სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუსიკოსებსაც რა ვუთხრა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან" - "ბასიანის" თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი
"მუსიკოსებსაც რა ვუთხრა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან" - "ბასიანის" თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ფე­ნა­ზე მო­ახ­დი­ნა მძი­მე გავ­ლე­ნა. პან­დე­მი­ის გამო უკვე თვე­ე­ბია შე­ჩე­რე­ბუ­ლია კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა და ღა­მის ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რულ­თა მთა­ვა­რი გა­სარ­თო­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დი­თაა და­კე­ტი­ლი. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს კლუბ "ბა­სი­ა­ნის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნაჯა ორაშ­ვი­ლი.

"აქამ­დე ასე იყო, კვი­რის ბო­ლოს კლუბ­ში გა­ტა­რე­ბულ ღა­მე­ებ­ზე ვწერ­დით ხოლ­მე. ახლა იმის­თვის ვწერ, რომ გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძალა ვი­პოვ­ნოთ. კლუბ­ში პირ­ვე­ლად 13 წლის მოვ­ხვდი და თით­ქმის 25 წელ­ზე მე­ტია, რაც ყო­ველ პა­რას­კევს და შა­ბათს ამ ჯა­დოს­ნუ­რი რი­ტუ­ა­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვარ. მარ­თლა არა­სო­დეს მი­მი­ტო­ვე­ბია სა­ცეკ­ვაო მო­ე­და­ნი, არც ომის დროს, არც ავად­ყოფ­ნის დროს. ბევ­რჯერ მარ­ტოც წავ­სულ­ვარ, არ შემ­ში­ნე­ბია - არც უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით, არც მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბით გავ­სე­ბულ სივ­რცე­ში ყოფ­ნის.

კლუ­ბებ­ში დავ­დი­ო­დი მა­ში­ნაც, რო­დე­საც სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნე­ბი სავ­სე იყო აგ­რე­სი­ით, ჩხუ­ბე­ბით და შე­ვიწ­რო­ვე­ბით, რო­დე­საც ქა­ლის კლუბ­ში ყოფ­ნა და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბო­და, 9 თვის ფეხ­მძი­მე­საც კი არ შე­მი­წყვი­ტავს ცეკ­ვა. ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დებ­ში ერ­თა­დე­თი შვე­ბა კლუბ­ში მუ­სი­კის მოს­მე­ნა იყო, რად­გან დღემ­დე მჯე­რა და მწამს, რომ სა­ცეკ­ვაო მო­ე­დანს მარ­თლა მა­გი­უ­რი ძალა აქვს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ პა­რას­კევს მა­ინც ჯი­უ­ტად ვი­მე­ო­რებ­დი ერ­თსა და იმა­ვე სი­ტყვებს, რომ ასე­თი ღამე ჯერ არ ყო­ფი­ლა და მეხ­სი­ერ­ბა­ში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ვი­ბეჭ­დავ­დი ყვე­ლა წამს, ყვე­ლას მოძ­რა­ო­ბას და მზის შუქ­ზე გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლის­ცე­მას.

300-ზე მეტი ასე­თი მო­მენ­ტი მხო­ლოდ ერთ სივ­რცე­ში მახ­სოვს და ალ­ბათ, ათა­სო­ბით სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნებ­ზე. ამ თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე მოგ­ზა­უ­რო­ბამ მარ­თლა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა, არა­ერთ ადა­მი­ან­თან დაგ­ვა­კავ­ში­რა, ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვის, პა­ტი­ვის­ცე­მის, სიყ­ვა­რუ­ლის, სო­ლი­და­რო­ბის, მიმ­ღებ­ლო­ბის და მტრებ­თან და­მე­გობ­რე­ბის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვა­ჩუ­ქა. ალ­ბათ, ამ მო­გო­ნე­ბე­ბის გა­მოა, რომ ეს ბოლო 10 თვეა გა­უ­საძ­ლი­სად მეჩ­ვე­ნე­ბა ყო­ვე­ლი პა­რას­კე­ვის დად­გო­მა.

ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­სი­ა­ნის შე­სა­ხებ არ­ცერ­თი სი­ტყვა არ და­მი­წე­რია. კლუ­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი ვე­რა­ფერს ვე­უბ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ასო­ბით უძი­ლო ღამე აქვთ გა­ტა­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი უსაფრ­თხო და მშვი­დი ღა­მის­თვის და ახლა, უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე რომ დგა­ნან, მუ­სი­კო­სებ­საც არ ვიცი რა ვუ­თხრა, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თი თავ­და­უ­ვი­წყა­რი ღამე გვა­ჩუ­ქეს და ბევრ ჩვენ­განს მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბი მოგ­ვი­შუ­შეს და დღეს გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ნაგ­რო­ვებ მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებს და ფირ­ფი­ტებს რომ ყი­დი­ან. ვერც კლუბ­ში მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნებს ვპა­სუ­ხობ მარ­ტივ კი­თხვებ­ზე და ვერც სა­კუ­თარ თავს, რად­გან მარ­თლა არ ვიცი გლო­ვა­ზე რო­გორ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო. თუმ­ცა რაც ზუს­ტად ვიცი, კლუბ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვნატ­რობ.

არა­ვინ იცის, რო­გო­რი იქ­ნე­ბა პოსტ-პან­დე­მი­უ­რი საკ­ლუ­ბო ცხოვ­რე­ბა, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მინ­და და ალ­ბათ ამის გა­მოა, რომ თით­ქმის ყო­ველ­დღე მახ­სენ­დე­ბა, კლუ­ბის შე­სას­ვლელ­თან უცხო, მაგ­რამ მა­ინც ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი და მათ­თან და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სა­უბ­რე­ბი - ჩვენს მო­მა­ვალ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე და ერ­თო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

ამ გუ­ლახ­დი­ლი ამ­ბე­ბის გამო მიყ­ვარს სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნე­ბი, არა­ერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის და ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც რწმუნ­დე­ბი, რომ ეს ღამე მხო­ლოდ ამ ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნად ღირ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იგი­ვეს გა­ნიც­დის. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე მე­ფიქ­რე­ბა, თუ რო­გორ უნდა შევ­ძლოთ სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნის ნამ­დვილ­მა ენ­თუ­ზი­ას­ტებ­მა, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა და კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ვის­თვი­საც ჯერ კი­დევ ძვირ­ფა­სია ამ სცე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, არ დავ­კარ­გოთ მო­მავ­ლის რწმე­ნა და ვიბ­რძო­ლოთ გა­დარ­ჩე­ნის­თვის.ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი იმე­დი, რაც დაგ­ვრჩა სწო­რედ ეს მო­გო­ნე­ბე­ბია", - წერს ნაჯა ორაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
46

ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა მოცდა მოგვიწევს.

Tbilisi
12

13 წლის ბავშვი კლუბში რატომ შეგიშვეს, ან რატომ გაგიშვეს სახლიდან. ავად რომ ხარ და მაინც კლუბშ ხარ, რამდენს გადასდე ალბათ გრიპი. კი, კორონა არაა, მარა მაინც რა ზრდილობა, ავადმყოფი რომ ხარ და ამ დაავადებას ავრცელებ, ტან ეს კარგი საქციელი რომ გონიათ ......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მუსიკოსებსაც რა ვუთხრა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან" - "ბასიანის" თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი

"მუსიკოსებსაც რა ვუთხრა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან" - "ბასიანის" თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი

კორონავირუსის პანდემიამ საზოგადოების ცხოვრებაზე, ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა მძიმე გავლენა. პანდემიის გამო უკვე თვეებია შეჩერებულია კლუბური ცხოვრება და ღამის ცხოვრების მოყვარულთა მთავარი გასართობი დაწესებულებები გაურკვეველი ვადითაა დაკეტილი. აღნიშნულ თემაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს კლუბ "ბასიანის" თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი.

"აქამდე ასე იყო, კვირის ბოლოს კლუბში გატარებულ ღამეებზე ვწერდით ხოლმე. ახლა იმისთვის ვწერ, რომ გადარჩენისთვის ძალა ვიპოვნოთ. კლუბში პირველად 13 წლის მოვხვდი და თითქმის 25 წელზე მეტია, რაც ყოველ პარასკევს და შაბათს ამ ჯადოსნური რიტუალის თანამონაწილე ვარ. მართლა არასოდეს მიმიტოვებია საცეკვაო მოედანი, არც ომის დროს, არც ავადყოფნის დროს. ბევრჯერ მარტოც წავსულვარ, არ შემშინებია - არც უცხო ადამიანების გვერდით, არც მხედრიონელებით გავსებულ სივრცეში ყოფნის.

კლუბებში დავდიოდი მაშინაც, როდესაც საცეკვაო მოედნები სავსე იყო აგრესიით, ჩხუბებით და შევიწროვებით, როდესაც ქალის კლუბში ყოფნა დანაშაულად ითვლებოდა, 9 თვის ფეხმძიმესაც კი არ შემიწყვიტავს ცეკვა. ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდებში ერთადეთი შვება კლუბში მუსიკის მოსმენა იყო, რადგან დღემდე მჯერა და მწამს, რომ საცეკვაო მოედანს მართლა მაგიური ძალა აქვს. განსხვავებული მუსიკალური შთაბეჭდილებების მიუხედავად, ყოველ პარასკევს მაინც ჯიუტად ვიმეორებდი ერთსა და იმავე სიტყვებს, რომ ასეთი ღამე ჯერ არ ყოფილა და მეხსიერბაში ძალიან მკაფიოდ ვიბეჭდავდი ყველა წამს, ყველას მოძრაობას და მზის შუქზე გამოსული ადამიანების გულისცემას.

300-ზე მეტი ასეთი მომენტი მხოლოდ ერთ სივრცეში მახსოვს და ალბათ, ათასობით სხვადასხვა ქალაქის საცეკვაო მოედნებზე. ამ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობამ მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დაგვიტოვა, არაერთ ადამიანთან დაგვაკავშირა, ერთმანეთზე ზრუნვის, პატივისცემის, სიყვარულის, სოლიდარობის, მიმღებლობის და მტრებთან დამეგობრების არაერთი მაგალითი გვაჩუქა. ალბათ, ამ მოგონებების გამოა, რომ ეს ბოლო 10 თვეა გაუსაძლისად მეჩვენება ყოველი პარასკევის დადგომა.

ამ პერიოდის განმავლობაში ბასიანის შესახებ არცერთი სიტყვა არ დამიწერია. კლუბის ოჯახის წევრებსაც კი ვერაფერს ვეუბნები, რომლებსაც ასობით უძილო ღამე აქვთ გატარებული ჩვენი უსაფრთხო და მშვიდი ღამისთვის და ახლა, უმუშევრად დარჩენილები, უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე რომ დგანან, მუსიკოსებსაც არ ვიცი რა ვუთხრა, რომლებმაც არაერთი თავდაუვიწყარი ღამე გვაჩუქეს და ბევრ ჩვენგანს მძიმე ჭრილობები მოგვიშუშეს და დღეს გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან. ვერც კლუბში მოსიარულე ადამიანებს ვპასუხობ მარტივ კითხვებზე და ვერც საკუთარ თავს, რადგან მართლა არ ვიცი გლოვაზე როგორ უნდა ვილაპარაკო. თუმცა რაც ზუსტად ვიცი, კლუბში დაბრუნებას ვნატრობ.

არავინ იცის, როგორი იქნება პოსტ-პანდემიური საკლუბო ცხოვრება, წარმოდგენაც კი არ მინდა და ალბათ ამის გამოა, რომ თითქმის ყოველდღე მახსენდება, კლუბის შესასვლელთან უცხო, მაგრამ მაინც ახლობელ ადამიანებთან ერთად გატარებული ღამეები და მათთან დაუსრულებელი საუბრები - ჩვენს მომავალზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე და ერთობის აუცილებლობაზე.

ამ გულახდილი ამბების გამო მიყვარს საცეკვაო მოედნები, არაერთი წინააღმდეგობის და ტკივილის მიუხედავად მაინც რწმუნდები, რომ ეს ღამე მხოლოდ ამ ისტორიის მოსმენად ღირდა. დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი იგივეს განიცდის. ყველაზე მეტად იმაზე მეფიქრება, თუ როგორ უნდა შევძლოთ საცეკვაო მოედნის ნამდვილმა ენთუზიასტებმა, გულშემატკივრებმა და კლუბების წარმომადგენლებმა, ვისთვისაც ჯერ კიდევ ძვირფასია ამ სცენის ღირებულება, არ დავკარგოთ მომავლის რწმენა და ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის.ალბათ, ერთადერთი იმედი, რაც დაგვრჩა სწორედ ეს მოგონებებია", - წერს ნაჯა ორაშვილი.

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ - რა გახდა წყვილის განშორების მიზეზი და რატომ აქვეყნებს ჯეი ლო ყოფილი ქმრის ფოტოს

"დედამ მის ქმართან გააბა რომანი... ლაიზასთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა" - მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და აუხდენელი ოცნება საკუთარ შვილზე

ძმები არველაძეების დაუვიწყარი გართობა სტამბოლში, იახტაზე, ლელა წურწუმიას სიმღერების ფონზე - ახალი ინტერნეტჰიტი