15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
ქართველი ვარსკვლავების საახალწლო დეკორაციები - როგორ მორთეს მათ ნაძვის ხეები დღესასწაულისთვის (ფოტოები)
11:09 / 18-12-2020
ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ცნობილმა ქართველებმა უკვე დაიწყეს ზრუნვა სახლში საახალწლო განწყობის შესაქმნელად. პანდემიასთან ერთად ახალ წელს პირველად ვხვდებით, ამიტომ ადამიანები ცდილობენ, რომ შინ მაინც მოიწყონ დღესასწაული.
ნაძვის ხის მორთვა დეკემბრის პირველი რიცხვებიდანვე დაიწყეს ქართველმა ვარსკვლავებმა. წელს ხარის წელი შემოაბიჯებს და ერთ-ერთი აქტუალური ფერი ვერცხლისფერია, მთავარი სიმბოლო კი - ნალი, რომლითაც ხარს ჭედავენ.
ალბათ ფიქრობთ, რომ ხარს წითელი ფერი არ უყვარს, მაგრამ სულ ტყუილად, აღმოჩნდა, რომ ვერცხლისფერთან ერთად, წითელი ფერი სიმდიდრეს და კარიერულ წინსვლას მოგიტანთ ცხოვრებაში.
დამეთანხმებით კორონა პანდემიის პირობებში როდესაც მოქალაქეები გვეღუპებიან და უმეტესობას პურის ფულიც უთავდება საკმაოდ გამაღიზიანებელია ამ ბომონძღის ნაძვის ხეების მორთულობების აფიშირება მარადიული ხსოვნა გარდაცვლილ ექიმებს და მათ პაციენტებს

მოდით, გადავავლოთ თვალი, როგორ მორთეს ნაძვის ხეები ცნობილმა სახეებმა.
ქეთა თოფურიამ ნაძვის ხე ოქროსფერ სათამაშოებთან ერთად ხისგან გამოთლილი ფიგურებით გადაწყვიტა.
წითელი ფერი დომინირებს მომღერალ ნინო ჩხეიძის ნაძვის ხის მორთულობაში.
ნინო ჩხეიძის ნაძვის ხე
ანუკი არეშიძემ სახლში ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. გარდა, ერთი დიდი ნაძვის ხისა, კალაძე-არეშიძის წყნეთის აგარაკი, პატარა, ლამაზი ნაძვის ხეებით არის მორთული.
სალომე ღვინიაშვილმა წელს არჩევანი ლურჯ, მოციმციმე სათამაშოებზე გააკეთა და სახლში ოთახის სიმაღლის ნაძვის ხე დადგა.
ბრჭყვიალა, მაგრამ სადა ნაძვის ხეზე გააკეთა არჩევანი ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ.
ნაძვის ხე უკვე მორთო მომღერალმა მაკა ზამბახიძემაც. საადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მომღერალალმა ოთახშიც გაანაწილა დეკორაციები და სანათები.
ტრადიციულად, წელსაც ულამაზესი ნაძვის ხე აქვს ჟურნალისტ სოფო მოსიძეს.
აივანზე დადგა ნაძვის ხე მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა.
"ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ... ბოლოს 800 წლის წინ იყვნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი" - ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა უიშვიათესი მოვლენა გადაიღეს
AMBEBI.GE
რას ნიშნავს "ბეთლემის ვარსკვლავის" დაბრუნება - 21 დეკემბრის ღამეს ასტრონომები სატურნისა და იუპიტერის "შერწყმას" ელოდებიან
AMBEBI.GE
ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ - ახალი კვლევის შედეგი
)))))))))))