სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგობრის დასახმარებლად, ხელოვანი ქეთი მელქაძე მუზეუმიდან გამოტანილ საკუთარ ნამუშევრებს ყიდის
მეგობრის დასახმარებლად, ხელოვანი ქეთი მელქაძე მუზეუმიდან გამოტანილ საკუთარ ნამუშევრებს ყიდის

არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნის ავ­ტო­რი, უნი­ჭი­ე­რე­სი ხე­ლო­ვა­ნი, ქეთი მელ­ქა­ძე, შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი მე­გობ­რის ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად, სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს ყი­დის. ქეთი მელ­ქა­ძე პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გია, თუმ­ცა სა­ოც­რად ხა­ტავს და სხვადსხვა მა­სა­ლის­გან ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლურ ნი­მუ­შებს ქმნის. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერთ შე­ნო­ბა­შია გა­მო­ფე­ნი­ლი. რო­გორც ხე­ლო­ვა­ნის "ფეს­ბუქ-პოს­ტი­დან" ირ­კვე­ვა, მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად, მეს­ტი­ა­ში მისი ნა­მუშ­ვრე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ექ­სპო­ნა­ტებს ყი­დის, თუმ­ცა ხე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სამ­წუ­ხა­რო ამ­ბის შე­სა­ხე­ბაც იუ­წყე­ბა, რო­მე­ლიც მას მეს­ტი­ა­ში შე­ემ­თხვა:

"ჩემ­თვის ძვირ­ფა­სე­ბო, რო­გორც იცით, შარ­შან მეს­ტი­ა­ში ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის მუ­ზე­უ­მი გავ­ხსე­ნით. კო­ვიდ­მაც „სულ­ზე მოგ­ვის­წრო“ და არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ფარ­თის მე­პატ­რო­ნემ და­მი­რე­კა ერთი თვის წინ, აფ­თი­ა­ქის გახ­სნა უნ­დათ, მინ­და, რომ მი­ვა­ქი­რაო და ნა­მუ­შევ­რე­ბი წა­ი­ღეო. გა­ა­ქი­რა­ვე, რა თქმა უნდა, ოჯახს შე­მო­სა­ვა­ლი სჭირ­დე­ბა და ეს ვირუ­სი რო­დის გა­და­შენ­დე­ბა, ხომ არა­ვინ იცით-მეთ­ქი. მას შემ­დეგ ვუ­რე­კავ­დი და არ მპა­სუ­ხობ­და. შე­ვეხ­მი­ა­ნე მის დას, მის მე­უღ­ლეს და ქეთი, რა პრობ­ლე­მაა, გა­მო­აგ­ზავ­ნე მან­ქა­ნა და წა­ი­ღო­სო. ავი­და მან­ქა­ნა მეს­ტი­ა­ში და აქ და­ი­წყო „მა­ი­ტა ნა­სო­სი“ მე­პატ­რო­ნემ ქვა ააგ­დო, თავი ალ­ბათ გვერ­დზე გას­წია და, მე როცა ვი­ტყვი მან­ქა­ნა მა­შინ მო­ვი­დე­სო.

მოკ­ლედ, მე­ო­რე დღეს დე­და­მის­მა, რო­გორც იქნა, მო­აგ­ვა­რა პრობ­ლე­მა, თუმც ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ზე თა­ვი­სი „სა­კა­ლე­ლი ფე­ხუ­ჩე­ბით“ კარ­გად ისე­ირ­ნა და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­მიბ­რუ­ნა უკან. ვიცი, რომ არ­სე­ბობს სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მა - ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს კი­დევ სხვა რამ - მი­ტე­ვე­ბა.

და მთა­ვა­რი, ყვე­ლა­ფე­რი ხომ ჩემი ბრა­ლია. ხომ უნდა მე­ფიქ­რა, ვის­თან ერ­თად ვა­პი­რებ­დი საქ­მის კე­თე­ბას. ნა­მუ­შევ­რე­ბის წა­მო­ღე­ბას კი იმი­ტომ ვჩ­ქა­რობ­დი, მე­გობ­რის ოჯა­ხი მყავს უკი­დუ­რე­სად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი, რა­საც მისი შვი­ლის უძ­ლუ­რე­ბა­ში ყოფ­ნაც და­ე­მა­ტა და დავ­პირ­დი, ჩა­მო­ვი­ტან მეს­ტი­ი­დან ნა­მუ­შევ­რებს, გავ­ყი­დი და შე­მო­სულ თან­ხას სრუ­ლად მოგ­ცემ-მეთ­ქი. ასე მირ­ჩევ­ნია. მე რკი­ნა­ზე, მის ფას­ზე ვი­ფიქ­რო და მე­გო­ბარს უჭირ­დეს, მგო­ნი არ უნდა იყოს კარ­გი საქ­ცი­ე­ლი.

ვი­დე­ო­ში ნა­ხავთ იმ ნა­მუ­შევ­რებს, რო­მელ­თა აღ­დგე­ნა აღარ მო­ხერ­ხდე­ბა და იმ ნა­მუ­შევ­რებ­საც, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­დარ­ჩნენ. მე ყვე­ლას ფოტო ავ­ტვირ­თე, რად­გან ვიცი, მი­უ­ხე­და­ვად უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, მცი­რედ თან­ხად, ერთ-ორ ლა­რად მა­ინც შე­ი­ძე­ნენ მე­გობ­რე­ბი. გა­დარ­ჩე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის ფა­სიც თა­ვად იმ ადა­მი­ან­მა გან­სა­ზღვროს, რო­მე­ლიც შე­ძე­ნას მო­ი­სურ­ვებს. საქ­ველ­მოქ­მე­დოდ ასე არა­ერ­თხელ მოვ­ქცე­ულ­ვარ. და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ორი დღეა მეს­ტი­ი­დან მე­გობ­რე­ბის გარ­და, იმ­დენ­მა ნაც­ნობ­მა და­მი­რე­კა, მეს­ტია და სვა­ნე­ბი ამ ამ­ბის შემ­დეგ, უფრო მე­ტად შე­მიყ­ვარ­დნენ.

ის კი, რა­საც ეს ორი დღეა გან­ვიც­დი, არ ვიცი რო­გორ გი­თხრათ. სი­ხა­რუ­ლის, ბედ­ნი­ე­რე­ბის ცრემ­ლე­ბი... ამას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულს, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის გამო ასეთ სი­ნა­ნულს. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი, უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა... რომ მცოდ­ნო­და ამის გან­ცდას შევ­ძლებ­დი, თა­ვად ვთხოვ­დი „იმას“ ის ჩა­ე­დი­ნა, რაც „გო­ნე­ბამ“ უკარ­ნა­ხა. ყო­ველ დღე მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი იმა­ში, თუ ერ­თად ყოფ­ნით რა შეგ­ვიძ­ლია.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ GE92BG0000000126731400 ქე­თე­ვან მელ­ქა­ძე".

გა­ე­ცა­ნით ქეთი მელ­ქა­ძის უნი­კა­ლურ ნა­მუ­შევ­რებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

რა ხელმა შექმნა. დაილოცოს შენი მარჯვენა

nino
0

saocrebebi

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მეგობრის დასახმარებლად, ხელოვანი ქეთი მელქაძე მუზეუმიდან გამოტანილ საკუთარ ნამუშევრებს ყიდის

მეგობრის დასახმარებლად, ხელოვანი ქეთი მელქაძე მუზეუმიდან გამოტანილ საკუთარ ნამუშევრებს ყიდის

არაერთი გამოფენის ავტორი, უნიჭიერესი ხელოვანი, ქეთი მელქაძე, შეჭირვებული მეგობრის ოჯახის დასახმარებლად, საკუთარ ნამუშევრებს ყიდის. ქეთი მელქაძე პროფესიით ფილოლოგია, თუმცა საოცრად ხატავს და სხვადსხვა მასალისგან ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს ქმნის. მისი ნამუშევრები საქართველოს არაერთ შენობაშია გამოფენილი. როგორც ხელოვანის "ფესბუქ-პოსტიდან" ირკვევა, მეგობრის დასახმარებლად, მესტიაში მისი ნამუშვრების მუზეუმიდან ჩამოტანილ ექსპონატებს ყიდის, თუმცა ხელოვანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბის შესახებაც იუწყება, რომელიც მას მესტიაში შეემთხვა:

"ჩემთვის ძვირფასებო, როგორც იცით, შარშან მესტიაში ჩემი ნამუშევრების მუზეუმი გავხსენით. კოვიდმაც „სულზე მოგვისწრო“ და არ ფუნქციონირებდა. ფართის მეპატრონემ დამირეკა ერთი თვის წინ, აფთიაქის გახსნა უნდათ, მინდა, რომ მივაქირაო და ნამუშევრები წაიღეო. გააქირავე, რა თქმა უნდა, ოჯახს შემოსავალი სჭირდება და ეს ვირუსი როდის გადაშენდება, ხომ არავინ იცით-მეთქი. მას შემდეგ ვურეკავდი და არ მპასუხობდა. შევეხმიანე მის დას, მის მეუღლეს და ქეთი, რა პრობლემაა, გამოაგზავნე მანქანა და წაიღოსო. ავიდა მანქანა მესტიაში და აქ დაიწყო „მაიტა ნასოსი“ მეპატრონემ ქვა ააგდო, თავი ალბათ გვერდზე გასწია და, მე როცა ვიტყვი მანქანა მაშინ მოვიდესო.

მოკლედ, მეორე დღეს დედამისმა, როგორც იქნა, მოაგვარა პრობლემა, თუმც ჩემს ნამუშევრებზე თავისი „საკალელი ფეხუჩებით“ კარგად ისეირნა და ასეთ მდგომარეობაში დამიბრუნა უკან. ვიცი, რომ არსებობს სამართლებრივი ფორმა - ზარალის ანაზღაურება, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა რამ - მიტევება.

და მთავარი, ყველაფერი ხომ ჩემი ბრალია. ხომ უნდა მეფიქრა, ვისთან ერთად ვაპირებდი საქმის კეთებას. ნამუშევრების წამოღებას კი იმიტომ ვჩქარობდი, მეგობრის ოჯახი მყავს უკიდურესად შეჭირვებული, რასაც მისი შვილის უძლურებაში ყოფნაც დაემატა და დავპირდი, ჩამოვიტან მესტიიდან ნამუშევრებს, გავყიდი და შემოსულ თანხას სრულად მოგცემ-მეთქი. ასე მირჩევნია. მე რკინაზე, მის ფასზე ვიფიქრო და მეგობარს უჭირდეს, მგონი არ უნდა იყოს კარგი საქციელი.

ვიდეოში ნახავთ იმ ნამუშევრებს, რომელთა აღდგენა აღარ მოხერხდება და იმ ნამუშევრებსაც, რომლებიც მეტ-ნაკლებად გადარჩნენ. მე ყველას ფოტო ავტვირთე, რადგან ვიცი, მიუხედავად უმრავლესობის სავალალო მდგომარეობისა, მცირედ თანხად, ერთ-ორ ლარად მაინც შეიძენენ მეგობრები. გადარჩენილი ნამუშევრების ფასიც თავად იმ ადამიანმა განსაზღვროს, რომელიც შეძენას მოისურვებს. საქველმოქმედოდ ასე არაერთხელ მოვქცეულვარ. და ყველაზე მთავარი, ორი დღეა მესტიიდან მეგობრების გარდა, იმდენმა ნაცნობმა დამირეკა, მესტია და სვანები ამ ამბის შემდეგ, უფრო მეტად შემიყვარდნენ.

ის კი, რასაც ეს ორი დღეა განვიცდი, არ ვიცი როგორ გითხრათ. სიხარულის, ბედნიერების ცრემლები... ამას ვერ წარმოვიდგენდი, ამდენი ადამიანის სიყვარულს, ჩემი ნამუშევრების გამო ასეთ სინანულს. სატელეფონო ზარები, უამრავი შეტყობინება... რომ მცოდნოდა ამის განცდას შევძლებდი, თავად ვთხოვდი „იმას“ ის ჩაედინა, რაც „გონებამ“ უკარნახა. ყოველ დღე მეტად ვრწმუნდები იმაში, თუ ერთად ყოფნით რა შეგვიძლია.

„საქართველოს ბანკი“ GE92BG0000000126731400 ქეთევან მელქაძე".

გაეცანით ქეთი მელქაძის უნიკალურ ნამუშევრებს

"მოკლეები და კოტიტა, ბოროტი ხალხი დაისვენებთ" - რამ გაანაწყენა ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც "ფეისბუქგვერდებს" დახურვით ემუქრება

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - რას წერს ნინო კუზანოვა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს