მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგიერთი რუს კომუნისტ მაღალჩინოსანს არ მოსწონდა ისეთი საბჭოთა საჭადრაკო ნაკრები, რომელშიც მხოლოდ ქართველი ქალები შედიოდნენ“ - The washington post
"ზოგიერთი რუს კომუნისტ მაღალჩინოსანს არ მოსწონდა ისეთი საბჭოთა საჭადრაკო ნაკრები, რომელშიც მხოლოდ ქართველი ქალები შედიოდნენ“ - The washington post

"ქარ­თვე­ლი დე­დოფ­ლე­ბის გამ­ბი­ტი" - რას წერს "ვა­შინგტონ პოს­ტი“ ქარ­თველ მო­ჭად­რა­კე­ებ­ზე?

აშშ-ის გა­ზეთ "ვა­შინგტონ პოს­ტის“ («The washington post ») 13 დე­კემ­ბრის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ჭად­რაკ­ში მე­ფობ­დნენ - ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ცდი­ლობს "დე­დოფ­ლის გამ­ბი­ტის“ დი­დე­ბას მი­აღ­წი­ოს". პუბ­ლი­კა­ცია ქარ­თუ­ლი ჭად­რა­კის წარ­სულ დი­დე­ბას (გან­სა­კუთ­რე­ბით ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს) და დღე­ვან­დე­ლო­ბას ეხე­ბა.

გა­მო­ცე­მა წერს 17 წლის კატო ფი­ფი­ა­ზე, რო­მელ­მაც გა­ი­მარ­ჯვა 2020 წელს მოს­წავ­ლე­თა შო­რის გა­მარ­თულ ონ­ლა­ინ-ჭარ­და­კის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში. მას­ში მსოფ­ლი­ოს 37 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

კატო ფი­ფია

"ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჭად­რა­კო არე­ნა­ზე თა­ვი­სი მცი­რე "წო­ნის“ მი­უ­ხე­და­ვად, უმაღ­ლეს გა­მარ­ჯვე­ბებს აღ­წევ­და. ქარ­თველ ქა­ლებს კი გზა გა­უკ­ვა­ლა მათ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა, რომ­ლის აღ­მაფ­რე­ნას სა­ჭად­რა­კო ოლიმპზე, ცივი ომის დროს, ერ­თგვა­რი პა­რა­ლე­ლე­ბი აქვს სე­რი­ალ "დე­დოფ­ლის ლა­ზი­ე­რის“ გა­მო­გო­ნილ გმი­რის ბეტ ჰარ­მო­ნის თა­მაშ­თან. ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ის­ტო­რი­ა­ში 1978 წელს შე­ვი­და, როცა მან, პირ­ველ­მა ქალ­მა მსოფ­ლი­ო­ში დი­დოს­ტა­ტის ("გროს­მე­ის­ტე­რის“) წო­დე­ბა მი­ი­ღო. დღეს იგი 79 წლი­საა და ჯერ კი­დევ მო­ნა­წი­ლე­ობს ტურ­ნი­რებ­ში - 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში მან გა­ი­მარ­ჯვა 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალ­თა შო­რის (ბუ­ქა­რეს­ტში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში) და თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბით მა­გა­ლითს აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდებს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქალი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­დეს და ვარ­სკვლა­ვის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში, რომ­ლის ავ­ტო­რია ინა ლა­ზა­რე­ვა.

"ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ გახ­და ცნო­ბი­ლი მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დი­დოს­ტა­ტის ტი­ტუ­ლით: როცა იგი მა­მას­თან ერ­თად მა­ტა­რებ­ლით მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და, ყო­ველ სად­გურ­ზე უამ­რა­ვი ხალ­ხი გროვ­დე­ბო­და, რათა მის­თვის ხელი ჩა­მო­ერ­თმი­ათ და უბ­რა­ლოდ, თვა­ლით მა­ინც შე­ე­ხე­დათ.

"მა­მა­ჩემ­მა იმ­დენ ხალ­ხში ფეხ­საც­მე­ლიც კი და­კარ­გა“, - ღი­მი­ლით ამ­ბობს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღეს თბი­ლის­ში ისევ იმ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც მას საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აჩუ­ქა.

"ნონა პირ­ვე­ლი ქალი იყო, რო­მელ­მაც ქალ­თა ჭად­რა­კი მა­მა­კა­ცე­ბის დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნა“, - ამ­ბობს ყო­ფი­ლი იუ­გოს­ლა­ვე­ლი სა­ჭად­რა­კო ვარ­სკვლა­ვი, ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ლუნ­კა ლა­ზა­რე­ვი­ჩი მიმ­დი­ნა­რე წელს გა­მო­სულ ფილმში "დი­დე­ბა დე­დო­ფალს“, რო­მე­ლიც ქარ­თველ მო­ჭად­რა­კე ქა­ლებს ეხე­ბა, - მისი წარ­მა­ტე­ბა მარსზე და იუ­პი­ტერ­ზე დაშ­ვე­ბას ჰგავ­და, იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო მა­ნამ­დე“.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ქარ­თველ მო­ჭად­რა­კე ქალ­თა მო­რი­გი ტალ­ღის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი იყო, მათ შო­რის ნანა ალექ­სან­დრი­ი­სათ­ვის, რო­მელ­მაც სამ­ჯერ მო­ი­გო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტი 20 წლამ­დე ასა­კის ქალ­თა შო­რის და სხვა ტი­ტუ­ლებს შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო "ქალი-გროს­მა­ის­ტე­რის“ წო­დე­ბაც მი­ი­ღო.

კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა ქალ­მა, მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძემ, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან­ვე აღ­მერ­თებ­და ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს, თა­ვის სა­თაყ­ვა­ნე­ბელ ადა­მი­ანს 1978 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი "ჩა­მო­არ­თვა“ და ჩემ­პი­ო­ნო­ბას 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­და. მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე მე­ო­რე ქარ­თვე­ლი ქალი მო­ჭად­რა­კეა, რო­მე­ლიც ასე­ვე დი­დოს­ტა­ტი გახ­და (დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ოს 37 ვაჟ­თა შო­რის ქალი-დი­დოს­ტა­ტი­დან ხუთი ქარ­თვე­ლია).

ჩვენ ჭად­რა­კის თა­მა­ში სის­ხლში გვაქვს გამ­ჯდა­რი“, - ამ­ბობს სო­ფიო ნი­კო­ლა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სტა­ტი­ის ავ­ტორ­თან სა­უბ­რი­სას, ვე­რის პარკში მდე­ბა­რე ჭად­რა­კის სა­სახ­ლე­ში ყოფ­ნის დროს.

დარ­ბა­ზი, რო­მელ­შიც საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის პირ­და­პირ სა­ზურ­გი­ა­ნი სკა­მე­ბი დგას, მნახ­ველს აო­ცებს თა­ვი­სი კონ­სტრუქ­ცი­ით, რო­მე­ლიც ჰა­ერ­ში და­კი­დე­ბულ ჭად­რა­კის და­ფას მოგ­ვა­გო­ნებს. ეს ძა­ლი­ან ჰგავს იმას, რა­ზე­დაც ბეტ ჰარ­მო­ნის გმი­რი - ობო­ლი გო­გო­ნა თა­ვის წარ­მოდ­გე­ნებ­ში ოც­ნე­ბობ­და ფილმში "დე­დოფ­ლის გამ­ბი­ტი“.

სო­ფიო ნი­კო­ლა­ძის თქმით, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი­სათ­ვის ჭად­რა­კის თა­მა­ში, თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი სვლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სა­და­გე­ბუ­ლია. ამის მი­ზე­ზი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­შია: ქვე­ყა­ნას ყო­ვე­ლი მხრი­დან მტე­რი თავს ეს­ხმო­და. "ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის მხარ­დამ­ხარ იბ­რძოდ­ნენ“, - ამ­ბობს სო­ფიო ნი­კო­ლა­ძე, ჭად­რა­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოს­ტა­ტი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეროვ­ნულ გუნდში თა­მა­შობ­და, - ეს ჩვე­ნი ხა­სი­ა­თის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მო­და ხოლ­მე“.

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და დი­დე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში - "ოქ­როს სა­უ­კუ­ნედ“ ცნო­ბილ პე­რი­ოდ­ში - ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ქალი იყო და მას სა­ხე­ლად თა­მა­რი ერ­ქვა. დე­დო­ფა­ლი "მე­ფის“ ტი­ტულს ატა­რებ­და. წარ­სულ­ში არ­სე­ბობ­და ტრა­დი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­პა­ტარ­ძლოს მზი­თევ­ში ჭად­რა­კი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ცივი ომის ეპო­ქა­ში ჭარ­და­კი გე­ო­პო­ლი­ტი­კურ დატ­ვით­ვა­საც ატა­რებ­და. სა­ჭად­რა­კო-პო­ლი­ტი­კურ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ თა­ვის პიკს 1972 წელს მი­აღ­წია, როცა ამე­რი­კელ­მა ბობი ფი­შერ­მა მარ­ჯვედ მო­უ­გო რუს საბ­ჭო­თა მო­ჭად­რა­კეს ბო­რის სპასკს და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც მი­ი­ღო. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი ხში­რად ეწე­ო­და ქარ­თვე­ლე­ბი­სა და სხვა არა­რუ­სი ხალ­ხე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ას: "ზო­გი­ერ­თი რუს კო­მუ­ნისტ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს არ მოს­წონ­და ისე­თი საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის და­ნახ­ვა, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ“, - ამ­ბობს ნანა ალექ­სან­დრია.

1978 წელს კრემ­ლი სწო­რედ იმ მო­მენ­ტში ჩა­ე­რია, როცა საბ­ჭო­თა ქა­ლე­ბის ქარ­თულ გუნდს ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში (არ­გენ­ტი­ნა) და­გეგ­მილ სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და­ში უნდა ეთა­მა­შა.

"ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში თვითმფრი­ნა­ვის გაფ­რე­ნამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე ქარ­თუ­ლი გუნ­დის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა წევ­რი ნანა იო­სე­ლი­ა­ნი საბ­ჭო­თა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა რუსი მო­თა­მა­შით შეც­ვა­ლეს“, - ამ­ბობს ნანა ალექ­სან­დრია, - როცა ასე­თი ფაქ­ტი გაფ­რე­ნამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე ხდე­ბა, ეს მრავ­ლის­მე­ტყვე­ლია“.

ნანა ლა­ექ­სან­დრია და მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე

ანა­ლო­გი­უ­რი მცდე­ლო­ბა იყო 1980 წელს მალ­ტის ოლიმ­პი­ა­და­ზე გამ­გზავ­რე­ბის დრო­საც: "მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის მეს­ვე­უ­რე­ბი მოს­კოვ­ში ჩა­მოფ­რინ­დნენ და საქ­მე­ში ჩა­ე­რი­ენ. ქარ­თველ ქალ­თა გუნდში ცვლი­ლე­ბა აღარ მომ­ხდა­რა“.

სამ­შობ­ლო­ში ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ქა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დნენ. "იმ დროს - 1970-1980-იან წლებ­ში - თით­ქმის ყვე­ლა ახ­ლად­და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას ნო­ნას, მა­ი­ას და ნა­ნას არ­ქმევ­დნენ, ჩვე­ნი ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ“, - გან­მარ­ტავს ნანა ძაგ­ნი­ძე, რო­მელ­საც მა­მამ სა­ხე­ლი ნანა ალექ­სან­დრი­ას პა­ტი­ვის­ცე­მის მიზ­ნით და­არ­ქვა. ნანა ძაგ­ნი­ძე ჭად­რა­კის დი­დოს­ტა­ტი 2008 წელს გახ­და.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ჭად­რა­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ დამ­დგარ რთულ წლებ­ში გა­ი­ზარ­და, როცა ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ელექტრო­დენს დღე­ში მხო­ლოდ ოთხ სა­ათს იღებ­და, ირ­გვლივ დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი, ხალ­ხს ქრო­ნი­კუ­ლად არ ჰყოფ­ნი­და საკ­ვე­ბი, ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი.

ნანა იო­სე­ლი­ა­ნი

"მახ­სოვს, სახ­ლში სან­თლის შუქ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი წიგ­ნებს და ჭად­რაკს ვთა­მა­შობ­დი“, - მიყ­ვე­ბა 33 წლის ნინო ბა­ცი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში ქალ­თა შო­რის. მან დი­დოს­ტა­ტის ტი­ტუ­ლი სულ ბო­ლოს მი­ი­ღო, 2018 წელს.

იმ რთულ წლებ­ში ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ჭად­რა­კე­ებს ისე ვე­ღარ ეხ­მა­რე­ბო­და, რო­გორც ეს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და: "18 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ჭად­რა­კო ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ვი­წყე. დავ­დი­ო­დი ჩემი ბარ­გით, წიგ­ნე­ბით, სხვე­ბი კი სა­ჭად­რა­კო პარ­ტი­ე­ბის ანა­ლი­ზი­სათ­ვის კომ­პი­უ­ტე­რებს იყე­ნებ­დნენ“, - ამ­ბობს ნინო ბა­ცი­აშ­ვი­ლი.

მიმ­დი­ნა­რე წელს კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ქარ­თველ­მა მო­ჭად­რა­კე­ებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს. "მო­ჭად­რა­კე იმით ცხოვ­რობს, რომ ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და იმარ­ჯვებს, ამ წელს კი მხო­ლოდ ორი ტურ­ნი­რი ცა­ტარ­და. ეს არა­საკ­მა­რი­სია სა­მო­მავ­ლო ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის“, - ამ­ბობს ნინო ხო­მე­რი­კი, 22 წლის მო­ჭად­რა­კე, რო­მელ­მაც დი­დოს­ტა­ტის წო­დე­ბის მი­ღე­ბი­სათ­ვის რე­ი­ტინგს 2019 წელს მი­აღ­წია.

სა­ნამ მსოფ­ლი­ო­ში "კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს, თბი­ლი­სის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ჭად­რა­კის სა­სახ­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ჭად­რა­კო სა­ა­თე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ. დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც ადრე მა­ყუ­რებ­ლე­ბით იყო გა­დატ­ვირ­თუ­ლი, დღეს ცა­რი­ე­ლია. პლა­კა­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მო­ჭად­რა­კე სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, ახლა გა­ხუ­ნე­ბუ­ლი და დამ­ტვე­რი­ლია.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად ტურ­ნი­რებ­ში ვერ მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ იმე­დი აქვს, რომ მალე სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა, ნორ­მა­ლუ­რი დრო დად­გე­ბა და ტურ­ნი­რე­ბიც ჩა­ტარ­დე­ბა.

"ჭად­რა­კი ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბაა“, - ამ­ბობს იგი. მას ყვე­ლა თა­მა­ში კარ­გად ახ­სოვს - დი­დოს­ტა­ტებ­თა­ნაც და მო­ხა­ლი­სე მო­თა­მა­შე­ებ­თა­ნაც, მათ შო­რის სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­მარ­თულ ტურ­ნირ­ზე მიწ­ვე­ვის დროს. "ამ დროს ადა­მი­ა­ნის ეროვ­ნე­ბას და სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბით ენერ­გია მე­მა­ტე­ბა და ყვე­ლა­ფერს ვი­ვი­წყებ“. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Yurii
462

ქალთა ჭადრაკი ძლიერი იყო საქართველოში. ვაშინგტონ პოსტი კარგს და მართალს რას დაწერს. ამერიკული გებელსის პროპაგანდა.ყველაზე მეტი კომუნისტი ერთ სულ მოსახლეზე, ქართველები იყვნენ.

zaza
96

რომ არა აშშ ჩარევა, ქართველი ქალებით არ დაკომლექტებოდა საჭადრაკო საბჭოთა ნაკრები, მეთორმეტე საუკუნის ქართველთა წარმატებულ სახელმწიფოს შექმნაშიც აშშ - ს დიდი წვლილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ზოგიერთი რუს კომუნისტ მაღალჩინოსანს არ მოსწონდა ისეთი საბჭოთა საჭადრაკო ნაკრები, რომელშიც მხოლოდ ქართველი ქალები შედიოდნენ“ - The washington post

"ზოგიერთი რუს კომუნისტ მაღალჩინოსანს არ მოსწონდა ისეთი საბჭოთა საჭადრაკო ნაკრები, რომელშიც მხოლოდ ქართველი ქალები შედიოდნენ“ - The washington post

"ქართველი დედოფლების გამბიტი" - რას წერს "ვაშინგტონ პოსტი“ ქართველ მოჭადრაკეებზე?

აშშ-ის გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის“ («The washington post ») 13 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ქართველი ქალები საბჭოთა პერიოდში ჭადრაკში მეფობდნენ - ახალგაზრდა თაობა ცდილობს "დედოფლის გამბიტის“ დიდებას მიაღწიოს". პუბლიკაცია ქართული ჭადრაკის წარსულ დიდებას (განსაკუთრებით ნონა გაფრინდაშვილს) და დღევანდელობას ეხება.

გამოცემა წერს 17 წლის კატო ფიფიაზე, რომელმაც გაიმარჯვა 2020 წელს მოსწავლეთა შორის გამართულ ონლაინ-ჭარდაკის მსოფლიო ჩემპიონატში. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კატო ფიფია

"ათწლეულების განმავლობაში პატარა საქართველო საერთაშორისო საჭადრაკო არენაზე თავისი მცირე "წონის“ მიუხედავად, უმაღლეს გამარჯვებებს აღწევდა. ქართველ ქალებს კი გზა გაუკვალა მათმა თანამემამულემ ნონა გაფრინდაშვილმა, რომლის აღმაფრენას საჭადრაკო ოლიმპზე, ცივი ომის დროს, ერთგვარი პარალელები აქვს სერიალ "დედოფლის ლაზიერის“ გამოგონილ გმირის ბეტ ჰარმონის თამაშთან. ნონა გაფრინდაშვილი ისტორიაში 1978 წელს შევიდა, როცა მან, პირველმა ქალმა მსოფლიოში დიდოსტატის ("გროსმეისტერის“) წოდება მიიღო. დღეს იგი 79 წლისაა და ჯერ კიდევ მონაწილეობს ტურნირებში - 2019 წლის ნოემბერში მან გაიმარჯვა 65 წელს გადაცილებული ქალთა შორის (ბუქარესტში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში) და თავისი წარმატებებით მაგალითს აძლევს საქართველოს ახალგაზრდებს, თუ როგორ შეიძლება ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდეს და ვარსკვლავის სტატუსი მიიღოს“, - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორია ინა ლაზარევა.

"ნონა გაფრინდაშვილი იხსენებს, თუ როგორ გახდა ცნობილი მთელ საბჭოთა კავშირში დიდოსტატის ტიტულით: როცა იგი მამასთან ერთად მატარებლით მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდა, ყოველ სადგურზე უამრავი ხალხი გროვდებოდა, რათა მისთვის ხელი ჩამოერთმიათ და უბრალოდ, თვალით მაინც შეეხედათ.

"მამაჩემმა იმდენ ხალხში ფეხსაცმელიც კი დაკარგა“, - ღიმილით ამბობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც დღეს თბილისში ისევ იმ ბინაში ცხოვრობს, რომელიც მას საბჭოთა ხელისუფლებამ აჩუქა.

"ნონა პირველი ქალი იყო, რომელმაც ქალთა ჭადრაკი მამაკაცების დონეზე აიყვანა“, - ამბობს ყოფილი იუგოსლაველი საჭადრაკო ვარსკვლავი, ჟურნალისტი მილუნკა ლაზარევიჩი მიმდინარე წელს გამოსულ ფილმში "დიდება დედოფალს“, რომელიც ქართველ მოჭადრაკე ქალებს ეხება, - მისი წარმატება მარსზე და იუპიტერზე დაშვებას ჰგავდა, იმდენად წარმოუდგენელი იყო მანამდე“.

ნონა გაფრინდაშვილი ქართველ მოჭადრაკე ქალთა მორიგი ტალღის სულისჩამდგმელი იყო, მათ შორის ნანა ალექსანდრიისათვის, რომელმაც სამჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ქალთა შორის და სხვა ტიტულებს შორის, საერთაშორისო "ქალი-გროსმაისტერის“ წოდებაც მიიღო.

კიდევ ერთმა ქართველმა ქალმა, მაია ჩიბურდანიძემ, რომელიც ბავშვობიდანვე აღმერთებდა ნონა გაფრინდაშვილს, თავის სათაყვანებელ ადამიანს 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული "ჩამოართვა“ და ჩემპიონობას 13 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. მაია ჩიბურდანიძე მეორე ქართველი ქალი მოჭადრაკეა, რომელიც ასევე დიდოსტატი გახდა (დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 37 ვაჟთა შორის ქალი-დიდოსტატიდან ხუთი ქართველია).

ჩვენ ჭადრაკის თამაში სისხლში გვაქვს გამჯდარი“, - ამბობს სოფიო ნიკოლაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, სტატიის ავტორთან საუბრისას, ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ყოფნის დროს.

დარბაზი, რომელშიც საბჭოთა პერიოდის პირდაპირ საზურგიანი სკამები დგას, მნახველს აოცებს თავისი კონსტრუქციით, რომელიც ჰაერში დაკიდებულ ჭადრაკის დაფას მოგვაგონებს. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაზედაც ბეტ ჰარმონის გმირი - ობოლი გოგონა თავის წარმოდგენებში ოცნებობდა ფილმში "დედოფლის გამბიტი“.

სოფიო ნიკოლაძის თქმით, ქართველი ქალებისათვის ჭადრაკის თამაში, თავისი სტრატეგიული სვლებით, განსაკუთრებით მისადაგებულია. ამის მიზეზი საქართველოს ისტორიაშია: ქვეყანას ყოველი მხრიდან მტერი თავს ესხმოდა. "ქალები მამაკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ“, - ამბობს სოფიო ნიკოლაძე, ჭადრაკის საერთაშორისო ოსტატი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშობდა, - ეს ჩვენი ხასიათის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ხოლმე“.

საქართველოს ყველაზე ცნობილი და დიდებული მმართველი, რომელიც ქვეყანას მე-12 საუკუნეში - "ოქროს საუკუნედ“ ცნობილ პერიოდში - ხელმძღვანელობდა, ქალი იყო და მას სახელად თამარი ერქვა. დედოფალი "მეფის“ ტიტულს ატარებდა. წარსულში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვით, საპატარძლოს მზითევში ჭადრაკი აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

ცივი ომის ეპოქაში ჭარდაკი გეოპოლიტიკურ დატვითვასაც ატარებდა. საჭადრაკო-პოლიტიკურმა დაძაბულობამ თავის პიკს 1972 წელს მიაღწია, როცა ამერიკელმა ბობი ფიშერმა მარჯვედ მოუგო რუს საბჭოთა მოჭადრაკეს ბორის სპასკს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მიიღო. საბჭოთა კავშირში სახელმწიფო აპარატი ხშირად ეწეოდა ქართველებისა და სხვა არარუსი ხალხების დისკრიმინაციას: "ზოგიერთი რუს კომუნისტ მაღალჩინოსანს არ მოსწონდა ისეთი საბჭოთა ნაკრების დანახვა, რომელშიც მხოლოდ ქართველი ქალები შედიოდნენ“, - ამბობს ნანა ალექსანდრია.

1978 წელს კრემლი სწორედ იმ მომენტში ჩაერია, როცა საბჭოთა ქალების ქართულ გუნდს ბუენოს-აირესში (არგენტინა) დაგეგმილ საჭადრაკო ოლიმპიადაში უნდა ეთამაშა.

"ბუენოს-აირესში თვითმფრინავის გაფრენამდე ერთი საათით ადრე ქართული გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ნანა იოსელიანი საბჭოთა ოფიციალურმა პირებმა რუსი მოთამაშით შეცვალეს“, - ამბობს ნანა ალექსანდრია, - როცა ასეთი ფაქტი გაფრენამდე ერთი საათით ადრე ხდება, ეს მრავლისმეტყველია“.

ნანა ლაექსანდრია და მაია ჩიბურდანიძე

ანალოგიური მცდელობა იყო 1980 წელს მალტის ოლიმპიადაზე გამგზავრების დროსაც: "მაგრამ საქართველოს სპორტის მესვეურები მოსკოვში ჩამოფრინდნენ და საქმეში ჩაერიენ. ქართველ ქალთა გუნდში ცვლილება აღარ მომხდარა“.

სამშობლოში ქართველი მოჭადრაკე ქალები ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ადამიანები გახდნენ. "იმ დროს - 1970-1980-იან წლებში - თითქმის ყველა ახლადდაბადებულ გოგონას ნონას, მაიას და ნანას არქმევდნენ, ჩვენი ცნობილი ქალების საპატივსაცემოდ“, - განმარტავს ნანა ძაგნიძე, რომელსაც მამამ სახელი ნანა ალექსანდრიას პატივისცემის მიზნით დაარქვა. ნანა ძაგნიძე ჭადრაკის დიდოსტატი 2008 წელს გახდა.

ამჟამად საქართველოს სახელით ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირებზე ახალგაზრდა ქართველი ქალები მონაწილეობენ. ზოგიერთი მათგანი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამდგარ რთულ წლებში გაიზარდა, როცა ადამიანთა უმრავლესობა ელექტროდენს დღეში მხოლოდ ოთხ საათს იღებდა, ირგვლივ დამნაშავეობა იყო გამეფებული, ხალხს ქრონიკულად არ ჰყოფნიდა საკვები, ქვეყანა სამოქალაქო ომის ცეცხლში იყო გახვეული.

ნანა იოსელიანი

"მახსოვს, სახლში სანთლის შუქზე ვკითხულობდი წიგნებს და ჭადრაკს ვთამაშობდი“, - მიყვება 33 წლის ნინო ბაციაშვილი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მან დიდოსტატის ტიტული სულ ბოლოს მიიღო, 2018 წელს.

იმ რთულ წლებში ქვეყნის ხელისუფლება მოჭადრაკეებს ისე ვეღარ ეხმარებოდა, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა: "18 წლის ვიყავი, როცა საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობა დავიწყე. დავდიოდი ჩემი ბარგით, წიგნებით, სხვები კი საჭადრაკო პარტიების ანალიზისათვის კომპიუტერებს იყენებდნენ“, - ამბობს ნინო ბაციაშვილი.

მიმდინარე წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ქართველმა მოჭადრაკეებმა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლეს. "მოჭადრაკე იმით ცხოვრობს, რომ ტურნირებში მონაწილეობს და იმარჯვებს, ამ წელს კი მხოლოდ ორი ტურნირი ცატარდა. ეს არასაკმარისია სამომავლო ცხოვრებისათვის“, - ამბობს ნინო ხომერიკი, 22 წლის მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდების მიღებისათვის რეიტინგს 2019 წელს მიაღწია.

სანამ მსოფლიოში "კოვიდ-19“-ის პანდემია მძვინვარებს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში არსებული საჭადრაკო საათები არ მუშაობენ. დარბაზი, რომელიც ადრე მაყურებლებით იყო გადატვირთული, დღეს ცარიელია. პლაკატები, რომლებზეც წარსულში ცნობილი მოჭადრაკე სუპერვარსკვლავებია გამოსახული, ახლა გახუნებული და დამტვერილია.

ნონა გაფრინდაშვილი ამჟამად ტურნირებში ვერ მონაწილეობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე სიტუაცია შეიცვლება, ნორმალური დრო დადგება და ტურნირებიც ჩატარდება.

"ჭადრაკი ჩემთვის ცხოვრებაა“, - ამბობს იგი. მას ყველა თამაში კარგად ახსოვს - დიდოსტატებთანაც და მოხალისე მოთამაშეებთანაც, მათ შორის საპყრობილეში გამართულ ტურნირზე მიწვევის დროს. "ამ დროს ადამიანის ეროვნებას და სოციალურ სტატუსს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მათთან შეხვედრებით ენერგია მემატება და ყველაფერს ვივიწყებ“. წყარო

მესტიაში სამაშველო ოპერაციის დროს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - "უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი და დახმარებას ითხოვდა"

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება - ეხება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს

საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო  24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში