სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით
საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 907 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 12 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­სა და მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

“ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 18 907 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 11 064 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტით და 7 843 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 907 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, ხოლო ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 187 006-ს.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 3 780 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და - 154 241-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 50 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 1 744 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 907 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 1 588 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 333, იმე­რე­თი - 599, ქვე­მო ქარ­თლი - 263, შიდა ქარ­თლი - 263, გუ­რია - 114, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 299, კა­ხე­თი - 243, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 83, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 94, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 28.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 30 995, სა­ი­და­ნაც, 6 817 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 925, აჭა­რა­ში - 910, იმე­რეთ­ში - 1 377. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 1 165 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში-529, აჭა­რა­ში - 151, იმე­რეთ­ში - 267. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 442 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 209, აჭა­რა­ში - 54, იმე­რეთ­ში - 59. 3 227 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 1 111 - თბი­ლის­ში, 1 506 - აჭა­რა­ში, 307 - იმე­რეთ­ში. 20 951 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 1 012 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 280, აჭა­რა­ში - 145, ხოლო იმე­რეთ­ში - 28.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 11 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 20 243 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 51 190 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 20 098 პირი, აჭა­რა­ში - 9 912, იმე­რეთ­ში - 5 828, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
24

არავითარ შემთხვევაში არუნდა გაიხსნას მოლები. კი შეიძლება ერთი წელი გადავაგოროთ ისე რო არ ვიშოპინგოთ რა. და არც საცივი და გოჭებია საჭირო რაგახდა მართლა ცოტა რო შეცვალოთ ერთი წელი. ჯანმრთელობას ეხება საქმე და ვისრათუნდა გამოპრანჭვა თუ დაიხოცება ხალხი. ჩემი თხოვნაა ეს. ბედნიერება ასეც შეიძლება შევიქმნათ ჯანმრთელები რო ვართ. 

კაზანოვა
23

3907 შემთხვევა გამოვლინდა და ყოველდღე უმატებენ ჯანმრთელი ვინღა დარჩა?ვის აბოლებენ ოღონდ დაფინანსება მიიღონ ევროკავშირისგან და არ ჩივიან ეს ვირუსი ხელოვნურია წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ამაზე უარესი იქნებოდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 187 006-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 154 241-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 588 შემთხვევა, აჭარა - 333, იმერეთი - 599, ქვემო ქართლი - 263, შიდა ქართლი - 263, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 243, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი - 94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 925, აჭარაში - 910, იმერეთში - 1 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 165 პირი, მათ შორის, თბილისში-529, აჭარაში - 151, იმერეთში - 267. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 54, იმერეთში - 59. 3 227 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 111 - თბილისში, 1 506 - აჭარაში, 307 - იმერეთში. 20 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 012 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 280, აჭარაში - 145, ხოლო იმერეთში - 28.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 243 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 098 პირი, აჭარაში - 9 912, იმერეთში - 5 828, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

"ეს ვირუსი, ალბათ, კაცობრიობისთვის აუცილებელი იყო უკვე ისე ვიყავით გადაგვარებული, მარტო ეს თუ დაგვაფიქრებს" - მეუფე იაკობი

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის  29 727 აქტიური შემთხვევაა - რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და რამდენ მათგანს სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი