მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ
რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ

ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი პო­ლი­ტი­კო­სებ­მა კო­მენ­ტა­რე­ბი ჟურ­ნა­ლიტ­სებ­თან გა­ა­კე­თეს. გა­გაც­ნობთ მათ გან­ცხა­დე­ბებს:

  • არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე

"ეს შეხ­ვედ­რა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პო­ზი­ცი­ე­ბის კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ე­ბას იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და ოპო­ზი­ცი­ა­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის შემ­დგომ გრძელ­ვა­დი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა , რაც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. მე მსურს კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ელ­ჩებს, რომ­ლე­ბიც ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას უწე­ვენ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დი­ა­ლოგს და იმე­დი გა­მოვ­თქვა, რომ შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენ შევ­ძლებთ პო­ზი­ცი­ე­ბის ისე შე­ჯე­რე­ბას, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა და პარ­ლა­მენ­ტის მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

გან­მე­ო­რე­ბით არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი პო­ზი­ცია უკვე სა­ჯა­როდ და­ვა­ფიქ­სი­რეთ არა­ერ­თხელ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია ეს არ შე­იც­ვლე­ბა. გან­მე­ო­რე­ბით არ­ჩევ­ნებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ გა­ნი­ხი­ლავს. ჩვენ ამა­ზე შე­თან­ხმე­ბას არ ვგეგ­მავთ.

პან­დე­მი­ი­ის მი­უ­ხე­და­ვად, 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი 2020-ის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და არ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ეჭვქვეშ და­ვა­ყე­ნოთ მათი არ­ჩე­ვა­ნი. ჩვენ ჩვე­ნი სა­ჯა­რო პო­ზი­ცია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე და­ვა­ფიქ­სი­რეთ, გან­მე­ო­რე­ბით არ­ჩევ­ნებს ან მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რა­ი­მე ვერ­სი­ას, მათ შო­რის პლე­ბის­ციტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ გა­ნიხ­ლავს."

  • ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი

"სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გვქონ­და გან­ვი­ხი­ლეთ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი. დე­ტა­ლებ­ზე დღე­საც ვერ ვი­სა­უბ­რებთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ასეთ პი­რო­ბა­ზე ვართ შე­თან­ხმე­ბუ­ლი. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას ვუხ­დით ელ­ჩებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დიდ როლს ას­რუ­ლე­ბენ ამ პრო­ცეს­ში.

შეხ­ვედ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვა­ლაც შედ­გე­ბა. დიდი იმე­დი გვაქვს, ეს პრო­ცე­სი შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­დე­ბა.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენ­თვის წი­თე­ლი ხა­ზე­ბი არ­სე­ბობს, ეს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი უკავ­შირ­დე­ბა არ­ჩევ­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ოპ­ტი­მიზ­მის სა­უ­ფუძ­ველს, დროც არ არის ბევ­რი დარ­ჩე­ნი­ლი, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს რომ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“

  • ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე - პარ­ტია "გირ­ჩის" ლი­დე­რი

"პუნ­ქტე­ბად გა­ვი­ა­რეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­და­დე­ბაც და ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბაც. იყო რა­ღაც სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც შევ­თან­ხმდით, მაგ­რამ დარ­ჩა ბევ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ შე­უ­თან­ხმე­ბე­ლია. არ მაქვს იმის უფ­ლე­ბა, რომ დე­ტა­ლე­ბი გი­თხრათ, მაგ­რამ ახლა, იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ პუნ­ქტობ­რი­ვად გა­ვი­ა­რეთ, არის რა­ღაც პუნ­ქტე­ბი, რა­ზეც თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არის პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც ჯერ­ჯე­რო­ბით შე­თან­ხმე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია."

  • და­ვით ბაქ­რა­ძე - "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი

"დღეს დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ ელ­ჩე­ბის თხოვ­ნით. შე­მიძ­ლია გი­თხართ, რომ იყო გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა დარ­ჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი სა­კი­თხი, სა­დაც პო­ზი­ცი­ე­ბი ვერ და­ახ­ლოვ­და. ამი­ტომ გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ცე­სი. ხვალ იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა და იმე­დი მაქვს, ხვა­ლინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ უკვე ნამ­დვი­ლად შეგ­ვეძ­ლე­ბა, დე­ტა­ლე­ბი გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დე­ო­ბას."

  • ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე - "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი

“სა­სარ­გებ­ლო შეხ­ვედ­რა იყო. ეს ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი და­ვა­ახ­ლო­ვეთ. გან­სხვა­ვე­ბე­ბი რჩე­ბა. ჩვენ არ გაქვს შე­თან­ხმე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა სა­უ­ბა­რიც გვქონ­და შიგ­ნით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ეს სა­უ­ბა­რი დე­ტა­ლუ­რად გა­მო­ვი­ტა­ნოთ. ამი­ტომ, თქვენს კონ­კრე­ტულ კი­თხვებ­ზე პა­სუხს ვერ გავ­ცემ."

  • გრი­გოლ ვა­შა­ძე - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე

“ელ­ჩებ­მა თქვეს, რომ დღეს სა­ღა­მოს დაგ­ვი­კავ­შირ­დე­ბი­ან. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რე­სურ­სი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს იმი­ტომ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თუ არ შედ­გა, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო აღ­მოჩ­ნდე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში. Ჩემ­თვის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ მთა­ვარ სა­კი­თხებ­ზე კომ­პრო­მი­სი ჰო­რი­ზონტზე არ ჩანს. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხრი­დან ჩანს მზა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ არ ჩანს მზა­ო­ბა მთა­ვარ სა­კი­თხებ­ზე, რო­მელ­ზეც ოპო­ზი­ცია 1 ნო­ემ­ბრი­დან სა­უბ­რობს."

  • შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რი

"ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ, და­მარ­ღვე­ვი­ნებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ეტი­კეტს. ჩვენ შევ­თან­ხმდით ელ­ჩებ­თან, რომ დე­ტა­ლებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­სა­უბ­რებთ, იმის­თვის, რომ შე­დე­გე­ბი მალე მი­ვი­ღოთ. შე­დე­გე­ბი გვინ­და და არა ის, რომ ამ წუთ­ში დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. თით­ქოს, რა­ღაც უკე­თე­სო­ბის ნიშ­ნე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის ხა­ზით, მაგ­რამ ჩვენ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა კი არა, ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი გვინ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­ზანს ყვე­ლა­ფე­რი უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ჩემი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნია არა­ვი­თა­რი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია არ არ­სე­ბობ­დეს. ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცეს­კო კომ­პლექტდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის წინ და შემ­დეგ იშ­ლე­ბა, ამ დო­ნემ­დე უნდა მი­ვი­დეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არის სა­უ­ბა­რი, კომ­პრო­მის­ზე, დათ­მო­ბა­სა ან რეგ­რეს­ზე, სა­უ­ბა­რი არის იმა­ზე, რომ გვე­ლო­დე­ბა მე­ო­თხე რა­უნ­დი."

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
79
მართველი გუნდი, თავიდან ფეხებამდე, თაღლითური სქემითაა დაკავებული,მათ შორის ოპონენტებთან მოლაპარაკების დროს.
leo
35

ნუ, და­მარ­ღვე­ვი­ნებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ეტი­კეტს- ითხოვს მშრომელთა უსტაბაში

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ

რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პოლიტიკოსებმა კომენტარები ჟურნალიტსებთან გააკეთეს. გაგაცნობთ მათ განცხადებებს:

  • არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე

"ეს შეხვედრა ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას უკავშირდება , რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მე მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების ისე შეჯერებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ არაერთხელ და რასაკვირველია ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს "ქართული ოცნება" არ განიხილავს. ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ.

პანდემიიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში და არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. ჩვენ ჩვენი საჯარო პოზიცია ამასთან დაკავშირებით უკვე დავაფიქსირეთ, განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის პლებისციტს "ქართული ოცნება" არ განიხლავს."

  • ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი

"საინტერესო შეხვედრა გვქონდა განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პირობაზე ვართ შეთანხმებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ელჩებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესში.

შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალაც შედგება. დიდი იმედი გვაქვს, ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზები არსებობს, ეს წითელი ხაზები უკავშირდება არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საუფუძველს, დროც არ არის ბევრი დარჩენილი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოოდ, ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“

  • ზურაბ ჯაფარიძე - პარტია "გირჩის" ლიდერი

"პუნქტებად გავიარეთ "ქართული ოცნების“ წინადადებაც და ოპოზიციის წინადადებაც. იყო რაღაც საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. არ მაქვს იმის უფლება, რომ დეტალები გითხრათ, მაგრამ ახლა, იმის თქმა შემიძლია, რომ პუნქტობრივად გავიარეთ, არის რაღაც პუნქტები, რაზეც თანხმობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია."

  • დავით ბაქრაძე - "ევროპული საქართველოს" ლიდერი

"დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხართ, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა. ამიტომ გაგრძელდება პროცესი. ხვალ იქნება მომდევნო შეხვედრა და იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადეობას."

  • ბადრი ჯაფარიძე - "ლელო საქართველოს" ლიდერი

“სასარგებლო შეხვედრა იყო. ეს ნიშნავს, რომ რაღაც საკითხებზე პოზიციები დავაახლოვეთ. განსხვავებები რჩება. ჩვენ არ გაქვს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რა საუბარიც გვქონდა შიგნით, მოლაპარაკების დროს, ეს საუბარი დეტალურად გამოვიტანოთ. ამიტომ, თქვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გავცემ."

  • გრიგოლ ვაშაძე - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

“ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან. მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს იმიტომ, რომ მოლაპარაკებები თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში. Ჩემთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს. “ქართული ოცნების” მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1 ნოემბრიდან საუბრობს."

  • შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი

"ძალიან გთხოვთ, ნუ, დამარღვევინებთ საერთაშორისო ეტიკეტს. ჩვენ შევთანხმდით ელჩებთან, რომ დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ, იმისთვის, რომ შედეგები მალე მივიღოთ. შედეგები გვინდა და არა ის, რომ ამ წუთში დეტალებზე ვისაუბროთ. თითქოს, რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა და შესაბამისად, ამ მიზანს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს. ჩემი ამოცანა და მიზანია არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობდეს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ცესკო კომპლექტდება არჩევნების წინ და შემდეგ იშლება, ამ დონემდე უნდა მივიდეთ. ჯერჯერობით, არ არის საუბარი, კომპრომისზე, დათმობასა ან რეგრესზე, საუბარი არის იმაზე, რომ გველოდება მეოთხე რაუნდი."

"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის

"ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით" - გიგი უგულავა

ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში ოპოზიციიდან და რას აცხადებენ ამის თაობაზე სხვა ოპოზიციონერი ლიდერები?