სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, "ნაცმოძრაობა" არ იქნება პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი" - რა გადაწყვიტეს პარტიის პოლიტსაბჭოზე
"თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, "ნაცმოძრაობა" არ იქნება პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი" - რა გადაწყვიტეს პარტიის პოლიტსაბჭოზე

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ის მიერ გა­მარ­თულ პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე, ყვე­ლამ ერ­თხმად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თუ არ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ახალ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უარს ამ­ბობს სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე.

რო­გორც უდუ­მაშ­ვილ­მა სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პარ­ტი­ის წევ­რე­ბის პო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნია.

„დღეს შე­იკ­რი­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭო, რო­მელ­მაც ერ­თხმად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თუ არ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უარს ამ­ბობს სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე. ეს არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ამ­ტკი­ცა პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭომ“, - გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცია დღეს ფა­სი­ლი­ტა­ტორ ელ­ჩებ­თან კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბით მივა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რას, ჩვენ მი­ვალთ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით. აქე­დან მთა­ვა­რი არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა რა­ღაც კომ­პო­ნენ­ტე­ბი და­ე­მა­ტა ჩვენს წი­ნა­და­დე­ბებს, წი­ნას­წარ ვერ ვი­სა­უბ­რებ, ვიდ­რე არ დას­რულ­დე­ბა შეხ­ვედ­რა და ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც უნდა გა­და­ე­ცეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. შემ­დეგ და­ვე­ლო­დე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუხს. დღეს არის უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცია და რაც დღე­ე­ბი გა­დის, უფრო მძიმ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გონს მო­ე­გე­ბა, არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი შან­სი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მოვხსნათ დღის წეს­რი­გი­დან და ყვე­ლამ ერ­თად და­ვი­წყოთ ბრძო­ლა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ კრი­ზი­სი­დან“, - გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

პარ­ტი­ის კი­დევ ერთი ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას თქმით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” არ იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში იმი­ტომ, რომ ეს იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ღა­ლა­ტი.

„რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, მინ­და გი­თხრათ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის”, თუნ­დაც 1 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­ინც გა­ნი­ხი­ლავს შეს­ვლას, არის უბ­რა­ლოდ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოც­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ და­ფიქ­სირ­და, რომ თუ არ ჩა­ტარ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რაც გვე­სა­ხე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” არ იქ­ნე­ბა ფა­სა­დუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ხელ­შემ­წყო­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. ანუ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” არ იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში იმი­ტომ, რომ ეს არის ღა­ლა­ტი სა­კუ­თა­რი ხალ­ხის. არ შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ რო­დე­საც ოლი­გარ­ქმა ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ა­ტა­რა, შენ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლით ლე­გი­ტი­მა­ცია მის­ცე პარ­ლა­მენტს, რო­მე­ლიც არ არის პარ­ლა­მენ­ტი და სი­ნამ­დვი­ლე­ში არის “კან­ტო­რა” ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნება- სურ­ვი­ლე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი. ჩვენ არ მიგ­ვი­ღია არა­ნა­ი­რი წი­ნა­და­დე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხრი­დან, ელ­ჩე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეგ­ვაც­ვლე­ვი­ნებ­და. ძა­ლა­ში ძა­ლი­ან მყა­რად რჩე­ბა პო­ზი­ცია ბო­ი­კო­ტის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ. სტა­ტუსკვო შე­იც­ვლე­ბა მხო­ლოდ ორი გზით, ან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” რე­ა­ლუ­რად წა­მო­ვა კომ­პრო­მის­ზე ან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და­კარ­გავს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ასეთ პი­რო­ბებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბას ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. ეს იქ­ნე­ბა ხვალ თუ ზეგ, ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ა­ტა­როს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. თუ ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პარ­ტი­ის სიით გა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი შევა პარ­ლა­მენ­ტში - ეს არის ოც­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დღეს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ფა­სი­ლი­ტა­ტორ ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რას გა­მარ­თა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
33

დედამოკლულებო! შემოგვაპარეთ მაინც, სულ არ გეცოდებით?

ნოე
30

თუ მორიგ ჯერზე კლოუნობა არაა, პარლამენტში არშესვლით ნაცები დიდ საქმეს გააკეთებენ და ბეცრი გულწრფელ მადლობას გადაუხდის - მათი ადგილი იქ არაა დროა ყველამ პატივი ვცეთ პარლამენტს

ავტორი:

"თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, "ნაცმოძრაობა" არ იქნება პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი" - რა გადაწყვიტეს პარტიის პოლიტსაბჭოზე

"თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, "ნაცმოძრაობა" არ იქნება პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი" - რა გადაწყვიტეს პარტიის პოლიტსაბჭოზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ გამართულ პოლიტსაბჭოზე, ყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

როგორც უდუმაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტიის წევრების პოზიცია ერთიანია.

„დღეს შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო, რომელმაც ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაამტკიცა პარტიის პოლიტსაბჭომ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ფასილიტატორ ელჩებთან კონკრეტული წინადადებით მივა.

„რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, ჩვენ მივალთ კონკრეტული წინადადებებით. აქედან მთავარი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში, თუმცა რაღაც კომპონენტები დაემატა ჩვენს წინადადებებს, წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ვიდრე არ დასრულდება შეხვედრა და ეს იქნება ჩვენი წინადადება, რომელიც უნდა გადაეცეს ხელისუფლებას. შემდეგ დაველოდებით ხელისუფლების პასუხს. დღეს არის უმძიმესი სიტუაცია და რაც დღეები გადის, უფრო მძიმდება სიტუაცია ყველა მიმართულებით. თუ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება, არსებობს რეალური შანსი, რომ პოლიტიკური კრიზისი მოვხსნათ დღის წესრიგიდან და ყველამ ერთად დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს იქნება საკუთარი ხალხის ღალატი.

„როგორც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც 1 წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ, “ქართული ოცნების” ოცნება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არ შეიძლება, მაშინ როდესაც ოლიგარქმა ქვეყანაში არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც არ არის პარლამენტი და სინამდვილეში არის “კანტორა” ბიძინა ივანიშვილის ნება- სურვილების აღმასრულებელი. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი წინადადება “ქართული ოცნების” მხრიდან, ელჩების მეშვეობით, რომელიც გადაწყვეტილებას შეგვაცვლევინებდა. ძალაში ძალიან მყარად რჩება პოზიცია ბოიკოტის გაყალბებული არჩევნების მიმართ. სტატუსკვო შეიცვლება მხოლოდ ორი გზით, ან “ქართული ოცნება” რეალურად წამოვა კომპრომისზე ან “ქართული ოცნება” დაკარგავს ძალაუფლებას, ასეთ პირობებში ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეს იქნება ხვალ თუ ზეგ, ივანიშვილი იქნება იძულებული ქვეყანაში ჩაატაროს ახალი არჩევნები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ რომელიმე, „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სიით გასული ადამიანი შევა პარლამენტში - ეს არის ოცნება “ქართული ოცნების”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრას გამართავენ.

"დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა" -  რას წერს ნიკა მელია?

"თუ ფრიდონ ინჯია ​პარლამენტში შესვლაზე დათანხმდება, პარტიის დატოვება მოუწევს, სხვა ბიზნესმენები კი, მხოლოდ შემომწირველები იყვნენ" -  ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ  დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ ცესკოს მიმართეს