სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ აღმაშენებლის ძეგლი გადმოიტანონ ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ" - დეპუტატი კალაძეს
"ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ აღმაშენებლის ძეგლი გადმოიტანონ ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ" - დეპუტატი კალაძეს

სამ­წუ­ხა­როდ, ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა რჩე­ბა უდაბ­ნო­სა შინა. ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტ­ში ვერ გა­მო­ი­ნა­ხა 50-70 ათა­სი ლარი, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლი გად­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნას ღირ­სე­ულ ად­გილ­ზე? ყვა­ვი­ლი ვერ მი­ი­ტა­ნა ცნო­ბილ­მა ფრან­გმა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, რომ და­ე­დო ძეგლ­თან,- ამ კი­თხვით მი­მარ­თა ფრაქ­ცია „თბი­ლი­სის“ წევ­რმა ვაჟა ოთა­რაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერს კახა კა­ლა­ძეს, სა­დაც თბი­ლი­სის 2021 წლის ბი­უ­ჯეტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ვაჟა ოთა­რაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა "დიდი წმინ­და­ნი მე­ფის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლის გად­მო­ტა­ნა ღირ­სე­ულ ად­გილ­ზე".

"თქვენს მოხ­სე­ნე­ბა­ში, მე მინ­და გა­ვიხ­სე­ნო გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის სი­ტყვე­ბი: „ყვე­ლა­ფე­რი არის ძალ­ზედ კარ­გად, ყვე­ლა­ფე­რი ძალ­ზედ ცუ­დად არის“. გა­რეგ­ნუ­ლად ასე ჩანს ეს ბი­უ­ჯე­ტი.

რო­დე­საც თქვენ მოხ­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლის გად­მო­ტა­ნის სა­კი­თხი არა­ერთ შეკ­რე­ბა­ზე გა­აჟ­ღე­რეთ, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ტრი­ბუ­ნი­დან, ისე სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა ჩვე­ნი დიდი წმინ­და­ნი მე­ფის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლის გად­მო­ტა­ნა ღირ­სე­ულ ად­გილ­ზე, მი­თუ­მე­ტეს, თქვენ რამ­დენ­ჯერ­მე მოგ­მარ­თათ შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ, 100-ზე მეტი ხელ­მო­წე­რა შე­მო­ვი­და, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბა შე­ად­გი­ნეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ეხე­ბა მე­ლიქ კა­ზა­რი­ან­ცის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ გზა­გამ­ყოფ­ზე ძეგლის გად­მო­ტა­ნას, რო­მე­ლიც მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლით იყო თავ­და­პირ­ვე­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ოთა­რაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ კი­თხვას უპა­სუ­ხა კახა კა­ლა­ძემ და გა­ნა­ცხა­და, რომ „ვერც ერთ ჩემ და­პი­რე­ბას ვერ ნა­ხავთ, სა­დაც მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას დავ­პირ­დი, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლს გა­და­ვი­ტან­დით“.

„თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­ი­თხოვს ამას, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ. თუმ­ცა, დღეს ქა­ლაქ­ში უფრო მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა მოგ­ვა­რე­ბა და მო­წეს­რი­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელი
57

ეგ მაშინ უნდა გეკითხათ,როცა მიშას მანდ გაჰქონდა ანგელოზისფრთიანო ნაცებო

აუუუუ
36

ძაან კაი ადგილზე დგას და გაანებეთ თავი მაგ ძეგლს რაა... ეს ვაჟა ვინაა?! 50000 ისე იძახის გეგონება 50 ლარი იყოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ აღმაშენებლის ძეგლი გადმოიტანონ ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ" - დეპუტატი კალაძეს

"ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ აღმაშენებლის ძეგლი გადმოიტანონ ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ" - დეპუტატი კალაძეს

სამწუხაროდ, ხმა მღაღადებლისა რჩება უდაბნოსა შინა. ქალაქის ბიუჯეტში ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი გადმოტანილი იქნას ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ცნობილმა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ, რომ დაედო ძეგლთან,- ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „თბილისის“ წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, სადაც თბილისის 2021 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

ვაჟა ოთარაშვილი დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება "დიდი წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა ღირსეულ ადგილზე".

"თქვენს მოხსენებაში, მე მინდა გავიხსენო გალაკტიონ ტაბიძის სიტყვები: „ყველაფერი არის ძალზედ კარგად, ყველაფერი ძალზედ ცუდად არის“. გარეგნულად ასე ჩანს ეს ბიუჯეტი.

როდესაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანის საკითხი არაერთ შეკრებაზე გააჟღერეთ, როგორც საარჩევნო ტრიბუნიდან, ისე სხვადასხვა ტელევიზიიდან. რატომ ვერ ხერხდება ჩვენი დიდი წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა ღირსეულ ადგილზე, მითუმეტეს, თქვენ რამდენჯერმე მოგმართათ შემოქმედებითმა ინტელიგენციამ, 100-ზე მეტი ხელმოწერა შემოვიდა, მათ შორის, თბილისის საპატიო მოქალაქეების. არქიტექტორება შეადგინეს პროექტი, რომელიც ეხება მელიქ კაზარიანცის სახლის მიმდებარედ გზაგამყოფზე ძეგლის გადმოტანას, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის სურვილით იყო თავდაპირველად დამტკიცებული“, - განაცხადა ოთარაშვილმა.

აღნიშნულ კითხვას უპასუხა კახა კალაძემ და განაცხადა, რომ „ვერც ერთ ჩემ დაპირებას ვერ ნახავთ, სადაც მე საზოგადოებას დავპირდი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს გადავიტანდით“.

„თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს ამას, შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა, დღეს ქალაქში უფრო მნიშნველოვანი პრობლემები გვაქვს, რომელსაც სჭირდება მოგვარება და მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი