სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია" - თამარ გაბუნია
"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია" - თამარ გაბუნია

მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი დის­კუ­სია, რათა ის ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვა, იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­სა და აშშ-ს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ცდი­ლობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე და­ი­წყოს ვაქ­ცი­ნა­ცია.

„მას შემ­დეგ, რაც რე­ა­ლუ­რად გა­მო­იკ­ვე­თა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ გა­ნი­სა­ზღვროს კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნე­ბი, მათი ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნის გზე­ბი, ასე­ვე სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი. დღეს გა­ი­მარ­თა კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა ბა­ტონ პრე­მი­ერ­თან, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ექ­სპერ­ტე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი დის­კუ­სია ამ სა­კი­თხზე, რათა ის ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვა, იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი, რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე მიმ­ღებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, უსაფრ­თხო, ხა­რის­ხი­ა­ნი. კი­დევ ვე­ლო­დე­ბით აღი­ა­რე­ბას იმ ქვეყ­ნე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ზე ადრე და­ი­წყე­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს და ესე­ნია ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი და აშშ, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ ჩვენ უკვე ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე და­ი­წყოს ვაქ­ცი­ნა­ცია იმ ვაქ­ცი­ნით, რომ­ლის შე­ძე­ნაც მო­ხერ­ხდე­ბა COVAX-ის პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, ან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბით, რა­ზე­დაც დღეს ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მი­დის მსჯე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

ვაქცინაციას რომ დაიწყებთ იცით, რ ა გვერდითი მოვლენები აქვს მას, თუ საექსპერიმენტოდ იყენებთ ხალხს?

მემე
1

ყველაფერს აკეთებნ ჩვენი ჯარნთლეობისთვის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია" - თამარ გაბუნია

"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია" - თამარ გაბუნია

მიმდინარეობს აქტიური დისკუსია, რათა ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს მაქსიმალურად მისაღები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, პრემიერ-მინისტრისა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს გამოცდილებაზე დაყრდნობით ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია.

„მას შემდეგ, რაც რეალურად გამოიკვეთა ვაქცინაციის დაწყების პერსპექტივა, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ განისაზღვროს კანდიდატი ვაქცინები, მათი ქვეყანაში შემოტანის გზები, ასევე სამიზნე ჯგუფები. დღეს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ბატონ პრემიერთან, რომელშიც მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველი, ექსპერტები. მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ამ საკითხზე, რათა ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს მაქსიმალურად მისაღები, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე მიმღებლობის თვალსაზრისით, უსაფრთხო, ხარისხიანი. კიდევ ველოდებით აღიარებას იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ჩვენზე ადრე დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს და ესენია ევროპის ქვეყნები და აშშ, საიდანაც შემდეგ ჩვენ უკვე ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ ვცდილობთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომლის შეძენაც მოხერხდება COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, ან ალტერნატიული გზებით, რაზედაც დღეს ასევე აქტიურად მიდის მსჯელობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აქცია "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად - რა ვითარებაა "ექსპო ჯორჯიასთან"?

საქართველოში კორონავირუსის 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 23 პაციენტი - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

"წამალს ვერ ნიშნავენ, არ იციან რა დაალევინონ... საშინელი ტკივილები აქვს, ვერ დადის" - 20 წლის მარიამს, რომელსაც დიაგნოზს ვერ უსვამენ, დახმარება ესაჭიროება