მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40-ლარიანი ნივთი თუ არ მიუტანეს და არც ფული დაუბრუნეს, ადამიანს ამის გამო სასამართლოში სირბილი არ უნდა უწევდეს" - რა პრობლემებს აწყდება ონლაინვაჭრობისას ქართველი მომხმარებელი
"40-ლარიანი ნივთი თუ არ მიუტანეს და არც ფული დაუბრუნეს, ადამიანს ამის გამო სასამართლოში სირბილი არ უნდა უწევდეს" - რა პრობლემებს აწყდება ონლაინვაჭრობისას ქართველი მომხმარებელი

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვაჭ­რო­ბამ თით­ქმის მთლი­ა­ნად ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. დის­ტან­ცი­უ­რი ვაჭ­რო­ბი­სას მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში სის­ტე­მე­ბი ისეა აწყო­ბი­ლი, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი იყოს და მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აც. სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს სფე­რო გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­შია. პან­დე­მი­ურ­მა გა­რე­მომ, რო­გორც ჩანს, ამ მხრივ და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა, რა­საც უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ადას­ტუ­რებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლად გვხვდე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პოს­ტე­ბი. ისი­ნი თავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი ქეთი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლია. იგი amebi.ge-ს ეუბ­ნე­ბა, რომ არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად კომ­პა­ნია "stock georgia” -სთან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წია. კერ­ძოდ, რო­გორც თა­ვად ყვე­ბა, 3 ნო­ემ­ბერს კომ­პა­ნი­ას ორი ფეხ­საც­მე­ლი შე­უკ­ვე­თა, კომ­პა­ნი­ამ მას სხვა მო­დე­ლი და სხვა ზომა ფეხ­საც­მე­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რის გა­მოც შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბი მიმ­წო­დე­ბელს უკან 2 -ჯერ და­უბ­რუ­ნა. სა­ბო­ლო­ოდ კომ­პა­ნი­ამ მე­სა­მე ჯერ­ზე გა­უგ­ზავ­ნა სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი, თუმ­ცა, რო­გორც ქეთი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, კუ­რი­ერ­მა მას და­ხე­უ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი მი­უ­ტა­ნა.

"გა­მო­ვი­წე­რე "ბა­თინ­კი“ და ბო­ტა­სი. ფო­ტო­ზე რაც ჩან­და, ისე­თი მინ­დო­და, ცხა­დია. მო­მი­ტა­ნეს ერთი მო­დე­ლი სულ სხვა­ნა­ი­რი ფეხ­საც­მე­ლი, ხოლო მე­ო­რე მო­დე­ლი სხვა ზომა იყო. და­ვუბ­რუ­ნე ნივ­თე­ბი უკან და ვთხო­ვე სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლე­ბით შე­ეც­ვა­ლათ. დამ­თან­ხმდნენ, მაგ­რამ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. 10 დღე არ შემ­ხმი­ა­ნე­ბი­ან. ვწერ­დი, ვუ­რე­კავ­დი და არ მპა­სუ­ხობ­დნენ. და­კარ­გუ­ლად ჩავ­თვა­ლე, რა უნდა მექ­ნა, ვერ მივ­ხვდი. ბო­ლოს ის ვი­ფიქ­რე, მი­სა­მარ­თი ვიცი და მი­ვა­კი­თხავ-მეთ­ქი, მაგ­რამ ცხრა თვის ორ­სუ­ლი ვარ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან და ამის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. რო­გორც იქნა, 10 დღის შემ­დეგ მომ­წე­რეს, ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს, დაგ­ვაგ­ვი­ან­დაო. ხე­ლახ­ლა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ფეხ­საც­მე­ლი, მაგ­რამ ფუთა რომ გავ­ხსე­ნი, გა­ო­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე, ისევ იგი­ვე, ანუ არას­წო­რი ზომა ფეხ­საც­მე­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. ხომ არ მე­ხუმ­რე­ბით-მეთ­ქი, ისევ და­ვუბ­რუ­ნე ნივ­თი უკან, თან ამ გაგ­ზავ­ნა-გა­მოგ­ზავ­ნის ხარ­ჯებს მე ვიხ­დი­დი. სა­ბო­ლო­ოდ, კი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ჩემი ზომა ფეხ­საც­მე­ლი, მაგ­რამ და­ხე­უ­ლია და ვერ ვიც­ვამ", - გვიყ­ვე­ბა ქეთი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

მომ­ხმა­რებ­ლის პრე­ტენ­ზი­ას "Stock Georgia“ -მ უპა­სუ­ხა. კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ პან­დე­მი­ამ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მა­თაც გა­უ­ჩი­ნა.

"ჩვე­ნი მხრი­დან მოხ­და მომ­ხმა­რებ­ლის ყვე­ლა მო­თხოვ­ნის/პრე­ტენ­ზი­ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი ხარ­ჯი კომ­პა­ნი­ამ აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე, ისევ და ისევ ჩვე­ნი­ვე მომ­ხმა­რებ­ლის კმა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით. კომ­პა­ნი­ა­ში არ შე­მო­სუ­ლა არა­ნა­ი­რი თხოვ­ნა/მო­თხოვ­ნა სა­ბო­ლო­ოდ გაგ­ზავ­ნი­ლი ნივ­თის წუნ­დე­ბუ­ლე­ბას­თან ან/და ამის გამო ნივ­თის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, უა­რიც არა­ვის უთ­ქვამს. ერ­თა­დერ­თი ხარ­ვე­ზი, რაც მომ­ხმა­რებ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას გვქონ­და, იყო ნივ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­წო­დე­ბა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ზო­გა­დად ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­გი­ო­ნებ­ში მი­წო­დე­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით, ხოლო ფოს­ტაც შე­ზღუდ­ვე­ბის გამო ვერ მუ­შა­ობს სტან­დარ­ტუ­ლი გრა­ფი­კით. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნას­წარ მოხ­და მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა და არა­ერ­თი ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დეთ მას შე­ფერ­ხე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს მოხ­და ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი კომ­პა­ნია მზა­დაა ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი და­ა­დას­ტუ­როს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა, რა თქმა უნდა, დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ონ­ლა­ინ­ვაჭ­რო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, რაც ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რო­გორც მი­წო­დე­ბის ხა­რისხზე, ასე­ვე შეკ­ვე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. პან­დე­მი­ამ­დე კომ­პა­ნია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და ყვე­ლა შეკ­ვე­თის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, ხოლო შე­ზღუდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, 9 სა­ა­თამ­დე ფი­ზი­კუ­რად ვერ ეს­წრე­ბა ყვე­ლა შეკ­ვე­თის ად­რე­სა­ტამ­დე მი­ტა­ნა და გვი­წევს ან უარი ვთქვათ და­მა­ტე­ბით შეკ­ვე­თებ­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად ამ­ცი­რებს კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვალს, ან/და ჩვე­ნი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გვი­წევს ვა­ლო­დი­ნოთ ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ჩვე­ნი კომ­პა­ნია Stock Georgia-სთვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა და მათი და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ზო­გა­დად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­დეს ambebi.ge -ს კომ­პა­ნი­ა­ში.

ზვი­ად ელი­ზი­ან­მა "შავ პა­რას­კევს“ ტექ­ნი­კის ერთ - ერთი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის სა­იტ­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი ფას­დაკ­ლე­ბა ნახა. რის გა­მოც გა­და­წყვი­ტა, ორი ტე­ლე­ვი­ზო­რი შე­ე­ძი­ნა. შეკ­ვე­თა და­ა­რე­გის­ტრი­რა, თან­ხა გა­და­რი­ცხა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ამ აც­ნო­ბა, რომ შეკ­ვე­თილ ნივ­თებს იმ ფა­სად ვერ მი­ი­ღებ­და რო­გო­რა­დაც შე­ი­ძი­ნა, რად­გა­ნაც ფა­სე­ბი სა­იტ­ზე შეც­დო­მით იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, დავა ცი­ვი­ლუ­რად გა­და­წყდა.

"ძა­ლი­ან დიდი ფას­დაკ­ლე­ბა კი ჩან­და, მაგ­რამ ეჭვი არ შემ­პარ­ვია მის სის­წო­რე­ში. რად­გა­ნაც "შავი პა­რას­კე­ვი“ იყო და თა­ნაც მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში შე­მი­ძე­ნია ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი ფას­დაკ­ლე­ბით ნივ­თე­ბი. შეკ­ვე­თი­დან მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ შე­ე­შა­ლათ და ნივ­თებს ვერ მომ­ყიდ­დნენ. შე­მომ­თა­ვა­ზეს გა­დახ­დი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა, რა­ზეც უარი გან­ვა­ცხა­დე. სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა­ზეც ვფიქ­რობ­დი. თუ კომ­პა­ნი­ას შე­ე­შა­ლა, ეს ხომ ჩემი პრობ­ლე­მა არ არის?! თან­ხა გა­და­ვი­ხა­დე და ყიდ­ვის ოპე­რა­ცია შეს­რულ­და. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ საქ­მე­ში, რო­გორც ჩანს, მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რი ჩა­ერ­თო და შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. მათ უკან და­მიბ­რუ­ნეს ჩემი გა­დახ­დი­ლი თან­ხა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ გად­მომ­ცეს 650 ლა­რი­ა­ნი სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რი. ასე­თი ჟეს­ტით მო­ი­ხა­დეს ბო­დი­ში სა­კუ­თა­რი შეც­დო­მის გამო. რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა და გარ­კვე­ულ კულ­ტუ­რა­ზე მი­უ­თი­თებს. არ ვიცი, რაში უნდა აწყობ­დეს კომ­პა­ნი­ას უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბე­ლი. " - ამ­ბობს ზვი­ად ელი­ზი­ა­ნი.

  • რო­გორ იცავს სა­ხელ­მწი­ფო მომ­ხმა­რე­ბელს მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბის­გან და რა გზე­ბით შე­უძ­ლი­ათ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არა­სე­ბო­ბა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნო­ნი "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ 2012 წელს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­უქ­მდა. მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი ამ კა­ნო­ნის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის, პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ უზ­რუნ­ველ­ყო. "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პრე­ზი­დენ­ტის, ბექა კე­მუ­ლა­რი­ას თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი 2016 წლი­დან არ­სე­ბობს, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც მისი დამ­ტკი­ცე­ბა ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

"პრობ­ლე­მა მრა­ვალ­მხრი­ვია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა, ისე კომ­პა­ნი­ე­ბის ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბის კულ­ტუ­რის და­ბა­ლი დონე. უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა კი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან დაც­ვის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბია. ონ­ლა­ინ­ვაჭ­რო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი კარ­გად აწყო­ბილ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­საც აქვთ, მაგ­რამ ამას არ უნდა ჰქონ­დეს მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი. კულ­ტუ­რა უნდა გაჩ­ნდეს ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტებ­შიც. მათ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. თუ, რა თქმა უნდა, ერთჯე­რა­დი საქ­მი­ა­ნო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან, მაგ­რამ მხო­ლოდ კე­თილ ნე­ბას არ უნდა მი­ვან­დოთ ეს საქ­მე. სა­ხელ­მწი­ფო, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უნდა ქმნი­დეს მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის მეტ გა­რან­ტი­ებს. 2012 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­უქ­მა კა­ნო­ნი მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც სის­ტე­მუ­რად მო­ა­წეს­რი­გებ­და ამ სა­კი­თხებს. იმე­დი მაქვს, რომ ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი დრო­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავს და და­ამ­ტკი­ცებს კი­დეც ამ კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს მო­აქ­ცევს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სფე­როს სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­წეს­რი­გე­ბა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თაც გვე­ვა­ლე­ბა და ამის­თვის დრო 2022 წლამ­დე გვაქვს. ", - ამ­ბობს ბექა კე­მუ­ლა­რია.

იგი პა­რა­ლელს ავ­ლებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უცხო­ურ მო­დე­ლებ­თან. მისი თქმით, ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბულ კლი­ენ­ტებს საქ­მეს უი­ო­ლე­ბენ.

"ძა­ლი­ან კარ­გა­დაა ეს სის­ტე­მე­ბი აწყო­ბილ სხვა ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ტროლს უწე­ვენ სა­დაო სა­კი­თხებს და თა­ვა­დაც არი­ან ამ მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, არი­ან ომ­ბუდსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბებს და ამას სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით ახერ­ხე­ბენ. სა­სამ­რთლო­ში და­ვის და­წყე­ბა უნდა იყოს უკი­დუ­რე­სი ფორ­მა, ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვი უნდა იყოს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის, ვინ­მეს 40 - ლა­რი­ა­ნი ნივ­თი თუ არ მი­უ­ტა­ნეს და არც ფული და­უბ­რუ­ნეს, მას ამის გამო სა­სა­მარ­თლო­ში სირ­ბი­ლი არ უნდა უწევ­დეს, რად­გა­ნაც ბევ­რად ძვი­რი და­უჯ­დე­ბა ამ გზით სი­მარ­თლის დად­გე­ნა“ - ამ­ბობს ბექა კე­მუ­ლა­რია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vax
0

საქართველოში ყველაზე ცნობილი ტექნიკის მაღაზიის საიტზე შევიძინე ტელეფონი. სასწრაფოდ დამჭირდა. ხო და... დაიწყო. გავიდა 3 დღე და არც პასუხი, არც არაფერი. დავრეკე ცხელ ხაზზე და რიგში ხართ მე-18-ო. კარგი. დავრეკე ისევ და რიგში ხართ პირველი. ველოდები ოპერატორს 5 წუთი, მუსიკა, მუსიკა და გაითიშა. ფასიანი ყოფილა ზარი და ანგარიშზე დამრჩა 0 თეთრი. ))) მივწერე და ვეხითხები - რა ხდება? და ვიღებ პასუხს - აუცილებლად მიიღებთ 5 სამუშაო დღეში. ))) კარგი და ველოდები კიდევ. უკვე მეცინება. ამ მაღაზიის საწყობი მდებარეობს ჩემი სახლიდან 500 მეტრში. ჩინეთიდან კიდევ ამანათი მივიღე უფრო სწრაფად. როგორ? რა შუაშია პანდემია თუ საწობი? ეს არის არაპროფესიონალიზმი, მარაზმი.

ნინა
0

ონლაინ შევიძინე ნაძვის ხე,ფოტოზე ფუმფულა და დათოვლილი იყო,მოიტანეს გაქუცული თოვლის გარეშე,ავაწყეთ და მოვრთეთ.არა უშავს რა,ამ წელს იყოს.ამ ზაფხულს მაღაზიაში შევიძინე სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკა,არა ონლაინ,ჩვეულებრივ,მამა-პაპურად,მაგრამ ღუმელი და გამწოვი სხვა მომიტანეს,თან გამოცვლა ეზარებოდათ,იგივე მოდელია და იქნებ დაიტოვოთო.სამშენებლო ჰიპერმარკეტიდანაც კარებები შეცდომით მომიტანეს,კიდევ კარგი,ფოტოები მქონდა გადაღებული მაღაზიაში,ძლივს გამოვაცვლევინე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"40-ლარიანი ნივთი თუ არ მიუტანეს და არც ფული დაუბრუნეს, ადამიანს ამის გამო სასამართლოში სირბილი არ უნდა უწევდეს" - რა პრობლემებს აწყდება ონლაინვაჭრობისას ქართველი მომხმარებელი

"40-ლარიანი ნივთი თუ არ მიუტანეს და არც ფული დაუბრუნეს, ადამიანს ამის გამო სასამართლოში სირბილი არ უნდა უწევდეს" - რა პრობლემებს აწყდება ონლაინვაჭრობისას ქართველი მომხმარებელი

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მსოფლიოში და საქართველოშიც ვაჭრობამ თითქმის მთლიანად ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. დისტანციური ვაჭრობისას მრავალ ქვეყანაში სისტემები ისეა აწყობილი, რომ მომხმარებელიც კმაყოფილი იყოს და მიმწოდებელი კომპანიაც. საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო განვითარების პროცესშია. პანდემიურმა გარემომ, როგორც ჩანს, ამ მხრივ დამატებითი გამოწვევები გააჩინა, რასაც უკმაყოფილო მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ადასტურებს. სოციალურ ქსელში მრავლად გვხვდება მომსახურებით იმედგაცრუებული მომხმარებლების პოსტები. ისინი თავს დაზარალებულებად მიიჩნევენ.

ერთ-ერთი მათგანი ქეთი ბერძენიშვილია. იგი amebi.ge-ს ეუბნება, რომ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად კომპანია "stock georgia” -სთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. კერძოდ, როგორც თავად ყვება, 3 ნოემბერს კომპანიას ორი ფეხსაცმელი შეუკვეთა, კომპანიამ მას სხვა მოდელი და სხვა ზომა ფეხსაცმელი გაუგზავნა, რის გამოც შეძენილი ნივთები მიმწოდებელს უკან 2 -ჯერ დაუბრუნა. საბოლოოდ კომპანიამ მესამე ჯერზე გაუგზავნა სასურველი ნივთი, თუმცა, როგორც ქეთი ბერძენიშვილი გვეუბნება, კურიერმა მას დახეული ფეხსაცმელები მიუტანა.

"გამოვიწერე "ბათინკი“ და ბოტასი. ფოტოზე რაც ჩანდა, ისეთი მინდოდა, ცხადია. მომიტანეს ერთი მოდელი სულ სხვანაირი ფეხსაცმელი, ხოლო მეორე მოდელი სხვა ზომა იყო. დავუბრუნე ნივთები უკან და ვთხოვე სასურველი მოდელებით შეეცვალათ. დამთანხმდნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ეს ოპერატიულად გაეკეთებინათ. 10 დღე არ შემხმიანებიან. ვწერდი, ვურეკავდი და არ მპასუხობდნენ. დაკარგულად ჩავთვალე, რა უნდა მექნა, ვერ მივხვდი. ბოლოს ის ვიფიქრე, მისამართი ვიცი და მივაკითხავ-მეთქი, მაგრამ ცხრა თვის ორსული ვარ, ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან და ამის გაკეთება გამიჭირდებოდა. როგორც იქნა, 10 დღის შემდეგ მომწერეს, ბოდიში მოიხადეს, დაგვაგვიანდაო. ხელახლა გამომიგზავნეს ფეხსაცმელი, მაგრამ ფუთა რომ გავხსენი, გაოცება ვერ დავმალე, ისევ იგივე, ანუ არასწორი ზომა ფეხსაცმელი გამომიგზავნეს. ხომ არ მეხუმრებით-მეთქი, ისევ დავუბრუნე ნივთი უკან, თან ამ გაგზავნა-გამოგზავნის ხარჯებს მე ვიხდიდი. საბოლოოდ, კი გამომიგზავნეს ჩემი ზომა ფეხსაცმელი, მაგრამ დახეულია და ვერ ვიცვამ", - გვიყვება ქეთი ბერძენიშვილი.

მომხმარებლის პრეტენზიას "Stock Georgia“ -მ უპასუხა. კომპანიაში ამბობენ, რომ პანდემიამ გარკვეული პრობლემები მათაც გაუჩინა.

"ჩვენი მხრიდან მოხდა მომხმარებლის ყველა მოთხოვნის/პრეტენზიის დაკმაყოფილება და ამასთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯი კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე, ისევ და ისევ ჩვენივე მომხმარებლის კმაყოფილების მიზნით. კომპანიაში არ შემოსულა არანაირი თხოვნა/მოთხოვნა საბოლოოდ გაგზავნილი ნივთის წუნდებულებასთან ან/და ამის გამო ნივთის შეცვლასთან დაკავშირებით, შესაბამისად, უარიც არავის უთქვამს. ერთადერთი ხარვეზი, რაც მომხმარებლის მომსახურებისას გვქონდა, იყო ნივთის დაგვიანებით მიწოდება, რაც გამოწვეული იყო ზოგადად ეპიდვითარებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, რეგიონებში მიწოდებას ვახორციელებთ ფოსტის მეშვეობით, ხოლო ფოსტაც შეზღუდვების გამო ვერ მუშაობს სტანდარტული გრაფიკით. აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ მოხდა მომხმარებლის ინფორმირება და არაერთი ბოდიში მოვუხადეთ მას შეფერხებული მომსახურებისთვის, თუმცა ეს მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამასთანავე, ჩვენი კომპანია მზადაა ყველაფერი ზემოთ ხსენებული დაადასტუროს კომუნიკაციის ჩანაწერების მეშვეობით. პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ონლაინვაჭრობის ყოველდღიურობაზე, რაც ძირითადად გამოიხატება როგორც მიწოდების ხარისხზე, ასევე შეკვეთების რაოდენობაზე. პანდემიამდე კომპანია დღის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა ყველა შეკვეთის დაკმაყოფილებას, ხოლო შეზღუდვებიდან გამომდინარე ეს დღეს შეუძლებელია, 9 საათამდე ფიზიკურად ვერ ესწრება ყველა შეკვეთის ადრესატამდე მიტანა და გვიწევს ან უარი ვთქვათ დამატებით შეკვეთებზე, რაც თავისთავად ამცირებს კომპანიის შემოსავალს, ან/და ჩვენი სურვილის მიუხედავად, გვიწევს ვალოდინოთ ჩვენი ძვირფასი მომხმარებლები. ჩვენი კომპანია Stock Georgia-სთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება და მათი დადებითი დამოკიდებულება. ზოგადად წარმატებული ბიზნესის უმთავრესი პირობაა მომხმარებლისთვის მასზე მორგებული სერვისის შეთავაზება“, - განუცხადეს ambebi.ge -ს კომპანიაში.

ზვიად ელიზიანმა "შავ პარასკევს“ ტექნიკის ერთ - ერთი ცნობილი ბრენდის საიტზე მომხიბვლელი ფასდაკლება ნახა. რის გამოც გადაწყვიტა, ორი ტელევიზორი შეეძინა. შეკვეთა დაარეგისტრირა, თანხა გადარიცხა და მხოლოდ ამის შემდეგ კომპანიამ აცნობა, რომ შეკვეთილ ნივთებს იმ ფასად ვერ მიიღებდა როგორადაც შეიძინა, რადგანაც ფასები საიტზე შეცდომით იყო მითითებული. საბოლოოდ, დავა ცივილურად გადაწყდა.

"ძალიან დიდი ფასდაკლება კი ჩანდა, მაგრამ ეჭვი არ შემპარვია მის სისწორეში. რადგანაც "შავი პარასკევი“ იყო და თანაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შემიძენია ძალიან სოლიდური ფასდაკლებით ნივთები. შეკვეთიდან მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ შეეშალათ და ნივთებს ვერ მომყიდდნენ. შემომთავაზეს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რაზეც უარი განვაცხადე. სასამართლოში დავაზეც ვფიქრობდი. თუ კომპანიას შეეშალა, ეს ხომ ჩემი პრობლემა არ არის?! თანხა გადავიხადე და ყიდვის ოპერაცია შესრულდა. რამდენიმედღიანი კომუნიკაციის შემდეგ საქმეში, როგორც ჩანს, მარკეტინგის სამსახური ჩაერთო და შეთანხმებას მივაღწიეთ. მათ უკან დამიბრუნეს ჩემი გადახდილი თანხა, მაგრამ სამაგიეროდ გადმომცეს 650 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. ასეთი ჟესტით მოიხადეს ბოდიში საკუთარი შეცდომის გამო. რაც სასიამოვნოა და გარკვეულ კულტურაზე მიუთითებს. არ ვიცი, რაში უნდა აწყობდეს კომპანიას უკმაყოფილო მომხმარებელი. " - ამბობს ზვიად ელიზიანი.

  • როგორ იცავს სახელმწიფო მომხმარებელს მსგავსი ინციდენტებისგან და რა გზებით შეუძლიათ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვა ამ მიმართულებით?

სპეციალისტები ყურადღებას საკანონმდებლო ბაზის არასებობაზე ამახვილებენ. აღსანიშნავია, რომ კანონი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმდა. მოქმედმა ხელისუფლებამ კი ამ კანონის განახლებული ვერსიის, პროექტის დამტკიცება წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო. "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ პრეზიდენტის, ბექა კემულარიას თქმით, კანონპროექტი 2016 წლიდან არსებობს, თუმცა რატომღაც მისი დამტკიცება ჭიანურდება.

"პრობლემა მრავალმხრივია. გასათვალისწინებელია როგორც მომხმარებლების ცნობიერების პრობლემა, ისე კომპანიების ბაზარზე ოპერირების კულტურის დაბალი დონე. უმთავრესი გამოწვევა კი სახელმწიფოს მხრიდან დაცვის არასრულფასოვანი მექანიზმებია. ონლაინვაჭრობაში გარკვეული ხარვეზები კარგად აწყობილ უცხოურ კომპანიებსაც აქვთ, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს მასობრივი ხასიათი. კულტურა უნდა გაჩნდეს ბიზნესსუბიექტებშიც. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ კმაყოფილი მომხმარებელი უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი სამომავლო განვითარებისთვის. თუ, რა თქმა უნდა, ერთჯერადი საქმიანობით არ შემოიფარგლებიან, მაგრამ მხოლოდ კეთილ ნებას არ უნდა მივანდოთ ეს საქმე. სახელმწიფო, კანონმდებლობა უნდა ქმნიდეს მომხმარებელთა დაცვის მეტ გარანტიებს. 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლებამ გააუქმა კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც სისტემურად მოაწესრიგებდა ამ საკითხებს. იმედი მაქვს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი დროულად განიხილავს და დაამტკიცებს კიდეც ამ კანონპროექტს, რომელიც ბევრ რამეს მოაქცევს საკანონმდებლო ჩარჩოში. მოგეხსენებათ, ამ სფეროს სამართლებრივი მოწესრიგება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვევალება და ამისთვის დრო 2022 წლამდე გვაქვს. ", - ამბობს ბექა კემულარია.

იგი პარალელს ავლებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის უცხოურ მოდელებთან. მისი თქმით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სპეციალური უწყებები, რომლებიც დაზარალებულ კლიენტებს საქმეს უიოლებენ.

"ძალიან კარგადაა ეს სისტემები აწყობილ სხვა ქვეყნებში. მაგალითად, არსებობს ასოციაციები, რომლებიც კონტროლს უწევენ სადაო საკითხებს და თავადაც არიან ამ მოკვლევის პროცესში ჩართულები. გარდა ამისა, არიან ომბუდსმენები, რომლებიც იცავენ მომხმარებლების უფლებებს და ამას სხვადასხვა მექანიზმებით ახერხებენ. სასამრთლოში დავის დაწყება უნდა იყოს უკიდურესი ფორმა, ბევრად უფრო მარტივი უნდა იყოს მომხმარებლისთვის პრობლემის მოგვარება. მაგალითისთვის, ვინმეს 40 - ლარიანი ნივთი თუ არ მიუტანეს და არც ფული დაუბრუნეს, მას ამის გამო სასამართლოში სირბილი არ უნდა უწევდეს, რადგანაც ბევრად ძვირი დაუჯდება ამ გზით სიმართლის დადგენა“ - ამბობს ბექა კემულარია.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი