პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უკავშირდება ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?
რას უკავშირდება ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ან­ტირ­ე­კორ­დი მო­იხ­სნა. გუ­შინ და დღეს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5 ათასს სცდე­ბა.

ამის მი­ზე­ზი ქვე­ყა­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბაა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ გა­მო­ვა­ცხა­დეთ მიზ­ნობ­რი­ვი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის ორ­თვი­ა­ნი კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა. სწო­რედ ამ ორ­თვი­ა­ნი გეგ­მის ფარ­გლებ­ში, იცით, რომ უკვე და­ი­წყო ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დღე­ში 20 000 ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტარ­და 18 095 ტეს­ტი, აქე­დან 7 716 ან­ტი­გე­ნი და 10 379 - PCR.

სწო­რედ ამის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 5 450 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 158 154-ს.

ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მო­ჯან­მრთელ­და 2 306 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და - 129 210-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, უკა­ნას­კნე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 37 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. 2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე სულ გვაქვს 1 462 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა" - გა­ნა­ცხა­და უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nini
4

ხოდა სანამ ვაქცინა ჩვენამდე მოაღწევს ყველა გადავიტანთ 3 მილიონი ვართ და დღეში 5400 ანუ 100 დღეში540 ათასი 365 დღეში 3 ჯერ მეტი

გიგა
2

არსებული პრაქტიკით, ოფიციალური ფიფრი 2,5-3 ზე მრავლება, ასე რომ რეალურად დღეში 12-15 ათასია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რას უკავშირდება ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

რას უკავშირდება ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი მოიხსნა. გუშინ და დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა 5 ათასს სცდება.

ამის მიზეზი ქვეყანაში დაწყებული ინტენსიური ტესტირებაა.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა. სწორედ ამ ორთვიანი გეგმის ფარგლებში, იცით, რომ უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 - PCR.

სწორედ ამის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 129 210-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა" - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

"თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ" - ლალი ტურძელაძე კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე