სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი დაავადებების ნიშანია ცხვირიდან სისხლდენა და შესაძლოა თუ არა ის ადამიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი გახდეს - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან
რომელი დაავადებების ნიშანია ცხვირიდან სისხლდენა და შესაძლოა თუ არა ის ადამიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი გახდეს - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან

ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა არც ისე იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რა­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს... რა იწ­ვევს კონ­კრე­ტუ­ლად მას, რო­დის ეწყე­ბა ადა­მი­ანს ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ არა, ის უე­ცა­რი გა­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს და რა სარ­ე­კო­მენ­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია სა­ჭი­რო, რომ ადა­მი­ა­ნი ამ უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვას აც­დეს, ამა­ზე სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ ხში­რად გვხვდე­ბა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ნო­ზო­ლო­გია სხვა­დას­ხვა სის­ხლდე­ნებს შო­რის მე­ო­რე ად­გილ­ზეა და დრო­ულ, კომ­პე­ტენ­ტურ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს," - აღ­ნიშ­ნავს ექი­მი და გან­მარ­ტავს კონ­კრე­ტუ­ლად, თუ რა იწ­ვევს მას:

"ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა 2 ჯგუ­ფად და­ი­ყოს: ა) ად­გი­ლობ­რი­ვი და ბ) სის­ტე­მუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რო­მელ­თაც თან ახ­ლავს მე­ო­რა­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სის­ხლდე­ნა ცხვი­რი­დან"

- ად­გი­ლობ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს - ცხვი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, სიმ­შრა­ლე და გა­თხე­ლე­ბა, რაც ძი­რი­თა­დად ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გია (ცხვი­რის ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა, ჰი­პერტრო­ფი­უ­ლი რი­ნი­ტი, ადე­ნო­ი­დე­ბი, პო­ლი­პი და ა.შ.), ტრავ­მა, უცხო სხე­უ­ლი, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ცხვირ­სა და ცხვი­რის და­ნა­მატ წი­ა­ღებ­ზე, ალერ­გია.

სის­ტე­მუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რო­დე­საც ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა მე­ო­რა­დად ვი­თარ­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს: გულ-სის­ძარ­ღვთა სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვით და თრომ­ბო­ზე­ბით, სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნი­ით (თრომ­ბო­ცი­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით) მიმ­დი­ნა­რე­ობს, გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჰე­მო­ფი­ლია და ვი­ლებ­რან­დის და­ა­ვა­დე­ბა, ლე­ი­კე­მია, თირკმლის და ღვიძ­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი.

ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დახ­ვა მე­დი­კა­მენ­ტის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა (არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ან­ტი­კუ­ა­გუ­ლან­ტე­ბი, ან­ტი­აგ­რე­გან­ტე­ბი, ნა­ზა­ლუ­რი სტე­რო­ი­დე­ბი)".

- ე.ი. სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს...

- დიახ, სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მრა­ვალ­გვა­რია, თუმ­ცა სის­ხლდე­ნის დროს პა­ცი­ენ­ტმა თვით­მკურ­ნა­ლო­ბას არ უნდა მი­მარ­თოს, ის დრო­ულ და კომ­პე­ტენ­ტურ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს, ვი­ნა­ი­დან უხვი სის­ხლის და­ნა­კარ­გი საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლეს.

- რო­გორ უნდა მოხ­დეს მისი შე­ჩე­რე­ბა, რა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა ამის­თვის სტა­ცი­ო­ნარ­ში და სახ­ლში მყოფ­მა ადა­მი­ან­მა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის სა­ხით რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს?

- სის­ხლდე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ რიგ­ში უნდა მოხ­დეს სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იწყე­ბა კვლე­ვა სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად. ამას­თან, მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სის­ხლდე­ნის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ა­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ზე. მცი­რე ინ­ტენ­სი­ვო­ბის დროს საკ­მა­რი­სია ცხვირ­ზე მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­წო­ლა გა­რე­დან, რი­თაც შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს პა­ცი­ენ­ტმა სახ­ლში ყოფ­ნის დროს. შემ­დეგ კი ად­გი­ლობ­რი­ვად ინიშ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. სტა­ცი­ო­ნა­რის პი­რო­ბებ­ში თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა სის­ხლდე­ნის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი უბა­ნი და ის არის მცი­რე ზო­მის, ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექტრო­კუ­ა­გუ­ლა­ცი­უ­რი მე­თო­დით და პა­რა­ლე­ლუ­რად მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რა­პი­ით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბის არა­ე­ფექ­ტურ შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია წინა ან უკა­ნა ტამ­პო­ნა­და.

რთულ შემ­თხვე­ვებ­ში მივ­მარ­თავთ ზედა ყბის არ­ტე­რი­ის ან­გი­ოგ­რა­ფი­ულ ემ­ბო­ლი­ზა­ცი­ას, ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვის ქი­რურ­გი­ულ ლი­გი­რე­ბას, რაც ცდე­ბა უკვე ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის კომ­პე­ტენ­ცი­ას და ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა­ში სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გი ჩა­ერ­თოს.

- ხალ­ხურ მე­თო­დებ­ზე - თა­ვის გა­და­წე­ვა, შუბ­ლზე ცივი დოლ­ბან­დის და­დე­ბა, მა­რი­ლი­ა­ნი ტამ­პო­ნი, თა­ვის უკან გა­და­წე­ვა - ამა­ზე რას იტყვით?

- რო­გორც გი­თხა­რით, სის­ხლდე­ნის გა­სა­ჩე­რებ­ლად ხე­ლის მო­ჭე­რა ცხვი­რის ზე­და­პირ­ზე კომ­პრე­სის­თვის მი­ღე­ბუ­ლი მე­თო­დია. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ლი­ან ტამ­პონს, არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, პი­რი­ქით, მე­ტად გა­ა­შიშ­ვლებს სის­ხლძარ­ღვებს და სის­ხლდე­ნა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, ცივი დოლ­ბან­დის და­დე­ბით, სის­ხლდე­ნა სამ­წუ­ხა­როდ არ ჩერ­დე­ბა, თა­ვის უკან გა­და­წე­ვაც არ შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქით თა­ვის და­წე­ვაა სა­ჭი­რო, ცხვირ­ში ჩა­ბერ­ვა, სის­ხლის კოლ­ტე­ბის გა­მო­დევ­ნის მიზ­ნით და ამის შემ­დეგ მა­ლა­მო­ი­ა­ნი ბამ­ბის ტამ­პო­ნე­ბის გა­კე­თე­ბა ირი­ვე ნეს­ტო­ში ერთი სა­ა­თით, სა­ნამ ექი­მი შე­ა­ფა­სებს.

- ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თუ არა ადა­მი­ა­ნის უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- თუ უხ­ვია სის­ხლის და­ნა­კარ­გი და ეს პრო­ცე­სი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ეს შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცხვი­რი­დან უხვი სის­ხლდე­ნა იმ­დე­ნად სპე­ცი­ფი­უ­რია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია დარ­ჩეს პა­ცი­ენ­ტის, მისი ახ­ლობ­ლე­ბის და რა თქმა უნდა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა.

- ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თით­ქოს მას ანევ­რიზ­მაც იწ­ვევს. ეს შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა თუ არა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს?

- ანევ­რიზ­მა არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა და თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ცხვი­რი და ცხვი­რის და­ნა­მა­ტი წი­ა­ღე­ბი სის­ხლმო­მა­რა­გე­ბას ღე­ბუ­ლო­ბენ შიგ­ნი­თა და გა­რე­თა სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ის ტო­ტე­ბით (მსხვი­ლი არ­ტე­რი­ე­ბია), ამი­ტომ, მათი ანევ­რიზ­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტა­ტის­ტი­კუ­რად ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა შიგ­ნი­თა სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ის ანევ­რიზ­მით უიშ­ვი­ა­თე­სია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ხში­რი სის­ხლდე­ნე­ბის დროს. დი­აგ­ნო­ზის დას­მა ხდე­ბა ტო­მოგ­რა­ფი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

- კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სად­მე კვლე­ვამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე ხომ არ აჩ­ვე­ნა?

- კო­ვი­დინ­ფექ­ცია ახა­ლი ინ­ფექ­ცი­აა, თუმ­ცა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის და კვლე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა და რო­გორც ევ­რო­პის ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლოგ­თა სა­პა­ტიო წევ­რი, მუდ­მი­ვად ვერ­თვე­ბი ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რებ­ზე, სა­დაც ამ ეტა­პის­თვის ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა შიგ­ნი­თა სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ის ანევ­რიზ­მის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნით ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი.

- საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა რა არის, რომ არ მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი ამ მძი­მე ფაქ­ტე­ბამ­დე?

- ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის დროს და­უშ­ვე­ბე­ლია თვით­მკურ­ნა­ლო­ბა, სა­ჭი­როა ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია, სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზის დრო­უ­ლი დად­გე­ნა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
0

მოგელამებით ,ვარ 40 წლის ,სხვიროდან მცირეოდენი მარცხენა მხარეს ციკლის მოსვლამდე 3 დღით ადრე რას ნიშნავს ? მადლობა 

ani
4

ნეტავ ამ სტრესზე კიდევ რაღაცეებს არ გვიმატებდეთ,ვითომ გაწუხებთ ხალხის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რაც ახლა ხდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რომელი დაავადებების ნიშანია ცხვირიდან სისხლდენა და შესაძლოა თუ არა ის ადამიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი გახდეს - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან

რომელი დაავადებების ნიშანია ცხვირიდან სისხლდენა და შესაძლოა თუ არა ის ადამიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი გახდეს - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან

ცხვირიდან სისხლდენა არც ისე იშვიათი შემთხვევაა, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს... რა იწვევს კონკრეტულად მას, როდის ეწყება ადამიანს ცხვირიდან სისხლდენა, შესაძლებელია, თუ არა, ის უეცარი გადაცვალების მიზეზი გახდეს და რა სარეკომენდაციო ღონისძიებებია საჭირო, რომ ადამიანი ამ უსიამოვნო შემთხვევას აცდეს, ამაზე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი ხათუნა ჩიტაძე გვესაუბრება:

"ცხვირიდან სისხლდენა სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის საფუძველზე აღნიშნული ნოზოლოგია სხვადასხვა სისხლდენებს შორის მეორე ადგილზეა და დროულ, კომპეტენტურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს," - აღნიშნავს ექიმი და განმარტავს კონკრეტულად, თუ რა იწვევს მას:

"ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი პირობითად შეიძლება 2 ჯგუფად დაიყოს: ა) ადგილობრივი და ბ) სისტემური პათოლოგიები, რომელთაც თან ახლავს მეორადად განვითარებული სისხლდენა ცხვირიდან"

- ადგილობრივი ფაქტორები შეიძლება იყოს - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიმშრალე და გათხელება, რაც ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების შედეგია (ცხვირის ძგიდის გამრუდება, ჰიპერტროფიული რინიტი, ადენოიდები, პოლიპი და ა.შ.), ტრავმა, უცხო სხეული, ქირურგიული ჩარევა ცხვირსა და ცხვირის დანამატ წიაღებზე, ალერგია.

სისტემური პათოლოგიები, როდესაც ცხვირიდან სისხლდენა მეორადად ვითარდება შეიძლება იყოს: გულ-სისძარღვთა სისტემის პათოლოგიები, რომლებიც მიმდინარეობს მაღალი არტერიული წნევით და თრომბოზებით, სისხლის დაავადებები, რომლებიც თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების ნაკლებობით) მიმდინარეობს, გენეტიკური დაავადებები, როგორიცაა ჰემოფილია და ვილებრანდის დაავადება, ლეიკემია, თირკმლის და ღვიძლის პათოლოგიები.

ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვადახვა მედიკამენტის რეგულარული მიღება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიკუაგულანტები, ანტიაგრეგანტები, ნაზალური სტეროიდები)".

- ე.ი. სისხლდენის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს...

- დიახ, სისხლდენის მიზეზი, როგორც აღვნიშნე, მრავალგვარია, თუმცა სისხლდენის დროს პაციენტმა თვითმკურნალობას არ უნდა მიმართოს, ის დროულ და კომპეტენტურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, ვინაიდან უხვი სისხლის დანაკარგი საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტის სიცოცხლეს.

- როგორ უნდა მოხდეს მისი შეჩერება, რა მანიპულაციები ტარდება ამისთვის სტაციონარში და სახლში მყოფმა ადამიანმა პირველადი დახმარების სახით რა უნდა მოიმოქმედოს?

- სისხლდენის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა მოხდეს სისხლდენის შეჩერება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება კვლევა სისხლდენის მიზეზის დასადგენად. ამასთან, მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სისხლდენის ლოკალიზაციასა და ინტენსივობაზე. მცირე ინტენსივობის დროს საკმარისია ცხვირზე მექანიკური ზეწოლა გარედან, რითაც შეუძლია ისარგებლოს პაციენტმა სახლში ყოფნის დროს. შემდეგ კი ადგილობრივად ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა. სტაციონარის პირობებში თუ გამოიკვეთება სისხლდენის ერთი კონკრეტული უბანი და ის არის მცირე ზომის, ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობა შესაძლებელია ელექტროკუაგულაციური მეთოდით და პარალელურად მედიკამენტოზური თერაპიით. აღნიშნული მეთოდების არაეფექტურ შემთხვევაში რეკომენდირებულია წინა ან უკანა ტამპონადა.

რთულ შემთხვევებში მივმართავთ ზედა ყბის არტერიის ანგიოგრაფიულ ემბოლიზაციას, ან დაზიანებული სისხლძარღვის ქირურგიულ ლიგირებას, რაც ცდება უკვე ოტორინოლარინგოლოგის კომპეტენციას და ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მართვაში სისხლძარღვთა ქირურგი ჩაერთოს.

- ხალხურ მეთოდებზე - თავის გადაწევა, შუბლზე ცივი დოლბანდის დადება, მარილიანი ტამპონი, თავის უკან გადაწევა - ამაზე რას იტყვით?

- როგორც გითხარით, სისხლდენის გასაჩერებლად ხელის მოჭერა ცხვირის ზედაპირზე კომპრესისთვის მიღებული მეთოდია. რაც შეეხება მარილიან ტამპონს, არ არის რეკომენდებული, პირიქით, მეტად გააშიშვლებს სისხლძარღვებს და სისხლდენა გაძლიერდება, ცივი დოლბანდის დადებით, სისხლდენა სამწუხაროდ არ ჩერდება, თავის უკან გადაწევაც არ შეიძლება, პირიქით თავის დაწევაა საჭირო, ცხვირში ჩაბერვა, სისხლის კოლტების გამოდევნის მიზნით და ამის შემდეგ მალამოიანი ბამბის ტამპონების გაკეთება ირივე ნესტოში ერთი საათით, სანამ ექიმი შეაფასებს.

- ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გახდეს თუ არა ადამიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი?

- თუ უხვია სისხლის დანაკარგი და ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცხვირიდან უხვი სისხლდენა იმდენად სპეციფიურია, რომ შეუძლებელია დარჩეს პაციენტის, მისი ახლობლების და რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალის ყურადღების მიღმა.

- ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს მას ანევრიზმაც იწვევს. ეს შემთხვევა შეიძლება თუ არა ლეტალური შედეგით დასრულდეს?

- ანევრიზმა არტერიების დაავადებაა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხვირი და ცხვირის დანამატი წიაღები სისხლმომარაგებას ღებულობენ შიგნითა და გარეთა საძილე არტერიის ტოტებით (მსხვილი არტერიებია), ამიტომ, მათი ანევრიზმის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ლეტალური შედეგი. თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად ცხვირიდან სისხლდენა შიგნითა საძილე არტერიის ანევრიზმით უიშვიათესია, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ხშირი სისხლდენების დროს. დიაგნოზის დასმა ხდება ტომოგრაფიის საფუძველზე.

- კოვიდინფიცირებულების შემთხვევაში სადმე კვლევამ ამ მიმართულებით რაიმე ხომ არ აჩვენა?

- კოვიდინფექცია ახალი ინფექციაა, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის და კვლევების სტატისტიკური დამუშავება ხდება და როგორც ევროპის ოტორინოლარინგოლოგთა საპატიო წევრი, მუდმივად ვერთვები ონლაინ შეხვედრებზე, სადაც ამ ეტაპისთვის ჯერ არ დაფიქსირებულა შიგნითა საძილე არტერიის ანევრიზმის საფუძველზე განვითარებული ცხვირიდან სისხლდენით ლეტალური შედეგი.

- საპრევენციო ღონისძიება რა არის, რომ არ მივიდეს ადამიანი ამ მძიმე ფაქტებამდე?

- ცხვირიდან სისხლდენის დროს დაუშვებელია თვითმკურნალობა, საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, სისხლდენის მიზეზის დროული დადგენა და სწორი მკურნალობა.