საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როინის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ სააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი... რაღაც იცოდა, რისიც მათ ეშინოდათ" - 2008 წელს მოკლული სამხედროს მეუღლე
"როინის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ სააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი... რაღაც იცოდა, რისიც მათ ეშინოდათ" - 2008 წელს მოკლული სამხედროს მეუღლე

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მოკ­ლუ­ლი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, როინ შა­ვა­ძის საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის თა­ნახ­მად, სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის არ­სე­ბი­თი და პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შევა, და­ი­წყე­ბა აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა, რო­მელ­საც ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გა­უ­წევს ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის აღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და მას ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან.

რად­გან ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა გა­მო­ძი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­ვა­ლე­ბა, ყვე­ლა ზომა მი­ი­ღოს სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად და პა­სუ­ხის­მგე­ბა­ში მის­ცეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მთავ­რო­ბას შა­ვა­ძის ოჯა­ხის­თვის 40 000 ევ­როს გა­დახ­და მო­უ­წევს - ეს არის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მა.

12 წე­ლია, როინ შა­ვა­ძის ოჯა­ხი სა­მარ­თალს ითხოვს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში ამას ვერ მი­აღ­წია, ამი­ტომ ცი­ცი­ნო შა­ვა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თა. იგი ძა­ლი­ან წუხს, რომ მისი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ისევ და­უს­ჯე­ლე­ბი არი­ან.

- ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­დე­საც შენი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტს პა­ტივს არა­ვინ სცემს და დღემ­დე არა­ვის გახ­სე­ნე­ბია ეს საქ­მე. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მო­სუ­ლი­ყო პა­სუ­ხი, რომ საქ­მე გა­მო­ე­ძი­ათ? მი­ხა­რია, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა. რო­ი­ნი იყო მებ­რძო­ლი, 18 წლი­დან ფორ­მა არ გა­უხ­დია. თუ დამ­ნა­შა­ვე იყო, კა­ნო­ნით და­ე­სა­ჯათ, წა­მე­ბით რა­ტომ მოკ­ლეს?! კარ­გი, ის მთავ­რო­ბა უნა­მუ­სო იყო, მაგ­რამ ახ­ლან­დელ­მა რა გა­ა­კე­თა? მკვლე­ლე­ბის მფარ­ვე­ლე­ბი არი­ან! ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის რამ­დენ­ჯერ მივ­მარ­თე, ყო­ველ მე­ო­რე თვეს შემ­ქონ­და სა­ჩი­ვა­რი, ერთი წუ­თით არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ, მაგ­რამ არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ჩემი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ახა­ლა­ი­ე­ბი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი. ამით მათ სხვე­ბიც გა­აფრ­თხი­ლეს, თუ რა­მეს იტყვით, ამა­ზე უა­რე­სად მო­გექ­ცე­ვი­თო. ჩემ­მა მე­უღ­ლემ იცო­და ისე­თი რა­ღაც, რი­სიც მათ ეში­ნო­დათ. ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, მიგ­ვა­ტო­ვეს, დაგ­ვყა­რეს, გაგ­ვწი­რე­სო. აი, ეს არ აპა­ტი­ეს.

ორ­ჯერ მიბ­რუნ­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა და მო­ღა­ლა­ტე იყო? ბი­ჭე­ბის­თვის უთ­ქვამს, ყვე­ლა შე­ვიკ­რი­ბე­ბით, ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი და ვე­რა­ვინ გა­მა­ჩე­რებ­სო. ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ომი­დან რომ დაბ­რუნ­და, სამ­ხედ­რო ნიშ­ნე­ბი არ ჰქონ­დათ. ბა­ზა­ზე შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და, ძვე­ლი ოქ­როს ბირ­ჟის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ეს ნიშ­ნე­ბი იკე­რე­ბო­და და იქ აუყ­ვა­ნი­ათ. ვიდ­რე ამას გა­ვი­გებ­დი, ბა­ზი­დან და­მი­რე­კეს, შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­ვი­და და არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლაო. დღეს რომ ვფიქ­რობ, ეს იცოდ­ნენ და გან­გებ და­მა­რე­კი­ნეს. ჩემი ზარი იყო მას­თან ბოლო, ე.ი. ჩემი დახ­მა­რე­ბით და­ად­გი­ნეს მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
2

 თვალი გადაავლეთ წარსულს კოდორი,ლიახვის ხეობა,დავით გარეჯის მთელი კომპლექსი. გაყიდვა : ენგურგესი, გაზის ტრანსკავ. მაგისტრალი, ნავსადგური , ჰესები,ყველა სტრატეგიული ობიექტი მიშას დროს გაიყიდა და რუსების ხელში გადავიდა. როინმა იმაზე მეტი იცოდა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და მოკლავდნენ აბა რა. 

eka
138

ცოდოა ეს მიწაში იწვეს და ეს ორი არსება მიწას ამძიმებდეს.

ავტორი:

"როინის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ სააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი... რაღაც იცოდა, რისიც მათ ეშინოდათ" - 2008 წელს მოკლული სამხედროს მეუღლე

"როინის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ სააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი... რაღაც იცოდა, რისიც მათ ეშინოდათ" - 2008 წელს მოკლული სამხედროს მეუღლე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოში მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, სიცოცხლის უფლების არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა. როდესაც გადაწყვეტილება ძალაში შევა, დაიწყება აღსრულების პროცედურა, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტი და მას ურთიერთობა ექნება საქართველოს მთავრობასთან.

რადგან ევროსასამართლომ ყურადღება გაამახვილა გამოძიების ეფექტურობაზე, სახელმწიფოს დაევალება, ყველა ზომა მიიღოს სიმართლის დასადგენად და პასუხისმგებაში მისცეს დამნაშავეები. ისიც ცნობილია, რომ მთავრობას შავაძის ოჯახისთვის 40 000 ევროს გადახდა მოუწევს - ეს არის მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის დაწესებული ჯარიმა.

12 წელია, როინ შავაძის ოჯახი სამართალს ითხოვს, მაგრამ ქვეყანაში ამას ვერ მიაღწია, ამიტომ ციცინო შავაძე იძულებული გახდა, ევროსასამართლოსთვის მიემართა. იგი ძალიან წუხს, რომ მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულები ისევ დაუსჯელები არიან.

- ძალიან ძნელია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს პატრიოტს პატივს არავინ სცემს და დღემდე არავის გახსენებია ეს საქმე. აუცილებელი იყო, საზღვარგარეთიდან მოსულიყო პასუხი, რომ საქმე გამოეძიათ? მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზეიმა. როინი იყო მებრძოლი, 18 წლიდან ფორმა არ გაუხდია. თუ დამნაშავე იყო, კანონით დაესაჯათ, წამებით რატომ მოკლეს?! კარგი, ის მთავრობა უნამუსო იყო, მაგრამ ახლანდელმა რა გააკეთა? მკვლელების მფარველები არიან! ხელახალი გამოძიებისთვის რამდენჯერ მივმართე, ყოველ მეორე თვეს შემქონდა საჩივარი, ერთი წუთით არ გავჩერებულვართ, მაგრამ არაფერს გვეუბნებოდნენ. ჩემი მეუღლის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი. ამით მათ სხვებიც გააფრთხილეს, თუ რამეს იტყვით, ამაზე უარესად მოგექცევითო. ჩემმა მეუღლემ იცოდა ისეთი რაღაც, რისიც მათ ეშინოდათ. ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, დაგვყარეს, გაგვწირესო. აი, ეს არ აპატიეს.

ორჯერ მიბრუნდა, მიცვალებულები გამოიყვანა და მოღალატე იყო? ბიჭებისთვის უთქვამს, ყველა შევიკრიბებით, ყველაფერს ვიტყვი და ვერავინ გამაჩერებსო. ძალიან ცუდად იყო. ომიდან რომ დაბრუნდა, სამხედრო ნიშნები არ ჰქონდათ. ბაზაზე შესვენებაზე გამოვიდა, ძველი ოქროს ბირჟის ტერიტორიაზე, სადაც სამხედროებისთვის ეს ნიშნები იკერებოდა და იქ აუყვანიათ. ვიდრე ამას გავიგებდი, ბაზიდან დამირეკეს, შესვენებაზე გავიდა და არ დაბრუნებულაო. დღეს რომ ვფიქრობ, ეს იცოდნენ და განგებ დამარეკინეს. ჩემი ზარი იყო მასთან ბოლო, ე.ი. ჩემი დახმარებით დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი....წაიკითხეთ სრულად