსის ჯანდაცვის ფონდი“ (AHF Georgia) 2020 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირება ანონიმურია ამასთან, ტარდება სწრაფი, მარტივი მეთოდით და რაც მთავარია, უფასოდ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს ტესტირება.

შიდსის ჯანდაცვის ფონდი ხაზს უსვამს, რომ შიდსი, ისევე, როგორც კორონავირუსი, პანდემიაა და მისი დადასტურების ერთაერთი გზა, სხვა ვირუსული დაავადებების მსგავსად, ტესტირებაა. ფონდი ყურადღებას ამახვილებს ტესტირების ანონიმურობაზე, რაც შესაძლოა, იმ ადამიანების ინტერესებში შედიოდეს, რომლებიც აივ ინფექცია/შიდსზე ტესტს იტარებენ.

შიდსის ჯანდაცვის ფონდში ასევე აღნიშნავენ, რომ პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფოკუსი, დაავადების პრევენციის და აივ დადებითი პაციენტების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებეში მიმართვის გარდა, არის აივ ინფექციის/შიდსის შესახებ სტიგმის და დისკრიმინაციის გაქარწყლებაც.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების სპეციალისტი ბაგრატ კობალაძე AMBEBI.GE-ს აივ ინფექციის/შიდსის ტესტირების პროგრამისა და პროცესის შესახებ დეტალურად ესაუბრება:

"ჩვენთან ტესტირება ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი, მარტივი ტესტების მეშვეობით ხდება, თითის ბალიშზე ერთი ჩხვლეტაა საჭირო. ბენეფიციარების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პროცედურა უმტკივნეულოა და მას ბევრი ვერც კი გრძნობს. ტესტირება სამი ნაწილისგან შედგება: პრე-კონსულტირება, ტესტირების პროცესი და პოსტ-კონსულტირება. პრე და პოსტ - კონსულტირებისას ბენეფიციართან ტესტირების პროცედურებს განვიხილავთ, შესაძლო შედეგებს ვუხსნით და მათზე მორგებულ პრევენციულ საშუალებებს ვთავაზობთ. პრე -კონსულტირება, ასევე, ტესტირებასთან დაკავშირებით არსებული შიშისა და მღელვარების დაძლევას უწყობს ხელს. როგორც კვლევები გვიჩვენებს, კარგი პრე და პოსტ - კონსულტირება ბენეფიციარს შესაძლო დადებით პასუხთან ადვილად შეგუებასა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაში ეხმარება; თუმცა, თუ მას მხოლოდ ტესტირება სურს კონსულტირების გარეშე, ესეც შესაძლებელია.“ - აღნიშნავს ბაგრატ კობალაძე.

მისი განმარტებით, AHF-ის ტესტირების ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ, მაღალი ხარისხის ტესტებს იყენებს. თუმცა, როგორც ყველა სწრაფ ტესტს, შესაძლოა, გარკვეული ცდომილება ჰქონდეს.

"ეს სწრაფი-მარტივი ტესტებია და დადებითი პასუხის შემთხვევაში, უფრო მაღალმგრძნობიარე ტესტების ჩატარებაა საჭირო, რომ აივ-ი დადასტურდეს. შემდგომი დამადასტურებელი კვლევები შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და კონფიდენციალურია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც სხვა ვირუსებს, აივ-ს ინკუბაციის პერიოდი აქვს - ტესტის გაკეთებამდე აივ-ით დაინფიცირების შესაძლო შემთხვევიდან 2-3 თვე უნდა გავიდეს, რათა მიღებული პასუხის სისწორეში დარწმუნებულნი ვიყოთ. მცდარი დადებითი, ასევე, შეიძლება მივიღოთ მაშინ, როცა პირს აქვს სხვა სქესობრივით გზით გადამდები ინფექციები, ასევე, ორსულობისას, ან თუ პიროვნებას ავტოიმუნური დაავადება აქვს“, - აღნიშნავს კობალაძე.

რამდენად მნიშვნელოვანია აივ ინფექცია/შიდსზე ტესტის ჩატარება? ბაგრატ კობალაძის თქმით, იმის გამო, რომ აივ ინფექცია/შიდსი დღეისათვის არ იკურნება, თუმცა დღეს არსებული თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით ქრონიკულად მართვადი დაავადებაა, მისი დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება დაავადების პროგრესირების შეჩერებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის უმნიშვნელოვანესია.

"თუ აივ დადებითი ხართ, ადრეული დიაგნოზი გიქმნით ჯანმრთელი, ხანგრძლივი ცხოვრების შესაძლებლობას. როდესაც ადამიანმა არ იცის თავისი აივ სტატუსი, იგი გაუცნობიერებლად სხვების ინფიცირებას იწვევს და, შესაბამისად, დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამიტომ, აივ ინფექციაზე ტესტირება საუკეთესი გზაა ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის“, - აცხადებს ტესტირების სპეციალისტი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერი, ნინო ხეთაგური AMBEBI.GE-სთან თავად არასამთავრობო ორგანიზაციის, მისი მისიისა და საქართველოში საქმიანობის შესახებ საუბრობს:

"შიდსის ჯანდაცვის ფონდი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაც თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიწოდება და პაციენტების ინტერესების დაცვაა, მიუხედავად გადახდისუნარიანობისა. ფონდი მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწვდის, მას წარმომადგენლობა 43 ქვეყანაში აქვს, სადაც აივ ინფექცია/შიდსზე მკურნალობას და უფასო, ანონიმურ ტესტირებას უზრუნველყოფს. ორგანიზაციის ძირითადი პრინციპი უფასო, ანონიმური და რაც მთავარია, პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.

საქართველოში ტესტირების ცენტრმა 2020 წელს დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ფონდმა პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად აივ ინფექცია/შიდსზე უფასო და ანონიმური ტესტირების განხორციელების მიზნით უზრუნველყო სწრაფი, მარტივი ტესტების და კონდომების გადაცემა. ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანი საქართველოში აივ ინფექციის და, ზოგადად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაა. ამ მიზნით, გარდა ტესტირებისა, ვატარებთ ვებინარებს, რადგან კოვიდ პანდემიის გამო სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ადგილზე ვერ ხდება, რის გაკეთებასაც მომავალში ვგეგმავთ მოსახლეობასთან და, განსაკუთრებით, მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯუფებთან. ვებინარებზე მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, აივ ინფექცია/შიდსზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. 2021 წელს დაგეგმილია ვებინარების ჩატარება რეპროდუქციული ასაკის ქალებთანაც.

გარდა ამისა, პროგრამა აფინანსებს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციას "თანადგომა“ პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში აივ ინფექციის პრევენციის მიზნით, რაც აივ-ზე სწრაფ მარტივ ტესტირებას გულისხმობს“, - აცხადებს ნინო ხეთაგური.

როგორ იმართებიან აივ დადებითები? ნინო ხეთაგურის თქმით, AHF უდიდეს ყურადღებას აქცევს აივ დადებითი პაციენტების მეთვალყურეობას - იმას, რომ ისინი შიდსის ცენტრში აღირიცხონ, იმკურნალონ და წამლების მიღება არ შეწყვიტონ.

"ადამიანებს, რომელთაც აივ ინფექცია გამოუვლინდებათ, შიდსის ცენტრში მივმართავთ და მეთვალყურეობას ვაწარმოებთ, რათა აივ ინფიცირებულებმა დროულად დაიწყონ მკურნალობა. დაწყებული მკურნალობის შეწყვეტა შემდგომში რეზისტენტობას იწვევს და მკურნალობა არაეფექტური ხდება. შიდსი იმუნური სისტემის დათრგუნვას იწვევს და როდესაც ადამიანი მკურნალობაზეა, მისი იმუნიტეტი თითქმის ჯანმრთელი ადამიანის იმუნიტეტს უთანაბრდება - იმუნური მაჩვენებლები უბრუნდება ჯანმრთელი ადამიანის მაჩვენებლებს. მკურნალობის ეფექტურობა განისაზღვრება მუდმივად წამლის მიღებით, მკურნალობის პროცესში მისი შეწყვეტა კი გამოსავალზე საკმაოდ ცუდად აისახება, შესაძლოა, იმდენად ეფექტური აღარ იყოს, ვირუსი გარკვეულ წამლებს ვეღარ დაექვემდებაროს და რეჟიმის შეცვლა გახდეს საჭირო, რასაც შიდსის ცენტრის ექიმები განსაზღვრავენ. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთან გამოვლენილი აივ ინფიცირებულების მეთვალყურეობაა, რათა ისინი შიდსის ცენტრში ნამდვილად დადგნენ აღრიცხვაზე და დაიწყონ მკურნალობა. დღესდღეობით, აივ ინფექციის განკურნება არ ხდება, თუმცა მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანს შეუძლია, იცხოვროს ისე, როგორც არაინფიცირებულმა - მისი ცხოვრების ხარისხი და ჯანმრთელობა ანალოგიურია“, - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერი.

ნინო ხეთაგურის თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია აივ ინფექცია/შიდსის სტიგმატიზაციისა და ამ დაავადების მქონე ადამიანების დისკრიმინაციის პრობლემა, რის წინააღმდეგ ბრძოლა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით უნდა მოხდეს.

"აივ-ი მთელ მსოფლიოში სტიგმასთანაა ასოცირებული, რის წინააღმდეგაც მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, რათა მათ იცოდნენ, როგორ გადადის თუ არ გადადის აივ ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ სოციალური ქსელის მეშვეობით, ხშირად ვატარებთ გარკვეული ტიპის კამპანიებს, რომლის მიზანიც სწორი ინფორმაციის მიწოდებაა აივ ინფექციის გადაცემა/არგადაცემის გზების შესახებ. სასურველია, აივ ინფექციაზე ნებისმიერმა ადამიანმა ჩაიტაროს ტესტირება, თუმცა არიან გარკვეული რისკჯგუფები, რომლებიც მის მიმართ უფრო მოწყვლადია, მაგალითად, ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები და მათი პარტნიორები, სექსუალური უმცირესობები, კომერციული სექს-მუშაკები და ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კავშირი. სასურველია, მათ აივ-ზე ტესტირება გაიკეთონ, თუმცა უნდა იცოდნენ ისიც, რომ ანალიზის სიზუსტისთვის ტესტირება სარისკო ქცევიდან 2-3 თვის მერე უნდა მოხდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მიმართოს ჩვენს ცენტრს და ჩაიტაროს უფასო და ანონიმური კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე; ასევე, მიიღოს შესაბამისი, მისთვის საინტერესო ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს: შიდსი განაჩენი არ არის! ის არ გადადის ჩახუტებით, მეგობრობით, სოციალური და საყოფაცხოვრებო კონტაქტით; ნუ შეგვეშინდება ამ ადამიანების, გვეშინოდეს დაავადების და გვახსოვდეს, რომ აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა ტესტირებაა“, - აცხადებს ნინო ხეთაგური.

ლიმფური სისტემის მნიშვნელობა ჯანსაღი იმუნიტეტისთვის

კომპანია სამსუნგი 2021-ს საახალწლო აქციებით ხვდება

სად იყიდით განსაკუთრებულ საბავშვო ჰუდებს, რომლებიც მათ ძალიან გაახარებთ