სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზივი: "ამ დღეში ჩამაგდო მამაკაცმა, რომელმაც მუცელში მყოფი შვილი მოკლა და ციხეშიც არ გაუშვეს" - ძალადობის მსხვერპლი ქალის მძიმე ინტერვიუ
ექსკლუზივი: "ამ დღეში ჩამაგდო მამაკაცმა, რომელმაც მუცელში მყოფი შვილი მოკლა და ციხეშიც არ გაუშვეს" - ძალადობის მსხვერპლი ქალის მძიმე ინტერვიუ

"სა­ფა­რის" იუ­რის­ტმა ელი­სო რუ­ხა­ძემ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი გო­გოს ფო­ტო­ე­ბი და ასე­თი ში­ნა­არ­სის სტა­ტუ­სი დადო:

"ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა, თუმ­ცა არის პრო­ცე­სე­ბი, როცა ძა­ლა­დო­ბის საქ­მის ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი ად­ვო­კა­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ე­თი­კუ­რად და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად იქ­ცე­ვა. დის­ტან­ცი­უ­რად პრო­ცე­სი არის ტან­ჯვა, რად­გან ნა­ხე­ვა­რი სი­ტყვე­ბი არ ის­მის და 3-4 სა­ა­თი ასეთ პრო­ცეს­ზე ყოფ­ნა ცალ­კე აღე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. დღეს იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და­კი­თხვა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე, წი­ნას­წარ შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის მი­მართ.

ძა­ლი­ან ვარ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ჩემი კო­ლე­გის ბა­ტონ ავ­თან­დილ ტყე­ბუ­ჩა­ვას (რო­მე­ლიც თურ­მე ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რია) მხრი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი ცი­ნიზ­მი­თა და ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით... მისი ირო­ნი­უ­ლი და სარ­კაზ­მით სავ­სე ჩა­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, "ვნა­ხოთ თუ რა­ი­მე გაქვს სათ­ქმე­ლი", გა­მო­ი­კი­თხე­ბა ეს მოწ­მე და ნა­ხავ რაც მოხ­დე­ბა, დამ­ცი­ნა­ვი და აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ, ასე­ვე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კი­თხვე­ბი მო­ძა­ლა­დის სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტე­ბის, მსხევრპლის ასა­კის, სა­მუ­შაო ად­გი­ლის, მი­ტა­ნი­ლი მზი­თე­ვის და ათა­სი საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბის არმ­ქო­ნე კი­თხვე­ბი. მო­ძა­ლა­დის ად­ვო­კა­ტის ხმა­მაღ­ლა შე­ფა­სე­ბე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლი­ღაც რე­გი­ო­ნის სა­სურ­სა­თო ბა­ზარ­ში უფრო მე­გო­ნა თავი, ვიდ­რე პრო­ცეს­ზე!!!

პს. სა­ერ­თოდ ენერ­გია აღარ შე­მომ­რჩა ამ პრო­ცე­სის მერე, წარ­მოდ­გე­ნა მი­ჭირს რას გრძნობს მსხვერ­პლი" - წერს ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის დამ­ცვე­ლია და არა­ერ­თი პრო­ცე­სი აქვს მო­გე­ბუ­ლი.

ად­ვო­კა­ტის ამ სტა­ტუსს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. ბევ­რმა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის დას­ჯაც მო­ი­თხო­ვა და ბუ­ნებ­რი­ვია ყვე­ლა შეძ­რა გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა.

ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე

AMBEBI.GE აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მეტი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­გე­ბად ად­ვო­კატ ელი­სო რუ­ხა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- თქვენ არ იცით რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ვი­და ჩვენ­თან "სა­ფარ­ში" ეს გო­გო­ნა. ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით მისი დამ­შვი­დე­ბა და მი­ხა­რია, რომ დღეს ასე ყო­ჩა­ღად არის. იბ­რძვის თა­ვი­სი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და დამ­ნა­შა­ვის და­სას­ჯე­ლად. გა­მა­ნად­გუ­რა გა­მო­კი­თხვამ, რაც სა­სა­მარ­თლო­ზე ხდე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის მიერ, ეს იყო სრუ­ლი კოშ­მა­რი. მარ­თა­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ, მაგ­რამ ისე იმოქ­მე­და იმ ად­ვო­კა­ტის ქცე­ვებ­მა და არა­ე­თი­კურ­მა კი­თხვებ­მა, ორი დღეა და­მა­მაშ­ვი­დე­ბე­ლებს ვსვამ და ცუ­დად ვარ.

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დად­გეს ამ საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. მარ­თა­ლია მო­ძა­ლა­დეს აქვს ბევ­რი ფული, მოწ­მე­ე­ბი ჰყავს მოს­ყი­დუ­ლი და ცდი­ლო­ბენ ამ­ტკი­ცონ თით­ქოს ის არ არის მო­ძა­ლა­დე, აქეთ იშ­ვე­რენ მსხვერ­პლის­კენ ხელს და ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბაბს აძ­ლევ­და და ათას სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ ჩვენ მის ბრა­ლე­უ­ლო­ბას და­ვამ­ტკი­ცებთ.

მა­მა­კა­ცი არის ან­ტიკ­ვა­რი­ან­ტით მო­ვაჭ­რე კაცი და ბევ­რი თა­ვი­სი გამ­ყიდ­ვე­ლი ჰყავს პრო­ცეს­ზე მოყ­ვა­ნი­ლი და ისი­ნი აძ­ლე­ვენ ჩვე­ნე­ბებს და სამ­წუ­ხა­როდ არა­ვინ არ დას­დევს ცრუ მოწ­მე­ებს და მათ არ სჯის პო­ლი­ცია. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მაქვს იმე­დი და მო­ლო­დი­ნი, რო­გორც სხვა უამ­რავ საქ­მე­ში, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ამ საქ­მე­ზეც გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და და­ის­ჯე­ბა მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცი. ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მეა, როცა არა­ე­თი­კუ­რად და ამაზ­რზე­ნად იქ­ცე­ვა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ად­ვო­კა­ტი. ახლა ვაგ­რო­ვებ მტკი­ცე­ბუ­ლებს და ეთი­კის კო­მი­სი­ა­ში შე­ვი­ტან სა­ჩი­ვარს. იმე­დია არ მოხ­დე­ბა ასე­თი ად­ვო­კა­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა ეთი­კის კო­მი­სი­ა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­ნი­კა პა­პაშ­ვილ­ზე ქმა­რი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ძა­ლა­დობ­და. რამ­დენ­ჯერ­მე პო­ლი­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა, მაგ­რამ ქმრის მუ­ქა­რის ქვეშ მყოფს ისევ ნათ­ქვა­მის უარ­ყო­ფა უწევ­და. ამი­ტომ მო­ძა­ლა­დის ყვე­ლა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა და­უს­ჯე­ლი რჩე­ბო­და.

AMBEBI.GE ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქალ­საც ესა­უბ­რა:

- მე ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც ამ დღე­ში ჩა­მაგ­დო მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც მუხ­ლებ­ზე იდგა და სიყ­ვა­რულს მე­ფი­ცე­ბო­და. მა­მა­კაც­მა რო­მელ­მაც ჯერ არ­და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლი მოკ­ლა და ამ დროს ცი­ხე­შიც არ გა­უშ­ვეს. სა­სა­ცი­ლო 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­რეთ და­სე­ირ­ნობს. კი­დევ გო­ნორ­ზეა, მამ­ცი­რებს და შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებს ის და მისი ად­ვო­კა­ტი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მარ­ტო რა დღე­ში მაგ­დებ­და და რა სი­ტყვებს მე­ძახ­და...

- ფი­ზი­კუ­რად გის­წორ­დე­ბო­დათ?

- ერთ დღეს სახ­ლში რომ მი­ვე­დი, ჩემ­მა ქმარ­მა უცა­ბე­დად კარი გა­და­კე­ტა, ფან­ჯრე­ბი მი­ხუ­რა, ტე­ლე­ვი­ზორს ხმა აუ­წია და ცემა და­მი­წყო. აზ­რზეც ვერ მო­ვე­დი, ნამ­დვი­ლი შოკი იყო. მე­უბ­ნე­ბო­და, ხმა არ ამო­ი­ღო, უნდა მოგ­კლა, სახ­ლი­დან ცო­ცხა­ლი ვერ გახ­ვა­ლო. ამას გარ­და, ფულს მთხოვ­და, 2000 ლარი უნდა გა­და­მი­ხა­დოო. სახ­ლი­დან გა­მოქ­ცე­ვა მო­ვა­ხერ­ხე. გავ­რბო­დი, ის კი უკან მომ­დევ­და. მე­გობ­რის ოჯახ­ში შე­ვა­ფა­რე თავი, შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა არც ამ დროს შე­მეშ­ვა: ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­რე­კა და იმუქ­რე­ბო­და, რომ თუ გა­ბე­დავ და იტყვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე ჩა­ვი­დი­ნე, შენ გა­გამ­წა­რებ, შენს შვილს კი მოვ­კლა­ვო.

მა­მა­ჩე­მი ავად­მყო­ფია და მა­საც გა­დას­წვდა, მას მოვ­კლა­ვო. სხვა არა­ფე­რი დამ­რჩე­ნო­და, თუ არა ის, რომ პო­ლი­ცი­ა­ში ამ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მეთ­ქვა. ამის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, თუმ­ცა მის­თვის ამას ხელი არ შე­უშ­ლია. სამ­სა­ხუ­რის­თვი­საც და­მა­ნე­ბე­ბი­ნა თავი, ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა და­მი­წე­სა. ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც კი ამიკ­რძა­ლა. სა­კუ­თარ შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც კი მიშ­ლი­და, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მყავს. ყვე­ლა­ზე მწვა­ვე კონ­ფლიქ­ტი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც მი­თხრა, შვილ­თან არ წახ­ვი­დე, არა­ფე­რი გა­უ­კე­თო, სა­ერ­თოდ არ მი­ე­კა­როო.

მისი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით 17 წლის შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მუ­და­მოდ უნდა გა­მე­წყვი­ტა. მუდ­მი­ვად იმე­ო­რებ­და, ფული მაქვს, პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვალ და რა­საც მინ­და, იმას გა­ვა­კე­თებ, ვე­რა­ვინ შე­მე­ხე­ბა, პა­სუხს ვე­რა­ვინ მომ­თხოვს, სუფ­თა ვარ, კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლიც არ მაქ­ვსო...

მო­რიგ ჯერ­ზე მით­რია ისევ თმით, მხო­ლოდ იმის გამო, რომ ჩემი შვი­ლის შე­ჯიბ­რზე არ უნ­დო­და, წავ­სუ­ლი­ყა­ვი. დე­და­მის­მა და მის­მა დამ ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ.

ვუ­თხა­რი, რომ ასე ცხოვ­რე­ბა აღარ შე­მეძ­ლო, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მონა ვი­ყა­ვი ამ სახ­ლში... ბო­ლოს უკვე ისე მქონ­და ტვი­ნი დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი, რომ მარ­თლა ვფიქ­რობ­დი, ალ­ბათ მე ვერ ვიქ­ცე­ვი სწო­რად და რა­ღა­ცას ისე არ ვა­კე­თებ, რო­გორც სა­ჭი­როა-მეთ­ქი. ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე­სა­ვით ვყავ­დი, თმა­ა­კე­ცი­ლი დავ­დი­ო­დი, ფრჩხი­ლის ლა­ქის წას­მის უფ­ლე­ბაც კი არ მქონ­და. დი­ლით ადრე ავ­დგე­ბო­დი, სი­ნით საჭ­მელს მი­ვარ­თმევ­დი და ცემა-ტყე­პა მა­ინც გა­მო­წე­რი­ლი მქონ­და.

რო­დე­საც ჩემს ამ­ბავს იგებ­დნენ, ყვე­ლას უკ­ვირ­და, შენ, ასეთ მებ­რძოლ ადა­მი­ანს, ეს რო­გორ და­გე­მარ­თაო. მთლი­ა­ნად გა­მა­ნად­გუ­რა ამ ადა­მი­ან­მა. ისე­თი ტრავ­მე­ბი მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, ალ­ბათ სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის დიდი დრო დამ­ჭირ­დე­ბა... ჩემს მე­გო­ბარ ად­ვო­კატს და­ვუ­კავ­შირ­დი და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მას ჩემი ქმა­რიც და­უ­კავ­შირ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფული გა­და­უ­ხა­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სულ მალე, ჩემი ად­ვო­კა­ტი მის მე­გობ­რებ­ში აღ­მოჩ­ნდა. შე­დე­გად, ჩემ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ინ­ცი­დენ­ტებ­ზე საქ­მეც არ აღ­ძრუ­ლა, სა­ბუ­თე­ბიც კი არ წა­რად­გი­ნა ფო­ტო­ე­ბი კი მაქვს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ვი­ყა­ვი.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბაც კი და­მიბ­ლო­კა, სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში ვყავ­დი მოქ­ცე­უ­ლი. თავს მე­გობ­რის ოჯახს ვა­ფა­რებ­დი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ამა­სო­ბა­ში, ბავ­შვიც დავ­კარ­გე… სა­ში­ნე­ლი სტრე­სის ფონ­ზე, ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის კი­დევ უფრო მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მუდ­მი­ვად ვტი­რო­დი, ცუ­დად ვი­ყა­ვი, რაც ჩემი დე­დამ­თი­ლის­თვის იმის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, რომ "ფსი­ქი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი არ ვი­ყა­ვი". ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი იმ მო­მენ­ტში.

ქმრის­გან კი წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა ჩემს და­სა­ცა­ვად არა­ფე­რი მო­ი­მოქ­მე­და. პო­ლი­ცი­ა­შიც კი მი­ვე­დი დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად, მაგ­რამ გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა გან­მი­ცხა­და, ჭკვი­ა­ნად იყა­ვი, ეგ საქ­მე შენს წი­ნა­აღ­მდეგ არ შე­მო­გიბ­რუნ­დეს და ცი­ხე­ში წას­ვლამ არ მო­გი­წი­ო­სო. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, შემ­თხვე­ვით ნა­თე­სავ­მა და­მი­რე­კა, მო­მი­კი­თხა. ავუხ­სე­ნი ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. მან მა­შინ­ვე მი­თხრა, რომ ბაია პა­ტა­რა­ი­ას­თვის და მისი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის მი­მე­მარ­თა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მივ­წე­რე ბაია პა­ტა­რა­ი­ას. შა­ბათ-კვი­რის დას­ვე­ნე­ბე­ბი იყო, „სა­ფა­რის“ ად­ვო­კა­ტის ელი­სო რუ­ხა­ძის ნო­მე­რი მომ­ცა.

ელი­სომ სა­სა­უბ­როდ და­მი­ბა­რა, მაგ­რამ ისეთ უკი­დუ­რეს სტრეს­ში ვი­ყა­ვი, რომ მას­თან მი­სულს ლა­პა­რა­კის უნა­რი წარ­თმე­უ­ლი მქონ­და. გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვტი­რო­დი, ვერ ვუხ­სნი­დი, რაში იყო საქ­მე. პირ­ვე­ლი, რაც ელი­სომ გა­ა­კე­თა, ფსი­ქო­ლოგს და­მა­კავ­ში­რა, რომ ცო­ტა­თი მა­ინც გონს მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. შემ­დეგ, ელი­სო პო­ლი­ცი­ა­ში და ექ­სპერ­ტი­ზებ­ზე გა­მომ­ყვა. დიდი ხნის მან­ძილ­ზე, ელი­სოს ვუ­რე­კავ­დი და ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. სა­ში­ნე­ლი შიში მქონ­და იმი­სა, რომ რო­გორც პო­ლი­ცი­ა­ში მი­თხრეს, მე არ აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი ბრალ­დე­ბუ­ლი, რად­გან მა­ნამ­დე, ჩემი ქმრის ზე­წო­ლით, რო­გორც გი­თხა­რით, ცრუ ჩვე­ნე­ბა მქონ­და მი­ცე­მუ­ლი, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კი­ბი­დან და­გო­რე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღე და არა – ჩემი ქმრის­გან.

ჩემი ეს ჩვე­ნე­ბე­ბი ძა­ლი­ან არე­უ­ლია, ჯერ ვამ­ბობ, და­მა­ყა­ჩა­ღეს და ამის გამო დავ­ზი­ან­დი-მეთ­ქი, შემ­დეგ კი­ბი­დან და­გო­რე­ბის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობ. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ისიც კი მი­თხრა, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რომ ხარ და ადა­მი­ა­ნი დღე­ში სამ­ჯერ ცვლის ჩვე­ნე­ბას, ზე­წო­ლის ნიშ­ნე­ბი კი უნდა შე­ამ­ჩნიო საქ­მე­შიო. სა­ხე­ზე ნა­ცე­მი ვი­ყა­ვი, ყელ­ში წა­ჭე­რის ნიშ­ნე­ბი მქონ­და, სხე­უ­ლი – და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და პო­ლი­ცი­ელ­მა ჩამ­სვა მან­ქა­ნა­ში ყო­ფილ ქმარ­თან ერ­თად და ასე ერ­თად წა­ვე­დით პო­ლი­ცი­ა­ში და ამ ფონ­ზე, მე გან­ვა­ცხა­დე, ჩემ­ზე ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა-მეთ­ქი.

ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რი ფი­ზი­კუ­რად მა­ღა­ლი არაა და პო­ლი­ცი­ა­ში მუდ­მი­ვად იმას მი­მე­ო­რებ­დნენ, კარ­გი ახლა, ეს რო­გორ მო­გე­რია, არ გვჯე­რაო. ისე იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი, თით­ქოს მე ვი­ყა­ვი მო­ძა­ლა­დე და ჩემი ქმა­რი კი – მსხვერ­პლი. გარ­და ამი­სა, დიდი ზე­წო­ლა იყო ჩემი დე­დამ­თი­ლის­გა­ნაც, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და და "შეშ­ლი­ლი ვი­ყა­ვი". აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის და­კარ­გვის გამო ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბაო?

"სა­ფა­რის" საქ­მე­ში ჩა­რე­ვის შემ­დეგ დღეს უკვე, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, რომ თუ ჩემს ირ­გვლივ ვინ­მე ქალს ან გო­გოს შე­ვამ­ჩნევ, ვის­ზეც ძა­ლა­დო­ბენ, ყვე­ლას „სა­ფარ­ში“ მის­ვლას ვურ­ჩევ. ელი­სომ მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თა, რისი გა­კე­თე­ბაც ჩემს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, – ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ვი­ზი­ტე­ბი, პრო­კუ­რორ­თან მუ­შა­ო­ბა და ა. შ. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, იმედს მაძ­ლევ­და და მამ­შვი­დებ­და, რაც ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქა­ლის­თვის უდი­დე­სი შვე­ბა იყო.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად რომ ვარ ცნო­ბი­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი ელი­სოს გა­კე­თე­ბუ­ლია და ეს ყვე­ლა­ფე­რი "სა­ფარ­მა" ისე გა­მი­კე­თა, რომ ერთი თეთ­რი არ და­მი­ხარ­ჯავს... ჩემი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის სა­კი­თხი ძა­ლი­ან კი გა­ჭი­ა­ნურ­და, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, მე ნა­ცე­მი, ცხვირ­ჩამ­ტვრე­უ­ლი, ზედა ყბის ძვალ­გა­ტე­ხი­ლი, სა­შინ­ლად და­ლურ­ჯე­ბუ­ლი კი აღარ ვარ ზე­წო­ლის და იმის საფრ­თხის ქვეშ, რომ ისევ მე არ და­მა­და­ნა­შა­უ­ლოს პო­ლი­ცი­ამ, არა­მედ ვარ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

უკვე, პო­ლი­ცი­ა­ში ხმის ტემ­ბრიც კი შეც­ვლი­ლი აქვთ, გა­მომ­ძი­ებ­ლით და­წყე­ბუ­ლი, უფ­რო­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ელი­სომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე იმ­დე­ნი იშ­რო­მა, რომ ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლის საქ­მეც ნა­წი­ლობ­რივ მისი გა­კე­თე­ბუ­ლია. რო­დე­საც თავ­და­პირ­ვე­ლად ვუ­თხა­რი, რომ არ­სე­ბობს მოწ­მე, ვინც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მნა­ხა-მეთ­ქი, არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია მა­ნამ, სა­ნამ „სა­ფა­რი“ არ ჩა­ე­რია. იმე­დია, ყვე­ლა და­ნა­შა­ულ­ზე ის აგებს პა­სუხს.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მო­ნი­კა პა­პაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
16

აქამდე ნუ მიიყვანთ საქმეს, დროულად გადაწყვიტეთ. მამათქვენი თუ დედას სცემდა, ან ლოთობდა, თქვენც იგივე უნდა აიტანოთ??? რომელი საუკუნეა

ანარეკლი
10

სახლში ლომები, ქუჩაში ჩმორები.

 

ავტორი:

ექსკლუზივი: "ამ დღეში ჩამაგდო მამაკაცმა, რომელმაც მუცელში მყოფი შვილი მოკლა და ციხეშიც არ გაუშვეს" - ძალადობის მსხვერპლი ქალის მძიმე ინტერვიუ

ექსკლუზივი: "ამ დღეში ჩამაგდო მამაკაცმა, რომელმაც მუცელში მყოფი შვილი მოკლა და ციხეშიც არ გაუშვეს" - ძალადობის მსხვერპლი ქალის მძიმე ინტერვიუ

"საფარის" იურისტმა ელისო რუხაძემ, სოციალურ ქსელში სასტიკად ნაწამები გოგოს ფოტოები და ასეთი შინაარსის სტატუსი დადო:

"ეს ჩემი ყოველდღიურობაა, თუმცა არის პროცესები, როცა ძალადობის საქმის ბრალდებული და მისი ადვოკატი განსაკუთრებით არაეთიკურად და შეურაცხმყოფელად იქცევა. დისტანციურად პროცესი არის ტანჯვა, რადგან ნახევარი სიტყვები არ ისმის და 3-4 საათი ასეთ პროცესზე ყოფნა ცალკე აღებული პრობლემაა. დღეს იყო დაზარალებულის დაკითხვა ოჯახური ძალადობის საქმეზე, წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

ძალიან ვარ აღშფოთებული ჩემი კოლეგის ბატონ ავთანდილ ტყებუჩავას (რომელიც თურმე ყოფილი პარლამენტარია) მხრიდან დაზარალებულისადმი გამოხატული ცინიზმითა და ეთიკური ნორმების დარღვევით... მისი ირონიული და სარკაზმით სავსე ჩალაპარაკებები პროცესის მიმდინარეობისას, "ვნახოთ თუ რაიმე გაქვს სათქმელი", გამოიკითხება ეს მოწმე და ნახავ რაც მოხდება, დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ, ასევე დაუსრულებელი კითხვები მოძალადის სექსუალური აქტების, მსხევრპლის ასაკის, სამუშაო ადგილის, მიტანილი მზითევის და ათასი საქმესთან შემხებლობის არმქონე კითხვები. მოძალადის ადვოკატის ხმამაღლა შეფასებების ფონზე, რომელიღაც რეგიონის სასურსათო ბაზარში უფრო მეგონა თავი, ვიდრე პროცესზე!!!

პს. საერთოდ ენერგია აღარ შემომრჩა ამ პროცესის მერე, წარმოდგენა მიჭირს რას გრძნობს მსხვერპლი" - წერს ცნობილი ადვოკატი, რომელიც არაერთი ძალადობის მსხვერპლი ქალის დამცველია და არაერთი პროცესი აქვს მოგებული.

ადვოკატის ამ სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოყვა. ბევრმა ბრალდებულის ადვოკატის დასჯაც მოითხოვა და ბუნებრივია ყველა შეძრა გავრცელებულმა კადრებმა.

ადვოკატი ელისო რუხაძე

AMBEBI.GE აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალების გასაგებად ადვოკატ ელისო რუხაძეს დაუკავშირდა:

- თქვენ არ იცით როგორ მდგომარეობაში მოვიდა ჩვენთან "საფარში" ეს გოგონა. ფსიქოლოგის დახმარებით შევძელით მისი დამშვიდება და მიხარია, რომ დღეს ასე ყოჩაღად არის. იბრძვის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად და დამნაშავის დასასჯელად. გამანადგურა გამოკითხვამ, რაც სასამართლოზე ხდებოდა ბრალდებულის ადვოკატის მიერ, ეს იყო სრული კოშმარი. მართალია პროფესიონალი ვარ, მაგრამ ისე იმოქმედა იმ ადვოკატის ქცევებმა და არაეთიკურმა კითხვებმა, ორი დღეა დამამაშვიდებელებს ვსვამ და ცუდად ვარ.

საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, აუცილებლად უნდა დადგეს ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი. მართალია მოძალადეს აქვს ბევრი ფული, მოწმეები ჰყავს მოსყიდული და ცდილობენ ამტკიცონ თითქოს ის არ არის მოძალადე, აქეთ იშვერენ მსხვერპლისკენ ხელს და ამბობენ, თითქოს ეჭვიანობის საბაბს აძლევდა და ათას სისულელეს ამბობენ, მაგრამ ჩვენ მის ბრალეულობას დავამტკიცებთ.

მამაკაცი არის ანტიკვარიანტით მოვაჭრე კაცი და ბევრი თავისი გამყიდველი ჰყავს პროცესზე მოყვანილი და ისინი აძლევენ ჩვენებებს და სამწუხაროდ არავინ არ დასდევს ცრუ მოწმეებს და მათ არ სჯის პოლიცია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაქვს იმედი და მოლოდინი, როგორც სხვა უამრავ საქმეში, აუცილებლად დადგება ამ საქმეზეც გამამტყუნებელი განაჩენი და დაისჯება მოძალადე მამაკაცი. ემოციურად ძალიან მძიმეა, როცა არაეთიკურად და ამაზრზენად იქცევა მოწინააღმდეგის ადვოკატი. ახლა ვაგროვებ მტკიცებულებს და ეთიკის კომისიაში შევიტან საჩივარს. იმედია არ მოხდება ასეთი ადვოკატების მფარველობა ეთიკის კომისიაში.

როგორც ირკვევა, მონიკა პაპაშვილზე ქმარი პერმანენტულად ძალადობდა. რამდენჯერმე პოლიციას დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ ქმრის მუქარის ქვეშ მყოფს ისევ ნათქვამის უარყოფა უწევდა. ამიტომ მოძალადის ყველა ძალადობრივი ქმედება დაუსჯელი რჩებოდა.

AMBEBI.GE ძალადობის მსხვერპლ ქალსაც ესაუბრა:

- მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ამ დღეში ჩამაგდო მამაკაცმა, რომელიც მუხლებზე იდგა და სიყვარულს მეფიცებოდა. მამაკაცმა რომელმაც ჯერ არდაბადებული შვილი მოკლა და ამ დროს ციხეშიც არ გაუშვეს. სასაცილო 2000-ლარიანი გირაოთი გარეთ დასეირნობს. კიდევ გონორზეა, მამცირებს და შეურაცხყოფას მაყენებს ის და მისი ადვოკატი სასამართლო პროცესზე, ხომ წარმოგიდგენიათ მარტო რა დღეში მაგდებდა და რა სიტყვებს მეძახდა...

- ფიზიკურად გისწორდებოდათ?

- ერთ დღეს სახლში რომ მივედი, ჩემმა ქმარმა უცაბედად კარი გადაკეტა, ფანჯრები მიხურა, ტელევიზორს ხმა აუწია და ცემა დამიწყო. აზრზეც ვერ მოვედი, ნამდვილი შოკი იყო. მეუბნებოდა, ხმა არ ამოიღო, უნდა მოგკლა, სახლიდან ცოცხალი ვერ გახვალო. ამას გარდა, ფულს მთხოვდა, 2000 ლარი უნდა გადამიხადოო. სახლიდან გამოქცევა მოვახერხე. გავრბოდი, ის კი უკან მომდევდა. მეგობრის ოჯახში შევაფარე თავი, შემდეგ საავადმყოფოში გადამიყვანეს, თუმცა არც ამ დროს შემეშვა: ტელეფონზე დამირეკა და იმუქრებოდა, რომ თუ გაბედავ და იტყვი, რომ ეს ყველაფერი მე ჩავიდინე, შენ გაგამწარებ, შენს შვილს კი მოვკლავო.

მამაჩემი ავადმყოფია და მასაც გადასწვდა, მას მოვკლავო. სხვა არაფერი დამრჩენოდა, თუ არა ის, რომ პოლიციაში ამ ინციდენტის შესახებ არაფერი მეთქვა. ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი, თუმცა მისთვის ამას ხელი არ შეუშლია. სამსახურისთვისაც დამანებებინა თავი, ყველანაირი შეზღუდვა დამიწესა. ნათესავებთან ურთიერთობაც კი ამიკრძალა. საკუთარ შვილთან ურთიერთობასაც კი მიშლიდა, რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს. ყველაზე მწვავე კონფლიქტი მაშინ მოხდა, როდესაც მითხრა, შვილთან არ წახვიდე, არაფერი გაუკეთო, საერთოდ არ მიეკაროო.

მისი დაჟინებული მოთხოვნით 17 წლის შვილთან ურთიერთობა სამუდამოდ უნდა გამეწყვიტა. მუდმივად იმეორებდა, ფული მაქვს, პოლიციაში მივალ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ვერავინ შემეხება, პასუხს ვერავინ მომთხოვს, სუფთა ვარ, კრიმინალური წარსულიც არ მაქვსო...

მორიგ ჯერზე მითრია ისევ თმით, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი შვილის შეჯიბრზე არ უნდოდა, წავსულიყავი. დედამისმა და მისმა დამ ყველაფერი იცოდნენ.

ვუთხარი, რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, რომ ჩვეულებრივი მონა ვიყავი ამ სახლში... ბოლოს უკვე ისე მქონდა ტვინი დაპროგრამებული, რომ მართლა ვფიქრობდი, ალბათ მე ვერ ვიქცევი სწორად და რაღაცას ისე არ ვაკეთებ, როგორც საჭიროა-მეთქი. შინამოსამსახურესავით ვყავდი, თმააკეცილი დავდიოდი, ფრჩხილის ლაქის წასმის უფლებაც კი არ მქონდა. დილით ადრე ავდგებოდი, სინით საჭმელს მივართმევდი და ცემა-ტყეპა მაინც გამოწერილი მქონდა.

როდესაც ჩემს ამბავს იგებდნენ, ყველას უკვირდა, შენ, ასეთ მებრძოლ ადამიანს, ეს როგორ დაგემართაო. მთლიანად გამანადგურა ამ ადამიანმა. ისეთი ტრავმები მაქვს მიღებული, ალბათ სრული რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დამჭირდება... ჩემს მეგობარ ადვოკატს დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე. თუმცა, როგორც ჩანს, მას ჩემი ქმარიც დაუკავშირდა და სავარაუდოდ, ფული გადაუხადა. ყოველ შემთხვევაში, სულ მალე, ჩემი ადვოკატი მის მეგობრებში აღმოჩნდა. შედეგად, ჩემზე ფიზიკური ძალადობის ინციდენტებზე საქმეც არ აღძრულა, საბუთებიც კი არ წარადგინა ფოტოები კი მაქვს, რა მდგომარეობაშიც ვიყავი.

სოციალური ქსელებით სარგებლობაც კი დამიბლოკა, სრულ იზოლაციაში ვყავდი მოქცეული. თავს მეგობრის ოჯახს ვაფარებდი, ჩემი ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამასობაში, ბავშვიც დავკარგე… საშინელი სტრესის ფონზე, ეს ამბავი ჩემთვის კიდევ უფრო მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. მუდმივად ვტიროდი, ცუდად ვიყავი, რაც ჩემი დედამთილისთვის იმის თქმის საფუძველი გახდა, რომ "ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ვიყავი". ვერ წარმოიდგენთ, როგორ უიმედო მდგომარეობაში ვიყავი იმ მომენტში.

ქმრისგან კი წამოვედი, მაგრამ ჩემმა ადვოკატმა ჩემს დასაცავად არაფერი მოიმოქმედა. პოლიციაშიც კი მივედი დახმარების სათხოვნელად, მაგრამ განყოფილების უფროსმა განმიცხადა, ჭკვიანად იყავი, ეგ საქმე შენს წინააღმდეგ არ შემოგიბრუნდეს და ციხეში წასვლამ არ მოგიწიოსო. სწორედ ამ პერიოდში, შემთხვევით ნათესავმა დამირეკა, მომიკითხა. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. მან მაშინვე მითხრა, რომ ბაია პატარაიასთვის და მისი ორგანიზაციისთვის მიმემართა. ამ მდგომარეობაში მყოფმა მივწერე ბაია პატარაიას. შაბათ-კვირის დასვენებები იყო, „საფარის“ ადვოკატის ელისო რუხაძის ნომერი მომცა.

ელისომ სასაუბროდ დამიბარა, მაგრამ ისეთ უკიდურეს სტრესში ვიყავი, რომ მასთან მისულს ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა. განუწყვეტლივ ვტიროდი, ვერ ვუხსნიდი, რაში იყო საქმე. პირველი, რაც ელისომ გააკეთა, ფსიქოლოგს დამაკავშირა, რომ ცოტათი მაინც გონს მოვსულიყავი. შემდეგ, ელისო პოლიციაში და ექსპერტიზებზე გამომყვა. დიდი ხნის მანძილზე, ელისოს ვურეკავდი და ჩემს პრობლემებზე ვესაუბრებოდი. საშინელი შიში მქონდა იმისა, რომ როგორც პოლიციაში მითხრეს, მე არ აღმოვჩენილიყავი ბრალდებული, რადგან მანამდე, ჩემი ქმრის ზეწოლით, როგორც გითხარით, ცრუ ჩვენება მქონდა მიცემული, რომ დაზიანებები კიბიდან დაგორების შედეგად მივიღე და არა – ჩემი ქმრისგან.

ჩემი ეს ჩვენებები ძალიან არეულია, ჯერ ვამბობ, დამაყაჩაღეს და ამის გამო დავზიანდი-მეთქი, შემდეგ კიბიდან დაგორების შესახებ ვსაუბრობ. გამომძიებელმა ისიც კი მითხრა, გამომძიებელი რომ ხარ და ადამიანი დღეში სამჯერ ცვლის ჩვენებას, ზეწოლის ნიშნები კი უნდა შეამჩნიო საქმეშიო. სახეზე ნაცემი ვიყავი, ყელში წაჭერის ნიშნები მქონდა, სხეული – დაზიანებული და პოლიციელმა ჩამსვა მანქანაში ყოფილ ქმართან ერთად და ასე ერთად წავედით პოლიციაში და ამ ფონზე, მე განვაცხადე, ჩემზე ძალადობა არ ყოფილა-მეთქი.

ჩემი ყოფილი ქმარი ფიზიკურად მაღალი არაა და პოლიციაში მუდმივად იმას მიმეორებდნენ, კარგი ახლა, ეს როგორ მოგერია, არ გვჯერაო. ისე იყვნენ განწყობილნი, თითქოს მე ვიყავი მოძალადე და ჩემი ქმარი კი – მსხვერპლი. გარდა ამისა, დიდი ზეწოლა იყო ჩემი დედამთილისგანაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური პრობლემები მქონდა და "შეშლილი ვიყავი". აბა, როგორ შეიძლება ბავშვის დაკარგვის გამო ამდენი ნერვიულობაო?

"საფარის" საქმეში ჩარევის შემდეგ დღეს უკვე, ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ თუ ჩემს ირგვლივ ვინმე ქალს ან გოგოს შევამჩნევ, ვისზეც ძალადობენ, ყველას „საფარში“ მისვლას ვურჩევ. ელისომ მაქსიმალური გააკეთა, რისი გაკეთებაც ჩემს საქმესთან დაკავშირებით იყო შესაძლებელი, – ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზების მეთვალყურეობა, პოლიციაში დაუსრულებელი ვიზიტები, პროკურორთან მუშაობა და ა. შ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმედს მაძლევდა და მამშვიდებდა, რაც ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის უდიდესი შვება იყო.

დაზარალებულად რომ ვარ ცნობილი ეს ყველაფერი ელისოს გაკეთებულია და ეს ყველაფერი "საფარმა" ისე გამიკეთა, რომ ერთი თეთრი არ დამიხარჯავს... ჩემი დაზარალებულად ცნობის საკითხი ძალიან კი გაჭიანურდა, მაგრამ სამაგიეროდ, მე ნაცემი, ცხვირჩამტვრეული, ზედა ყბის ძვალგატეხილი, საშინლად დალურჯებული კი აღარ ვარ ზეწოლის და იმის საფრთხის ქვეშ, რომ ისევ მე არ დამადანაშაულოს პოლიციამ, არამედ ვარ დაზარალებული.

უკვე, პოლიციაში ხმის ტემბრიც კი შეცვლილი აქვთ, გამომძიებლით დაწყებული, უფროსით დამთავრებული. ელისომ მტკიცებულებების მოპოვებაზე იმდენი იშრომა, რომ ხანდახან ვფიქრობ, რომ გამომძიებლის საქმეც ნაწილობრივ მისი გაკეთებულია. როდესაც თავდაპირველად ვუთხარი, რომ არსებობს მოწმე, ვინც ამ მდგომარეობაში მნახა-მეთქი, არავინ ყურადღება არ მომაქცია მანამ, სანამ „საფარი“ არ ჩაერია. იმედია, ყველა დანაშაულზე ის აგებს პასუხს.

მთავარ ფოტოზე: მონიკა პაპაშვილი

ლაგოდეხში 16 წლის გოგო  ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს - ოჯახი გამტაცებლის დასჯას ითხოვს

"თომას და მეუღლესთან დაშორებული იყო, აქ ჩამოაკითხა... ეტყობა ამოუყვანა ყელში და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები თელავის მკვლელობაზე?

თელავში ცოლის ძმამ სიძე მოკლა