კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1-ლი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზას მივიღებთ" - გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება
"1-ლი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზას მივიღებთ" - გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება

ვაქ­ცი­ნა დღეს­ვე რომ გვქონ­დეს ხელ­მი­საწ­ვდო­მი, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ხვალ­ვე არ მოვა ვაქ­ცი­ნის გა­სა­კე­თებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს ქვეყ­ნის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი 700 ათა­სი დოზა ვაქ­ცი­ნის დრო­უ­ლად მი­სა­ღე­ბად.

„ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დიდი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ის­მის ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბელ­თან, შე­საძ­ლო გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­თან და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გე­ბი. ამა­ზე, რა თქმა უნდა, მეც­ნი­ე­რე­ბი გვპა­სუ­ხო­ბენ, თუმ­ცა ამა­საც სჭირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. ვაქ­ცი­ნა ჩვენ­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად იმე­დის სხი­ვია, ეს არის ეპი­დე­მი­ის­თვის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი.

სა­ქარ­თვე­ლო არის „კო­ვაქ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვის მო­ნა­წი­ლე. ამ შემ­თხვე­ვა­ში „კო­ვაქ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ქვე­ყა­ნას ექ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ვაქ­ცი­ნებ­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ პირ­და­პირ მწარ­მო­ებ­ლებ­თან დი­ა­ლოგ­ზე არ გავ­დი­ვართ. „კო­ვაქ­სი“ ეს არის ჯან­მო­სა და ვაქ­ცი­ნე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც გვეხ­მა­რე­ბა, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა მი­ვი­ღოთ. პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნი უკვე გა­და­ვი­ხა­დეთ და ვე­ლო­დე­ბით, რომ რო­გორც კი ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა, 700 000 დოზა უნდა მი­ვი­ღოთ, რათა მა­ღა­ლი რის­კის, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია და­ვი­წყოთ", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მისი თქმით, გარ­და იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა ფი­ზი­კუ­რად უნდა გვქონ­დეს, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ლო­ჯის­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გა­მარ­თვის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

„ეს ით­ვა­ლის­წი­ნებს ცივი ჯაჭ­ვის მე­ქა­ნიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, „ფა­ი­ზე­რის” ვაქ­ცი­ნას შე­ნახ­ვის­თვის მი­ნუს 60-80 გრა­დუ­სი სჭირ­დე­ბა, რაც რა თქმა უნდა, და­მა­ტე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­და­წყვე­ტას სა­ჭი­რო­ებს. დღეს ამა­ზე მი­დის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. უკვე და­გეგ­მვა და­წყე­ბუ­ლია და ვფიქ­რობთ, მო­მა­ვა­ლი წლის პირ­ვე­ლი ორი თვე სრუ­ლად და­ეთ­მო­ბა ამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მარ­თვას, რათა გა­ზა­ფხუ­ლის­კენ, თუ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად და წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, ქვე­ყა­ნამ ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღოს და მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბა შევ­ძლოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედია რუსული ვაქცინა არ იქნება...
0

იმედია რუსული ვაქცინა არ იქნება!...

Natia
1

მაგათ გაზაფხულზე ისიც თქვეს, 4000 სასუნთქი აპარატი გვაქვსო და აღმიჩნდა, რომ 400 აქვთ. სანამ არ შემოიტანენ, არ მჯერა 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"1-ლი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზას მივიღებთ" - გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება

"1-ლი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზას მივიღებთ" - გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება

ვაქცინა დღესვე რომ გვქონდეს ხელმისაწვდომი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვალვე არ მოვა ვაქცინის გასაკეთებლად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მთავრობა მუშაობს ქვეყნისთვის განსაზღვრული 700 ათასი დოზა ვაქცინის დროულად მისაღებად.

„ბევრ ქვეყანაში დიდი კითხვის ნიშნები ისმის ვაქცინის სარგებელთან, შესაძლო გვერდით მოვლენებთან და იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება მისი გრძელვადიანი შედეგები. ამაზე, რა თქმა უნდა, მეცნიერები გვპასუხობენ, თუმცა ამასაც სჭირდება კომუნიკაცია. ვაქცინა ჩვენთვის გარკვეულწილად იმედის სხივია, ეს არის ეპიდემიისთვის დასასრულის დასაწყისი.

საქართველო არის „კოვაქსის“ ინიციატივის მონაწილე. ამ შემთხვევაში „კოვაქსის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ მწარმოებლებთან დიალოგზე არ გავდივართ. „კოვაქსი“ ეს არის ჯანმოსა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა, რაც გვეხმარება, რომ ხარისხიანი ვაქცინა მივიღოთ. პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ვაქცინა ფიზიკურად უნდა გვქონდეს, ჯანდაცვის სისტემა ლოჯისტიკური პროცესის გამართვისთვის ემზადება.

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მექანიზმის გაძლიერებას. მაგალითად, „ფაიზერის” ვაქცინას შენახვისთვის მინუს 60-80 გრადუსი სჭირდება, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ტექნოლოგიურ გადაწყვეტას საჭიროებს. დღეს ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. უკვე დაგეგმვა დაწყებულია და ვფიქრობთ, მომავალი წლის პირველი ორი თვე სრულად დაეთმობა ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამართვას, რათა გაზაფხულისკენ, თუ ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდა, ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციის დაწყება შევძლოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

"ეს "შავი პარასკევი" საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება!" - გიორგი ფხაკაძე

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

"სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, რომ საჭიროებისამებრ მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ" - პატრიარქის მიმართვა საშობაო მარხვასთან დაკავშირებით