სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ
"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

"ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ მზა­რე­უ­ლის პრო­ფე­სია მინ­დო­და. კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში ვის­წავ­ლე, ჯერ შეფმ­ზა­რე­უ­ლის კურ­სი გა­ვი­ა­რე, შემ­დეგ სა­კონ­დიტ­რო სფე­რომ და­მა­ინ­ტე­რე­სა და ისიც შე­ვის­წავ­ლე“, - ამ­ბობს "მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­თხე სე­ზო­ნის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი, და­ვით ცა­ცა­ნაშ­ვი­ლი.

და­ვი­თი კონ­დი­ტე­რია და ყო­ველ ჯერ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძებს გვთა­ვა­ზობ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მისი სარ­კაზ­მის გამო მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა საკ­მა­ოდ მკაც­რად შე­ა­ფა­სა, ნა­წი­ლიც ფიქ­რობ­და, რომ „მწა­რე კო­მე­ნატ­რე­ბი“ შოუს ნა­წი­ლი იყო. რო­გორ იღებს და „გას­ცემს“ კრი­ტი­კას, ამის შე­სა­ხებ და­ვით ცა­ცა­ნაშ­ვი­ლი Gemrielia.ge-ის ესა­უბ­რა.

- გა­მარ­თლდა "მას­ტერ­შეფ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით თქვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი?

- "მას­ტერ­შეფ­ში“ იმ იდე­ით მი­ვე­დი, რომ კერ­ძი­სა და დე­სერ­ტის სინ­თე­ზი მო­მეხ­დი­ნა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას არ ვა­პი­რებ­დი და მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძი მქონ­და. არ­ცერ­თი კერ­ძი, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტში შევ­ქმე­ნი, მა­ნამ­დე არა­სო­დეს არ მო­მიმ­ზა­დე­ბია. ზუს­ტად ვიცი, რომ „მას­ტერ­შე­ფი“ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი კერ­ძით ამა­ყობთ?

- შუს ჩა­ქა­ფუ­ლით - ვფიქ­რობ, ისეთ იდე­ას მი­ვა­გე­ნი, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბაც მრა­ვალ­ხმრივ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­თი იდე­ე­ბი ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მო­დის ხოლ­მე; ვერ ვი­ტყვი, რომ ბევ­რი ფიქ­რის შე­დე­გია. რაც უფრო მცი­რე დრო მაქვს, უფრო კარ­გად ვფიქ­რობ.

- ერთი ნა­ბი­ჯი და­გაკ­ლდათ ფი­ნა­ლამ­დე. თქვე­ნი აზ­რით, რამ შე­გი­შა­ლათ ხელი?

- თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ პრო­ექ­ტში დიდ­ხანს ვიქ­ნე­ბო­დი. ვფიქ­რობ, კარ­გი კერ­ძი წარ­ვად­გი­ნე, მაგ­რამ პა­ტა­რა შეც­დო­მა და­ვუშ­ვი. ალ­ბათ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ კა­რა­მე­ლი არ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ნალ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩემ თავს „გა­ვუ­ჩა­ლი­ჩე“. რაც უნდა იყოს, ჩემ­თვის ისიც დიდი მიღ­წე­ვაა, რომ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ვი­ყა­ვი და ფი­ნა­ლამ­დე მხო­ლოდ ერთი ნა­ბი­ჯი და­მაკ­ლდა. ოქ­როს­წინ­საფ­რი­ა­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, ბევ­რი ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე უკან ჩა­მო­ვი­ტო­ვე. ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და კრე­ა­ტი­ულ მო­ნა­წი­ლედ ვთვლი ჩემ თავს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ თქვენს „მწა­რე კო­მენ­ტა­რებს“. თუ კი­თხუ­ლობთ, რას წე­რენ ხოლ­მე თქვენ­ზე?

- დიახ, რა­ღა­ცე­ბი მაქვს ნა­ნა­ხი. სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის მწა­რეა და რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ. თუნ­დაც გა­ი­ა­ნე­სა და ნა­ტა­ლი­ას შემ­თხვე­ვა­ში ის ვთქვი, რა­საც ვფიქ­რობ­დი. ისი­ნი ჩემ­თვის ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ იყ­ვნენ და არც დიდი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ.

ამას გარ­და, ყო­ველ­თვის მხი­ა­რუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი; მით უმე­ტეს, თუ ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვს. თა­ნაც ეს შოუა, კონ­კურ­სია, შენი მიზ­ნის­თვის იბ­რძვი და გინ­და, რომ პირ­ვე­ლი იყო, სა­უ­კე­თე­სო იყო! სუ­ლაც არ მგო­ნია, რომ ეს ცუ­დია. მე ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი შოუს არსს ვერ ხვდე­ბა.

- სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ რამ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლი ხართ ან ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბებს რამ­დე­ნად იზი­ა­რებ­დით?

- ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვი­ღებ. ჩემი აზ­რით, პირ­და­პი­რო­ბა ჯო­ბია და არა რა­ღაც ნიღ­ბის მორ­გე­ბა. მე არა­სო­დეს არ მო­მირ­გია რა­ღაც ხა­სი­ა­თი ვინ­მეს გამო და არც არა­სო­დეს არ მო­ვირ­გებ. ჟი­უ­რის რჩე­ვებ­სა და მი­თი­თებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი. ისე­თი კრი­ტი­კუ­ლი აზრი არ მახ­სოვს, რო­მელ­საც არ ვე­თან­ხმე­ბო­დი. უბ­რა­ლოდ, შე­ეძ­ლოთ ერთი შან­სი მო­ე­ცათ, კერ­ძი მხო­ლოდ კა­რა­მე­ლის გამო არ და­ე­წუ­ნე­ბი­ნათ და ფი­ნალ­ში გა­და­ვეყ­ვა­ნე...

- და ვის­თვის არ მი­ე­ცათ შან­სი?

- რა თქმა უნდა, ირაკ­ლის­თვის. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით, ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს და რო­გორც გა­და­ცე­მა­ში ჩანს, ისე და­ბოღ­მი­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ ვართ. ხალ­ხს ხომ ჰგო­ნია, რომ მე ბოღ­მა ვარ, ვი­ღაც ძაან მხი­ა­რუ­ლია და ა. შ. რე­ა­ლუ­რად, ერ­თმა­ნეთს დიდ პა­ტივს ვცემთ.

- მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვით?

- იუ­თუ­ბარ­ხის გა­კე­თე­ბა­სა და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბას ვგეგ­მავ. სხვა­თა შო­რის Gemrielia.ge-ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ ბავ­შვო­ბი­დან, ბევრ რა­ღა­ცას ვამ­ზა­დებ­დი თქვე­ნი რე­ცეპ­ტე­ბით. მით უმე­ტეს, მა­შინ მოყ­ვა­რუ­ლი ვი­ყა­ვი და რო­გორც კი ახალ რე­ცეპტს ვნა­ხავ­დი, მა­შინ­ვე მომ­ზა­დე­ბას ვი­წყებ­დი ხოლ­მე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიკა
0

დათო, სულაც არ ჩანხარ დაბოღმილი, პირიქით ძალიან საყვარელი ხარ და ნამდვილი პროფესიონალი და სწორედაც რომ უნდა გქონდეს მაღალი თვითშეფასება, ძალიან უხდებოდი პროექტს და ძალიან მაგრად გგულშემატკივრობდი, ასე რომ თავი მაღლა და მოემზადე ახალი ეტაპისა წარმატებებისთვის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

"ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მზარეულის პროფესია მინდოდა. კულინარიის აკადემიაში ვისწავლე, ჯერ შეფმზარეულის კურსი გავიარე, შემდეგ საკონდიტრო სფერომ დამაინტერესა და ისიც შევისწავლე“, - ამბობს "მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ნახევარფინალისტი, დავით ცაცანაშვილი.

დავითი კონდიტერია და ყოველ ჯერზე საინტერესო კერძებს გვთავაზობდა. ამის მიუხედავად, მისი სარკაზმის გამო მაყურებლის ნაწილმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა, ნაწილიც ფიქრობდა, რომ „მწარე კომენატრები“ შოუს ნაწილი იყო. როგორ იღებს და „გასცემს“ კრიტიკას, ამის შესახებ დავით ცაცანაშვილი Gemrielia.ge-ის ესაუბრა.

- გამართლდა "მასტერშეფთან“ დაკავშირებით თქვენი მოლოდინები?

- "მასტერშეფში“ იმ იდეით მივედი, რომ კერძისა და დესერტის სინთეზი მომეხდინა. ჩვეულებრივი კერძების მომზადებას არ ვაპირებდი და მიხარია, რომ ყველა დავალებაზე განსხვავებული კერძი მქონდა. არცერთი კერძი, რომლებიც პროექტში შევქმენი, მანამდე არასოდეს არ მომიმზადებია. ზუსტად ვიცი, რომ „მასტერშეფი“ ბევრი წარმატების დასაწყისი იქნება.

- ყველაზე მეტად რომელი კერძით ამაყობთ?

- შუს ჩაქაფულით - ვფიქრობ, ისეთ იდეას მივაგენი, რომლის განვითარებაც მრავალხმრივ არის შესაძლებელი. ასეთი იდეები ექსტრემალურ სიტუაციებში მოდის ხოლმე; ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ფიქრის შედეგია. რაც უფრო მცირე დრო მაქვს, უფრო კარგად ვფიქრობ.

- ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ ფინალამდე. თქვენი აზრით, რამ შეგიშალათ ხელი?

- თავდაჯერებული ვიყავი და ყოველთვის მჯეროდა, რომ პროექტში დიდხანს ვიქნებოდი. ვფიქრობ, კარგი კერძი წარვადგინე, მაგრამ პატარა შეცდომა დავუშვი. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ კარამელი არ გამომეყენებინა და ასეთ შემთხვევაში ფინალში მოვხვდებოდი. შეიძლება ითქვას, ჩემ თავს „გავუჩალიჩე“. რაც უნდა იყოს, ჩემთვის ისიც დიდი მიღწევაა, რომ ნახევარფინალში ვიყავი და ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დამაკლდა. ოქროსწინსაფრიანი მოწინააღმდეგეები, ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და კრეატიულ მონაწილედ ვთვლი ჩემ თავს.

- სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ თქვენს „მწარე კომენტარებს“. თუ კითხულობთ, რას წერენ ხოლმე თქვენზე?

- დიახ, რაღაცები მაქვს ნანახი. სიმართლე ყოველთვის მწარეა და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუნდაც გაიანესა და ნატალიას შემთხვევაში ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისინი ჩემთვის ძლიერი კონკურენტები არ იყვნენ და არც დიდი კრეატიულობით გამოირჩეოდნენ.

ამას გარდა, ყოველთვის მხიარული ვერ იქნება ადამიანი; მით უმეტეს, თუ ცვალებადი ხასიათი აქვს. თანაც ეს შოუა, კონკურსია, შენი მიზნისთვის იბრძვი და გინდა, რომ პირველი იყო, საუკეთესო იყო! სულაც არ მგონია, რომ ეს ცუდია. მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ქართველი მაყურებელი შოუს არსს ვერ ხვდება.

- საკუთარი თავის მიმართ რამდენად კრიტიკული ხართ ან ჟიურის შეფასებებს რამდენად იზიარებდით?

- ჯანსაღი კრიტიკა ძალიან მიყვარს და ვიღებ. ჩემი აზრით, პირდაპირობა ჯობია და არა რაღაც ნიღბის მორგება. მე არასოდეს არ მომირგია რაღაც ხასიათი ვინმეს გამო და არც არასოდეს არ მოვირგებ. ჟიურის რჩევებსა და მითითებს ვითვალისწინებდი. ისეთი კრიტიკული აზრი არ მახსოვს, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. უბრალოდ, შეეძლოთ ერთი შანსი მოეცათ, კერძი მხოლოდ კარამელის გამო არ დაეწუნებინათ და ფინალში გადავეყვანე...

- და ვისთვის არ მიეცათ შანსი?

- რა თქმა უნდა, ირაკლისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდი ურთიერთობა გვაქვს, პირიქით, ყველანი ძალიან კარგი მეგობრები გავხდით, ერთმანეთი გვიყვარს და როგორც გადაცემაში ჩანს, ისე დაბოღმილები საერთოდ არ ვართ. ხალხს ხომ ჰგონია, რომ მე ბოღმა ვარ, ვიღაც ძაან მხიარულია და ა. შ. რეალურად, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.

- მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით?

- იუთუბარხის გაკეთებასა და კულინარიული ვიდეოების გადაღებას ვგეგმავ. სხვათა შორის Gemrielia.ge-ის მომხმარებელი ვარ ბავშვობიდან, ბევრ რაღაცას ვამზადებდი თქვენი რეცეპტებით. მით უმეტეს, მაშინ მოყვარული ვიყავი და როგორც კი ახალ რეცეპტს ვნახავდი, მაშინვე მომზადებას ვიწყებდი ხოლმე.

"ყვავილოვანი" ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგი, რომელსაც ყვავილების ულამაზესი ბაღი აქვს - "ისინი ცოცხალი არსებებია, ბევრი ეფერება, ელაპარაკება, როგორც სულიერს"

"ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი" - როგორ დაიპყრო ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის სამყარო" - რას წერს უცხოური გამოცემა ქართველ მოჭადრაკეზე

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი