ევროპის ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს. ესპანეთმა Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღო და მადრიდთან ახლოს სპეციალურ სასაწყობე სივრცეში განათავსა. ასევე Pfizer-ის მიერ წარმოებული პირველი 9 750 დოზა მიიღო იტალიამაც. ვაქცინები რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში განათავსეს. ვაქცინის დოზები იტალიაში ბელგიიდან სპეციალური მაცივარი სატვირთოებით პოლიციის ესკორტის თანხლებით ჩაიტანეს. იტალიაში ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან იწყება.
ვაქცინების პირველი დოზა მიიღო საბერძნეთმაც. პირველ პარტიაში Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 9 750 დოზაა. ვაქცინა ათენში, ფარმაცევტულ საწყობში შეინახეს. ხელისუფლების ცნობით, საბერძნეთი აპრილამდე 1.2 მილიონი დოზის მიღებას ელოდება. თავდაპირველად ვაქცინაცია 27 დეკემბერს ათენის 5 საავადმყოფოში დაიწყება.
Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია შეიტანეს ბელგიის საავადმყოფოებშიც. ბელგიიდან საფრანგეთში ჩაიტანეს ვაქცინის 20,000-მდე დოზა. საფრანგეთიც ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან იწყებს.
პრიორიტეტი ასაკიან და მოწყვლად მოსახლეობას ენიჭება. ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა 5 დღის წინ გასცა. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება 27-29 დეკემბერის პერიოდიდან გადაწყდა.
საბერძნეთი თუ აპრილამდე მხოლოდ 1.200.000 ვაქცინას მიიღებს, მაშინ ჩვენთან 2022 წლამდე ეგ არ შემოვა, ან შემოვა 5000 ერთეული. იტოგში მოემზადეთ 2021 წლისთვის, დიდი ამბები იქნება
ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, ,,ბელორუსის სატელეგრაფო სააგენტო, ВelTA’’-ს ეთერში განუცხადებია, რომ ,,მსოფლიო ბანკმა’’ და ,,საერთაშორისო სავალუტო ფონდმა’’ მისი მოსყიდვა დააპირეს.მას "Covid Relief Aid" -ის ფარგლებში, 940 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს. სანაცვლოდ კი მოითხოვეს:• ბელორუსი გახდეს ე.წ. ,,პოლიციური სახელმწიფო’’.• დაწესდეს უმკაცრესი ,,კომენდანტის საათი’’.• დაწესდეს მოსახლეობის ,,საგანგებო ჩაკეტვა’’.• დაწესდეს ,,პირბადეების’’ სავალდებულო ტარება.• შეჩერდეს სახელმწიფოს საარსებო მნიშვნელობის ყველა დარგის საქმიანობა. რაზეც, ბელორუსის პრეზიდენტმა უარი განაცხადა! -თქვა, რომ მისთვის არ არის მისაღები ,,სავალუტო ფონდისა’’ და ,,მსოფლიო ბანკის’’ მოთხოვნები---ბელორუსში ,,კორონა ვირუსის’’ მომიზეზებით, შეიქმნას იტალიის მსგავსი გარემო... -ბელორუსი ხალხი და ქვეყანა, ,,არავის დაკრულზე, არ აპირებს ცეკვას’’...!