სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს - სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია" - მაია ცქიტიშვილი
"ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს - სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია" - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრე­მი­ერ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რე­სურ­სი შე­ზღუ­დუ­ლია, ხოლო არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი სრუ­ლად არის ჩარ­თუ­ლი ეპი­დე­მი­ის მარ­თვა­ში.

„ნე­ბის­მი­ერ ისე­თი ტი­პის გა­ფარ­თო­ვე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო სივ­რცე­ებ­ში, ეს იქ­ნე­ბა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი, ყველ­გან სა­ჭი­როა ექი­მე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. სწო­რედ რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ყვე­ლა­ზე ის შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სია, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს და რო­მელ­საც ჩვენ ვერ გავზრდით. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია სა­წო­ლის და­მა­ტე­ბა, მაგ­რამ იმ სა­წოლს ექი­მი უნდა ახ­ლდეს“, - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­საზ­რე­ბებს კო­ვიდ­ვი­თა­რე­ბის მარ­თვა­ში სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „უფრო იმი­თაც უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ, რა რე­სურ­სია სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის ნა­წილ­ში“.

„ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რე­სურ­სი შე­ზღუ­დუ­ლია და ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც დღეს არის სა­მე­დიც­ვი­ნო სფე­რო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლად ჩარ­თუ­ლია ეპი­დე­მი­ის მარ­თვა­ში. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას ამო­ცა­ნა არის ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი ტი­პის ასო­ცი­ა­ცი­ის, სხვა მო­ქა­ლა­ქის თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, რო­მელ­საც დღეს აწუ­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპი­დე­მი­ის მარ­თვა, რომ ყვე­ლა ერ­თად უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ იმ მო­წო­დე­ბის ირ­გვლივ, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს პირ­ბა­დე­ე­ბის სა­ყო­ველ­თაო მოხ­მა­რე­ბას. ასე­ვე, იმ სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სე­ბის დაც­ვას, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლია ყვე­ლა იმ ბიზ­ნე­სის­თვის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. რა თქმა უნდა, ასე­ვე ყვე­ლა ერ­თად უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ იმის ირ­გვლივ, რომ მო­ვუ­წო­დოთ ჩვენს თა­ნა­მო­ქალ­ქე­ებს, დამ­საქ­მებ­ლებს,ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლონ ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია. ამით ყვე­ლა ვართ ჩარ­თულ­ნი იმ პრო­ცეს­ში - შე­ვამ­ცი­როთ ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ვამ­ცი­როთ ზე­წო­ლა ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს - სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია" - მაია ცქიტიშვილი

"ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს - სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია" - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია, ხოლო არსებული რესურსი სრულად არის ჩართული ეპიდემიის მართვაში.

„ნებისმიერ ისეთი ტიპის გაფართოვებულ სამედიცინო სივრცეებში, ეს იქნება საველე ჰოსპიტალი, სამხედრო ჰოსპიტალი, ყველგან საჭიროა ექიმების მომსახურება. სწორედ რეანიმატოლოგები, სამედიცინო პერსონალი ყველაზე ის შეზღუდული რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელსაც ჩვენ ვერ გავზრდით. ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება მოსაზრებებს კოვიდვითარების მართვაში სამხედრო ექიმების ჩართულობასთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ „უფრო იმითაც უნდა დაინტერესდნენ, რა რესურსია სამხედრო ექიმების ნაწილში“.

„ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია და ის რესურსი, რომელიც დღეს არის სამედიცვინო სფეროში პრაქტიკულად სრულად ჩართულია ეპიდემიის მართვაში. ამიტომ, პირველ რიგში, ყველას ამოცანა არის ნებისმიერი ასეთი ტიპის ასოციაციის, სხვა მოქალაქის თუ ორგანიზაციის, რომელსაც დღეს აწუხებს საქართველოში ეპიდემიის მართვა, რომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმ მოწოდების ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პირბადეების საყოველთაო მოხმარებას. ასევე, იმ სავალდებულო წესების დაცვას, რომელიც დადგენილია ყველა იმ ბიზნესისთვის და ორგანიზაციისთვის, რომელიც ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ასევე ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმის ირგვლივ, რომ მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალქეებს, დამსაქმებლებს,ზედმიწევნით შეასრულონ ყველა რეგულაცია. ამით ყველა ვართ ჩართულნი იმ პროცესში - შევამციროთ ეპიდემიის გავრცელების ტემპი. შესაბამისად, შევამციროთ ზეწოლა ჩვენს სამედიცინო სექტორზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რამდენი თავისუფალი საწოლია დღეს, Covid-პაციენტებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით

რამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ? -  "მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ"

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება