მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი ჩუქებაა წელს ყველაზე პოპულარული? - საჩუქრების ჩამონათვალი, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ
რისი ჩუქებაა წელს ყველაზე პოპულარული? - საჩუქრების ჩამონათვალი, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ

ახალ წლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა რჩე­ბა, სა­ჩუქ­რე­ბის სამ­ზა­დი­სი კი უკვე და­ი­წყო. თუ უკვე იცით, თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს რა გა­უ­ხარ­დე­ბათ, მა­შინ საქ­მე მარ­ტი­ვად გაქვთ, ხოლო თუ სა­ჩუ­ქა­რი თქვენ უნდა შე­არ­ჩი­ოთ, ამა­ში ჩვე­ნი სტა­ტია და­გეხ­მა­რე­ბათ.

2020 წლის მოვ­ლე­ნებ­მა ცხოვ­რე­ბის სტილ­თან ერ­თად, სა­ჩუქ­რე­ბის ნუს­ხა­ზეც მო­ახ­დი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა - პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ში­ნაო ტან­საც­მლი­სა და სახ­ლის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ჩუ­ქე­ბა.

ქარ­თულ და უცხო­ურ მა­გა­ლი­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვენ შე­ვად­გი­ნეთ სა­ჩუქ­რე­ბის მცი­რე სია, რო­მე­ლიც წელს ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს:

ჰუდი

წელს, ჰუ­დე­ბის ნამ­დვი­ლი ბუ­მია. ზამ­თრის მოს­ვლა­სა და მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლას­თან ერ­თად, მას­ზე მო­თხოვ­ნამ საგ­რძნო­ბად იმა­ტა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­თა უმე­ტე­სო­ბა ჰუ­დებ­ზე ფას­დაკ­ლე­ბებს, მი­ტა­ნი­სა და გა­დაც­ვლის გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებს და სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ას გვთა­ვა­ზობს.

თბი­ლი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რი­ლი ჰუდი ობი­ექ­ტუ­რად იმ­სა­ხუ­რებს სე­ზო­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუქ­რის ტი­ტულს. კომ­ფორ­ტუ­ლი ჰუ­დის მორ­გე­ბას, დი­ვან­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად მო­წყო­ბას და ასე მუ­შა­ო­ბას ზამ­თრის სუსხში ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი სჯობს.

სა­ღა­მუ­რი და სახ­ლის კომ­ფორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი

ჰუ­დის მსგავ­სად, საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი გახ­და ღა­მის სა­მო­სი, რო­მელ­საც უნდა ვა­ღი­ა­როთ, დღი­სი­თაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიც­ვამთ-ხოლ­მე.

თუ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ღა­მუ­რის ყიდ­ვის­გან ძი­რი­თა­დად, თავს ვი­კა­ვებთ, თუმ­ცა ძა­ლი­ან გვინ­და, რომ მო­ვირ­გოთ. თუნ­დაც ამი­ტომ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ღა­მუ­რი და სახ­ლის ფეხ­საც­მე­ლი ად­რე­სა­ტის­თვის შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი წლის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუქ­რა­დაც იქ­ცეს.

უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნე­ბი

უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნე­ბი 2020 წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რია. ორი­გი­ნა­ლი უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნე­ბის ფასი სა­დე­ნი­ან­თან შე­და­რე­ბით 2-3-ჯერ ძვი­რია, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლია და ალ­ბათ, გამ­ძლეც.

მისი ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი ორი­გი­ნალ უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნებს გან­ვა­დე­ბი­თაც გვთა­ვა­ზო­ბენ. თუ ის ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სა­სურ­ვე­ლი აქ­სე­სუ­ა­რია, რა­ტომ არ უნდა გა­ვა­ხა­როთ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ?

თმის უთო-სა­ვარ­ცხე­ლი

თუ სხვა­დას­ხვა სი­ლა­მა­ზის ჯგუფს გა­და­ავ­ლებთ თვალს, მარ­ტი­ვად აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვილს ასე­თი პრაქ­ტი­კუ­ლი ნივ­თის ქონა წარ­მო­ად­გენს. თმის უთო-სა­ვარ­ცხე­ლი რამ­დე­ნი­მე მოძ­რა­ო­ბით ას­წო­რებს ან ახ­ვევს თმას, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­ტა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კი არ წვავს მას.

ამ­გვა­რი სა­ვარ­ცხლის შე­ძე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სხვადსხვა ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ან შეგ­ვიძ­ლია, Amazon.com-დან და სხვა უცხო­უ­რი გვერ­დე­ბი­დან თუნ­დაც გან­ვა­დე­ბით გა­მოვ­წე­როთ. ამ­გვა­რი გან­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად გი­ამ­ბობთ.

გამჭვირ­ვა­ლე ყა­ვის ჭი­ქე­ბი

ზო­გა­დად, ჭურ­ჭლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში Instagram-ს დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი. გამჭვირ­ვა­ლე ჭი­ქა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­დი­საღ­მძვრე­ლი კა­პუ­ჩი­ნო, ლატე ან თუნ­დაც ამე­რი­კა­ნო, მარ­თლაც მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყა­ვის გამჭვირ­ვა­ლე ჭი­ქე­ბი 2020 წლის ტრენ­დია და ამ მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სასმლის მოყ­ვა­რუ­ლებს ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებს.

სამ­კა­უ­ლი

მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, სამ­კა­უ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მა­ინც წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. მისი ჩუ­ქე­ბა სიმ­ბო­ლუ­რი­ცაა, რად­გან არც გაცვდე­ბა და ტექ­ნი­კის მსგავ­სად, გა­ფუ­ჭე­ბის შან­სიც მცი­რეა, შე­სა­ბა­მი­სად, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ჩვენ­გან სახ­სოვ­რად დარ­ჩე­ბა.

შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ, სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ე­ბი საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ველ ფას­დაკ­ლე­ბებს გვთა­ვა­ზო­ბენ, არ­ჩე­ვა­ნი კი დიდი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

და­მე­თან­ხმე­ბით, ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­ჩუქ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ბალ სა­ფა­სო კა­ტე­გო­რი­ა­ში არ გა­დის, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო ბი­უ­ჯე­ტის­თვის ერ­თგვა­რი წნე­ხიც აღ­მოჩ­ნდეს.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მათი რო­გორც ქარ­თულ მა­ღა­ზი­ებ­ში, ისე უცხო­ურ ვებ-გვერ­დებ­ზე გან­ვა­დე­ბით შე­ძე­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ამა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ტოპ|ქარ­დი, რომ­ლის მფლო­ბელ­საც უკვე წი­ნას­წარ აქვს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გან­ვა­დე­ბის ლი­მი­ტი და ნივ­თის შე­ძე­ნი­სას, უბ­რა­ლოდ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით გა­და­იხ­დის. ამ დროსმხო­ლოდ მან იცის, რომ გან­ვა­დე­ბით სარ­გებ­ლობს, არ უწევს ცალ-ცალ­კე გან­ვა­დე­ბებ­ზე რიგ­ში დგო­მა და ლო­დი­ნი.

ტოპ|ქარ­დის ყვე­ლა მფლო­ბე­ლის­თვის 24 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრამ­დე გან­ვა­დე­ბის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ვა­დე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ჩუქ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას უფრო დიდ პე­რი­ოდ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბას შეძ­ლებთ.

მა­გა­ლი­თად, უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნებ­ში ან სამ­კა­ულ­ში ერ­თდრო­უ­ლად 400-500 ლა­რის გა­დახ­დის­გან თუ თავს ვი­კა­ვებთ, შეგ­ვიძ­ლია შე­ვარ­ჩი­ოთ სა­ჩუქ­რე­ბი რე|ბან­კის პარტნი­ორ მა­ღა­ზი­ებ­ში და თან­ხა ნა­წილ-ნა­წილ, ყო­ველ­გვა­რი და­ნა­მა­ტის გა­რე­შე დავ­ფა­როთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

ბინის ჩუქება ყოფილა ყველაზე კარგი 

ზურაბ
0

ავტომობილის ჩუქება ეწყინება ვინმეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რისი ჩუქებაა წელს ყველაზე პოპულარული? - საჩუქრების ჩამონათვალი, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ

რისი ჩუქებაა წელს ყველაზე პოპულარული? - საჩუქრების ჩამონათვალი, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ

ახალ წლამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება, საჩუქრების სამზადისი კი უკვე დაიწყო. თუ უკვე იცით, თქვენს საყვარელ ადამიანებს რა გაუხარდებათ, მაშინ საქმე მარტივად გაქვთ, ხოლო თუ საჩუქარი თქვენ უნდა შეარჩიოთ, ამაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.

2020 წლის მოვლენებმა ცხოვრების სტილთან ერთად, საჩუქრების ნუსხაზეც მოახდინა მნიშვნელოვანი ზეგავლენა - პოპულარული გახდა საშინაო ტანსაცმლისა და სახლის აქსესუარების ჩუქება.

ქართულ და უცხოურ მაგალითებზე დაყრდნობით, ჩვენ შევადგინეთ საჩუქრების მცირე სია, რომელიც წელს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს:

ჰუდი

წელს, ჰუდების ნამდვილი ბუმია. ზამთრის მოსვლასა და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, მასზე მოთხოვნამ საგრძნობად იმატა. ამიტომაცაა, რომ ონლაინ მაღაზიათა უმეტესობა ჰუდებზე ფასდაკლებებს, მიტანისა და გადაცვლის განსაკუთრებულ პირობებს და სხვადასხვა აქციას გვთავაზობს.

თბილი, მაღალი ხარისხის ქსოვილისგან შეკერილი ჰუდი ობიექტურად იმსახურებს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქრის ტიტულს. კომფორტული ჰუდის მორგებას, დივანზე კომფორტულად მოწყობას და ასე მუშაობას ზამთრის სუსხში ნამდვილად არაფერი სჯობს.

საღამური და სახლის კომფორტული ფეხსაცმელი

ჰუდის მსგავსად, საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ღამის სამოსი, რომელსაც უნდა ვაღიაროთ, დღისითაც სიამოვნებით ვიცვამთ-ხოლმე.

თუ შეგიმჩნევიათ, საკუთარი თავისთვის ძვირადღირებული საღამურის ყიდვისგან ძირითადად, თავს ვიკავებთ, თუმცა ძალიან გვინდა, რომ მოვირგოთ. თუნდაც ამიტომ, მაღალი ხარისხის საღამური და სახლის ფეხსაცმელი ადრესატისთვის შეიძლება ახალი წლის საუკეთესო საჩუქრადაც იქცეს.

უსადენო ყურსასმენები

უსადენო ყურსასმენები 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საჩუქარია. ორიგინალი უსადენო ყურსასმენების ფასი სადენიანთან შედარებით 2-3-ჯერ ძვირია, თუმცა გაცილებით პრაქტიკულია და ალბათ, გამძლეც.

მისი ფასიდან გამომდინარე, ტექნიკის მაღაზიები ორიგინალ უსადენო ყურსასმენებს განვადებითაც გვთავაზობენ. თუ ის ჩვენი საყვარელი ადამიანის სასურველი აქსესუარია, რატომ არ უნდა გავახაროთ წინასაახალწლოდ?

თმის უთო-სავარცხელი

თუ სხვადასხვა სილამაზის ჯგუფს გადაავლებთ თვალს, მარტივად აღმოაჩენთ, რომ ქალების უმრავლესობის სურვილს ასეთი პრაქტიკული ნივთის ქონა წარმოადგენს. თმის უთო-სავარცხელი რამდენიმე მოძრაობით ასწორებს ან ახვევს თმას, მაღალი ხარისხის მეტალისგან დამზადებული კი არ წვავს მას.

ამგვარი სავარცხლის შეძენა საქართველოშიც, სხვადსხვა ტექნიკის მაღაზიაშია შესაძლებელი ან შეგვიძლია, Amazon.com-დან და სხვა უცხოური გვერდებიდან თუნდაც განვადებით გამოვწეროთ. ამგვარი განვადების შესახებ დეტალურად გიამბობთ.

გამჭვირვალე ყავის ჭიქები

ზოგადად, ჭურჭლის პოპულარიზაციაში Instagram-ს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გამჭვირვალე ჭიქაში მომზადებული მადისაღმძვრელი კაპუჩინო, ლატე ან თუნდაც ამერიკანო, მართლაც მიმზიდველად გამოიყურება.

შეიძლება ითქვას, რომ ყავის გამჭვირვალე ჭიქები 2020 წლის ტრენდია და ამ მატონიზირებელი სასმლის მოყვარულებს ძალიან გაახარებს.

სამკაული

მიუხედავად პანდემიისა, სამკაული საჩუქრების ჩამონათვალში მაინც წამყვან პოზიციას იკავებს. მისი ჩუქება სიმბოლურიცაა, რადგან არც გაცვდება და ტექნიკის მსგავსად, გაფუჭების შანსიც მცირეა, შესაბამისად, საყვარელ ადამიანს ჩვენგან სახსოვრად დარჩება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და წინასაახალწლოდ, საიუველირო მაღაზიები საკმაოდ მიმზიდველ ფასდაკლებებს გვთავაზობენ, არჩევანი კი დიდი და მრავალფეროვანია.

დამეთანხმებით, ჩამოთვლილი საჩუქრების უმეტესობა დაბალ საფასო კატეგორიაში არ გადის, ამიტომ შეიძლება, ჩვენი საახალწლო ბიუჯეტისთვის ერთგვარი წნეხიც აღმოჩნდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი როგორც ქართულ მაღაზიებში, ისე უცხოურ ვებ-გვერდებზე განვადებით შეძენაც შესაძლებელია.

ამაში დაგვეხმარება ტოპ|ქარდი, რომლის მფლობელსაც უკვე წინასწარ აქვს დამტკიცებული განვადების ლიმიტი და ნივთის შეძენისას, უბრალოდ პლასტიკური ბარათით გადაიხდის. ამ დროსმხოლოდ მან იცის, რომ განვადებით სარგებლობს, არ უწევს ცალ-ცალკე განვადებებზე რიგში დგომა და ლოდინი.

ტოპ|ქარდის ყველა მფლობელისთვის 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე განვადების გაორმაგებული ვადები ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩუქრების ღირებულებას უფრო დიდ პერიოდზე გადანაწილებას შეძლებთ.

მაგალითად, უსადენო ყურსასმენებში ან სამკაულში ერთდროულად 400-500 ლარის გადახდისგან თუ თავს ვიკავებთ, შეგვიძლია შევარჩიოთ საჩუქრები რე|ბანკის პარტნიორ მაღაზიებში და თანხა ნაწილ-ნაწილ, ყოველგვარი დანამატის გარეშე დავფაროთ.

გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები სტიპენდიას აწესებენ პანდემიისგან დაზარალებული ავტორების მხარდასაჭერად

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები