კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რედ "ფე­ის­ბუ­ქის“ მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ნიკა მე­ლია აირ­ჩი­ეს. რო­გორც "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით კირ­კი­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და,აღ­ნიშ­ნუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე გა­ფორმ­დე­ბა.

"15000-მდე ადა­მი­ან­მა გა­მო­ხა­ტა მისი პო­ზი­ცია და მხა­რი და­უ­ჭი­რა ნიკა მე­ლი­ას, და­ახ­ლო­ე­ბით 8000-მდე ადა­მი­ან­მა თა­ვის სიმ­პა­ტია გა­მო­ხა­ტა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის მი­მართ და რო­გორც თა­ვი­დან­ვე გან­ვსა­ზღვრეთ, მათი პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ყრი­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თე­ბა ზეგ და ყრი­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს ამას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდე­ლო­ბით არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ეს სა­კი­თხი,“- გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ წარ­დგე­ნი­ლი იყო ორი კან­დი­და­ტი - ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე და ნიკა მე­ლია. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ­ჩე­ვანს სწო­რედ ამ ორ კან­დი­დატს შო­რის აკე­თებ­დნენ.

კენ­ჭისყრა 21 დე­კემ­ბერს და­ი­წყო და დღეს, 21.00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და.

ცნო­ბის­თვის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2017 წლი­დან გრი­გოლ ვა­შა­ძე იკა­ვებ­და, თუმ­ცა მან 15 დე­კემ­ბერს პარ­ტია და­ტო­ვა. რო­გორც მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და­წე­რა, არ ეთან­ხმე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ­ჩე­ულ ტაქ­ტი­კას. ვა­შა­ძის თქმით, ის ასე­ვე ვერ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც გა­მოჩ­ნდნენ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი. გრი­გოლ ვა­შა­ძე ასე­ვე აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ "გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნი­ის" გამო.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleksandre
159

აუ რა ბედნიერები ვართ!

კეკე
157

უეჭველი გაუყალბეს ვარშალომიძეს:)

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ "ფეისბუქის“ მომხმარებლებმა ნიკა მელია აირჩიეს. როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა,აღნიშნული ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე გაფორმდება.

"15000-მდე ადამიანმა გამოხატა მისი პოზიცია და მხარი დაუჭირა ნიკა მელიას, დაახლოებით 8000-მდე ადამიანმა თავის სიმპატია გამოხატა ლევან ვარშალომიძის მიმართ და როგორც თავიდანვე განვსაზღვრეთ, მათი პოზიცია იქნება გადამწყვეტი ყრილობისთვის, რომელიც გაიმართება ზეგ და ყრილობა ოფიციალურად გააფორმებს ამას, როგორც საქართველოს კანონმდელობით არის დარეგულირებული ეს საკითხი,“- განაცხადა კირკიტაძემ.

როგორც ცნობილია პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. მოქალაქეები არჩევანს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის აკეთებდნენ.

კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"