მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის მკურნალობის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მეთოდი" - რატომ ვერ ხერხდება საქართველოში covid 19-ის წინააღმდეგ პლაზმით მკურნალობის მასობრივად გამოყენება?
"ეს არის მკურნალობის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მეთოდი" - რატომ ვერ ხერხდება საქართველოში covid 19-ის წინააღმდეგ პლაზმით მკურნალობის მასობრივად გამოყენება?

სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას, დღე­ი­სათ­ვის პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბა ერთ-ერთ ეფექ­ტი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. აშშ-ის სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის პლაზ­მის გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა დიდი ხა­ნია გას­ცა. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მძი­მე პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ამ მე­თოდ­მა გა­ა­მარ­თლა და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით დას­რულ­და. პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, 16 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე "ჰე­მოპ­ლაზ­მას“ ცენ­ტრში შე­უძ­ლი­ათ. სწო­რედ ისი­ნი ამა­რა­გე­ბენ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პლაზ­მით. "ჰე­მოპ­ლაზ­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბა­ტო­ნი თე­მურ აზი­კუ­რი მი­იჩ­ნევს, რომ მა­სი­უ­რად პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით ბევრ მძი­მე პა­ცი­ენტს გა­და­არ­ჩენს, თუმ­ცა ამის­თვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პლაზ­მის მა­რა­გი უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა მი­მარ­თონ კლი­ნი­კას და გა­ი­ღონ პლაზ­მა.

ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­დებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ა­აქ­ტი­უ­როს მუ­შა­ო­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­სობ­რი­ვად და­ი­წყონ. მათ აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, არა­ერ­თი წე­რი­ლი გა­აგ­ზავ­ნეს უწყე­ბა­ში, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც დღემ­დე პა­სუ­ხი არ ჩანს.

თე­მურ აზი­კუ­რი:

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის შემ­დგომ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს სპე­ცი­ფი­კურ ან­ტის­ხე­უ­ლებს, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან ინ­ფექ­ცი­ას და უხ­ში­რე­სად მხო­ლოდ მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­გა­და­ტა­ნი­ლი, გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლი, კერ­ძოდ კი სის­ხლის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი პლაზ­მა, არის ამ იმუ­ნი­ტე­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი. სის­ხლის პლაზ­მის მი­ღე­ბა, დამ­ზა­დე­ბა და შე­ნახ­ვა ხდე­ბა ტრანსფი­ზი­ო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, კერ­ძოდ ჩვენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - "ჰე­მოპ­ლაზ­მა­ში“.4

კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ი­სას მთელ მსოფ­ლი­ო­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ხდე­ბო­და სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და მათი ეფექ­ტუ­რო­ბის გან­სა­ზღვრა. ბევ­რი პრე­პა­რა­ტი აღ­მოჩ­ნდა არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში და მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი წამ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დღეს, ისიც და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის მი­ხედ­ვით. ამე­რი­კის საკ­ვე­ბის და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უკვე ორ­ჯერ, ჯერ 24 მარტს, შემ­დეგ 23 აგ­ვის­ტოს გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა SARS Cov-2 ვირუ­სის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი პლაზ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ეს მე­თო­დი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და გა­დას­ხმუ­ლია რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი დოზა კონ­ვა­ლეს­ცენ­ტუ­რი პლაზ­მა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც გვაქვს მისი პირ­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც თა­ვის დრო­ზე ისა­უბ­რა ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბა პრო­ტო­კოლ­ში არ არის შე­ტა­ნი­ლი, რა­ტომ არ მო­უ­წო­დებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მა­სი­უ­რად ხალ­ხს პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბის­კენ, მა­შინ, როცა ამ­დე­ნი მძი­მე პა­ცი­ენ­ტია ირ­გვლივ?

- ეს, ე.წ. კონ­ვა­ლეს­ცენ­ტუ­რი პლაზ­მა, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა ჩვენს ცენ­ტრში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, აღი­ა­რე­ბუ­ლია ვირუს­თან ბრძო­ლის ერთ-ერთ პირ­ვე­ლად სა­შუ­ა­ლე­ბად. ა.წ. აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში შევ­ხვდით ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ გა­ბუ­ნი­ას და გა­ვა­ცა­ნით სი­ტუ­ა­ცია. ის დაგ­ვთან­ხმდა, რომ თუ ეს იქ­ნე­ბო­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც შე­უ­ერ­თდე­ბო­და ამ მე­თო­დის და­ნერგვას.

შემ­დეგ იყო 23 აგ­ვის­ტოს ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი FDA-ს ავ­ტო­რი­ზა­ცია. სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო პან­დე­მი­ის ახა­ლი, ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა. ჩვენ ბა­ტონ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს­თან შე­ვა­თან­ხმეთ ახა­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. მან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში აღ­ნიშ­ნა კონ­ვა­ლეს­ცენ­ტუ­რი პლაზ­მის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და მო­უ­წო­და მო­სახ­ლე­ო­ბას, ვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და კო­ვი­დინ­ფექ­ცია, გა­მო­ე­ჩი­ნათ კე­თი­ლი ნება და გა­ე­ღოთ თა­ვი­სი პლაზ­მა სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. ბევ­რი ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ მო­წო­დე­ბას, ბევ­რმა მოგ­ვმარ­თა, გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი და მი­ი­ღო სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი დო­ნა­ცია მოხ­და, დამ­ზად­და კონ­ვა­ლეს­ცენ­ტუ­რი პლაზ­მის სამ­კურ­ნა­ლო დო­ზე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით. სექ­ტემ­ბრი­დან ვცა­დეთ ქალ­ბა­ტონ თა­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბა, ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ მისი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო.

5 ოქ­ტომ­ბერს მივ­მარ­თეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით, დღემ­დე ამ წე­რილს რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

- კი­დევ ერთხელ ხომ არ გან­მარ­ტავთ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბას სხვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად?

- 21 ნო­ემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტუ­რი პლაზ­მის ად­რე­უ­ლი (ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­დან პირ­ველ 72 სა­ათ­ში) გა­მო­ყე­ნე­ბა რისკ-ჯგუ­ფებ­ში შე­მა­ვალ პა­ცი­ენ­ტებ­ში 73%-ით ამ­ცი­რებს და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს არის ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს და პირ­ველ რიგ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჩარ­თუ­ლო­ბა, რათა და­ი­წყოს ქვე­ყა­ნა­ში კონ­ვა­ლეს­ცენ­ტუ­რი პლაზ­მის მა­სი­უ­რი დამ­ზა­დე­ბა და აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რათა მოხ­დეს: რისკ ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის დამ­ძი­მე­ბის პრე­ვენ­ცია; სიკ­ვდი­ლო­ბის საგ­რძნო­ბი კლე­ბა; პა­ცი­ენ­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ყოვ­ნე­ბის დრო­ის (სა­წოლ­დღე­ე­ბის) შემ­ცი­რე­ბა.

  • მა­შინ, რო­დე­საც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პლაზ­მა, რო­გორ ეფექ­ტი­ა­ნი და ხელ­მის­წავ­დო­მი ან­ტი­კო­ვი­დუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, უფრო ფარ­თოდ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რა­ტომ არ უწყობს ამას ხელს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო? რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა დღემ­დე მეტი პრო­პა­გან­და იმის­თვის, რომ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებ­მა ჩა­ა­ბა­რონ პლაზ­მა და რა­ტომ არ ეძ­ლე­ვათ კო­ვიდკ­ლი­ნი­კებს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცია? - ამ კი­თხვით თა­ნა­დაც­ვის მი­ნისტრს ეკა ტი­კა­რა­ძეს მივ­მარ­თეთ. აი რა გვი­პა­სუ­ხა ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ:

"ჩვენ პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ ვზღუ­დავთ, თუმ­ცა ეს არის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი თე­რა­პია და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბა, რომ პლაზ­მა არის ერთ-ერთი და ერ­თა­დერ­თი ის სამ­კურ­ნა­ლო ხერ­ხი, რო­მე­ლიც ეფექ­ტი­ა­ნად აი­სა­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იმ­პე­რა­ტი­უ­ლად ვერ მო­ახ­დენს ამა­ზე მსგავს რე­ა­გი­რე­ბას. თუმ­ცა ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის სა­ა­ვად­მყო­ფო და კი­დევ რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კაც იყე­ნე­ბენ პლაზ­მურ თე­რა­პი­ას ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ჩამებარებინა უნდა სამედიცინოზე, რა მინდოდა წვენებში ?! მაგრამ სამედიცინომ შეიწოვა ერის ინტელექტუალური რესურსი და წვენებში ხომ უნდა ემუშავა ვიღაცას, ექიმი წამალს ჩვენ გვასმევს, ჩვენ ვასმევთ წვენებს , ნუნუასაც , ჟვაპეს არ სვამენ , ეს საქმე ფრიადზე იციან, არ იცის ეგ საქმე ჩვენმა მთავრობამ, არ იცოდა არასოდეს, რომ ღვინის გამკეთებლებთან ბრძოლა ამარცხებს კორონას და სიდუხჭირის პანდემიასაც , დიაბეტს , ნარკოჭკუასუსტობას, არის უდავო ბიზნეს ფრომოუშენ და თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების ჩაყრა , არ გვაქვენ საფუძველი, დიახ ! იცინეთ ხო, იცინეთ ! ის იცინის, ვისაც ასეთებზე არ ეცინება და როგორ გძინავთ, ფალსიფიცირებული ღვინის მკეთებლებს ჩვენი ცოდვით , მიწა უნდა გისკდებოდეთ და თხლეში უნდა იძირებოდეთ , კუპრში უნდა იხარშებოდეთ !

ჰოლა
0

RATOM VER XERXDEBA DA QARTVELBS IDEEEBI ACUXEBS EQSPERIMENTEBI AQVT CHASATAREBELI JER MAICAAAA

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ეს არის მკურნალობის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მეთოდი" - რატომ ვერ ხერხდება საქართველოში covid 19-ის წინააღმდეგ პლაზმით მკურნალობის მასობრივად გამოყენება?

"ეს არის მკურნალობის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მეთოდი" - რატომ ვერ ხერხდება საქართველოში covid 19-ის წინააღმდეგ პლაზმით მკურნალობის მასობრივად გამოყენება?

სხვადასხვა დაავადებებისას, დღეისათვის პლაზმით მკურნალობა ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებულებში ადამიანის პლაზმის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა დიდი ხანია გასცა. ისიც ცნობილია, რომ საქართველოში რამდენიმე მძიმე პაციენტის შემთხვევაში ამ მეთოდმა გაამართლა და ყველა შემთხვევა პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულდა. პლაზმის ჩაბარება გამოჯანმრთელებულებს ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 16 ნომერში მდებარე "ჰემოპლაზმას“ ცენტრში შეუძლიათ. სწორედ ისინი ამარაგებენ ინფექციური საავადმყოფოს პლაზმით. "ჰემოპლაზმის“ დამფუძნებელი, ბატონი თემურ აზიკური მიიჩნევს, რომ მასიურად პლაზმის გამოყენება გაცილებით ბევრ მძიმე პაციენტს გადაარჩენს, თუმცა ამისთვის დიდი რაოდენობით პლაზმის მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში. ამიტომ აუცილებელია კოვიდგადატანილმა პაციენტებმა მიმართონ კლინიკას და გაიღონ პლაზმა.

ბატონი თემური ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს ამ მიმართულებით გაააქტიუროს მუშაობა, რომ ქვეყანაში პლაზმის გამოყენება მასობრივად დაიწყონ. მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები ჯანდაცვის სამინისტროსთან, არაერთი წერილი გააგზავნეს უწყებაში, მაგრამ რატომღაც დღემდე პასუხი არ ჩანს.

თემურ აზიკური:

- როგორც ცნობილია, სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის გადატანის შემდგომ ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციას და უხშირესად მხოლოდ მათი საშუალებით ხდება პაციენტის გამოჯანმრთელება. დაავადებაგადატანილი, გაჯანსაღებული ადამიანის სისხლი, კერძოდ კი სისხლის ერთ-ერთი კომპონენტი პლაზმა, არის ამ იმუნიტეტის მატარებელი ანტისხეულების შემცველი. სისხლის პლაზმის მიღება, დამზადება და შენახვა ხდება ტრანსფიზიოლოგიურ დაწესებულებაში, კერძოდ ჩვენს დაწესებულება - "ჰემოპლაზმაში“.4

კოვიდ-19-ის პანდემიისას მთელ მსოფლიოში დაჩქარებული წესით ხდებოდა სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება და მათი ეფექტურობის განსაზღვრა. ბევრი პრეპარატი აღმოჩნდა არაეფექტიანი დაავადებასთან ბრძოლაში და მხოლოდ ერთეული წამლები გამოიყენება დღეს, ისიც დაავადების სიმპტომების მიხედვით. ამერიკის საკვების და წამლის ადმინისტრაციამ უკვე ორჯერ, ჯერ 24 მარტს, შემდეგ 23 აგვისტოს გასცა განკარგულება SARS Cov-2 ვირუსის ანტისხეულების შემცველი პლაზმის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება და გადასხმულია რამდენიმე ასეული ათასი დოზა კონვალესცენტური პლაზმა. ჩვენს ქვეყანაშიც გვაქვს მისი პირველი გამოყენების წარმატებული შემთხვევები, რომლებზეც თავის დროზე ისაუბრა ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ.

- ბატონო თემურ, პლაზმით მკურნალობა პროტოკოლში არ არის შეტანილი, რატომ არ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო მასიურად ხალხს პლაზმის ჩაბარებისკენ, მაშინ, როცა ამდენი მძიმე პაციენტია ირგვლივ?

- ეს, ე.წ. კონვალესცენტური პლაზმა, რომელიც მზადდება ჩვენს ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, აღიარებულია ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ პირველად საშუალებად. ა.წ. აგვისტოს დასაწყისში შევხვდით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას და გავაცანით სიტუაცია. ის დაგვთანხმდა, რომ თუ ეს იქნებოდა ოფიციალურად დადასტურებული რომელიმე საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, ჩვენი ქვეყანაც შეუერთდებოდა ამ მეთოდის დანერგვას.

შემდეგ იყო 23 აგვისტოს ზემოთნახსენები FDA-ს ავტორიზაცია. სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო პანდემიის ახალი, ფართო გავრცელება. ჩვენ ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან შევათანხმეთ ახალი ერთობლივი სამოქმედო გეგმა. მან სატელევიზიო ინტერვიუებში აღნიშნა კონვალესცენტური პლაზმის ფართო გამოყენების აუცილებლობა და მოუწოდა მოსახლეობას, ვისაც გადატანილი ჰქონდა კოვიდინფექცია, გამოეჩინათ კეთილი ნება და გაეღოთ თავისი პლაზმა სხვა პაციენტების სამკურნალოდ. ბევრი ყოფილი პაციენტი გამოეხმაურა ამ მოწოდებას, ბევრმა მოგვმართა, გამოთქვა სურვილი და მიიღო სათანადო ინფორმაცია. რამდენიმე ათეული დონაცია მოხდა, დამზადდა კონვალესცენტური პლაზმის სამკურნალო დოზები შესაბამისი სტანდარტების დაცვით. სექტემბრიდან ვცადეთ ქალბატონ თამართან დაკავშირება, ვერ მოვახერხეთ მისი გადატვირთული გრაფიკის გამო.

5 ოქტომბერს მივმართეთ ოფიციალური წერილით, დღემდე ამ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.

- კიდევ ერთხელ ხომ არ განმარტავთ, რა მნიშვნელობა აქვს პლაზმის ჩაბარებას სხვების გადასარჩენად?

- 21 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, კონვალესცენტური პლაზმის ადრეული (ჰოსპიტალიზაციიდან პირველ 72 საათში) გამოყენება რისკ-ჯგუფებში შემავალ პაციენტებში 73%-ით ამცირებს დაავადების დამძიმების და შესაბამისად ლეტალური გამოსავლის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე ეს არის ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა, რათა დაიწყოს ქვეყანაში კონვალესცენტური პლაზმის მასიური დამზადება და აქტიური გამოყენება ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რათა მოხდეს: რისკ ჯგუფში შემავალი პაციენტების დამძიმების პრევენცია; სიკვდილობის საგრძნობი კლება; პაციენტის საავადმყოფოში დაყოვნების დროის (საწოლდღეების) შემცირება.

  • მაშინ, როდესაც დღეს საქართველოში არის შესაძლებლობა, პლაზმა, როგორ ეფექტიანი და ხელმისწავდომი ანტიკოვიდური საშუალება, უფრო ფართოდ იყოს გამოყენებული, რატომ არ უწყობს ამას ხელს ჯანდაცვის სამინისტრო? რატომ ვერ მოხერხდა დღემდე მეტი პროპაგანდა იმისთვის, რომ კოვიდგადატანილებმა ჩააბარონ პლაზმა და რატომ არ ეძლევათ კოვიდკლინიკებს მისი გამოყენების რეკომენდაცია? - ამ კითხვით თანადაცვის მინისტრს ეკა ტიკარაძეს მივმართეთ. აი რა გვიპასუხა ქალბატონმა ეკამ:

"ჩვენ პლაზმის გამოყენების შესაძლებლობას არ ვზღუდავთ, თუმცა ეს არის ექსპერიმენტული თერაპია და მისი გამოყენება, ვიდრე არ მოხდება დადასტურება, რომ პლაზმა არის ერთ-ერთი და ერთადერთი ის სამკურნალო ხერხი, რომელიც ეფექტიანად აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო იმპერატიულად ვერ მოახდენს ამაზე მსგავს რეაგირებას. თუმცა ექსპერიმენტის ფარგლებში ბატონი თენგიზ ცერცვაძის საავადმყოფო და კიდევ რამდენიმე კლინიკაც იყენებენ პლაზმურ თერაპიას ჩვენი პაციენტების სამკურნალოდ".

"40-ლარიანი ნივთი თუ არ მიუტანეს და არც ფული დაუბრუნეს, ადამიანს ამის გამო სასამართლოში სირბილი არ უნდა უწევდეს" - რა პრობლემებს აწყდება ონლაინვაჭრობისას ქართველი მომხმარებელი

ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

"3-4 დღე კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს" - ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა Covid 19-ით