დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ, რომლების შუამავლობითაც მიმდინარეობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს.
ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.
ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა. ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა.
ნაცლიდერები პოლიტიკოსები კი არა, რეციდივისტებია:ისინი პერმანენტულად სჩადიან დანაშაულებს პოლიტიკურ ველზე- მეხუთე კოლონაა და რუსეთის სასარგებლოდ სჩადის პოლიტიკურ სახელმწიფო დანაშაულებს , რაც იოლად მტკიცდება , თუ მათ საკანონმდებლო აღმასრულებელ საქმიანობას თუნდაც ზერელედ გაეცნობით ! მხოლოდ ორი მაგალითია საკმარისი - მათ ვითომ შეამცირეს რა გადასახადთა ვრაოდენობა , საშემოსავლო გადასახადში ჩამალეს ორი ბუნებითა და არსით საშემოსავლოსთან რომ არანიარი კავშირი არა აქვთ, ისეთი გადასახადი:არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა საერთაშორისო მიმოსვლასა და კომუნიკაციებში , ეს ბატონო ამხანაგებო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მომსახურეობის იმპორტის გადასახადია და მის დასახელებაში სიტყვა შემოსავალი გადასახდის ბუნებას არ განსაზღვრავს, სატყუარაა, სინამდვილეში ეს გადასახადი 10%-თ აუარესებს ქართველი სატრანსოპორტო ლოგისტიკური აგენტის კონკურენტუნარიანობას სომეხ და რუს კონკურენტებთან შედარებით, სპობს ჩვენი კორიდორის ბუნებრივ უპირატესობას რუსულთან შედარებით, ბეგრავს ამერიკულ და ევროპულ ფრახტებს და ჩინეთის გზას უხსნის რუსეთს, ეწინააღმდეგება მსო-ს წესებს , პირდაპირი დესტრუქცია იმპორტექსპორტის წინააღმდეგ , ნებისმიერ ტრეიდერს დაიჭერ ამ კანონით, მისი დაურღვევლობა ტექნიკურად შეუძლებელია ისეა მოქარგული , აძვირებს პროდუქციას და ამ გაძვირებას ნაცი ამომრჩეველიც იხდის , რიგითი ნაცი, დიახ ! ეს რუსის დავალებით მიღებული კანონია ! მეორე , ეს ქონების გადასახადია , რომელიც ასევე საშემოსავლოში შეტენეს, დიახ : იმ პირების ქონების , ვისი ოჯახის შემოსავალიც 40 ათას ლარსს ასცდა , ასეთი საშუალო კლასია და მათ შორის ნაც საშუალო რგოლის მოხელე , ნაცბიზნესმენებიც, ხაფანგში აქვთ თავი საშუალო კლასს, ამ კანონით ნებისმიერს ჩასვამ ციხეში , ქონებისაა დასახელება ამბობს, და არა საშემოსავლოაო, ეს კანონიც რუსის დავალებითაა მიღებული, საშუალო კლასის არგასახარად, მერე რა რომ ნაცია, ქართველი ხომაა, ხოდა რუსმა დაავალა არ გაახაროთ ქართველი, გინდა თქვენი პარტიის წევრი იყოს ან მხარდამჭერიო ! ნაცლიდერი პირსისხლიანი მეხუთე კოლონის ავანგარდია და ის ციხეში უნდა იჯდეს !ნაცების სახელმწიფო პოლიტიკურ დანაშაულებში მხოლოდ რკინიგზის 500 მილიონის შეტენვის ხსენება დანაშაულია,საფონდო ბირჟა, ლარის ბლუმბერგზე და ორვე კარტელში, სახელმწიფო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების კარტელშივე ბრუნვა, მანგრეველი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსები, რომლითაც 350 ათასი პრობაციონერს ათი მილიარდი შეაწერეს საპროცესო გარიგებებით , ბიზნესების და ქონებების ჩუქებებით ეკონომიკიდან მათი ამოღება და ქვეყნიდან გატანა , იმ 4 მილიარდს ვინ ჩივის ომის მერე რომ აორთქლდა ! ნაცები ციხეში , ვინც ხელს აფარებს,ისიც ციხეში !