სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში... ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო" - გიგი უგულავა
"ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში... ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო" - გიგი უგულავა

"ის, ვინც არ და­წერს გან­ცხა­დე­ბას და დარ­ჩე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ჩემ­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის ეს არ იქ­ნე­ბა ბო­ი­კო­ტი, არა­მედ იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შა­ტა­ლო", - ამის შე­სა­ხებ ”ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა “რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის” გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ პარ­ტია ბო­ი­კო­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რას გა­ნაგ­რძობს.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში კრის­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სია და ყვე­ლა პრო­ცესს სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი იუდა.

“ჩემ­თვის ტეს­ტი პო­ლი­ტი­კო­სის თუ პარ­ტი­ის არის, ვინ აქ­ტი­უ­რობს მათი ქმე­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას. “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია” თვი­თონ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მე მათ ვე­რა­ფერ­ში და­ვეხ­მა­რე­ბი. ბო­ი­კო­ტის ტეს­ტი არ არის დღეს, ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გა­ყალ­ბე­ბულ პარ­ლა­მენ­ტში, ტეს­ტი არის იუ­რი­დი­უ­ლად დარ­ჩე­ბი თუ არა ამ სი­ბილ­წე­ში, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენტს არ­ქმევს. შე­სა­ბა­მი­სად, ის, ვინც არ და­წერს გან­ცხა­დე­ბას და დარ­ჩე­ბა პარ­ლა­მენ­ტში ჩემ­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის ეს არ იქ­ნე­ბა ბო­ი­კო­ტი, არა­მედ იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შა­ტა­ლო. მე ამას ოპო­ზი­ცი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბას ვერ და­ვარ­ქმევ­დი, ეს არის კრის­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და გე­ტყვით, რომ ყვე­ლა პრო­ცესს სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი იუდა და ვინც ამ მძი­მე ხვედრს და როლს, ძა­ლი­ან უმა­დურს ის­ტო­რი­უ­ლად თა­ვის თავ­ზე აი­ღებს, ეს მისი ჯვა­რია და თვი­თონ ატა­როს”, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“ აგ­რძე­ლებს ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“ ბო­ი­კო­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რას გა­ნაგ­რძობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
15
საკალანდე ღორივით სახე გასივებული ,ყოფილი ცოლის მიერ მიგდებულ-გადაგდები უგულავას მორიგი მდაბიო და პრიმიტული “იუმორი”)))))
მე
20
ეს რომ საერთოდ ხმის ამოღებას ბედავს!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში... ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო" - გიგი უგულავა

"ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში... ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო" - გიგი უგულავა

"ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო", - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “რესპუბლიკელების” განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პარტია ბოიკოტის პარალელურად მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს.

მისივე თქმით, ოპოზიციაში კრისტალიზაციის პროცესია და ყველა პროცესს სჭირდება თავისი იუდა.

“ჩემთვის ტესტი პოლიტიკოსის თუ პარტიის არის, ვინ აქტიურობს მათი ქმედების შეფასებისას. “რესპუბლიკური პარტია” თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში დავეხმარები. ბოიკოტის ტესტი არ არის დღეს, ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში, ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, რასაც ივანიშვილი პარლამენტს არქმევს. შესაბამისად, ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო. მე ამას ოპოზიციაში დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი, ეს არის კრისტალიზაციის პროცესი და გეტყვით, რომ ყველა პროცესს სჭირდება თავისი იუდა და ვინც ამ მძიმე ხვედრს და როლს, ძალიან უმადურს ისტორიულად თავის თავზე აიღებს, ეს მისი ჯვარია და თვითონ ატაროს”, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის პარალელურად მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს.

"ქუჩაში  სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით ვერ დავდგები" - პატრიოტთა ალიანსის“ სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

"ისე უნდა დაერხეს ქვეყანას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს - ასეთი განცდა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს" - ალეკო ელისაშვილი