სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში
ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში

ე.წ. და­ვით გა­რე­ჯის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ი­კი­თხა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­შიც და­უ­დას­ტუ­რეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უცხო ქვეყ­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ი­კი­თხა.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის ექ­სპერ­ტე­ბის მიერ, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის შე­თან­ხმე­ბი­სას მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და რე­ლე­ვან­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის იგ­ნო­რი­რე­ბა და მათ­თვის გვერ­დის ავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზი­ა­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, სხვა ქვე­ყა­ნებ­ში მო­ი­ძია და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა, მათ შო­რის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­შე. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­მო­კი­თხვა“ ,- გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააააავა
23

კაააარგი მამულისშვილი

ვახო
4

ოჯახებში რომ ბრუნდებით ოჯახის წევრებს რომ უყურებთ არაფრის არ გრცხვენიათ? ღამე კარგად გძინავთ?

ავტორი:

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში

ე.წ. დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაშიც დაუდასტურეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუმარტეს, ირაკლი ღარიბაშვილი უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა თავდაცვის მინისტრის გამოკითხვა“ ,- განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

"ბიჭი შეყვარებულთან მიდიოდა... თურმე ეგონა ზურგში მუშტი დაარტყეს, არადა, დანა დაურტყამს" - 21 წლის ბიჭს ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი დაესხა თავს: რა მოხდა გლდანში?

ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ - რას აცხადებენ შსს-ში