საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე
"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე

ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენტს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში აკ­ლია, ისე­თიც კი, რო­გო­რიც ის არის,- ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცია არა მხო­ლოდ პარ­ლა­მენტს, არა­მედ ზო­გა­დად ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას აკ­ლია. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნას აკ­ლია მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არა ნგრე­ვის­კენ, არა­მედ შე­ნე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი.

"ძა­ლი­ან მოკ­ლედ მინ­და, შე­ვე­ხო პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბულ სუ­რათს. დღე­ვან­დელ სუ­რათს და­აკ­ლდა ოპო­ზი­ცია. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა გიგა ბო­კე­რი­ა­სა და მისი 3%-იანი პარ­ტი­ის ფას­და­უ­დე­ბე­ლი რჩე­ვე­ბი სა­პენ­სიო რე­ფორ­მის გა­უქ­მე­ბას­თან და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტის წარ­მოქ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ღრმად სწამს, რომ სწო­რედ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ჭეშ­მა­რი­ტად პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტია, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის ჭა­ობ­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ამ დარ­ბაზ­ში ის მა­ინც ჩვე­უ­ლი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით და­ი­წყებ­და იმის მტკი­ცე­ბას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას ჩრდი­ლო­ე­თის­კენ მი­ა­ქა­ნებს. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბა რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მიერ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის ჰიმ­ნი. პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა რუ­სუ­ლად ნამ­ღე­რი „თბი­ლი­სო“. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და.

ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა გი­ორ­გი ვა­შა­ძე - აღ­მა­შე­ნებ­ლის მიერ პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი კო­ვი­დტეს­ტი. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრო­პა­გან­და ზუ­რაბ გირ­ჩი -ჯა­ფა­რი­ძის შეს­რუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას „ვაჟ­კა­ცუ­რი“ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მოს­ხმუ­ლი ტოქ­სი­კუ­რი სი­თხე. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა ნატო ჩხე­ი­ძე და ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე - უბ­რა­ლოდ დაგ­ვაკ­ლდა. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის კომ­პე­ტენ­ცია და პა­ტი­ოს­ნე­ბა. ეს ნა­ხევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად, სე­რი­ო­ზუ­ლად კი, უნდა ით­ქვას, რომ სწო­რედ ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ ხოლ­მე მათ პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლის­კენ და ეს მო­წო­დე­ბა ამ ტრი­ბუ­ნი­და­ნაც კი­დევ ერთხელ უნდა გა­ვაჟ­ღე­როთ.

ოპო­ზი­ცია უსა­თუ­ოდ სჭირ­დე­ბა პარ­ლა­მენტს, უფრო მე­ტად კი ოპო­ზი­ცია აკ­ლია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია, მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლი, მაგ­რამ არა ნგრე­ვის­კენ, არა­მედ შე­ნე­ბის­კენ მო­წო­დე­ბუ­ლი, არა კრი­მი­ნა­ლუ­რი, არა­მედ სუფ­თა წარ­სუ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ოპო­ზი­ცია ძა­ლი­ან მალე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
97

ალეკო გეყოლება ელისაშვილი და დატკბი

გელა
108

ნეტავ, მარტო სალომე (სამადაშვილი) გაკლდეს, მეორე სალომე ხომ გყავთ "კომპენსაციისათვის"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე

"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე

ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტში შექმნილი ვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკას აკლია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანას აკლია მწვავე და კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ იქნება მოწოდებული.

"ძალიან მოკლედ მინდა, შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიასა და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდება რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი. პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა.

ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე - აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი -ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე. ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე - უბრალოდ დაგვაკლდა. ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება. ეს ნახევრად სერიოზულად, სერიოზულად კი, უნდა ითქვას, რომ სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და ეს მოწოდება ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ.

ოპოზიცია უსათუოდ სჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას. ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოვა - ვის შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

როგორ ეხმაურება "ოცნებისა" და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი