პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება,  პანდემიის მეორე და მესამე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“ - გიორგი ფხაკაძე
"თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება,  პანდემიის მეორე და მესამე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“ - გიორგი ფხაკაძე

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას უკვე თით­ქმის ერთი წე­ლია ებ­რძვის. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იზ­რდე­ბა, თუმ­ცა და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბია COVID 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის მხრივ - მა­გა­ლი­თად, Pfizer-ის ვაქ­ცი­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე და­ი­წყო. პრო­ფე­სო­რი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ლის მრჩე­ვე­ლი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, გი­ორ­გი ფხა­კა­ძე მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის, ვაქ­ცი­ნე­ბის და კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა.

- სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო ორმა კვი­რამ გვაჩ­ვე­ნა, რომ არ გვის­წავ­ლია ჩვე­ნი­ვე შეც­დო­მებ­ზე, რო­მე­ლიც უკვე თით­ქმის ერთი წე­ლი­წა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვაგ­რო­ვეთ - აქ ლა­პა­რა­კი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ არის. მსოფ­ლი­ოს არ უს­წავ­ლია, თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. პირ­ველ რიგ­ში, არ გვის­წავ­ლია ის, რომ ვირუ­სი "შტე­რი“, "უჭ­კუ­ოა“, ჩვენ კი, ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი, რო­მელ­თაც ტვი­ნი გვაქვს, ვერ ვე­რე­ვით ამ "უჭ­კუო“ და "სუ­ლელ“ ვირუსს, რომ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი გამ­რავ­ლე­ბაა.

ყვე­ლა იძა­ხის, ან ვირუ­სი მომ­კლავს, ან უფუ­ლო­ბაო, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ ერთი მე­ო­რე­ზე გა­დაბ­მუ­ლი არ არის, ანუ ლა­პა­რა­კი იმა­ზეა, რომ თუ ჩვენ ქვე­ყა­ნა არ ჩავ­კე­ტეთ და ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კე­ბი ნა­ად­რე­ვად გავ­ხსე­ნით, შე­დე­გე­ბი უფრო სა­ვა­ლა­ლო იქ­ნე­ბა. ვნა­ხეთ, რა მოხ­და გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც მხო­ლოდ წერ­ტი­ლო­ვა­ნი ჩა­კეტვე­ბი იყო და შე­დე­გი ისაა, რომ ან­გე­ლა მერ­კე­ლი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ გერ­მა­ნია იკე­ტე­ბა. წერ­ტი­ლო­ვან­მა ჩა­კეტვებ­მა არ გა­ა­მარ­თლა. ამ ვირუსს პას­პორ­ტი არ აქვს, ჭკუა არ აქვს, მან არ იცის შა­ბა­თი-კვი­რა, შობა და ახა­ლი წელი, მისი ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცი­აა, ნა­ხოს ადა­მი­ა­ნი და გამ­რავ­ლდეს. ვი­ცით, რომ ვირუ­სის გამ­რავ­ლე­ბის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტაა, რისი ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაც 2-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია და პირ­ბა­დის ტა­რე­ბაა. თუ მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ორ მი­ნი­მა­ლურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ვერ იცავს, მა­შინ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი არ მუ­შა­ობს და ქვე­ყა­ნა­ში მთლი­ა­ნი ჩა­კეტ­ვაა სა­ჭი­რო. ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხია, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნია და ია­პო­ნია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჩვენ ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. სა­ქარ­თვე­ლოც, სამ­წუ­ხა­როდ, არ სწავ­ლობს ამ შეც­დო­მებ­ზე, ვფიქ­რობ, რომ აქ ნა­წი­ლობ­რი­ვი და ე.წ. წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო და არის შეც­დო­მა. ვირუ­სი სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში გაგ­ვე­პა­რა და ქვე­ყა­ნა­ში წერ­ტი­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თა­ვი­სი ძლი­ე­რი აღ­სრუ­ლე­ბით სექ­ტემ­ბერ­ში უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც არ მომ­ხდა­რა. ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში გვჭირ­დე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი, ტო­ტა­ლუ­რი ჩა­კეტ­ვა სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა ეს ვირუ­სი შე­ვა­ჩე­როთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლე.

- თქვენ რამ­დენ­ჯერ­მე გქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან. რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ე­ცით ამ შეხ­ვედ­რე­ბის დროს და რამ­დე­ნად იქნა ისი­ნი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

- არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა მქონ­და, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და მის კა­ბი­ნეტ­თან, სხვა მი­ნის­ტრებ­თან, ასე­ვე, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან. ჩემი პო­ზი­ცია ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რი იყო, აპ­რი­ლის შემ­დეგ პო­ზი­ცია არას­დროს შე­მიც­ვლია. როცა პირ­ვე­ლად მკი­თხეს, მა­ში­ნაც და შემ­დე­გაც სულ ერ­თსა და იმა­ვეს ვამ­ბობ­დი: "ჩა­კე­ტეთ ქვე­ყა­ნა“. ჩვენ არ ვართ ისე­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ამ ვირუსს წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბით ვებ­რძო­ლოთ. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის: ჩა­კე­ტე, მო­კა­ლი გავ­რცე­ლე­ბა და მერე აკონ­ტრო­ლე იქ, სა­დაც გა­მო­გე­პა­რე­ბა, იქ შე­იძ­ლე­ბა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად, თუ გა­მო­გე­პა­რა ვირუ­სი ბა­თუმ­ში, ჩა­კე­ტე ბა­თუ­მი, გა­მო­გე­პა­რა რა­ჭა­ში, ჩა­კე­ტე რაჭა და ა.შ. ასე რომ, წერ­ტი­ლო­ვა­ნი ჩა­კეტვე­ბი, რო­მე­ლიც ახ­ლაა შე­მო­ღე­ბუ­ლი და ად­რეც იყო, არა­ე­ფექ­ტუ­რია, რაც გა­ვუ­ზი­ა­რე რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ასე­ვე ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს. ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80% შეს­რულ­და, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ შე­ას­რუ­ლეს, რად­გან ამ­ბობ­დნენ, ეკო­ნო­მი­კუ­რად და სო­ცი­ა­ლუ­რად მა­გას ვერ ვი­ზამ­თო. ეს შეც­დო­მაა: იმი­ტომ ხართ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, იმი­ტომ ხართ ეკო­ნო­მის­ტე­ბი, რომ ეს 20% მო­აგ­ვა­როთ. მე არ ვარ ეკო­ნო­მის­ტი და ფი­ნან­სის­ტი. ვარ ექი­მი, პირ­ველ რიგ­ში, გა­ნათ­ლე­ბით ქი­რურ­გი ვარ და და­ვუშ­ვათ, პა­ცი­ენ­ტი მო­ვი­და ჩემ­თან, რო­მელ­საც ვე­უბ­ნე­ბი, რომ აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცი­აა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ახლა კი მე­უბ­ნე­ბა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, ოპე­რა­ცია არ უნდა, პა­რა­ცე­ტა­მო­ლი მი­ე­ციო. მარ­ტი­ვი შე­კი­თხვა მაქვს: ვი­ნაა აქ სწო­რი? პო­ლი­ტი­კო­სი, ეკო­ნო­მის­ტი თუ ექი­მი, ვისი აზრი უნდა იქ­ნას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი? მე გე­უბ­ნე­ბით, რომ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში ნიშ­ნავს ქვეყ­ნის 3-კვი­რი­ან მთლი­ან ჩა­კეტ­ვას.

- ახლა უკვე ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ახალ წელს და იმას, რომ გა­და­წყდეს, შემ­სუ­ბუქ­დე­ბა თუ არა დრო­ე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბი. ე.ი., თქვენ ამას მკაც­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით?

- ეს ჩემი მო­საზ­რე­ბა არ არის, ეს მეც­ნი­ე­რე­ბის მო­საზ­რე­ბაა, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­საზ­რე­ბაა, ეს ექ­სპერ­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბაა. ფხა­კა­ძე ამ­ბობს მარ­ტო იმას, რაც არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფაქ­ტებ­ზე, რე­ა­ლო­ბა­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ჩემი აკა­დე­მი­უ­რი მო­საზ­რე­ბა ასე­თია - ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ არ და­ვუშ­ვათ ქვეყ­ნის გახ­სნა. პი­რი­ქით, ქვე­ყა­ნა არის კი­დევ უფრო მკაც­რად ჩა­სა­კე­ტი 3 კვი­რით. მე რომ მქონ­დეს უფ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნას იან­ვრის ბო­ლომ­დე სა­ერ­თოდ არ გავ­ხსნი­დი.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ და­მა­ტე­ბით შე­ზღუდ­ვებს გუ­ლის­ხმობთ, თქვე­ნი აზ­რით, რა არის ისე­თი, რაც ახლა გახ­სნი­ლია და რე­ა­ლუ­რად, შე­სა­ზღუ­დია?

- პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს რო­გორც იყო ქვე­ყა­ნა ჩა­კე­ტი­ლი, ახ­ლაც ისე უნდა ჩა­ი­კე­ტოს. ჩვენ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, ვი­ცით, ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, გა­კეთ­დეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გვახ­სოვს. ვირუსს არ აინ­ტე­რე­სებს, ვინ ხართ; ხართ მდი­და­რი თუ ღა­რი­ბი; ბიზ­ნეს­მე­ნი თუ მუშა; მთა­ვა­რი ექი­მი თუ ექთა­ნი...

- ვაქ­ცი­ნის თე­მა­ზე რომ გა­და­ვი­დეთ, ამ თვალ­საზ­რი­სით და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი გვაქვს. ვაქ­ცი­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე რას ფიქ­რობთ, რო­გორ ხე­დავთ მო­მა­ვალ თვე­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და რო­დის­თვის ელით, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი?

- ამ­ჟა­მად 154 ვაქ­ცი­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც პრეკ­ლი­ნი­კურ კვლე­ვებს გა­დის, რაც ნიშ­ნავს, რომ კვლე­ვე­ბი ცხო­ვე­ლებ­ზე ტარ­დე­ბა და ნელ-ნელა მივ­დი­ვართ წინ. ასე­ვე და­ახ­ლო­ე­ბით 21 ვაქ­ცი­ნაა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ფა­ზა­შია, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე ატა­რე­ბენ და აკ­ვირ­დე­ბი­ან, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ეს კან­დი­და­ტე­ბი. 13 კან­დი­და­ტი მე­ო­რე ფა­ზა­შია, რაც ნიშ­ნავს, რომ კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი, ამას და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 თვე სჭირ­დე­ბა - მე­ო­რე ფა­ზა­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან, არის თუ არა ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო და ასე­ვე, ეფექ­ტუ­რი, ანუ ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რამ­დე­ნად კარ­გად მუ­შა­ობს; მე­სა­მე, ბოლო ფა­ზა­ში უკვე 10-15 000, ან შე­იძ­ლე­ბა, 30 000 ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩარ­თუ­ლი, რაც ორ ჯგუ­ფა­დაა გა­ყო­ფი­ლი, მა­გა­ლი­თად, 15 000 ადა­მი­ანს აძ­ლე­ვენ ვაქ­ცი­ნას, 15 000 ადა­მი­ანს კი - არა და უყუ­რე­ბენ, თუ რა ეფექ­ტი აქვს ამ ვაქ­ცი­ნას. ასე­თი მსოფ­ლი­ო­ში 10 ვაქ­ცი­ნაა, მათ შო­რის Pfizer, Astrazeneca, Johnson & Johnson, რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა, ავ­სტრა­ლი­უ­რი ვაქ­ცი­ნა, ჩი­ნუ­რი სამი ვაქ­ცი­ნა და ა.შ. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ვაქ­ცი­ნე­ბი­დან არც ერთს გა­უვ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა, რაც ნიშ­ნავს, რომ მე­სა­მე ფაზა არც ერთს და­უმ­თავ­რე­ბია ბო­ლომ­დე - ყვე­ლა ან და­სა­წყის­შია, ან შუ­ა­ში, ან ბო­ლო­ში, მაგ­რამ დამ­თავ­რე­ბუ­ლი არც ერთს აქვს. იმის თქმა მინ­და, რომ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში არც ერთი ვაქ­ცი­ნაა აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც 100%-ით უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ასე­თი პან­დე­მი­აა, რო­მე­ლიც სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დო­ნემ­დეა ასუ­ლი, შვიდ­მა ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზო­გი­ერთ ვაქ­ცი­ნა­ზე, რო­მე­ლიც მე­სა­მე ფა­ზა­შია, თუმ­ცა მათი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. რად­გა­ნაც კლი­ნი­კურ­მა კვლე­ვებ­მა უკვე გვიჩ­ვე­ნა, რომ ისი­ნი უსაფრ­თხოა (ეფექ­ტუ­რო­ბა ჯერ ბო­ლომ­დე არ ვი­ცით და კი­დევ ზოგი კლი­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი გა­სარ­კვე­ვია) და ამ­ჟა­მად გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, თქვეს, რომ ჯობს, და­ვი­წყოთ ამ ვაქ­ცი­ნე­ბით მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია. ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტი­ზას, გარ­და მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი­სა, არა­ვის ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს ინ­ფორ­მა­ცია ენა­ხა. მე­ო­რე მო­მენ­ტია, რომ უკვე ვი­ცით, რომ მა­გა­ლი­თად, Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა 16 წლის ქვე­ვით ბავ­შვე­ბის­თვის, ასე­ვე, ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბის­თვის და ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დაშ­ვე­ბუ­ლი არ არის. ანუ ვაქ­ცი­ნა­ცია კი და­ი­წყო, მაგ­რამ აქაც ძა­ლი­ან ბევ­რი დათ­ქმაა, ვი­ნა­ი­დან ეს ვაქ­ცი­ნა ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი არაა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, ახლა ის­რა­ე­ლი მი­ი­ღებს, რუ­სეთ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო თა­ვის ვაქ­ცი­ნა­ზე და ასე მო­იქ­ცა ჩი­ნე­თიც. ანუ ძი­რი­თა­დად, გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ჯან­დაც­ვის კუ­თხით ეს ვაქ­ცი­ნე­ბი მთლად ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი არ არის, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არაა, ფიქ­რო­ბენ, რომ იქ­ნებ, ეს იყოს გა­მო­სა­ვა­ლი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არც ერთ ფარ­მა­კომ­პა­ნი­ას არ შე­უ­ტა­ნია გა­ნა­ცხა­დი. ეს ნიშ­ნავს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ ვაქ­ცი­ნას არ გა­უვ­ლია ბო­ლომ­დე მთლი­ა­ნი, ადეკ­ვა­ტუ­რი კვლე­ვა, სა­დაც იტყვი­ან, რომ ეს ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი ვაქ­ცი­ნა არ გა­და­სუ­ლა მე­ო­თხე ფა­ზა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო იმე­დია, მი­ი­ღებს ვაქ­ცი­ნას COVAX-იდან, რაც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და "გა­ვის“ ვაქ­ცი­ნე­ბის ალი­ან­სის ერ­თობ­ლი­ვი პლატ­ფორ­მაა, სა­ი­და­ნაც კი­დევ ბევ­რი სხვა, და­ახ­ლო­ე­ბით 180 ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს ვაქ­ცი­ნას. იქაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ მხო­ლოდ ის ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­ვი­დეს ქვეყ­ნებ­ში, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნახ­მად იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი. დღეს ასე­თი არც ერთი არ არის, რად­გან ამ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ ჯერ ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­წო­დე­ბუ­ლი არ გვაქვს. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო არ და­უშ­ვებს იმ შეც­დო­მას, რომ ფარ­მა­კომ­პა­ნი­ებ­თან ცალ­კე, და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყონ სა­უ­ბა­რი და ცალ­კე შე­მო­ი­ტა­ნონ ვაქ­ცი­ნე­ბი - ეს არას­წო­რიი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ იქ­ნე­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

- ჩვენ უკვე COVID 19-ის პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღას ვებ­რძვით. რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი უკვე მე­სა­მე ტალ­ღა?

- აკა­დე­მი­უ­რი მო­საზ­რე­ბით, მა­თე­მა­ტი­კუ­რი გათ­ვლე­ბის მი­ხედ­ვით, წე­სით მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ტალ­ღის პიკი და­ახ­ლო­ე­ბით ნო­ემ­ბრის ბო­ლოს უნდა ყო­ფი­ლი­ყო, შემ­დეგ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო ქვე­ვით და მე­სა­მე ტალ­ღა აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში იქ­ნე­ბო­და - ასე­თი იყო კალ­კუ­ლა­ცია. მე­სა­მე ტალ­ღა ძა­ლი­ან "მჩა­ტე“, არაძ­ლი­ე­რი ტალ­ღა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი აი­რია, რად­გან ქვეყ­ნებ­მა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლეს, ყვე­ლა იღებს წერ­ტი­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ალაგ-ალაგ... შე­ხე­დეთ, რა ხდე­ბა ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში: სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რუ­სეთ­სა და თურ­ქეთ­ში - ყვე­ლა ჩვენს მე­ზო­ბელს სხვა­დას­ხვა სტრა­ტე­გია აქვს. ყვე­ლას რომ ვირუს­თან ბრძო­ლის ერ­თნა­ი­რი სტრა­ტე­გია ჰქო­ნო­და, უფრო მო­ვი­გებ­დით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ვერ ვი­ღებთ ერ­თი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა­საც პო­ლი­ტი­კუ­რი და ასე­ვე, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­ზე­ზი აქვს, ეს გა­ი­წე­ლა და იმის მა­გივ­რად, რომ იმა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში პიკი ნო­ემ­ბრის მე­ო­რე კვი­რა­ში ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, ეს პიკი გაგ­რძელ­დე­ბა და თუ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ ჩა­ი­კე­ტე­ბა, მე­ო­რე და მე­სა­მე ტალ­ღა გა­დაბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა. ვირუ­სი ხომ უნდა შე­ჩერ­დეს? თუ არ შე­ა­ჩე­რე, ტალ­ღა თვი­თონ არ მთავ­რდე­ბა - ვირუ­სი მხო­ლოდ იმის შემ­დეგ მცირ­დე­ბა, რაც ზო­მებს ვი­ღებთ. თუ ვირუ­სი აუშ­ვი, მო­სახ­ლე­ო­ბის 70-80% და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა და შემ­დეგ შემ­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი უნდა და­ინ­ფი­ცირ­დეს?! ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, რომ ჩვენ ამ გზით წა­ვი­დეთ.

ამას­თა­ნა­ვე, უკვე წა­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა. პა­ცი­ენ­ტებ­ში რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა ხში­რი არ არის, მაგ­რამ მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან წა­მო­ვი­და ეს ცნო­ბე­ბი, რო­გორც ვიცი, უკვე თქვეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ფიქ­სირ­და ამის მა­გა­ლი­თე­ბი. სა­შიშ­რო­ე­ბაა, რომ მე­სა­მე ტალ­ღის დროს ეკო­ნო­მი­კუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, იმუ­ნუ­რად გა­მო­ფი­ტუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით. ზო­გა­და­დაც, იმუ­ნუ­რი კუ­თხით ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე გა­მო­ფი­ტუ­ლი აპ­რილ­შია, ზამ­თრის გა­და­ტა­ნის დროს ვი­ტა­მი­ნე­ბი არ გვაქვს და შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ფი­ტუ­ლია. ამას ემა­ტე­ბა სტრე­სუ­ლი და დეპ­რე­სი­უ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნა მთელს მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით, რაც ასე­ვე მოქ­მე­დებს ჩვენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე; ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ჭარ­ბად გვაქვს, გამ­ძაფ­რდე­ბა, რად­გან ხალ­ხმა მათ თა­ვის დრო­ზე ვერ მი­ხე­და და ისი­ნი მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბი გახ­დე­ბა; ამას ისიც და­ე­მა­ტე­ბა, რომ ხე­ლახ­ლა რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დეს მათი, ვინც კო­ვი­დი უკვე გა­და­ი­ტა­ნა, თუნ­დაც უსიმპტო­მოდ. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს შე­დე­გი რომ ავი­ცი­ლოთ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მე­ო­რე ტალ­ღას მივ­ხე­დოთ და მე­სა­მე ტალ­ღის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ მე ვერ ვხე­დავ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ მე­სა­მეს კი არა, მე­ო­რე ტალ­ღას ვერ ვუმკლავ­დე­ბით და მე აღარ ვამ­ბობ, რომ მე­ო­თხე ტალ­ღის­თვი­საც უნდა ვი­ყოთ მზად, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში იქ­ნე­ბა. ამის­თვის მთე­ლი რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა ახლა უნდა და­ი­წყოს. თუნ­დაც, თუ იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის მზად ვართ? ეს ისე არ იქ­ნე­ბა, რომ ერთ თვე­ში მოხ­დეს. მზა­დე­ბაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ამის­თვის არ გვცა­ლია, რად­გან დრო არ გვაქვს, ენერ­გი­აც არ გვაქვს და მე მგო­ნი, ფუ­ლიც აღარ გვექ­ნე­ბა მალე. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია, მივ­ხე­დოთ ჩვენს საქ­მეს, ახლა ქვე­ყა­ნა ჩავ­კე­ტოთ, რათა სი­ცო­ცხლე­ე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. თუ ვი­ღაც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნად ფიქ­რობს, ის მერე უფრო მძი­მე გა­და­სა­ხადს იხ­დის. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ, რო­მე­ლიც ნა­ად­რე­ვად გა­ისხნა, მწა­რე გა­და­სა­ხა­დი გა­და­ი­ხა­და, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე - ჯან­დაც­ვის კუ­თხით.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
24

გააჩუმეთ ეს კაცი,ნუ აპანიკებს ხალხს!!

გიორგი
15
ეგეთი მრჩევლები მედიცინის დარგში, და სხვა და სხვა დარგებში, გაეროს მდივანს და მის მოადგილეებს გყავთ არა თუ ასეულობით,არამენდ ათასეულობით, და არც იცნობენ მათ! ნუ გადაგვაყოლა ამ “გენიოსმა” ქართველმა თავის “პლანეტარული მაშტაბის” პროფესიონალიზმს! ამბობს და წერს იმას, რაც მასზე არანაკლებად(თუ უკეთესად არა!), იცის ყველა ნორმალურმა ქართველმა ექიმმა, რომლებიც საქართველოში ებრძვიან კოვიდ-ვირუსს!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება,  პანდემიის მეორე და მესამე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“ - გიორგი ფხაკაძე

"თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება,  პანდემიის მეორე და მესამე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“ - გიორგი ფხაკაძე

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას უკვე თითქმის ერთი წელია ებრძვის. დაინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, თუმცა დამაიმედებელი სიახლეებია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მხრივ - მაგალითად, Pfizer-ის ვაქცინით ადამიანების ვაქცინაცია უკვე დაიწყო. პროფესორი, გაეროს გენერალური მდივლის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე მსოფლიოსა და საქართველოში პანდემიური ვითარების, ვაქცინების და კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრება.

- სამწუხაროდ, ბოლო ორმა კვირამ გვაჩვენა, რომ არ გვისწავლია ჩვენივე შეცდომებზე, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელიწადის განმავლობაში დავაგროვეთ - აქ ლაპარაკი მხოლოდ საქართველოზე არ არის. მსოფლიოს არ უსწავლია, თუ რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, არ გვისწავლია ის, რომ ვირუსი "შტერი“, "უჭკუოა“, ჩვენ კი, ჭკვიანი ხალხი, რომელთაც ტვინი გვაქვს, ვერ ვერევით ამ "უჭკუო“ და "სულელ“ ვირუსს, რომლის პრაქტიკულად, ერთადერთი ინტერესი გამრავლებაა.

ყველა იძახის, ან ვირუსი მომკლავს, ან უფულობაო, მაგრამ ვხედავთ, რომ ერთი მეორეზე გადაბმული არ არის, ანუ ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ ჩვენ ქვეყანა არ ჩავკეტეთ და ჩვენი ეკონომიკები ნაადრევად გავხსენით, შედეგები უფრო სავალალო იქნება. ვნახეთ, რა მოხდა გერმანიაში, სადაც მხოლოდ წერტილოვანი ჩაკეტვები იყო და შედეგი ისაა, რომ ანგელა მერკელი გამოვიდა და თქვა, რომ გერმანია იკეტება. წერტილოვანმა ჩაკეტვებმა არ გაამართლა. ამ ვირუსს პასპორტი არ აქვს, ჭკუა არ აქვს, მან არ იცის შაბათი-კვირა, შობა და ახალი წელი, მისი ერთადერთი ფუნქციაა, ნახოს ადამიანი და გამრავლდეს. ვიცით, რომ ვირუსის გამრავლების შემაჩერებელი ჯაჭვის გაწყვეტაა, რისი ერთადერთი საშუალებაც 2-მეტრიანი დისტანცია და პირბადის ტარებაა. თუ მოსახლეობა ამ ორ მინიმალურ მოთხოვნილებას ვერ იცავს, მაშინ წერტილოვანი შეზღუდვები არ მუშაობს და ქვეყანაში მთლიანი ჩაკეტვაა საჭირო. ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელიც უფრო განვითარებული, უფრო მოწესრიგებული და წესრიგის მოყვარული ხალხია, მაგალითად, გერმანია და იაპონია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საქართველოც, სამწუხაროდ, არ სწავლობს ამ შეცდომებზე, ვფიქრობ, რომ აქ ნაწილობრივი და ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები იყო და არის შეცდომა. ვირუსი სექტემბრის დასაწყისში გაგვეპარა და ქვეყანაში წერტილოვანი ღონისძიებები თავისი ძლიერი აღსრულებით სექტემბერში უნდა განხორციელებულიყო, რაც არ მომხდარა. ახლა საქართველოში გვჭირდება მთელი ქვეყნის აბსოლუტური, ტოტალური ჩაკეტვა სამი კვირის განმავლობაში, რათა ეს ვირუსი შევაჩეროთ და გადავარჩინოთ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე.

- თქვენ რამდენჯერმე გქონდათ საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია, ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან. რა რეკომენდაციები გაეცით ამ შეხვედრების დროს და რამდენად იქნა ისინი გათვალისწინებული?

- არაერთი შეხვედრა მქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრთან და მის კაბინეტთან, სხვა მინისტრებთან, ასევე, ჯანდაცვის მინისტრთან. ჩემი პოზიცია ყოველთვის ერთნაირი იყო, აპრილის შემდეგ პოზიცია არასდროს შემიცვლია. როცა პირველად მკითხეს, მაშინაც და შემდეგაც სულ ერთსა და იმავეს ვამბობდი: "ჩაკეტეთ ქვეყანა“. ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, სადაც შეიძლება, ამ ვირუსს წერტილოვანი შეზღუდვებით ვებრძოლოთ. ერთადერთი გამოსავალი არის: ჩაკეტე, მოკალი გავრცელება და მერე აკონტროლე იქ, სადაც გამოგეპარება, იქ შეიძლება წერტილოვანი შეზღუდვები. მაგალითად, თუ გამოგეპარა ვირუსი ბათუმში, ჩაკეტე ბათუმი, გამოგეპარა რაჭაში, ჩაკეტე რაჭა და ა.შ. ასე რომ, წერტილოვანი ჩაკეტვები, რომელიც ახლაა შემოღებული და ადრეც იყო, არაეფექტურია, რაც გავუზიარე როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე ჯანდაცვის მინისტრს. ჩემი რეკომენდაციების დაახლოებით 80% შესრულდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეასრულეს, რადგან ამბობდნენ, ეკონომიკურად და სოციალურად მაგას ვერ ვიზამთო. ეს შეცდომაა: იმიტომ ხართ პოლიტიკოსები, იმიტომ ხართ ეკონომისტები, რომ ეს 20% მოაგვაროთ. მე არ ვარ ეკონომისტი და ფინანსისტი. ვარ ექიმი, პირველ რიგში, განათლებით ქირურგი ვარ და დავუშვათ, პაციენტი მოვიდა ჩემთან, რომელსაც ვეუბნები, რომ აპენდიციტის ოპერაციაა გასაკეთებელი, ახლა კი მეუბნება ფინანსთა მინისტრი, ოპერაცია არ უნდა, პარაცეტამოლი მიეციო. მარტივი შეკითხვა მაქვს: ვინაა აქ სწორი? პოლიტიკოსი, ეკონომისტი თუ ექიმი, ვისი აზრი უნდა იქნას გათვალისწინებული? მე გეუბნებით, რომ არის გასაკეთებელი ქირურგიული ოპერაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს ქვეყნის 3-კვირიან მთლიან ჩაკეტვას.

- ახლა უკვე ვუახლოვდებით ახალ წელს და იმას, რომ გადაწყდეს, შემსუბუქდება თუ არა დროებით შეზღუდვები. ე.ი., თქვენ ამას მკაცრად ეწინააღმდეგებით?

- ეს ჩემი მოსაზრება არ არის, ეს მეცნიერების მოსაზრებაა, ეს მტკიცებულებების მოსაზრებაა, ეს ექსპერტული მოსაზრებაა. ფხაკაძე ამბობს მარტო იმას, რაც არის დაფუძნებული ფაქტებზე, რეალობაზე, მეცნიერებასა და ჩემი აკადემიური მოსაზრება ასეთია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის გახსნა. პირიქით, ქვეყანა არის კიდევ უფრო მკაცრად ჩასაკეტი 3 კვირით. მე რომ მქონდეს უფლება, ქვეყანას იანვრის ბოლომდე საერთოდ არ გავხსნიდი.

- კონკრეტულად როგორ დამატებით შეზღუდვებს გულისხმობთ, თქვენი აზრით, რა არის ისეთი, რაც ახლა გახსნილია და რეალურად, შესაზღუდია?

- პირველი ტალღის დროს როგორც იყო ქვეყანა ჩაკეტილი, ახლაც ისე უნდა ჩაიკეტოს. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, ვიცით, ეს როგორ შეიძლება, გაკეთდეს, ეს ყველაფერი გვახსოვს. ვირუსს არ აინტერესებს, ვინ ხართ; ხართ მდიდარი თუ ღარიბი; ბიზნესმენი თუ მუშა; მთავარი ექიმი თუ ექთანი...

- ვაქცინის თემაზე რომ გადავიდეთ, ამ თვალსაზრისით დამაიმედებელი სიახლეები გვაქვს. ვაქცინების პერსპექტივებზე რას ფიქრობთ, როგორ ხედავთ მომავალ თვეებს ამ მიმართულებით და როდისთვის ელით, რომ ვაქცინები საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი?

- ამჟამად 154 ვაქცინაა მსოფლიოში, რომელიც პრეკლინიკურ კვლევებს გადის, რაც ნიშნავს, რომ კვლევები ცხოველებზე ტარდება და ნელ-ნელა მივდივართ წინ. ასევე დაახლოებით 21 ვაქცინაა, რომელიც პირველი კლინიკური კვლევის ფაზაშია, მცირე რაოდენობის ადამიანებზე ატარებენ და აკვირდებიან, რამდენად უსაფრთხოა ეს კანდიდატები. 13 კანდიდატი მეორე ფაზაშია, რაც ნიშნავს, რომ კლინიკურ კვლევებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული, ამას დაახლოებით 7-8 თვე სჭირდება - მეორე ფაზაში აკვირდებიან, არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და ასევე, ეფექტური, ანუ ვირუსის საწინააღმდეგოდ რამდენად კარგად მუშაობს; მესამე, ბოლო ფაზაში უკვე 10-15 000, ან შეიძლება, 30 000 ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული, რაც ორ ჯგუფადაა გაყოფილი, მაგალითად, 15 000 ადამიანს აძლევენ ვაქცინას, 15 000 ადამიანს კი - არა და უყურებენ, თუ რა ეფექტი აქვს ამ ვაქცინას. ასეთი მსოფლიოში 10 ვაქცინაა, მათ შორის Pfizer, Astrazeneca, Johnson & Johnson, რუსული ვაქცინა, ავსტრალიური ვაქცინა, ჩინური სამი ვაქცინა და ა.შ. ჯერჯერობით ამ ვაქცინებიდან არც ერთს გაუვლია ყველა საჭირო კლინიკური კვლევა, რაც ნიშნავს, რომ მესამე ფაზა არც ერთს დაუმთავრებია ბოლომდე - ყველა ან დასაწყისშია, ან შუაში, ან ბოლოში, მაგრამ დამთავრებული არც ერთს აქვს. იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოში არც ერთი ვაქცინაა აღიარებული, როგორც 100%-ით უსაფრთხო და ეფექტური. თუმცა, ვინაიდან ასეთი პანდემიაა, რომელიც საომარი მდგომარეობის დონემდეა ასული, შვიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთ ვაქცინაზე, რომელიც მესამე ფაზაშია, თუმცა მათი კლინიკური კვლევები არ დამთავრებულა. რადგანაც კლინიკურმა კვლევებმა უკვე გვიჩვენა, რომ ისინი უსაფრთხოა (ეფექტურობა ჯერ ბოლომდე არ ვიცით და კიდევ ზოგი კლინიკური საკითხები გასარკვევია) და ამჟამად გადაუდებელი სიტუაციაა, თქვეს, რომ ჯობს, დავიწყოთ ამ ვაქცინებით მასიური ვაქცინაცია. ჯერჯერობით არც ერთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას, გარდა მარეგულირებლებისა, არავის ჰქონდა საშუალება, ეს ინფორმაცია ენახა. მეორე მომენტია, რომ უკვე ვიცით, რომ მაგალითად, Pfizer-ის ვაქცინა 16 წლის ქვევით ბავშვებისთვის, ასევე, ფეხმძიმე ქალებისთვის და ალერგიული ადამიანებისთვის დაშვებული არ არის. ანუ ვაქცინაცია კი დაიწყო, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი დათქმაა, ვინაიდან ეს ვაქცინა ბოლომდე შესწავლილი არაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო შეერთებულმა შტატებმა, ახლა ისრაელი მიიღებს, რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო თავის ვაქცინაზე და ასე მოიქცა ჩინეთიც. ანუ ძირითადად, გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან ჯანდაცვის კუთხით ეს ვაქცინები მთლად ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ვინაიდან სხვა გამოსავალი არაა, ფიქრობენ, რომ იქნებ, ეს იყოს გამოსავალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არც ერთ ფარმაკომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არც ერთ ვაქცინას არ გაუვლია ბოლომდე მთლიანი, ადეკვატური კვლევა, სადაც იტყვიან, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა არ გადასულა მეოთხე ფაზაზე.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველო იმედია, მიიღებს ვაქცინას COVAX-იდან, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და "გავის“ ვაქცინების ალიანსის ერთობლივი პლატფორმაა, საიდანაც კიდევ ბევრი სხვა, დაახლოებით 180 ქვეყანა მიიღებს ვაქცინას. იქაც გადაწყვეტილება ისე იქნება მიღებული, რომ მხოლოდ ის ვაქცინები შემოვიდეს ქვეყნებში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად იქნება უსაფრთხო და ეფექტური. დღეს ასეთი არც ერთი არ არის, რადგან ამ კომპანიების მიერ ჯერ ეს ინფორმაცია მოწოდებული არ გვაქვს. ვფიქრობ, საქართველო უსაფრთხო ვაქცინას მიიღებს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველო არ დაუშვებს იმ შეცდომას, რომ ფარმაკომპანიებთან ცალკე, დამოუკიდებლად დაიწყონ საუბარი და ცალკე შემოიტანონ ვაქცინები - ეს არასწორიი ნაბიჯი იქნება. ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული.

- ჩვენ უკვე COVID 19-ის პანდემიის მეორე ტალღას ვებრძვით. რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება მისი უკვე მესამე ტალღა?

- აკადემიური მოსაზრებით, მათემატიკური გათვლების მიხედვით, წესით მსოფლიოში მეორე ტალღის პიკი დაახლოებით ნოემბრის ბოლოს უნდა ყოფილიყო, შემდეგ უნდა ჩამოსულიყო ქვევით და მესამე ტალღა აპრილის დასაწყისში იქნებოდა - ასეთი იყო კალკულაცია. მესამე ტალღა ძალიან "მჩატე“, არაძლიერი ტალღა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ყველაფერი აირია, რადგან ქვეყნებმა კოორდინირებულად გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს, ყველა იღებს წერტილოვან გადაწყვეტილებას, ალაგ-ალაგ... შეხედეთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში: სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში - ყველა ჩვენს მეზობელს სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ყველას რომ ვირუსთან ბრძოლის ერთნაირი სტრატეგია ჰქონოდა, უფრო მოვიგებდით, მაგრამ ვინაიდან ვერ ვიღებთ ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც პოლიტიკური და ასევე, ეკონომიკური მიზეზი აქვს, ეს გაიწელა და იმის მაგივრად, რომ იმავე საქართველოში პიკი ნოემბრის მეორე კვირაში ყოფილიყო, ალბათ, ეს პიკი გაგრძელდება და თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება, მეორე და მესამე ტალღა გადაბმული იქნება. ვირუსი ხომ უნდა შეჩერდეს? თუ არ შეაჩერე, ტალღა თვითონ არ მთავრდება - ვირუსი მხოლოდ იმის შემდეგ მცირდება, რაც ზომებს ვიღებთ. თუ ვირუსი აუშვი, მოსახლეობის 70-80% დაინფიცირდება და შემდეგ შემცირდება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი უნდა დაინფიცირდეს?! ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ ამ გზით წავიდეთ.

ამასთანავე, უკვე წამოვიდა ინფორმაცია, რომ რეინფიცირება ხდება. პაციენტებში რეინფიცირება ხშირი არ არის, მაგრამ მთელი მსოფლიოდან წამოვიდა ეს ცნობები, როგორც ვიცი, უკვე თქვეს, რომ საქართველოშიც დაფიქსირდა ამის მაგალითები. საშიშროებაა, რომ მესამე ტალღის დროს ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად, იმუნურად გამოფიტულები ვიქნებით. ზოგადადაც, იმუნური კუთხით ადამიანი ყველაზე გამოფიტული აპრილშია, ზამთრის გადატანის დროს ვიტამინები არ გვაქვს და შემდეგ ორგანიზმი გამოფიტულია. ამას ემატება სტრესული და დეპრესიული მძიმე მდგომარეობა, ეკონომიკური ვარდნა მთელს მსოფლიოში საქართველოს ჩათვლით, რაც ასევე მოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე; ამას ემატება ისიც, რომ ქრონიკული დაავადებები, რაც საქართველოში ძალიან ჭარბად გვაქვს, გამძაფრდება, რადგან ხალხმა მათ თავის დროზე ვერ მიხედა და ისინი მწვავე დაავადებები გახდება; ამას ისიც დაემატება, რომ ხელახლა რეინფიცირება მოხდეს მათი, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა, თუნდაც უსიმპტომოდ. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ძალიან მძიმე.

შესაბამისად, ეს შედეგი რომ ავიცილოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეორე ტალღას მივხედოთ და მესამე ტალღისთვის მომზადებულები ვიყოთ, რასაც სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ჩვენ მესამეს კი არა, მეორე ტალღას ვერ ვუმკლავდებით და მე აღარ ვამბობ, რომ მეოთხე ტალღისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომელიც მომავალ სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. ამისთვის მთელი რესურსების მომზადება ახლა უნდა დაიწყოს. თუნდაც, თუ იქნება ვაქცინაცია, ვაქცინაციისთვის მზად ვართ? ეს ისე არ იქნება, რომ ერთ თვეში მოხდეს. მზადებაა საჭირო, მაგრამ ამისთვის არ გვცალია, რადგან დრო არ გვაქვს, ენერგიაც არ გვაქვს და მე მგონი, ფულიც აღარ გვექნება მალე. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალია, მივხედოთ ჩვენს საქმეს, ახლა ქვეყანა ჩავკეტოთ, რათა სიცოცხლეები გადავარჩინოთ. თუ ვიღაც მოკლევადიანად ფიქრობს, ის მერე უფრო მძიმე გადასახადს იხდის. მსოფლიოში ყველა ქვეყანამ, რომელიც ნაადრევად გაისხნა, მწარე გადასახადი გადაიხადა, როგორც ეკონომიკური, ასევე - ჯანდაცვის კუთხით.

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე

მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა