სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუაძეების ოჯახში ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ... გიორგიმ კოვიდი დაამარცხა და თრომბით გარდაიცვალა" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?
"ბუაძეების ოჯახში ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ... გიორგიმ კოვიდი დაამარცხა და თრომბით გარდაიცვალა" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მარ­ნე­ულ­ში გარ­დაც­ვლილ 25 წლის ექიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ბუ­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბია.

"ვან­ში ვარ და ბუ­ა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში(გიგა და გვან­ცა)ისე­თი ტრა­გე­დი­აა, სი­ტყვით ვერ აღ­წერ. 25 წლის ვაჟ­კა­ცი, ექი­მი,რო­მელ­მაც კო­ვი­დი და­ა­მარ­ცხა, 2 კვი­რის შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კლი­ნი­კა­ში(სა­დაც თა­ვად მუ­შა­ობ­და) თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

სამ­ძი­მარ­ზე, სი­ტყვით ვე­რა­ფე­რი ვუ­თხა­რი. უუ­უ­უჰ უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს გი­ორ­გის უმან­კო სული P.S.

თა­ვად გიგა/ გი­ორ­გის მამა ვა­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ხელმღვა­ნე­ლია და პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ვა­ნე­ლე­ბის იმე­დია. გა­მაგრდით გიგა და გვან­ცა" - წერს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის,"ავერ­სის" კლი­ნი­კე­ბის ქსე­ლის მარ­ნე­უ­ლის ფი­ლი­ალ­ში 23 წლის ახალ­გაზ­რდა ექი­მი გი­ორ­გი ბუ­ა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ახალ­გაზ­რდა კო­რო­ნა­ვირუ­სით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ინ­ფი­ცირ­და, გა­მო­ჯან­მრთელ­და და რამ­დე­ნი­მე დღის წინ კვლავ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუნ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ 23 წლის ექი­მი სწო­რედ მარ­ნე­უ­ლის "ავერ­სის" კლი­ნი­კის სა­პირ­ფა­რე­შო­ში ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი.

გი­ორ­გი ბუ­ა­ძის კო­ლე­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის ენერ­გი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა ექი­მი იყო და კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და. ის წარ­მო­შო­ბით ონი­დან იყო და რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 115 მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
3

ვაიმე რა საცოდაობაა. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი. 

!!!!!
8

ღმერთო სად ხარ? ეს ბავშვი რამდენს მუშაობდა და ზოგი პალატაში არ შედის საპატიო ექიმის წოდებას იღებს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ბუაძეების ოჯახში ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ... გიორგიმ კოვიდი დაამარცხა და თრომბით გარდაიცვალა" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?

"ბუაძეების ოჯახში ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ... გიორგიმ კოვიდი დაამარცხა და თრომბით გარდაიცვალა" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?

ყოფილი დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე მარნეულში გარდაცვლილ 25 წლის ექიმთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, გიორგი ბუაძის გარდაცვალების მიზეზი თრომბია.

"ვანში ვარ და ბუაძეების ოჯახში(გიგა და გვანცა)ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ. 25 წლის ვაჟკაცი, ექიმი,რომელმაც კოვიდი დაამარცხა, 2 კვირის შემდეგ, მოულოდნელად კლინიკაში(სადაც თავად მუშაობდა) თრომბით გარდაიცვალა.

სამძიმარზე, სიტყვით ვერაფერი ვუთხარი. უუუუჰ უფალმა გაანათლოს გიორგის უმანკო სული P.S.

თავად გიგა/ გიორგის მამა ვანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმღვანელია და პანდემიის პირველივე დღეებიდან ვანელების იმედია. გამაგრდით გიგა და გვანცა" - წერს ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის,"ავერსის" კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში 23 წლის ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბუაძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა კორონავირუსით, სავარაუდოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის წინ კვლავ სამსახურში დაბრუნდა.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ 23 წლის ექიმი სწორედ მარნეულის "ავერსის" კლინიკის საპირფარეშოში ნახეს გარდაცვლილი.

გიორგი ბუაძის კოლეგები ამბობენ, რომ ის ენერგიული ახალგაზრდა ექიმი იყო და კოვიდპანდემიის პერიოდში თავდაუზოგავად მუშაობდა. ის წარმოშობით ონიდან იყო და რუსთავში ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115 მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ფოტო: ჯულიეტა ვაშაყმაძეს შვილიშვილი ბარბარე უკანასკნელ გზაზე მიაცილებს

"2-3 დღის 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ, შინ მიმავალი ასე ვიტანჯებოდით და ვცდილობდით, ნახევარი საათი როგორმე წაგვეძინა" - რა ვიდეოს აქვეყნებს გარდაცვლილი 24 წლის ექიმის მეგობარი

"გეხვეწებით, ნუ მიკლავთ ზურას... არ მგონია, ვინმესთვის სასიამოვნო სანახავი იყოს ამ მდგომარეობაში მისი ნახვა" - რას წერს დოიჯაშვილის მეუღლე?